პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სი­ნო­დის კრე­ბა­ზე მწვა­ვე სა­უბ­რე­ბი იყოს, მაგ­რამ მგო­ნია, რომ სი­ნო­დი შე­ეც­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რაც იქ ით­ქმე­ვა, და­ტო­ვოს ეკ­ლე­სი­ის შიგ­ნით, არ გა­ა­სა­ჯა­რო­ოს და აღად­გი­ნოს ის სა­ზღვა­რი, რაც ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში იყო, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, სა­პატ­რი­არ­ქო მიმ­დი­ნა­რე სკან­დალ­თან და­კავ­ში­რე­ბით „დის­კუ­სი­ა­ში ღრმად არ შევა“.

„მე­უ­ფე ია­კობ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვფიქ­რობ, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ იქ­ნე­ბა გა­დად­გმუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის კრი­ტი­კუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი უფრო იყოს მის მი­მართ. გან­ხილ­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ მე არ ვე­ლო­დე­ბი, რომ სა­ჯა­როდ იქ­ნე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი ვერ­დიქ­ტი გა­მო­ტა­ნი­ლი ვინ­მეს მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ დარ­ჩა არც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

„გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხე­ბის მი­მართ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, რომ პრობ­ლე­მა აის­ხლი­ტონ. ერთი მხრივ, თავს დე­ბენ რე­ლი­გი­უ­რო­ბა­ზე და ამას­თა­ნა­ვე, მე­უ­ფე ია­კო­ბის ამ მძი­მე გან­ცხა­დე­ბებს ზოგი ბოდ­ვას უწო­დებს და ზოგი მთვრა­ლი­აო და ა.შ. ასე არ გა­მო­ვა, მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ინ­ტერპრე­ტა­ცი­ის სა­გა­ნი, მაგ­რამ, რო­დე­საც უმაღ­ლე­სი იერ­არ­ქი­ის მხრი­დან კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე ხდე­ბა აპე­ლი­რე­ბა, არა მის მო­საზ­რე­ბებ­ზე, არა­მედ გარ­კვე­ულ შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც რა­ღაც სა­კი­თხე­ბი იხი­ლე­ბო­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა რე­ა­გი­რებ­დეს. მი­სი­ვე ინ­ტე­რე­სებ­შია, რომ ასე­თი თე­მე­ბი გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იყოს და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, მო­ცე­მუ­ლო­ბა ისე­თია, რომ სჯობს ასე­თი გა­მო­ძი­ე­ბა მა­ინც სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დეს გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი პი­რე­ბი ამ თე­მას­თან და­კავშiრე­ბით პირ­და­პირ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტში არი­ან.

რო­დე­საც გა­მო­დი­ან და ამ­ბო­ბენ „დე­დას გე­ფი­ცე­ბი, ასე არ ყო­ფი­ლაო“, „დე­დას გე­ფი­ცე­ბი“ არ არის სა­მარ­თლებ­რი­ვი ტერ­მი­ნი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ რი­ტო­რი­კით არ უნდა სა­უბ­რობ­დეს.

ქვე­ყა­ნა­ში არ დარ­ჩა არც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ერ­თა­დერ­თი სა­პატ­რი­არ­ქო იყო და ეკ­ლე­სია და მა­საც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ად­გა და ნდო­ბა მის მი­მარ­თაც სამ­წუ­ხა­როდ, იკ­ლებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი დეგ­რა­და­ცია გვაქვს. ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს ტო­ტა­ლუ­რი კრი­ზი­სი, რაც არის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა. რო­დე­საც პრე­მი­ე­რი ამ­ბობს, ყვე­ლამ თა­ვის საქ­მეს მი­ხე­დო­სო, სცო­დავს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად. ჯერ პო­ლი­ტი­კა მი­ვი­და ეკ­ლე­სი­ა­ში, ჯერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა ეკ­ლე­სია სა­არ­ჩევ­ნოდ თუ სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხის­თვის, რის შემ­დე­გაც ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­ტრაქ­ტის მე­ო­რე მხა­რე­საც გა­უჩ­ნდა ამ­ბი­ცია, რომ მათ აქვთ იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რომ თვი­თო­ნაც პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ. მთა­ვა­რი პრო­ვო­კა­ტო­რი ამ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი აჯაფ­სან­და­ლის არის ისევ და ისევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
25
ეს კაცი ყველაფრის ექსპერტია რაა. არც ერთ სფეროს არ მაზავს.
5555
20
მიხო, მართლა მიხო ხარ....
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

