პოლიტიკა
მსოფლიო

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს
"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მას აღარ გა­უშ­ვებს. ამის შე­სა­ხებ მა­უ­წყებ­ლის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მას, მათ შო­რის სპორ­ტულ ბლოკს სპონ­სო­რო­ბას ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი უწევს, შე­სა­ბა­მი­სად სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის რეკ­ლა­მა ტე­ლე­ვი­ზი­ის ეთერ­ში ხში­რად გა­დის.

რო­გორც არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უარს ამ­ბო­ბენ იმ შე­მო­სა­ვალ­ზე, რო­მე­ლიც სრუ­ლად ხმარ­დე­ბა სპორ­ტუ­ლი ტრანსლა­ცი­ე­ბის ლი­ცენ­ზი­ე­ბის შე­ძე­ნას.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი და ამ ტი­პის რეკ­ლა­მის გა­ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აკ­რძა­ლუ­ლი არ არის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი არ არ­ღვევს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს, სა­კუ­თა­რი მი­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნია, უპა­სუ­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს, ხელი შე­უ­წყოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ებ­რძო­ლოს ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე სე­ნის სა­ხით გავ­რცე­ლე­ბულ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და მავ­ნე ჩვე­ვას.

ვთვლით, რომ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბა ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ არხი მთლი­ა­ნად იზი­ა­რებს და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სრუ­ლად ეთან­ხმე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნას.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხელს შე­ვუ­წყობთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას“, - ნათ­ქვა­მია პირ­ვე­ლი არ­ხის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­ნე­ჯმენტს გან­ცხა­დე­ბა­ში არ გა­ნუ­მარ­ტავს, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­უ­წყებ­ლის ოპე­რა­ტორ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა - 29 წლის სან­დრო ბე­რა­ძემ, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „პა­ლიტ­რა მე­დი­ამ“ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე უარი 2016 წლის 15 თე­ბერ­ვლი­დან თქვა.

„პა­ლიტ­რა მე­დია“ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ე­სალ­მე­ბა და სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უარი თქვან აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს

საქართველოს პირველი არხი პირველი იანვრიდან სატელევიზიო ეთერში აზარტული თამაშების რეკლამას აღარ გაუშვებს. ამის შესახებ მაუწყებლის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული.

მაუწყებლის ეთერში რამდენიმე გადაცემას, მათ შორის სპორტულ ბლოკს სპონსორობას ონლაინკაზინოების კომპანიები უწევს, შესაბამისად სათამაშო ბიზნესის რეკლამა ტელევიზიის ეთერში ხშირად გადის.

როგორც არხის მენეჯმენტის განცხადებაში აღნიშნულია, ამ გადაწყვეტილებით უარს ამბობენ იმ შემოსავალზე, რომელიც სრულად ხმარდება სპორტული ტრანსლაციების ლიცენზიების შეძენას.

"მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის უპირველესი მიზანია, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეებრძოლოს ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში მძიმე სენის სახით გავრცელებულ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას და მავნე ჩვევას.

ვთვლით, რომ აზარტული თამაშების უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა ერთმნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს პირველ არხი მთლიანად იზიარებს და ამ გადაწყვეტილებით სრულად ეთანხმება საზოგადოების მოთხოვნას.

დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტის ამ გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობას“, - ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

მენეჯმენტს განცხადებაში არ განუმარტავს, თუმცა სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მაუწყებლის ოპერატორთან დაკავშირებულ ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება - 29 წლის სანდრო ბერაძემ, რომელიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, გამოუვალი მდგომარეობის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ „პალიტრა მედიამ“ აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარი 2016 წლის 15 თებერვლიდან თქვა.

„პალიტრა მედია“ საქართველოს პირველი არხის გადაწყვეტილებას მიესალმება და სხვა მედიასაშუალებებსაც მოუწოდებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და უარი თქვან აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე.

"რომ გავიგე, თურმე, სიმსივნე არ მქონდა, შოკში ჩავვარდი" - რას ჰყვება პაციენტი, რომელსაც არასწორი დიაგნოზის შემდეგ, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა 3-ჯერ ჩაუტარეს

"თოვლში გვირაბებს ვჭრით და ისე დავდივართ..." - ფოტოები სოფელ მუხურადან, რომელიც გადაუღებელმა თოვლმა გარესამყაროს მოწყვიტა

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს ერთი მოქალაქე ინფექციურიდან უკვე გაწერეს, მეორე პაციენტის გამოკვლევის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი