მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დახმარებას სთავაზობს საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს სახელმწიფო
რა დახმარებას სთავაზობს საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს სახელმწიფო

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის 9 თვე­ში უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 2 561 მო­ქა­ლა­ქის დე­პორ­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. ამის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ უწყე­ბის­გან გა­მო­ი­თხო­ვა.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რას სთა­ვა­ზობს სა­ხელ­მწი­ფო სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ემიგ­რან­ტებს, რომ მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცია გა­უ­მარ­ტივ­დეთ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო მუ­შა­ობს, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ბუნ­ტურ­მა AMBEBI.GE-ს უამ­ბო იმ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­ზე, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მიგ­რან­ტე­ბი ისარ­გებ­ლე­ბენ.

"ჩვე­ნი სამ­მარ­თვე­ლო თა­ვი­დან იყო მიგ­რა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც შრო­მით მიგ­რა­ცი­ას­თან ერ­თად მო­ი­ცავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­თა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო დაც­ვის მქო­ნე პი­რე­ბის, თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებს.

ამ ეტაპ­ზე ჩვენ დაგ­ვრჩე­ბა ძი­რი­თა­დად შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბი და ასეც და­ერ­ქმე­ვა სამ­მარ­თვე­ლოს - შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ფუნ­ქცი­ა­ში შევა ეკო­მიგ­რან­ტე­ბის­თვის და დევ­ნი­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვაც.

- ვის შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს იმ პროგ­რა­მე­ბით, რომ­ლებ­საც შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო ახორ­ცი­ე­ლებს?

- სხვა­დას­ხვა სტა­ტის­ტი­კა გვაჩ­ვე­ნებს, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და უცხო­ეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ მიგ­რან­ტთა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მით შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ მხო­ლოდ იმ პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც არა­ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ, ან მო­ი­თხო­ვეს თავ­შე­სა­ფა­რი და ეთ­ქვათ უარი და ამის შემ­დეგ იძუ­ლე­ბით, ან სა­კუ­თა­რი ნე­ბით დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ხაზ­გას­მით უნდა ვთქვათ, რომ ეს სერ­ვი­სე­ბი არ მოქ­მე­დებს იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ლე­გა­ლუ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უცხო­ეთ­ში და თა­ვი­ან­თი ნე­ბით დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში

- რა შე­უძ­ლია მო­ი­თხო­ვოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქემ?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ვუ­წევთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ყვე­ლა სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცი­ას. ყვე­ლას, ვინც უცხო­ეთ­ში სა­მუ­შაოდ წას­ვლას და­ა­პი­რებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს და­რე­გის­ტრირ­დეს ჩვენს დე­პარ­ტა­მენ­ტში და მი­ი­ღოს ამომ­წუ­რა­ვი, უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია ვა­კან­სი­ე­ბი­სა თუ ყვე­ლა იმ სა­კი­თხის შე­სა­ხებ, რაც და­ა­ინ­ტე­რე­სებს.

ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მათ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლონ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მი­ა­წო­დოს ისე­თი სერ­ვი­სე­ბი, რომ გა­უ­ად­ვი­ლოს ად­გი­ლობ­რივ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ინ­ტეგ­რა­ცია. ამ კუ­თხით ჩვენ ვთა­ვა­ზობთ სხვა­დას­ხვა ტი­პის დახ­მა­რე­ბას მათი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მათ შო­რი­საა:

ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სერ­ვი­სე­ბი - მო­გეხ­სე­ნე­ბათ ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ემიგ­რან­ტე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ზღვარ­გა­რეთ, მი­ი­ღეს სხვა­დას­ხვა ტი­პის სტრე­სე­ბი. ამი­ტომ ჩვენ ვთა­ვა­ზობთ მათ ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას, ცხა­დია უფა­სოდ.

პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბი - დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ემიგ­რან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ჩარ­თუ­ლი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში, შეძ­ლე­ბენ ისარ­გებ­ლონ ამ სერ­ვი­სე­ბით პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის გა­რე­შეც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს გარ­კვე­ულ დროს და პრო­ცე­დუ­რებს სა­ჭი­რო­ებს. ამ დროს შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა. ჩვენ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვის გა­რე­შეც ვთა­ვა­ზობთ მათ დახ­მა­რე­ბას, სა­ნამ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა­ში მოხ­ვდე­ბი­ან.

მა­გა­ლი­თად, შეგ­ვიძ­ლია შე­ვუ­ძი­ნოთ გარ­კვე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და და­ვუ­ფა­როთ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი.

კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში ხელ­შე­წყო­ბა - მოქ­მე­დებს პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. სა­ხელ­მწი­ფო სთა­ვა­ზობს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით სერ­ვისს: სა­მი­ნის­ტროს აქვს სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლე­ბის­თვის უფა­სო გა­დამ­ზა­დე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი, სა­დაც თუ ად­გი­ლე­ბი იქ­ნე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი, უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბათ დაბ­რუ­ნე­ბულ მიგ­რან­ტებს.

დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - მხო­ლოდ თბი­ლი­სის შემ­თხვე­ვა­ში მოქ­მე­დებს დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სერ­ვი­სი. მა­გა­ლი­თად, თუ პირი დაბ­რუნ­და უცხო­ე­თი­დან და მას არ აქვს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, მაქ­სი­მუმ ორი თვით ჩვენ ვუ­ქი­რა­ვებთ ბი­ნას თბი­ლი­სის მას­შტა­ბით.

სა­შე­მო­სავ­ლო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა - ეს ე.წ ბიზ­ნესგრან­ტე­ბია. ყვე­ლა­ზე მეტი მო­თხოვ­ნა სწო­რედ ამ პროგ­რა­მა­ზეა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წა­რად­გე­ნენ ბიზ­ნეს­წი­ნა­და­დე­ბებს და თუ პრო­ექ­ტი არის გა­მარ­თუ­ლი, ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით ფი­ნან­სუ­რად.

თუმ­ცა, არ გა­დავ­ცემთ თან­ხას პირ­და­პირ, რომ არ მოხ­დეს მისი არა­მიზ­ნობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბა - ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით შე­ვუ­ძი­ნოთ ბიზ­ნე­სის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი თუ სხვა რამ. აი, მა­გა­ლი­თად, ამ მხრივ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია ავ­ტო­დახ­მა­რე­ბის ერთ-ერთი სერ­ვი­სი, რომ­ლის ფლო­ბელ­მა მოგ­ვმარ­თა, შე­ვუ­ძი­ნეთ ევა­კუ­ა­ტო­რი, შემ­დეგ ის გა­ფარ­თოვ­და და ახლა ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სია.

- მაქ­სი­მა­ლუ­რად რა თან­ხით ეხ­მა­რე­ბით ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის?

- ამ პროგ­რა­მის მაქ­სი­მუ­მია 4 000 ლარი. ამ თან­ხის ზე­ვით სა­ხელ­მწი­ფო ვე­ღარ აფი­ნან­სებს. ამ თან­ხის შემ­დეგ შე­მო­დის პირი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018 წელს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პროგ­რა­მე­ბით სულ ისარ­გებ­ლა 245-მა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა.

აქე­დან სა­შე­მო­სავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი და­უ­ფი­ნანსდა 175 პირს, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლა ორ­მოც­მა დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მიგ­რან­ტმა. მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლა 9 ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა, ხოლო 21 პირი იქნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რებ­ლით.

სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ველს შე­უძ­ლია დარ­ე­კოს სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე - 1505

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კკკ
3
იმის უნარიც არა აქვთ რომ ქვეყნის ბიუჯეტი და თავის ჯიბეები, ჯარიმების გარდა, სხვა შემოსავლებით შეავსონ
grigoli1408
2
იმდენი თქვენ რა გითხარით. ყველგან ტყუილი როგორაა გამჯდარი
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რა დახმარებას სთავაზობს საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს სახელმწიფო

რა დახმარებას სთავაზობს საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს სახელმწიფო

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში უცხო ქვეყნებიდან საქართველოს 2 561 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებში ვკითხულობთ, რომელიც AMBEBI.GE-მ უწყებისგან გამოითხოვა.

დავინტერესდით, რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს, რომ მათ საზოგადოებაში რეინტეგრაცია გაუმარტივდეთ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომითი მიგრაციის სამმართველო მუშაობს, რომლის ხელმძღვანელმა გიორგი ბუნტურმა AMBEBI.GE-ს უამბო იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლითაც საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები ისარგებლებენ.

"ჩვენი სამმართველო თავიდან იყო მიგრაციის სამმართველო, რომელიც შრომით მიგრაციასთან ერთად მოიცავდა საქართველოში დაბრუნებულთა რეინტეგრაციის საკითხებს, საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების და მოქალაქეობის არმქონე პირების ინტეგრაციის საკითხებს.

ამ ეტაპზე ჩვენ დაგვრჩება ძირითადად შრომითი მიგრაციის საკითხები და ასეც დაერქმევა სამმართველოს - შრომითი მიგრაციის სამმართველო. განახლებული სამმართველოს ფუნქციაში შევა ეკომიგრანტებისთვის და დევნილებისთვის დახმარების გაწევაც.

- ვის შეუძლია ისარგებლოს იმ პროგრამებით, რომლებსაც შრომითი მიგრაციის სამმართველო ახორციელებს?

- სხვადასხვა სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საკმაოდ გაიზარდა უცხოეთში არალეგალურად მყოფი პირების რაოდენობა.

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც არალეგალურად იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, ან მოითხოვეს თავშესაფარი და ეთქვათ უარი და ამის შემდეგ იძულებით, ან საკუთარი ნებით დაბრუნდნენ საქართველოში.

ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს სერვისები არ მოქმედებს იმ პირებზე, რომლებიც ლეგალურად იმყოფებოდნენ უცხოეთში და თავიანთი ნებით დაბრუნდნენ საქართველოში

- რა შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფოსგან საქართველოში დაბრუნებულმა მოქალაქემ?

- პირველ რიგში, ჩვენ ვუწევთ დაინტერესებულ პირებს ყველა საჭირო კონსულტაციას. ყველას, ვინც უცხოეთში სამუშაოდ წასვლას დააპირებს, შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ჩვენს დეპარტამენტში და მიიღოს ამომწურავი, უტყუარი ინფორმაცია ვაკანსიებისა თუ ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც დააინტერესებს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ინფორმირებულობას, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი შემთხვევები და უსიამოვნებები. ასევე, სახელმწიფო ფიქრობს, რომ საქართველოში დაბრუნებულ ადამიანებს მიაწოდოს ისეთი სერვისები, რომ გაუადვილოს ადგილობრივ საზოგადოებაში რეინტეგრაცია. ამ კუთხით ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის დახმარებას მათი საჭიროებიდან გამომდინარე. მათ შორისაა:

ფსიქორეაბილიტაციის სერვისები - მოგეხსენებათ ხშირია შემთხვევები, როდესაც ემიგრანტები ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, მიიღეს სხვადასხვა ტიპის სტრესები. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას, ცხადია უფასოდ.

პირველადი ჯანდაცვის სერვისები - დაბრუნებული ემიგრანტები, რომლებიც არ არიან ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, შეძლებენ ისარგებლონ ამ სერვისებით პროგრამაში ჩართვის გარეშეც. მოგეხსენებათ, ეს გარკვეულ დროს და პროცედურებს საჭიროებს. ამ დროს შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ პროგრამაში ჩართვის გარეშეც ვთავაზობთ მათ დახმარებას, სანამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოხვდებიან.

მაგალითად, შეგვიძლია შევუძინოთ გარკვეული მედიკამენტები და დავუფაროთ სამედიცინო მომსახურების ხარჯები.

კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა - მოქმედებს პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დაბრუნებული ადამიანებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას. სახელმწიფო სთავაზობს ორი მიმართულებით სერვისს: სამინისტროს აქვს სამუშაოს მაძიებლებისთვის უფასო გადამზადების მოკლევადიანი კურსი, სადაც თუ ადგილები იქნება შეზღუდული, უპირატესობა ენიჭებათ დაბრუნებულ მიგრანტებს.

დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა - მხოლოდ თბილისის შემთხვევაში მოქმედებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის სერვისი. მაგალითად, თუ პირი დაბრუნდა უცხოეთიდან და მას არ აქვს საცხოვრებელი, მაქსიმუმ ორი თვით ჩვენ ვუქირავებთ ბინას თბილისის მასშტაბით.

საშემოსავლო პროექტების დაფინანსება - ეს ე.წ ბიზნესგრანტებია. ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ ამ პროგრამაზეა. ეს ადამიანები წარადგენენ ბიზნესწინადადებებს და თუ პროექტი არის გამართული, ჩვენ ვეხმარებით ფინანსურად.

თუმცა, არ გადავცემთ თანხას პირდაპირ, რომ არ მოხდეს მისი არამიზნობრივი მოხმარება - ჩვენ ვეხმარებით შევუძინოთ ბიზნესისთვის საჭირო ნივთები თუ სხვა რამ. აი, მაგალითად, ამ მხრივ ყველაზე წარმატებული პროექტია ავტოდახმარების ერთ-ერთი სერვისი, რომლის ფლობელმა მოგვმართა, შევუძინეთ ევაკუატორი, შემდეგ ის გაფართოვდა და ახლა ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია.

- მაქსიმალურად რა თანხით ეხმარებით ბიზნესის განვითარებისთვის?

- ამ პროგრამის მაქსიმუმია 4 000 ლარი. ამ თანხის ზევით სახელმწიფო ვეღარ აფინანსებს. ამ თანხის შემდეგ შემოდის პირი თანადაფინანსებაში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამებით სულ ისარგებლა 245-მა ბენეფიციარმა.

აქედან საშემოსავლო პროექტები დაუფინანსდა 175 პირს, სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა ორმოცმა დაბრუნებულმა მიგრანტმა. მომზადება-გადამზადების პროგრამით ისარგებლა 9 ბენეფიციარმა, ხოლო 21 პირი იქნა უზრუნველყოფილი დროებითი საცხოვრებლით.

სერვისების მიღების მსურველს შეუძლია დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ბიუ-ბიუს" წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა

"ცდილობენ 18 წლამდე გაათხოვონ, რომ შინაბერას სტატუსი არ მიენიჭოს" - რას ამბობს საქართველოში მუსლიმთა შეიხი გოგონების ნაადრევ ქორწინებაზე

მიტროპოლიტი ზოსიმე სკანდალურ ბრალდებას ეხმიანება  - "ნაკლებად ვუყურებ ტელევიზორს, მომასმენინეს..."