პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო
"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო

ლუ­დო­მა­ნია - აზარ­ტუ­ლი თა­მა­შის გაგ­რძე­ლე­ბის და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლია, მი­უ­ხე­და­ვად ნე­გა­ტი­უ­რი და ხში­რად, დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გი­სა.

თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ა­სა­ვით მო­ე­დო. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 700 000-მდე ადა­მი­ა­ნი თა­მა­შობს, მათ შო­რის არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბიც.

სა­უ­ბე­დუ­როდ, ლუ­დო­მა­ნი­ამ უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ერთ-ერთი ბოლო მსხვერ­პლი 29 წლის სან­დრო ბე­რა­ძეა, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რი, რომ­ლის ცხე­დარ­საც რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ცხვა­რი­ჭა­მი­ას ტყე­ში მი­აკ­ვლი­ეს...

სან­დრო ბე­რა­ძის პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" წევ­რე­ბის­თვის. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მცი­რე 16 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

"ასე­თი კარ­გი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა. სან­დრო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რდა, რო­მე­ლიც ადიქ­ცი­ით (დამ­ღუპ­ვე­ლი ჩვე­ვი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა) იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მე ვიც­ნობ­დი სან­დროს და მახ­სოვს, რო­გორ ებ­რძო­და ამ ადიქ­ცი­ას. თუმ­ცა, ვე­ღარ გა­უმკლავ­და...

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა მაქ­სი­მა­ლუ­რად აიკ­რძა­ლოს რეკ­ლა­მე­ბი. ეს არის აგ­რე­სი­უ­ლი მარ­კე­ტინ­გი, რო­მე­ლიც იპყრობს თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის გო­ნე­ბას. ეს არის ქვეყ­ნის­თვის უთავ­მოყ­ვა­რეო ბიზ­ნე­სი, ლა­მის თბი­ლი­სის ცაზე გა­და­ჭი­მონ ბე­თე­ბის რეკ­ლა­მე­ბი, ამის შე­დე­გი კი სა­ში­ნე­ლია. ნამ­დვი­ლად არ გვყავს და­სა­კარ­გი თა­ო­ბა, უნდა ვიზ­რუ­ნოთ თა­ო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და რას აკე­თებს ამ დროს მთავ­რო­ბა? - არა­ფერს!

სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან მი­რე­კა­ვენ ემიგ­რან­ტი დე­დე­ბი, ტი­რი­ან. რე­კა­ვენ იტა­ლი­ი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, თურ­ქე­თი­დან... ისი­ნი აღ­შფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ უცხო­ეთ­ში მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, აქ ვი­ღა­ცე­ბი გა­ამ­დიდ­რონ" - გვე­უბ­ნე­ბა "დე­დე­ბი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­მარ ჯა­ფა­რი­ძე.

სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კი­სა და ათო­ბით ახალ­გაზ­რდის შე­წი­რუ­ლი სი­ცო­ცხლის მი­უ­ხე­და­ვად, მთავ­რო­ბის მხრი­დან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არ იდ­გმე­ბა.

პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ნაც­ვლად, ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ყო­ველ­დღე უამ­რავ რეკ­ლა­მას ხე­და­ვენ, სა­დაც პირ­და­პირ თუ ირი­ბად თა­მაშ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის ჩათ­რე­ვას ცდი­ლო­ბენ. რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც გვკლავს, არის ყველ­გან - ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, ინ­ტერ­ნეტ­ში და ქუ­ჩებ­ში, არამ­ხო­ლოდ ბილ­ბორ­დე­ბის სა­ხით, არა­მედ ტაქ­სებ­ზეც.

VIDEO: "ეს არის ქვეყ­ნის­თვის უთავ­მოყ­ვა­რეო ბიზ­ნე­სი!" - ამ პა­თო­ლო­გი­ით სა­ქარ­თვე­ლო­ში 700 ათა­სი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ვარ­დნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია მო­ამ­ზა­და, რაც სრუ­ლად კრძა­ლავს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მას.

"თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. იდეა, რომ­ლის თა­ნახ­მად უნდა გა­კეთ­დეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, გამ­კაცრ­დეს კონ­ტრო­ლი, შე­ვამ­ცი­როთ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის რის­კე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ, და­იბ­ლო­კა ივა­ნიშ­ვი­ლის დროს. მას, რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი აქვს სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ამ ბიზ­ნეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­ვის გა­და­სახ­დელს იხ­დის "შავ ბუ­რალ­ტე­რი­ა­ში". არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე აზარ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა. ამ არხზე უნდა გა­დი­ო­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მე­ბი, სა­დაც იტყვი­ან, რომ თა­მა­ში ცუ­დია" - გან­მარ­ტავს ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი.