არ გამოვრიცხავ, რომ სინოდის კრებაზე მწვავე საუბრები იყოს, მაგრამ მგონია, რომ სინოდი შეეცდება ყველაფერი, რაც იქ ითქმევა, დატოვოს ეკლესიის შიგნით, არ გაასაჯაროოს და აღადგინოს ის საზღვარი, რაც ეკლესიასა და სამოქალაქო ცხოვრებაში იყო, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, საპატრიარქო მიმდინარე სკანდალთან დაკავშირებით „დისკუსიაში ღრმად არ შევა“.

„მეუფე იაკობთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ რადიკალური ნაბიჯები არ იქნება გადადგმული. შეიძლება ზოგადი ხასიათის კრიტიკული მინიშნებები უფრო იყოს მის მიმართ. განხილვა შეიძლება იყოს, მაგრამ მე არ ველოდები, რომ საჯაროდ იქნება პერსონალური ვერდიქტი გამოტანილი ვინმეს მიმართ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც ნდობას იმსახურებს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ისინი ცდილობენ, რომ პრობლემა აისხლიტონ. ერთი მხრივ, თავს დებენ რელიგიურობაზე და ამასთანავე, მეუფე იაკობის ამ მძიმე განცხადებებს ზოგი ბოდვას უწოდებს და ზოგი მთვრალიაო და ა.შ. ასე არ გამოვა, მეუფე იაკობის განცხადებები შეიძლება იყოს ინტერპრეტაციის საგანი, მაგრამ, როდესაც უმაღლესი იერარქიის მხრიდან კონკრეტულ ფაქტზე ხდება აპელირება, არა მის მოსაზრებებზე, არამედ გარკვეულ შეხვედრაზე, სადაც რაღაც საკითხები იხილებოდა, ბუნებრივია, ხელისუფლება ამაზე უფრო სერიოზულად უნდა რეაგირებდეს. მისივე ინტერესებშია, რომ ასეთი თემები გამოძიებული იყოს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემულობა ისეთია, რომ სჯობს ასეთი გამოძიება მაინც საპარლამენტო კომისიის ფარგლებში მოხდეს გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ამ თემასთან დაკავშiრებით პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტში არიან.

როდესაც გამოდიან და ამბობენ „დედას გეფიცები, ასე არ ყოფილაო“, „დედას გეფიცები“ არ არის სამართლებრივი ტერმინი. ხელისუფლება ამ რიტორიკით არ უნდა საუბრობდეს.

ქვეყანაში არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც ნდობას იმსახურებს. ერთადერთი საპატრიარქო იყო და ეკლესია და მასაც ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა და ნდობა მის მიმართაც სამწუხაროდ, იკლებს. ფაქტობრივად, სრული დეგრადაცია გვაქვს. ქვეყანაში გვაქვს ტოტალური კრიზისი, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. როდესაც პრემიერი ამბობს, ყველამ თავის საქმეს მიხედოსო, სცოდავს ძალიან სერიოზულად. ჯერ პოლიტიკა მივიდა ეკლესიაში, ჯერ ხელისუფლებამ გამოიყენა ეკლესია საარჩევნოდ თუ სხვა პოლიტიკური საკითხისთვის, რის შემდეგაც ბუნებრივია, კონტრაქტის მეორე მხარესაც გაუჩნდა ამბიცია, რომ მათ აქვთ იმის დამსახურება, რომ თვითონაც პოლიტიკაში გადავიდნენ. მთავარი პროვოკატორი ამ ინსტიტუციური აჯაფსანდალის არის ისევ და ისევ ხელისუფლება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.