კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე
"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

2019 წლის 8 თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 764 საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 314 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, 5 ათას­ზე მეტი კი და­შავ­და.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, საგ­ზაო სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბია: შემ­ხვედ­რი მოძ­რა­ო­ბის ზოლ­ში გა­დას­ვლა ან გას­წრე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ამ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ ექ­სპერ­ტე­ბი. გახ­ში­რე­ბუ­ლი საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე AMBEBI.GE საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებს ესა­უბ­რა.

ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი, "ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- რაზე მი­უ­თი­თებს ეს სტა­ტის­ტი­კა?

- ვერ­ცერ­თმა იმ რე­ფორ­მამ, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბუ­ლა ან ახლა ტარ­დე­ბა სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში, ვერ მი­აღ­წია იმას, რომ სა­მი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შეგ­ვემ­ცი­რე­ბი­ნა. რო­გორც და­ღუპ­ვა, და­შა­ვე­ბუ­ლო­ბა - ისე თვი­თონ შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბა. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო 2017 წელი, რო­დე­საც სა­მი­ვე პა­რა­მეტ­რი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. ასე­თი და­დე­ბი­თი შე­დე­გი მა­შინ გა­მო­იწ­ვია ქუ­ლა­თა სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბამ. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო მსხვერ­პლიც. მძღო­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რად­გან ჰქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ ჩა­მო­ერ­თმე­ო­დათ მარ­თვის მოწ­მო­ბა და ქუ­ლე­ბი გა­უ­ნულ­დე­ბო­დათ. ასე­ვე, მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ე­ბიც. მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯე­ბი იყო ფრაგ­მენ­ტუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გე­ბიც მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტუ­ლად მი­ვი­ღეთ. ახლა არა­ვინ იცის, რა კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ შემ­ცირ­დეს გზებ­ზე მსხვერ­პლი. ფაქ­ტია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა. რად­გან რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუნ­დაც ტექნკუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, შემ­ცირ­დეს გზებ­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბი, არა­ვინ იცის, რა შე­დეგს იძ­ლე­ვა. არ არ­სე­ბობს სტა­ტის­ტი­კა, ანა­ლი­ზი, რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა ამა თუ იმ რე­ფორ­მამ, იქო­ნია თუ არა ზე­გავ­ლე­ნა მსხვერ­პლის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

სტა­ტის­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ მთა­ვა­რი გა­მომ­წე­ვი მი­ზე­ზე­ბი არას­წო­რი მა­ნევ­რი­რე­ბა, სა­პი­რის­პი­რო ზოლ­ში გა­დას­ვლა, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა იყო. რო­დე­საც ეს სტა­ტის­ტი­კა დევს ხე­ლის­გულ­ზე, მას უნდა მოჰ­ყვეს შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა. ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი ასე­თი სტა­ტის­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით, წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბით ცდი­ლო­ბენ აღ­მო­ფხვრან კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი. პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ძა­ლი­ან სუს­ტია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. უნდა არ­სე­ბობ­დეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო რგო­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებ­და და იგი უნდა იყოს აუ­ცი­ლებ­ლად პრე­მი­ე­რის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში. რო­გო­რიც, მა­გა­ლი­თად, იყო ეკო ონ­ბუდსმე­ნის სტრუქ­ტუ­რა, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ცალ­კე სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა იქ­ნე­ბო­და კარ­გი. ახ­ლაც მოქ­მე­დებს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო უწყე­ბა, მაგ­რამ იგი სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია, და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ში­ნა­გან სა­მი­ნის­ტროს, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად მყოფ კო­ლე­გებს, ცხა­დია, ვე­რა­ფერს მოს­თხოვს, აქ უნდა იყოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მო­თხოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"პარტნი­ო­რო­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რე, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი გელა კვა­ში­ლა­ვა AMBEBI.GE-ს პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზებ­ზე ესა­უბ­რე­ბა. ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, სა­ჭი­როა მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა, სან­ქცი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის დახ­ვე­წა და რაც მთა­ვა­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნება.