ამ დრომ­დე ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში "პა­ლიტ­რა მე­დია" იყო, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 2015 წლის თე­ბერ­ვლი­დან უარი თქვა ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე თა­ვის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე - რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პო­პუ­ლა­რულ 20-მდე სა­იტ­ზე (მათ შო­რის: AMBEBI.GE, IPN.GE, Kvirispalitra.ge, palitravideo.ge, sportall.ge და სხვა) ასე­ვე რა­დი­ო­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა მე­დი­აჰოლ­დინ­გმა უარი თქვა მი­ლი­ო­ნო­ბით შე­მო­სა­ვალ­ზე, რად­გან შე­მო­სა­ვალ­ზე წინ მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, უკვე მე­ო­თხე წე­ლია "პა­ლიტ­რის მე­დი­ის" ვერც ერთ პლატ­ფორ­მა­ზე ვერ ნა­ხავთ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მას და მე­ტიც, მუდ­მი­ვად მზად­დე­ბა არა­ერ­თი სტა­ტია, სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მა თუ სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც ლუ­დო­მა­ნი­ის მავ­ნებ­ლო­ბას უს­ვამს ხაზს.

სან­დრო ბე­რა­ძის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, "პირ­ველ­მა არ­ხმაც" უარი თქვა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე - მა­უ­წყე­ბე­ლი 2020 წლის იან­ვრი­დან თა­ვის ეთერ­ში სრუ­ლად აკ­რძა­ლავს სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მას.

"პა­ლიტ­რა მე­დია" სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა, ამას­თან, სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უარი თქვან აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მა­ზე.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის ბრუნ­ვა წლი­დან წლამ­დე სულ უფრო იზ­რდე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ 2017 წელს სექ­ტო­რის ბრუნ­ვა 6 მი­ლი­არ­დი ლარი იყო, 2018 წელს 173%-ით გა­ი­ზარ­და და 13 მი­ლი­არდ 806 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სია, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის ხარ­ჯზეც...

ავ­ტო­რი: თეო ცუც­ქი­რი­ძე

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოო-ოო-ოო
47
დაუშვად აიკრძალა,მერე რა მოჰყვება ამას იცით?-ეს გადავა იატაკქვეშეთში და იქ გააგრძელებს არალეგალურად საქმიანობას. რაც უფრო მეტად ძვირი დაუჯდება მომხმარებელს,ვინაიდან მინიმალური სტავკების ფასი აიწევა. ეხლა არ მითხრათ უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და უნდა დაისაჯონ ისინი,ვინც ამას გააკეთებსო, ნუ გავიწყდება სად და რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც არსებობს დაუწერელი კანონები, ასერომ ის ვინც უნდა გააკონტროლოს,სწორედ ის იქნება შეკრული კაზინოს მეპატრონესთან და ექნება შესაბამისი წილი იქიდან. ასე,რომ ნუ გაქვთ ფანტაზიური აზრები. იყავით რეალისტები და შეეგუეთ რეალობას. თუარადა ძალით და ბუქსირით იქ არავინ შეჰყავთ. თავისი ნებით მიდის ხალხი იქ. არა აქვს მნიშვნელობა ის უკვე ლუდომანია,თუ უბრალოდ აზარტული. და საერთოდაც კაზინოს აკრძალვის მოთხოვნა დაახლოებით ისეთივე სისულელეა,როგორც,რომ ვინმე ითხოვდეს რესტორნებისა და კაფე-ბარების აკრძალვას,იმ მიზნით,რომ იქ უამრავი ხალხი გალოთდა და ბევრს სვავს!!!
ძირს სლოტები
2
მეგობრებო, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, ისტორიულ და ტურისტულ უბანში, საპატრიარქოს გვერდით, დაწყევლილი შანგრი ლა (Shangri la) რომ უცარიელებს ჯიბეებს ჩვენს მოქალაქეებს, და ამაზე საპატრიაქროც დუმს და სახელმწიფოც, ამის შემდეგ, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ და რაღა უნდა გავაპროტესტოთ :(((((( ჩვენ ვართ მშიშარა ერი ! გამონაკლისებიც არიან მაგრამ უმეტესობა მშიშრები და კურდღლები ვართ :(((((((((((((
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო

"ჩვენ არ გვყავს დასაკარგი თაობა..." - აზარტული თამაშების ეპიდემია საქართველოში და ათობით თვითმკვლელობა ლუდომანიის გამო

ლუდომანია - აზარტული თამაშის გაგრძელების დაუძლეველი სურვილია, მიუხედავად ნეგატიური და ხშირად, დამღუპველი შედეგისა.

თამაშდამოკიდებულება ბოლო წლებში საქართველოს ეპიდემიასავით მოედო. არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 700 000-მდე ადამიანი თამაშობს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

საუბედუროდ, ლუდომანიამ უკვე რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი 29 წლის სანდრო ბერაძეა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი, რომლის ცხედარსაც რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ცხვარიჭამიას ტყეში მიაკვლიეს...

სანდრო ბერაძის პრობლემის შესახებ ცნობილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წევრებისთვის. ორგანიზაციის ინფორმაციით, სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თამაშებზე დამოკიდებულებას.

"ასეთი კარგი ახალგაზრდა დაიღუპა. სანდრო, შესანიშნავი ახალგაზრდა, რომელიც ადიქციით (დამღუპველი ჩვევისადმი დამოკიდებულება) იყო დაავადებული. მე ვიცნობდი სანდროს და მახსოვს, როგორ ებრძოდა ამ ადიქციას. თუმცა, ვეღარ გაუმკლავდა...

