ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მანქანიდან ამოყვანა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. არსებული ინფორმაციით, მას კიდურები აქვს დაზიანებული.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურის ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭალადიდთან სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.