"სის­ტე­მის ყველ­ზე დიდი უსა­მარ­თლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას ჩანს, რად­გან სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა­სა და ნას­ვა­მო­ბა­ზე და­ნა­შა­უ­ლი შე­გიძ­ლია ჯა­რი­მით გა­მო­ის­ყი­დო და მან­ქა­ნის ტა­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლო. წე­ლი­წად­ში 200 ათა­სი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა. მძღო­ლე­ბის ნა­წი­ლი ამ დარ­ღვე­ვას რამ­დენ­ჯერ­მე იმე­ო­რებს და საფრ­თხეს უქ­მნის, რო­გორც თა­ვის სი­ცო­ცხლეს, ისე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა ადა­მი­ა­ნებს. ჩვე­ნი ახალ­ბე­და მძღო­ლე­ბი მარ­თვის მოწ­მო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, თე­ო­რი­ა­ში იღე­ბენ. მათი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის დო­ნე­ზე მე­ტყვე­ლებს ის ფაქ­ტი, რომ რუს­თავ­ში გა­მოც­და­ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბის ნა­ხე­ვარს თბი­ლის­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­მოს­ვლა უჭირს.

ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქუ­ლა­თა სის­ტე­მის რე­ა­ლუ­რად ამოქ­მე­დე­ბა და გზებ­ზე კონ­ტრო­ლი. ხი­ლავ­დო­ბის პრობ­ლე­მაც არის, რა­ზეც მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში „საგ­ზაო უსფრ­თხო­ე­ბის სა­მოქ­მე­დეო გეგ­მა“, რო­მე­ლიც სრულ­ყო­ფი­ლად არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა შტო ამ სტარ­ტე­გი­ის სრულ­ყო­ფი­ლად ამოქ­მე­დე­ბა­ში. თუ კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნება იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და მსხვერ­პლის შემ­ცი­რე­ბა", - აცხა­დებს გელა კვა­ში­ლა­ვა.

ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია წარ­მა­ტე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ და დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი მა­შინ, რო­დე­საც ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, ქა­ლა­ქის შიგ­ნით ერთი უბ­ნი­დან მე­ო­რე­ში ან უბ­რა­ლოდ ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლია.

„ადრე თუ საფრ­თხე მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა იყო, დღეს უკვე ტრო­ტუ­არ­ზე ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბაც რის­კის შემ­ცვე­ლია. ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს პა­სუ­ხი მარ­ტივ შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნი იხარ­ჯე­ბა საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე? კონ­კრე­ტუ­ლად ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე არ­სე­ბულ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე? რა­ტომ უა­რეს­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხი ქა­ლა­ქებ­ში? რა­ტომ გა­ორ­მაგ­და თბი­ლის­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა?

წარ­მა­ტე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ის მო­ლო­დი­ნი გა­და­მე­ტე­ბუ­ლია, როცა ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, ქა­ლა­ქის შიგ­ნით ერთი უბ­ნი­დან მე­ო­რე­ში უბ­რა­ლოდ ფე­ხით სი­ა­რუ­ლი, სი­ცო­ცხლის­თვის დიდი რის­კის შემ­ცვე­ლია. ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი არა­რე­ა­ლუ­რია, თუ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ შე­თან­ხმდე­ბა, რომ გორ­ში, ქუ­თა­ის­ში, ფოთ­ში, თე­ლავ­ში სკო­ლე­ბის წინ უსაფრ­თხო ქუ­ჩის გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­წყო­ბა­სა და სუფ­თა, უსაფრ­თხო ტრან­სპორტზე ზრუნ­ვა უფრო მე­ტა­დაა სა­ჭი­რო, ვიდ­რე ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ქვეყ­ნის სივ­რცით მო­წყო­ბა­სა და მა­გის­ტრა­ლის გზის მო­ნაკ­ვე­თის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე. ვიდ­რე ეს მიდ­გო­მა არ შე­იც­ვლე­ბა და საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში ახა­ლი ვე­ლო­სი­პე­დე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სი არ დას­რულ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვეშ დარ­ჩე­ბა", - ამ­ბობს კვა­ში­ლა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
14
"კარგად აღზრდილი და წესრიგის მოყვარული ხალხი" ))))))))) არ გინდათ თქვენ კულტურა და წესრიგი, ჩრდილოური საღორე გიყვართ და იყავით ასე ))))))))))
ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლი???
16
ძალიან ნაცნობი გვარია, მახსოვს კომუნისტების დროს იყო ასეთი ლალიაშვილი(სახელს ვერ ვიხსენებ), რომელიც სახელმწიფო ავტო ინსპექციის(გაი) რომელიღაც, უფრო ალბათ საინფორმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ტელევიზიითაც ხშირად გამოდიოდა, არ გაგეცინოთ და ამ ქალბატონის ნალაპარაკევი ძალიან მაგონებს მაშინდელ ლექციებს, რომელსაც მაშინ ტელევიზიით გვიკითხავდა და გვამუნათებდა ოღონდ ავიწყდებოდა დაემატებინა თვით გაი-ს დამოკიდებულება ამ მდგომარეობასთან. ყველას ყველაფერი ეკიდა(მთავარი ქრთამის აღება იყო) რაღაცით ვემსგავსებით იმ დროს, ნეტავი ბიძინამ დროის მანქანა ხო არ გამოიგონა? ვოლკის ეცოდინება, მაგრამ რას გეტყვის.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

