ავტორი:

თეთრი პური თუ ჭვავის პური?

თეთრი პური თუ ჭვავის პური?

ბოლო პერიოდში გახშირდა ინფორმაცია თეთრი პურის მავნებლობაზე, ბევრი მითი დადის, ამიტომ ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ გადავწყვიტეთ ცნობილ ექიმ-ნუტრიციოლოგთან ქ-ნ ნატა გაგუასთან და ვეცადეთ კლინიკურ კვლევებზე დაყრდნობით ამომწურავი პასუხები მიგვეღო.

გახშირდა ინფორმაცია, რომ თეთრი პური არც ისეთი სასარგებლოა, რამდენად ეთანხმებით თქვენ?

ზოგადად პრობლემაა ფქვილის ხარისხი და პურის მომზადების ტექნოლოგია, რაც ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან პროდუქტს ხშირი გამოყენების დროს საშიშს ხდის ჯანმრთელობისთვის. ხორბლის მარცვალი თავისთავად უნიკალური პროდუქტია, იგი შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს, ცილას, მდიდარია ნახშირწყლებით. სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა შედის ხობლის მარცვლის გარსებში

(6 გარსი აქვს) და ჩანასახში. სამწუხაროდ, ხშირად, თანამედროვე დამუშავების პროცესში მარცვლის სწორედ ეს, ყველაზე სასარგებლო ნაწილი ხვდება ნარჩენებში. თეთრ ფქვილში კი რჩება მხოლოდ სახამებელი ცილა-გლუტენი და ძალიან ცოტა უჯრედისი. ასეთი ფქვილისგან მომზადებული პური მაღალკალორიულია, მაგრამ მასში თითქმის არ არის სასარგებლო ნივთიერებები.

რა საფრთხეების წინაშე დგას თეთრი პურის მომხმარებელი?

ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ არასწორი ტექნოლოგიით თეთრი ფქვილისგან დამზადებულ პურ-ფუნთუშეულს, უფრო ხშირად უვითარდებათ და უმწვავდებათ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინოლოგიური და კანის დაავადებები.

რატომ არის თეთრი პურის მიღება არც ისეთი ჯანსაღი?

ბევრი მიზეზია: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 განვითარების რისკი იზრდება, ასეთ ფქვილში არის გლუტენი. (გლუტენის თვისებებზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო).

ცელიაკია არის დაავადება, (ლათ. „მუცლის დაავადება“). ამ დაავადების პირველი თანამედროვე აღწერა ბავშვებში გამოაქვეყნა ბართოლომეის ჰოსპიტალის ექიმმა ლონდონში სამუელ გიმ 1888 წელს, რომელმაც გამოჰყო სიმპტომებიდან დაუძლურება, დიარეა, ანემია.

ცელიაკია გადაიცემა მემკვიდრეობით და მარტივად რომ აგიხსნათ, გამოიხატება იმაში, რომ ორგანიზმს არ აქვს უნარი, დაშალოს გლუტენი.

ლათინურიდან გლუტენი ითარგმნება როგორც „წებო“. გლუტენი, რომელსაც ასევე უწოდებენ წებოვანას, არის ერთ-ერთი ელასტიური ცილის წარმომადგენელი, რომელსაც შეიცავს ხორბალი და სხვა მარცვლეულიც. შესაბამისად, გლუტენის ძირითადი წყარო − არის პურ-ფუნთუშეულის ნაწარმი. გლუტენის მაღალი შემცველობა არის ხორბალში (80% მარცვლის წონისგან), ეს ნივთიერება წყალთან ურთიერთმოქმედების დროს ხდება წებოვანი, ელასტიური მასა.

ჩვეულებრივ პურში გლუტენის შემცველობა არის 4-დან 6%-მდე, ფხვიერ ნამცხვრებში, ვაფლებსა და ბისკვიტებში − 20-40%, ხოლო ნამცხვრებში მისი შემცველობა აღწევს 50% ფქვილის მასისგან.

რა არის ალტერნატივა? რა არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის უფრო ჯანსაღი?

თეთრი პურის შესანიშნავი ალტერნატივაა ჭვავის პური. გემრიელია, არომატული და კარგად ანაყრებს. წონის კორექციის დროს ჭვავის პურის რაციონში გამოყენება მიზანშეწონილია. ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის საშუალო დღიური ნორმაა 120 გრ. (100 გრამში საშუალოდ 180 დან 200 კკალ-მდეა).

აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას და ყაბზობის დროს კარგი საშუალებაა მოაწესრიგოს კუჭის მოქმედება.

გამოიყენება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 დროს (თითქმის არ შეიცავს შაქარს), ჭვავის პური შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ უჯრედისს და აქედან გამომდინარე პურში არსებული ნახშირწყლები შეიწოვება კუჭ -ნაწლავის ტრაქტში ნელა და არ იწვევს გლუკოზის სწრაფ ზრდას სისხლში.

მდიდარია B (B1, B2, B5, B6, B9) ვიტამინით, რაც კარგია ნერვული სისტემისთვის, კუნთოვანი ქსოვილისთვის, ჰემოგლობინისთვის.შეიცავს E, PP ვიტამინებს, რომლებიც კარგია იმუნიტეტისთვის და ზოგადად ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებისთვის.

ასევე, ზომიერად შეიცავს ვიტამინ A-ს, რომელიც ანტიოქსიდანტია.მდიდარია მიკროელემენტებით: კალიუმით 244 მგ, მაგნიუმით 56 მგ, კალციუმით 33 მგ. შეიცავს იოდს 3,2 მკგ, რკინას 4,5 მგ და ა. შ.კარგია მისი გამოყენება, როცა მაღალია სისხლში ქოლესტერინის შემცველობა, უჯრედისით მდიდარი ჭვავის პური აფერხებს ქოლესტერინის შეწოვას ორგანიზმში, ეს კი იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას, გულის დაავადებების რისკების შემცირებას.

არის მოსაზრება რომ შავი პური, რომელიც არის ჭვავის პური იღებება, როგორ შეგვიძლია დავიზღვიოთ თავი ამ რისკისგან და არ ვჭამოთ შეღებილი პური?

წავიკითხოთ ყურადღებით შემადგენლობა, რომ ვიცოდეთ რისგან მზადდება პური. საკმაოდ მარტივი ხერხი არსებობს, რომ სახლის პირობებში შეძლოთ შავი პურის შემოწმება: მცირე ნაწილებად დაჭრილი პური უნდა ჩაყაროთ თბილ წყალში და 3-5 წუთი დაელოდოთ. თუ წყალი მოწითალო ფერად შეიფერა, ესე იგი პური შეღებილია.

ნატურალური ფერმენტირების პროცესი ვიზუალურ კვალსაც ტოვებს პურზე: შეძენისას ჭვავის პურს კარგად დააკვირდით, მას შედარებით მუქი ყავისფერი წერტილები უნდა ჰქონდეს, ეს ჭვავის ალაოა, რაც ქიმიური დაფერვის გამოყენებით დამზადებულ პურს არ გააჩნია. ასევე ნამდვილი ჭვავის პური მკვრივი უნდა იყოს და დამახასიათებელი მადისაღმძვრელი არომატი.ტექნოლოგიების სრული დაცვით დამზადებული ჭვავის პური თეთრ პურზე დაბალკალორიულია და მასში მეტია უჯრედისი.

ბავშვებს ყოველდღიურად უნდა ვაჭამოთ თეთრი პური - მითი თუ რეალობა?

უმჯობესია ბავშვებს არ ვაჭამოთ თერმოფილური საფუარით მომზადებული თეთრი პური, ჭვავის პურის შეტანა დღის რაციონში ბავშვებისთვის, თუ ბავშვი ჯანმრთელია, არ აქვს კუჭის მაღალი მჟავიანობა, და არ არის კონკრეტული პროდუქტის ინგრედიენტებზე ალერგიული, სასარგებლოა.

R

„ბანკიდან რომ დარეკეს, მოვდივართ, თქვენთვის საჩუქარი გვაქვსო, ვიფიქრე, რაღაც შეეშალათ’ – ‘დაკარგული’ ფულის დაბრუნება

iPlus-მა ყველაზე მოთხოვნადი აქსესუარები, სწრაფი მიტანის სერვის - Glovo-ს აპლიკაციაში დაამატა

ქართველ ფერმერებს მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღების  შესაძლებლობა მიეცათ