საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, “ის­ტო­რი­ა­ნის“ ნო­ემ­ბრის ნო­მე­რი #11(107), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ორი იბე­რი­ის ნა­თე­სა­ო­ბის სა­კი­თხის­თვის - XVII სა­უ­კუ­ნის ერთი დო­კუ­მენ­ტის მა­გა­ლით­ზე

XVII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე შე­მო­ტე­ვა­თა გა­და­ტა­ნა მო­უ­წია ირა­ნის მხრი­დან. მეფე თე­ი­მუ­რაზ I-მა ამ შე­მო­სე­ვე­ბამ­დე არა­ერ­თხელ სცა­და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა რუ­სეთ­თან. ყო­ვე­ლი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით გა­იგ­ზავ­ნა ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ხი (ნი­კო­ლოზ ჩო­ლა­ყაშ­ვი­ლი). ერთ-ერთი და­სავ­ლე­თევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­თა­ნაც თე­ი­მუ­რაზ მეფე და­კავ­ში­რე­ბას იმე­დოვ­ნებ­და, იყო ეს­პა­ნე­თი.

ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ხის საქ­მი­ა­ნო­ბა ევ­რო­პა­ში, ისე­ვე, რო­გორც მისი ღვაწ­ლი, ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში დღემ­დე სა­თა­ნა­დოდ შეს­წავ­ლი­ლი არ არის. ქარ­თუ­ლად და ეს­პა­ნუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნდა ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ სი­მან­კა­სის არ­ქივ­ში მიკ­ვლე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტე­ბი­სა და ელ­ჩე­ბის ცნო­ბე­ბი, მე­ფე­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი და სხვ. ერთ-ერთ დო­კუ­მენ­ტში ორი იბე­რი­ის ნა­თე­სა­ო­ბის სა­კი­თხიც არის გან­ხი­ლუ­ლი.

მად­რიდ­ში ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ხი შეხ­ვდა წარ­მო­შო­ბით ბერ­ძენ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, კონ­სტან­ტი­ნე სო­ფი­ას, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო კარ­ზე მსა­ხუ­რობ­და. სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ით შე­პყრო­ბილ­მა სო­ფი­ამ იშ­ვი­ა­თი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბი­თა და ოს­ტა­ტო­ბით შე­ად­გი­ნა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ორი იბე­რი­ის ნა­თე­სა­ო­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბა. ამ წე­რილ­მა კონ­სტან­ტი­ნე სო­ფი­ას მე­ო­ხე­ბით­ვე მი­აღ­წია ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო კა­რამ­დე და გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­მე­ფო საბ­ჭოს გა­და­ე­ცა.

ცა­თამბჯე­ნის ტა­რა­ნი ბომბდამ­შე­ნით

1996 წელს პა­კის­ტა­ნელ­მა ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედ­მა “ალ ყა­ი­დას” მე­თა­ურ ბინ ლა­დენს წი­ნა­და­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა - ათი თვითმფრი­ნა­ვის ერ­თდრო­უ­ლად გა­ტა­ცე­ბა და აშშ-ში ცნო­ბი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მიზ­ნე­ე­ბის­თვის და­ჯა­ხე­ბა. ჩა­ნა­ფიქ­რი ბინ ლა­დენ­მა და­ი­წუ­ნა, თუმ­ცა სამი წლის შემ­დეგ აზრი შე­იც­ვა­ლა და გეგ­მის მცი­რე­მას­შტა­ბი­ა­ნი ვერ­სი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას შე­უდ­გა. სწო­რედ ამ­გვა­რად და­ი­გეგ­მა 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტი.

ხა­ლიდ შეიხ მო­ჰა­მედს ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, თვითმფრი­ნა­ვე­ბის ცა­თამ­ჯე­ნე­ბის­თვის შე­ჯა­ხე­ბის იდეა 1945 წლის 28 ივ­ლი­სის ინ­ცი­დენ­ტი­დან მოს­ვლო­და: ნიუ-იორ­კის ცა­თამბჯენ ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინგს დი­ლის 9 სა­ათ­სა და წუთ­ზე, სქელ ნისლში, ბომბდამ­შე­ნი B-25 “მიტ­ჩე­ლი” 78-ე და მე-80 სარ­თუ­ლებს შო­რის და­ე­ჯა­ხა.

ავა­რი­ის შე­დე­გად შე­ნო­ბა­ში დიდი ხვრე­ლი გაჩ­ნდა. და­ი­ღუ­პა ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და შე­ნო­ბა­ში მყო­ფი 11 ადა­მი­ა­ნი. ერთ-ერ­თმა ძრა­ვამ გამ­ჭო­ლად გა­ი­ა­რა ცა­თამბჯენ­ში, გახ­ვრი­ტა მო­პირ­და­პი­რე კე­დე­ლი, იფ­რი­ნა კი­დევ 270 მეტ­რი და ახ­ლომ­დე­ბა­რე შე­ნო­ბას და­ე­ცა. მე­ო­რე ძრა­ვა და შა­სის ნა­წი­ლი ლიფ­ტის შახ­ტში ჩაც­ვივ­და. შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და მსხვერ­პლის მი­უ­ხე­და­ვად, ემ­პა­ი­ერ სტე­იტ ბილ­დინ­გი მომ­დევ­ნო ორ­შა­ბათს გა­იხ­სნა.

1960-იან წლებ­ში, როცა მსოფ­ლი­ოს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი პრო­ექტდე­ბო­და, ამ ინ­ცი­დენ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­ნი­ხი­ლეს სცე­ნა­რი, თუ ერთ-ერთ შე­ნო­ბას შემ­თხვე­ვით ბო­ინ­გი-707 შე­ე­ჯა­ხე­ბო­და. 2001 წელს ტყუ­პი ცა­თამბჯე­ნი ორმა ბო­ინგ-767-მა იმ­სხვერ­პლა.

ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­ნი - ქარ­თუ­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი საგ­ვა­რე­უ­ლო­ე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში შა­რა­ვან­დე­დით არის მო­სი­ლი იმ მა­მუ­ლიშ­ვილ­თა სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ღირ­სე­უ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ სამ­შობ­ლოს და მის­თვის სი­ცო­ცხლეც კი არ და­ნა­ნე­ბი­ათ. მათ­გან მა­ტი­ა­ნე­ში უფრო მე­ტად თავ­და­დე­ბუ­ლი მეფე-მთავ­რე­ბი­სა და წარ­ჩი­ნე­ბულ საგ­ვა­რე­უ­ლო­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა შე­მოგ­ვე­ნა­ხა.

ქარ­თულ წარ­ჩი­ნე­ბულ საგ­ვა­რე­უ­ლო­ებს შო­რის ერთ-ერთი ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვათ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლებს. ისი­ნი პირ­ნათ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მის სა­თა­ვე­ში ათას­წლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მდგარ ბაგ­რა­ტი­ონ­თა სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ას XVI სა­უ­კუ­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი - ქარ­თლ-კა­ხე­თის სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბამ­დე, რის­თვი­საც სა­თა­ნა­დო აღი­ა­რე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რეს...

ბო­დორ­ნის გუმ­ბა­თი­ა­ნი დარ­ბა­ზი

ბო­დორ­ნის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია მდე­ბა­რე­ობს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ქა­ლაქ დუ­შე­თი­დან სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 8 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით. ეკ­ლე­სია დღე­ვან­დე­ლი სო­ფელ ბო­დორ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, მდი­ნა­რე არაგ­ვის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე ცი­ცა­ბო მთის შუ­ა­წელ­ზე.

ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ბო­დორ­ნის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ტი­პის ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი. ქრო­ნი­კე­ბის მი­ხედ­ვით, 1494 წელს არაგ­ვის ერის­თავ­მა ვა­მეყ შა­ბუ­რის­ძემ სო­ფე­ლი ხან­და­კი შეს­წი­რა ბო­დორ­ნის ღვთის­მშობ­ლის ეკ­ლე­სი­ას, ხოლო 1629 წელს ზუ­რაბ არაგ­ვის ერის­თავს სო­ფე­ლი ბო­დორ­ნა წილკ­ნის ღვთის­მშობ­ლის­თვის შე­უ­წი­რავს. ტაძ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი შე­მო­გა­რე­ნი და მი­უდ­გო­მე­ლი კლდის ძეგ­ლე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ასე­ვე თე­მურ-ლენ­გის შე­მო­სე­ვებ­თა­ნაც.

გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, გა­ხიზ­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სწო­რედ ბო­დორ­ნის მთის ფლა­ტე­ებ­ში გა­მოკ­ვე­თილ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში აფა­რებ­და თავს. მსხვერ­პლიც დიდი ყო­ფი­ლა. მათი ნაშ­თე­ბით XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე იყო სავ­სე ტაძ­რის ვრცე­ლი სარ­და­ფი, სა­ბო­ლო­ოდ კი ტაძ­რის სა­ძირ­კველ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბო­დორ­ნა მეფე ერეკ­ლე II-ის ვა­ჟის ვახ­ტან­გის სა­გამ­გებ­ლოდ იხ­სე­ნი­ე­ბა. ამ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ცნო­ბა ბო­დორ­ნის ღვთის­მშობ­ლის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­საც პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნის ცნო­ბით, 1789 წელს მეფე ერეკ­ლეს ძე გი­ორ­გი დას­წრე­ბია.

ეს დღე­სას­წა­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად სექ­ტემ­ბერ­ში ღვთის­მშობ­ლის შო­ბას აღი­ნიშ­ნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი და შე­მო­გა­რე­ნი და­სახ­ლე­ბე­ბი­დან დღემ­დე უამ­რავ მომ­ლოც­ველს იზი­დავს და ერ­თგვა­რი ხა­ტო­ბის სა­ხეს იღებს. ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ცნო­ბით, მსგავ­სად სხვა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი­სა, ბო­დორ­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში მრა­ვა­ლი ძვირ­ფა­სი სა­ეკ­ლე­სიო ნივ­თი და ხელ­ნა­წე­რი ყო­ფი­ლა და­ცუ­ლი, რომ­ლე­ბიც 1912 წლის შე­კე­თე­ბის პე­რი­ოდ­ში უკვე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლია.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

  • მოკ­ლე ამ­ბე­ბი. ულმი - ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტა­ძა­რი მსოფ­ლი­ო­ში
  • მოკ­ვლე­ვა. მა­რი­ლის ის­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში
  • სა­მო­სე­ლი ქარ­თუ­ლი. ქარ­თველ­თა თავ­სა­ბუ­რა­ვი - ქუდი, რო­გორც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ნი­შა­ნი
  • რე­პორ­ტა­ჟი ჯა­ვა­ხე­თი­დან. მოგ­ზა­უ­რო­ბა სამ­შობ­ლოს გარ­შე­მო / ცხრა­წყა­როს უღელ­ტე­ხი­ლი­დან ბუღ­და­შე­ნამ­დე
  • ქარ­თვე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში. გოლ­გო­თის გზა­ზე მა­ვა­ლი / მათე კე­რე­სე­ლი­ძის ეპის­ტო­ლე­ე­ბის მი­ხედ­ვით
  • სამ­ხედ­რო საქ­მე, XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ოს­ტა­ტე­ბი. ევ­რო­პე­ლი და ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბის სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა / სა­ყე­ლო, სა­ხე­ლო, ხელ­თათ­მა­ნი და ფე­ხის ჯავ­შა­ნი
  • სი­ახ­ლე. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი შევ­სე­ბუ­ლი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ბრუნ­დე­ბა
  • კი­ნოს ის­ტო­რი­ი­დან. სერ­ჯო ლე­ო­ნე და ამე­რი­კუ­ლი ვეს­ტერ­ნი / რო­გორ და­ა­მარ­ცხა უც­ნობ­მა იტა­ლი­ელ­მა ჰო­ლი­ვუ­დი უფრო მეტი სის­ხლი­თა და მკვლე­ლო­ბე­ბით
  • თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ი­დან. სახ­ლი მთაწ­მინ­და­ზე / ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი-ჭავ­ჭა­ვა­ძის სახ­ლს მხო­ლოდ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი ვერ გა­და­არ­ჩენს...
  • სა­დაზ­ვერ­ვო თა­მა­შე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სპე­ცა­გენ­ტის თავ­გა­და­სა­ვა­ლი - სუკ-ი სმერ­შის წი­ნა­აღ­მდეგ (და­სას­რუ­ლი)
  • ამო­ნა­რი­დე­ბი ძვე­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი­დან. სი­ტყვა, თქმუ­ლი აკა­კი­სა­გან - ხელ­თუბ­ნის სკო­ლის კურ­თხე­ვის დროს ოქ­ტომ­ბრის 1-ლს 1884 წ.
  • ჯა­რის­კა­ცის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. 500 დღე და ღამე მტრის ზურ­გში (გაგ­რძე­ლე­ბა)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
1
სამარცხვინო ისაა ეს უსაქმურები გოგიჩაიშვილი, ჯიშკარიანი, ცაგურია და ამათი მსგავსი გაუნათლებლები ნეოკმარელები დღეს დაფასებულები რო არიან და თანამდებობეს იკავებენ აი ესაა ქართული ოცნების ერთადერთი შეცდომა
gio
0
რტუპისცალი ძმა როგორ შეაგინა ან რაიცოდა რომ ყავდა ადვოკატები მაგრა უბერავენ ხოიცით ან დავით რატომ დადიოდა ადვოკატობა აფირისტობათ ნუ გადააქციეთ
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ნოემბრის ნომერი #11(107), რომელშიც წაიკითხავთ:

ორი იბერიის ნათესაობის საკითხისთვის - XVII საუკუნის ერთი დოკუმენტის მაგალითზე

XVII საუკუნის პირველი ნახევარში საქართველოს მძიმე შემოტევათა გადატანა მოუწია ირანის მხრიდან. მეფე თეიმურაზ I-მა ამ შემოსევებამდე არაერთხელ სცადა დიპლომატიური კავშირის დამყარება რუსეთთან. ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. დასავლეთ ევროპაში დიპლომატიური მისიით გაიგზავნა ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლაყაშვილი). ერთ-ერთი დასავლეთევროპული ქვეყანა, რომელთანაც თეიმურაზ მეფე დაკავშირებას იმედოვნებდა, იყო ესპანეთი.

ნიკიფორე ირბახის საქმიანობა ევროპაში, ისევე, როგორც მისი ღვაწლი, ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე სათანადოდ შესწავლილი არ არის. ქართულად და ესპანურად გამოქვეყნდა ესპანეთის ქალაქ სიმანკასის არქივში მიკვლეული დოკუმენტები, სადაც თავმოყრილია საიდუმლო აგენტებისა და ელჩების ცნობები, მეფეების ოფიციალური წერილები და სხვ. ერთ-ერთ დოკუმენტში ორი იბერიის ნათესაობის საკითხიც არის განხილული.

მადრიდში ნიკიფორე ირბახი შეხვდა წარმოშობით ბერძენ სასულიერო პირს, კონსტანტინე სოფიას, რომელიც ესპანეთის სამეფო კარზე მსახურობდა. საკუთარი სამშობლოს გათავისუფლების იდეით შეპყრობილმა სოფიამ იშვიათი დიპლომატიური მოხერხებულობითა და ოსტატობით შეადგინა წერილი, რომელიც ორი იბერიის ნათესაობის საკითხს შეეხება. ამ წერილმა კონსტანტინე სოფიას მეოხებითვე მიაღწია ესპანეთის სამეფო კარამდე და განსახილველად სამეფო საბჭოს გადაეცა.

ცათამბჯენის ტარანი ბომბდამშენით

1996 წელს პაკისტანელმა ხალიდ შეიხ მოჰამედმა “ალ ყაიდას” მეთაურ ბინ ლადენს წინადადება შესთავაზა - ათი თვითმფრინავის ერთდროულად გატაცება და აშშ-ში ცნობილი სამოქალაქო სამიზნეებისთვის დაჯახება. ჩანაფიქრი ბინ ლადენმა დაიწუნა, თუმცა სამი წლის შემდეგ აზრი შეიცვალა და გეგმის მცირემასშტაბიანი ვერსიის შემუშავებას შეუდგა. სწორედ ამგვარად დაიგეგმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.

ხალიდ შეიხ მოჰამედს ჩრდილოეთ კაროლინაში უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და სავსებით შესაძლებელია, თვითმფრინავების ცათამჯენებისთვის შეჯახების იდეა 1945 წლის 28 ივლისის ინციდენტიდან მოსვლოდა: ნიუ-იორკის ცათამბჯენ ემპაიერ სტეიტ ბილდინგს დილის 9 საათსა და წუთზე, სქელ ნისლში, ბომბდამშენი B-25 “მიტჩელი” 78-ე და მე-80 სართულებს შორის დაეჯახა.

ავარიის შედეგად შენობაში დიდი ხვრელი გაჩნდა. დაიღუპა ეკიპაჟის 3 წევრი და შენობაში მყოფი 11 ადამიანი. ერთ-ერთმა ძრავამ გამჭოლად გაიარა ცათამბჯენში, გახვრიტა მოპირდაპირე კედელი, იფრინა კიდევ 270 მეტრი და ახლომდებარე შენობას დაეცა. მეორე ძრავა და შასის ნაწილი ლიფტის შახტში ჩაცვივდა. შენობის დაზიანებისა და მსხვერპლის მიუხედავად, ემპაიერ სტეიტ ბილდინგი მომდევნო ორშაბათს გაიხსნა.

1960-იან წლებში, როცა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენი პროექტდებოდა, ამ ინციდენტის გათვალისწინებით განიხილეს სცენარი, თუ ერთ-ერთ შენობას შემთხვევით ბოინგი-707 შეეჯახებოდა. 2001 წელს ტყუპი ცათამბჯენი ორმა ბოინგ-767-მა იმსხვერპლა.

ჩერქეზიშვილნი - ქართული წარჩინებული საგვარეულოები

საქართველოს ისტორიაში შარავანდედით არის მოსილი იმ მამულიშვილთა სახელები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ სამშობლოს და მისთვის სიცოცხლეც კი არ დანანებიათ. მათგან მატიანეში უფრო მეტად თავდადებული მეფე-მთავრებისა და წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლების ვინაობა შემოგვენახა.

ქართულ წარჩინებულ საგვარეულოებს შორის ერთ-ერთი ღირსეული ადგილი ეკავათ ჩერქეზიშვილებს. ისინი პირნათლად ემსახურებოდნენ საქართველოსა და მის სათავეში ათასწლეულის განმავლობაში მდგარ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას XVI საუკუნიდან დაწყებული - ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე, რისთვისაც სათანადო აღიარებაც დაიმსახურეს...

ბოდორნის გუმბათიანი დარბაზი

ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 8 კილომეტრის მოშორებით. ეკლესია დღევანდელი სოფელ ბოდორნის ტერიტორიაზეა, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ციცაბო მთის შუაწელზე.

ისტორიულ წყაროებში ბოდორნის შესახებ სხვადასხვა ტიპის ცნობებია დაცული. ქრონიკების მიხედვით, 1494 წელს არაგვის ერისთავმა ვამეყ შაბურისძემ სოფელი ხანდაკი შესწირა ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესიას, ხოლო 1629 წელს ზურაბ არაგვის ერისთავს სოფელი ბოდორნა წილკნის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს. ტაძრის ამჟამინდელი შემოგარენი და მიუდგომელი კლდის ძეგლები დაკავშირებულია ასევე თემურ-ლენგის შემოსევებთანაც.

გადმოცემის მიხედვით, გახიზნული მოსახლეობა სწორედ ბოდორნის მთის ფლატეებში გამოკვეთილ გამოქვაბულებში აფარებდა თავს. მსხვერპლიც დიდი ყოფილა. მათი ნაშთებით XIX საუკუნის დასაწყისამდე იყო სავსე ტაძრის ვრცელი სარდაფი, საბოლოოდ კი ტაძრის საძირკველში აღმოჩენილა.

მოგვიანებით ბოდორნა მეფე ერეკლე II-ის ვაჟის ვახტანგის საგამგებლოდ იხსენიება. ამ პერიოდს უკავშირდება ერთ-ერთი პირველი ცნობა ბოდორნის ღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც პლატონ იოსელიანის ცნობით, 1789 წელს მეფე ერეკლეს ძე გიორგი დასწრებია.

ეს დღესასწაული ტრადიციულად სექტემბერში ღვთისმშობლის შობას აღინიშნება, ადგილობრივი და შემოგარენი დასახლებებიდან დღემდე უამრავ მომლოცველს იზიდავს და ერთგვარი ხატობის სახეს იღებს. ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, მსგავსად სხვა ეკლესია-მონასტრებისა, ბოდორნის ეკლესიაში მრავალი ძვირფასი საეკლესიო ნივთი და ხელნაწერი ყოფილა დაცული, რომლებიც 1912 წლის შეკეთების პერიოდში უკვე გაუჩინარებულია.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ულმი - ყველაზე მაღალი ტაძარი მსოფლიოში
  • მოკვლევა. მარილის ისტორია საქართველოში
  • სამოსელი ქართული. ქართველთა თავსაბურავი - ქუდი, როგორც ძალაუფლების ნიშანი
  • რეპორტაჟი ჯავახეთიდან. მოგზაურობა სამშობლოს გარშემო / ცხრაწყაროს უღელტეხილიდან ბუღდაშენამდე
  • ქართველები უცხოეთში. გოლგოთის გზაზე მავალი / მათე კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით
  • სამხედრო საქმე, XV-XVI საუკუნეების ოსტატები. ევროპელი და ქართველი მეომრების სამხედრო აღჭურვილობა / საყელო, სახელო, ხელთათმანი და ფეხის ჯავშანი
  • სიახლე. საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება
  • კინოს ისტორიიდან. სერჯო ლეონე და ამერიკული ვესტერნი / როგორ დაამარცხა უცნობმა იტალიელმა ჰოლივუდი უფრო მეტი სისხლითა და მკვლელობებით
  • თბილისის ისტორიიდან. სახლი მთაწმინდაზე / ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის სახლს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ვერ გადაარჩენს...
  • სადაზვერვო თამაშები. შეყვარებული სპეცაგენტის თავგადასავალი - სუკ-ი სმერშის წინააღმდეგ (დასასრული)
  • ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან. სიტყვა, თქმული აკაკისაგან - ხელთუბნის სკოლის კურთხევის დროს ოქტომბრის 1-ლს 1884 წ.
  • ჯარისკაცის თავგადასავალი. 500 დღე და ღამე მტრის ზურგში (გაგრძელება)

„გონს მოეგე, დაო • გზა ლიდერობისკენ” - რა გელოდებათ 14 ნოემბრის ღონისძიებაზე  4 წარმატებული ქართველი ქალი ანტრეპრენერისგან?

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს

"მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია აქციის ფასად იქნება ხელმისაწვდომი