ჩვენი ორგანიზაციის კატეგორიული მოთხოვნაა მაქსიმალურად აიკრძალოს რეკლამები. ეს არის აგრესიული მარკეტინგი, რომელიც იპყრობს თინეიჯერების გონებას. ეს არის ქვეყნისთვის უთავმოყვარეო ბიზნესი, ლამის თბილისის ცაზე გადაჭიმონ ბეთების რეკლამები, ამის შედეგი კი საშინელია. ნამდვილად არ გვყავს დასაკარგი თაობა, უნდა ვიზრუნოთ თაობის გადასარჩენად და რას აკეთებს ამ დროს მთავრობა? - არაფერს!

საზღვარგარეთიდან მირეკავენ ემიგრანტი დედები, ტირიან. რეკავენ იტალიიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან... ისინი აღშფოთებულები არიან, რომ უცხოეთში მუშაობენ იმისთვის, აქ ვიღაცები გაამდიდრონ" - გვეუბნება "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენელი თამარ ჯაფარიძე.

საგანგაშო სტატისტიკისა და ათობით ახალგაზრდის შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.

პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, ტელემაყურებლები სხვადასხვა მედიასაშუალებებით ყოველდღე უამრავ რეკლამას ხედავენ, სადაც პირდაპირ თუ ირიბად თამაშში ახალგაზრდების ჩათრევას ცდილობენ. რეკლამა, რომელიც გვკლავს, არის ყველგან - ტელევიზიაში, ინტერნეტში და ქუჩებში, არამხოლოდ ბილბორდების სახით, არამედ ტაქსებზეც.

VIDEO: "ეს არის ქვეყნისთვის უთავმოყვარეო ბიზნესი!" - ამ პათოლოგიით საქართველოში 700 ათასი ადამიანია დაავადებული

პარლამენტში ჩავარდნილი კანონპროექტის შემდეგ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განახლებული ვერსია მოამზადა, რაც სრულად კრძალავს ნებისმიერი სახის აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამას.

"თამაშდამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების სერიოზული დაავადებაა. იდეა, რომლის თანახმად უნდა გაკეთდეს რეგულაციები, გამკაცრდეს კონტროლი, შევამციროთ ფულის გათეთრების რისკები და სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ, დაიბლოკა ივანიშვილის დროს. მას, როგორც ჩანს, გარკვეული აქვს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, ამ ბიზნესთან ურთიერთობა.

სათამაშო ბიზნესი, სავარაუდოდ, თავის გადასახდელს იხდის "შავ ბურალტერიაში". არ შეიძლება, მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე აზარტული კომპანიების რეკლამირება. ამ არხზე უნდა გადიოდეს სოციალური რეკლამები, სადაც იტყვიან, რომ თამაში ცუდია" - განმარტავს ლევან გოგიჩაიშვილი.

ამ დრომდე ერთადერთი გამონაკლისი ქართულ მედიასივრცეში "პალიტრა მედია" იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 2015 წლის თებერვლიდან უარი თქვა ონლაინკაზინოების რეკლამირებაზე თავის ყველა პლატფორმაზე - როგორც ინტერნეტსივრცეში პოპულარულ 20-მდე საიტზე (მათ შორის: AMBEBI.GE, IPN.GE, Kvirispalitra.ge, palitravideo.ge, sportall.ge და სხვა) ასევე რადიოში, ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში.

ამ გადაწყვეტილებით დამოუკიდებელმა მედიაჰოლდინგმა უარი თქვა მილიონობით შემოსავალზე, რადგან შემოსავალზე წინ მორალური პასუხისმგებლობა დააყენა.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკვე მეოთხე წელია "პალიტრის მედიის" ვერც ერთ პლატფორმაზე ვერ ნახავთ აზარტული თამაშების რეკლამას და მეტიც, მუდმივად მზადდება არაერთი სტატია, სოციალური რეკლამა თუ სიუჟეტი, რომელიც ლუდომანიის მავნებლობას უსვამს ხაზს.

სანდრო ბერაძის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, "პირველმა არხმაც" უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამირებაზე - მაუწყებელი 2020 წლის იანვრიდან თავის ეთერში სრულად აკრძალავს სათამაშო ბიზნესის რეკლამას.

"პალიტრა მედია" საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას მიესალმება, ამასთან, სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და უარი თქვან აზარტული თამაშების რეკლამაზე.

ოფიციალური მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება, მაგალითად, თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6 მილიარდი ლარი იყო, 2018 წელს 173%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 806 მილიონი ლარი შეადგინა.

ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, სამწუხაროდ, ხშირად ადამიანების სიცოცხლის ხარჯზეც...

ავტორი: თეო ცუცქირიძე

ქალაქები, სადაც სკოლებში პირველი სემესტრის დასრულებამდე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება

"თუ მარტო უცხოელებთან მისვლა არ არის საკმარისი, შეუძლიათ ჩვენთანაც მოვიდნენ" - მეუფე იაკობი ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე

"კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან"