ავტორი:

ლუდსახარში „არგოს“ 40%-ის მფლობელი „Royal Swinkels Family Brewers“ გახდა

ლუდსახარში „არგოს“ 40%-ის მფლობელი „Royal Swinkels Family Brewers“ გახდა

ლუდსახარში „არგოს“ 40% -ის შესყიდვით, ჰოლანდიურმა კომპანიამ „Royal Swinkels Family Brewers“ პირველი პირდაპირი ევროპული ინვესტიცია განახორციელა საქართველოს კვებით სექტორში. აღნიშნული გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს, ლუდსახარშ „არგოს“ ქარხანაში გახდა ცნობილი, სადაც მხარეების მიერ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.

როიალ სვინკელსების ლუდსახარშმა ბრენდ „ჰოლანდიას“ წარმოების ლიცენზია „არგოს“ 2017 წელს გადასცა. „არგოს“ საწარმოში, წილის შესყიდვითა და მრავალმილიონიანი ინვესტიციით კი ჰოლანდიურმა კომპანიამ ქართული წარმოების კიდევ უფრო მეტად ზრდის დაჩქარებისა და განვითარების სურვილს გაუსვა ხაზი. სვინკელსების ოჯახის თქმით, საქართველო მათთვის ერთ-ერთ მთავარ საწარმოო ქვეყნად უნდა იქცეს.

„არგოს“ ქარხანაში ხელის მოწერის ოფიციალურ ცერემონიალს სვინკელსების ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც ესწრებოდა.

„ქართული წარმოების განვითარებაზე ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულად ზრუნავს. მიხარია, რომ დღეს ვიმყოფებით ქართულ საწარმოში, „არგო“ დიდი ხანია ბაზარზე ცნობილი ლუდია. დღეს ცნობილმა ევროპულმა კომპანიამ განახორციელა ინვესტიცია ლუდსახარშ „არგოში“, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იზიდავს საქართველო ევროპულ ინვესტიციებს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ევროპული კომპანიისთვისაც Roial Swinkelws-ისთვის, რომ აწარმოონ ლუდი საქართველოში, დაასაქმონ აქ მეტი ადამიანი და თვისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით აქიდან გაიტანონ სხვადასხვა ბაზრებზე. ვულოცავ ორივე ჯგუფს ამ თანამშრომლობას“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

„Royal Swinkels Family Brewers“ ოჯახური ბიზნესია, რომელსაც სვინკელსების ოჯახის შვიდი თაობა უძღვებოდა. დღეს კი ის მოიცავს ლუდსახარშებსა და გამაგრილებელი სასმელების წარმოებას სხვადასხვა ქვეყნებში. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პიერ სვინკელსის თქმით, როიალ სვინკელსების ლუდსახარშის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან „არგოს“ ქარხნის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში.

„ქართული ბაზარი ჩვენთვის ნამდვილი აღმოჩენაა და დიდ პოტენციალს ვხედავთ ჩვენი ბრენდებისთვის. ძირითადი მიზეზი, რის გამოც სამეფო ოჯახის ხელში არსებულმა ლუდსახარშმა გადაწყვიტა საქართველოში ინვესტიცია, არის ქართული კომპანიის ძალიან პერსპექტიული შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე. კომპანია „არგოს“ მენეჯმენტმა დაგვარწმუნა, რომ ამ კონკრეტულ ქარხანაში ინვესტირება მოგვცემდა გაცილებით მეტს, ვიდრე შესაძლებელი იყო სხვა ტიპის თანამშრომლობის შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, საქართველოს მთავრობის მიერ ძალიან მოქნილი და საინტერესო საინვესტიციო გარემოს შექმნაა, რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა საქართველოდან შესაძლებელი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება ძალიან ბევრ ევროპულ ბრენდს დააინტერესებს და საქართველოსთან ითანამშრომლებენ.“ აღნიშნა პიერ სვინკელსმა.

ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა კომპანია „არგოს“ გენერალურმა მენეჯერმა ვასილ სულხანიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, Royal Swinkels Family Brewers-ის წარმომადგენლებს ინვესტიცია ძალიან საინტერესოდ მიაჩნიათ, რადგან ამ კუთხით მომგებიანობა გაიზრდება, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალია.

„ძალიან მნიშვნლეოვანი დღე იყო როგორც სააქციო საზოგადოება „არგოსთვის“, ისე ზოგადად ქართული ბიზნესისთვის. ეს არის პირადპირი მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა. ჩვენ რამდენიმე წლიანი ურთიერთობა გვქონდა როიალ სვინკელსთან, ამ ურთიერთობის საფუძველზე, ჩვენი როლი ქართული ლუდის ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე შევძლებთა ავითვისოთ დამატებითი საექსპორტო ბაზრები. ჰოლანდიელების მიერ განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვისაც.“,- განაცხადა „არგოს“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ სულხანიშვილმა.

კასტელის ლუდსახარშმა ქარხანამ არგოს წარმოება 1994 წელს დაიწყო იგი ყველაზე დიდი ლუდსახარში კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელიც 2017 წლიდან ახალი მენეჯმენტითა და სახელით ოპერირებს ქართულ ბაზარზე: ახლა ლუდსახარშს „არგოს ლუდსახარში კომპანია“ ეწოდება და მისი პორტფოლიო ოთხ ბრენდს მოიცავს. ესენია: „არგო“, „ჰერცოგი“, „ჰოლანდია“ და „კიონინგ პილსნერი“. ლუდსახარშს 1 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოების საშუალება აქვს და ჰყავს 335 თანამშრომელი.

R

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

რა გავლენას ახდენს სიცივე თმაზე და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

„ჯანმრთელობის ბარათი” ჰოთსეილისგან - იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად

„პრაქტიკულ აკადემიაში“ მულტიმედია ჟურნალისტიკის კურსმა მე-3 ნაკადი მიიღო