2019 წლის 8 თვეში საქართველოში 3 764 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 314 ადამიანი დაიღუპა, 5 ათასზე მეტი კი დაშავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ამ სტატისტიკურ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ ექსპერტები. გახშირებული საგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზებისა და პრობლემის გადაჭრის გზებზე AMBEBI.GE საგზაო უსაფრთხოების ექსპერტებს ესაუბრა.

ეკა ლალიაშვილი, "ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი:

- რაზე მიუთითებს ეს სტატისტიკა?

- ვერცერთმა იმ რეფორმამ, რომელიც გატარებულა ან ახლა ტარდება სატრანსპორტო სფეროში, ვერ მიაღწია იმას, რომ სამივე მაჩვენებელი შეგვემცირებინა. როგორც დაღუპვა, დაშავებულობა - ისე თვითონ შემთხვევების ოდენობა. გამონაკლისი იყო 2017 წელი, როდესაც სამივე პარამეტრი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასეთი დადებითი შედეგი მაშინ გამოიწვია ქულათა სისტემის შემოღებამ. შესაბამისად, გაცილებით ნაკლები იყო მსხვერპლიც. მძღოლები იყვნენ მობილიზებულები, რადგან ჰქონდათ მოლოდინი, რომ ჩამოერთმეოდათ მართვის მოწმობა და ქულები გაუნულდებოდათ. ასევე, მიმდინარეობდა სერიოზული საგანმანათლებლო კამპანიებიც. მაგრამ ეს ნაბიჯები იყო ფრაგმენტული და, შესაბამისად, შედეგებიც მხოლოდ ფრაგმენტულად მივიღეთ. ახლა არავინ იცის, რა კეთდება იმისთვის, რომ შემცირდეს გზებზე მსხვერპლი. ფაქტია, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არ არის საგზაო უსაფრთხოება. რადგან რეფორმები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თუნდაც ტექნკური ინსპექტირება, რომლის მთავარი მიზანია, შემცირდეს გზებზე ავტომანქანების გაუმართაობით გამოწვეული ავტოავარიები, არავინ იცის, რა შედეგს იძლევა. არ არსებობს სტატისტიკა, ანალიზი, რა შედეგები მოიტანა ამა თუ იმ რეფორმამ, იქონია თუ არა ზეგავლენა მსხვერპლის შემცირებაზე.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ მთავარი გამომწევი მიზეზები არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა, სიჩქარის გადაჭარბება და არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა იყო. როდესაც ეს სტატისტიკა დევს ხელისგულზე, მას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება. ევროპული ქვეყნები ასეთი სტატისტიკაზე დაყრდნობით, წერტილოვანი დარტყმებით ცდილობენ აღმოფხვრან კონკრეტული მიზეზები. პრევენციული ღონისძიებები ძალიან სუსტია ჩვენს ქვეყანაში. უნდა არსებობდეს საკოორდინაციო რგოლი, რომელიც ავტოავარიების შემცირებაზე იზრუნებდა და იგი უნდა იყოს აუცილებლად პრემიერის დაქვემდებარებაში. როგორიც, მაგალითად, იყო ეკო ონბუდსმენის სტრუქტურა, დაახლოებით ისეთი ცალკე სტრუქტურის შექმნა იქნებოდა კარგი. ახლაც მოქმედებს ეკონომიკის სამინისტროში საგზაო უსაფრთხოების საკოორდინაციო უწყება, მაგრამ იგი სამინისტროს შემადგენლობაშია, და ეკონომიკის სამინისტრო შინაგან სამინისტროს, ჰორიზონტალურად მყოფ კოლეგებს, ცხადია, ვერაფერს მოსთხოვს, აქ უნდა იყოს უფლებამოსილების მოთხოვნის შესაძლებლობა.

"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე, საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი გელა კვაშილავა AMBEBI.GE-ს პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრება. ექსპერტის შეფასებით, საჭიროა მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების აღმოფხვრა, სანქცირების მექანიზმების დახვეწა და რაც მთავარია, ხელისუფლების ნება.

"სისტემის ყველზე დიდი უსამართლობა საქართველოს გზებზე მოძრაობისას ჩანს, რადგან სიჩქარის გადაჭარბებასა და ნასვამობაზე დანაშაული შეგიძლია ჯარიმით გამოისყიდო და მანქანის ტარება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელო. წელიწადში 200 ათასი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი ფიქსირდება. მძღოლების ნაწილი ამ დარღვევას რამდენჯერმე იმეორებს და საფრთხეს უქმნის, როგორც თავის სიცოცხლეს, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა ადამიანებს. ჩვენი ახალბედა მძღოლები მართვის მოწმობას, ფაქტობრივად, თეორიაში იღებენ. მათი პრაქტიკული ცოდნის დონეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსთავში გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნახევარს თბილისში დამოუკიდებლად ჩამოსვლა უჭირს.

ასევე, აუცილებელია ქულათა სისტემის რეალურად ამოქმედება და გზებზე კონტროლი. ხილავდობის პრობლემაც არის, რაზეც მუშაობაა საჭირო. მოგეხსენებათ, არსებობს ქვეყანაში „საგზაო უსფრთხოების სამოქმედეო გეგმა“, რომელიც სრულყოფილად არ ხორციელდება. ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა შტო ამ სტარტეგიის სრულყოფილად ამოქმედებაში. თუ კი ხელისუფლების ნება იქნება, შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება და მსხვერპლის შემცირება", - აცხადებს გელა კვაშილავა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ გადაჭარბებულია წარმატებულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი მაშინ, როდესაც ტრანსპორტით გადაადგილება, ქალაქის შიგნით ერთი უბნიდან მეორეში ან უბრალოდ ფეხით სიარული, სიცოცხლისთვის რისკის შემცველია.

„ადრე თუ საფრთხე მანქანით გადაადგილება იყო, დღეს უკვე ტროტუარზე ფეხით გადაადგილებაც რისკის შემცველია. ქვეყანაში არ არსებობს პასუხი მარტივ შეკითხვაზე, რამდენი იხარჯება საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე? კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს გზებზე არსებულ განუკითხაობაზე? რატომ უარესდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხი ქალაქებში? რატომ გაორმაგდა თბილისში ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტომობილების რაოდენობა?

წარმატებული ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმების რეგიონალური ლიდერის პოზიციის მოლოდინი გადამეტებულია, როცა ტრანსპორტით გადაადგილება, ქალაქის შიგნით ერთი უბნიდან მეორეში უბრალოდ ფეხით სიარული, სიცოცხლისთვის დიდი რისკის შემცველია. ქვეყნის განვითარების გრანდიოზული გეგმები არარეალურია, თუ მისი ხელისუფლება, ბიზნესი და საზოგადოება არ შეთანხმდება, რომ გორში, ქუთაისში, ფოთში, თელავში სკოლების წინ უსაფრთხო ქუჩის გადასასვლელების მოწყობასა და სუფთა, უსაფრთხო ტრანსპორტზე ზრუნვა უფრო მეტადაა საჭირო, ვიდრე ხმამაღალი განცხადებები ქვეყნის სივრცით მოწყობასა და მაგისტრალის გზის მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე. ვიდრე ეს მიდგომა არ შეიცვლება და საგზაო უსაფრთხოების სფეროში ახალი ველოსიპედების შექმნის პროცესი არ დასრულდება, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დარჩება", - ამბობს კვაშილავა.

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა

"33 წლის იყო, არც ცოლი ჰყოლია, არც შვილი..." - მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ თბილისში "გლოვოს" კურიერი იმსხვერპლა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა