მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის
"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის

ნუცა სურ­გუ­ლა­ძე „მას­ტერ­შეფ­ში“ პირ­და­პირ საფ­რან­გე­თი­დან მოხ­ვდა. სას­წავ­ლებ­ლად ევ­რო­პა­ში 16 წლის ასაკ­ში წა­ვი­და. მა­მას იმე­დი ჰქონ­და, რომ მო­მა­ვალ­ში პრო­ფე­სი­ად ჟურ­ნა­ლის­ტი­კას აირ­ჩევ­და, მაგ­რამ ნუ­ცამ გა­და­წყვი­ტა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლოს და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი შეფი გახ­დეს. მის ქარ­თულ რეს­ტო­რანს საფ­რან­გეთ­ში მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვი ჰქონ­დეს, თბი­ლის­ში კი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ნა­ყი­ნეს მფლო­ბე­ლი გახ­დეს.

თუმ­ცა იქამ­დე ჯერ დიდი გზაა, 20 წლის გო­გო­ნას წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ ელო­დე­ბა, შემ­დეგ იტა­ლია და სწავ­ლა ნა­ყი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

- მე ვარ ნუცა სურ­გუ­ლა­ძე, 20 წლის, დამ­წყე­ბი მზა­რე­უ­ლი. გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე საფ­რან­გე­თის კუ­ლი­ნა­რი­ულ სკო­ლა­ში, სა­დაც სამი წელი ვსწავ­ლობ­დი. პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­დი­ო­დი სტა­ჟი­რე­ბას მიშ­ლე­ნის ვასრკვლა­ვის მქო­ნე სხვა­დას­ხვა რეს­ტო­რან­ში. საფ­რან­გეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად პირ­ვე­ლად 16 წლის ასაკ­ში მოვ­ხვდი. ფრანგ ოჯახ­თან ერ­თად, ნორ­მან­დი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი. გა­მი­მარ­თლა, რომ კარ­გი ოჯა­ხი შემ­ხვდა, დღე­საც ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან. ორი წლის შემ­დეგ კუ­ლი­ნა­რი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვი­რი­ცხე. სტა­ჟი­რე­ბის­თვის ახ­ლოს მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი ბორ­დო ავირ­ჩიე, სა­დაც ცნო­ბი­ლი შე­ფის გორ­დონ რემ­ზის რეს­ტო­რა­ნი იყო. სი­ვის მი­ტა­ნი­დან სამ დღე­ში და­მი­რე­კეს, მი­თხრეს, რომ და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩე­მით და შეფ­თან უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. 5 თვე გავ­დი­ო­დი სტა­ჟი­რე­ბას და ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემ­თვის.

- რო­გო­რი სა­მუ­შაო გა­რე­მო დაგ­ხვდა ფრან­გულ რეს­ტო­ნა­ში.

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით - დი­ლის რვა სა­ა­თი­დან ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. 2 სა­ა­თი ვის­ვე­ნებ­დით შუ­ა­ლედ­ში. ფი­ზი­კუ­რა­დაც ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის გაძ­ლე­ბა. ცხე­ლო­და, ხელი გეჭ­რე­ბო­და, გეწ­ვე­ბო­და, მაგ­რამ, მე არ მიქ­მნი­და ეს პრობ­ლე­მას. 40 კაც მზა­რე­ულ­ში ერ­თა­დერ­თი გოგო ვი­ყა­ვი. სხვა გო­გო­ნე­ბი, ვინც მო­დი­ოდ­ნენ, რამ­დე­ნი­მე დღე­ზე მეტს ვერ ძლებ­დნენ და შემ­დეგ სა­კონ­დიტ­რო­ში მი­დი­ოდ­ნენ. ვზი­დავ­დი დიდ ქვა­ბებს, ღო­რის ათ­კი­ლო­ი­ან თა­ვებს. იქ არ აინ­ტე­რე­სებ­დათ ქალი, კაცი, არა­ვინ მეხ­მა­რე­ბო­და - სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ყვე­ლა თა­ნას­წო­რია. ბოლო სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, ხუთი სა­ფე­ხუ­რით მაღ­ლა ამ­წი­ეს. ყვე­ლა გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყო ჩემი წარ­მა­ტე­ბით, შე­ფიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა ცოტა ხნით ვარ ჩა­მო­სუ­ლი, მერე იტა­ლი­ა­ში მივ­დი­ვარ, სა­დაც ნა­ყი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა ჩა­ვა­ბა­რო. შემ­დეგ მინ­და სხვა­დას­ხვა რეს­ტო­რან­ში ვი­მუ­შაო, ცნო­ბი­ლი შე­ფია მა­სი­მო ბო­ტუ­რა, ძა­ლი­ან მინ­და მას­თან მოხ­ვედ­რა.

- კუ­ლი­ნა­რი­ით შენს გა­ტა­ცე­ბა­ში ოჯახს რა წვლი­ლი მი­უ­ძღვის?

- არა­ნა­ი­რი, ჩემ­თან ოჯა­ხის წევ­რე­ბი კერ­ძებს არ ამ­ზა­დე­ბენ. არც ბე­ბი­ებს აქვთ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი რე­ცეპ­ტე­ბი. დე­დას მე ვას­წავ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ას. ოჯახ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი ვახ­შმე­ბი არ გვქო­ნია. ძი­რი­თა­დად, მზა კერ­ძებს ვყი­დუ­ლობ­დით ან გა­რეთ მი­ვირ­თმევ­დით, ასე­ვე დამ­ხმა­რე ქალი ამ­ზა­დებ­და. მე ბავ­შვო­ბი­დან ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი კუ­ლი­ნა­რი­ულ გა­და­ცე­მებს და ჩე­მით ვამ­ზა­დებ­დი რა­ღა­ცებს. 16 წლის ასაკ­ში ვთქვი, რომ შეფი გავ­ხდე­ბო­დი. ოჯა­ხი ახლა უკვე პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებს ჩემს პრო­ფე­სი­ას, თუმ­ცა მა­მას უნ­დო­და, რომ პრო­ფე­სი­ად ჟურ­ნა­ლის­ტი­კა ამერ­ჩია. მამა, ვატო სურ­გუ­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია და კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დე­კა­ნი. დე­დას, ნინა პერ­ტე­ნე­ვას თა­ვი­სი პი­არ­კომ­პა­ნია აქვს. ასე­ვე მყავს 21 წლის და, რო­მე­ლიც სწავ­ლობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და 17 წლის ძმა, სკო­ლის მოს­წავ­ლე.

- შენი მთა­ვა­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მი­ზა­ნი რა არის?

- მსურს საფ­რან­გეთ­ში გავ­ხსნა ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლავს და ეს ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით მოხ­დეს. დღემ­დე ეს ვარ­სკვლა­ვი არ­ცერთ ქარ­თულ რეს­ტორ­ნას არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა „მას­ტერ­შეფს“, რა­ტომ­ღაც ცუდ კო­მენ­ტა­რებს ვე­ლო­დი და ნე­გა­ტი­ვის­თვის ვი­ყა­ვი მზად, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და, ძა­ლი­ან დიდი პო­ზი­ტი­ვი მო­დის ხალ­ხის­გან. მად­ლო­ბა მათ, რომ მხარს მი­ჭე­რენ.

- მა­მა­კა­ცი თუ მო­გი­ხიბ­ლავს შენი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძით?

- იმ­დე­ნად ბევ­რს ვმუ­შა­ობ, რომ სახ­ლში ან გა­რეთ არ ვამ­ზა­დებ კერ­ძებს. სამ­სა­ხურ­ში თუ კარ­გად გა­მო­მი­ვი­და, გარ­შე­მო მყო­ფი მა­მა­კა­ცე­ბი შე­მა­ქე­ბენ ხოლ­მე, მაგ­რამ ისი­ნიც კუ­ლი­ნა­რე­ბი არი­ან.

- ნუცა, შენი საყ­ვა­რე­ლი კერ­ძი რო­მე­ლია და თა­ვად რისი მომ­ზა­დე­ბა გიყ­ვარს.

- ყო­ველ­დღი­უ­რად, ისე, რომ არ მბეზ­რდე­ბა, შე­მიძ­ლია ნა­ყი­ნი ვჭა­მო, ძა­ლი­ან მინ­და დიდი სა­ნა­ყი­ნე გავ­ხსნა სა­ქარ­თვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას, ყვე­ლაფ­რის კე­თე­ბა მიყ­ვარს, რაც კუ­ლი­ნა­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა, შე­მიძ­ლია მთე­ლი დღე კარ­ტო­ფი­ლი ვთა­ლო.

- კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მოდა თუ არ­სე­ბობს და ახლა რა არის მო­და­ში?

- რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს, არ­სე­ბო­ბენ „სე­ლებ­რი­თი“ შე­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრენ­დებს ქმნი­ან კუ­ლი­ნა­რი­ა­ში. ჩვენც დამ­წყე­ბებს გვინ­და, რომ მათ და­ვემ­სგავ­სოთ, მივ­ბა­ძოთ. კუ­ლი­ნა­რი­ა­ში უფრო მო­დის დე­კა­დე­ბია და მოდა ყო­ველ­წლი­უ­რად არ იც­ვლე­ბა.

მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და მო­ლე­კურ­ლუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, მაგ­რამ ეს ათი წლის წინ იყო ტრენ­დუ­ლი მსოფ­ლი­ო­ში. ახლა უცხო­ეთ­ში გე­მო­ზეა აქ­ცენ­ტი, პა­ტი­ვი უნდა სცე გე­მოს, ადრე აქ­ცენ­ტი იყო ვი­ზუ­ალ­ზე. რა­ღაც ლო­გი­კა უნდა იყოს კერ­ძებ­ში და მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზის გამო არ უნდა აფორ­მებ­დე.

- რა მო­ლო­დი­ნი გაქვს „მას­ტერ­შე­ფის­გან“?

- მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ფი­ნა­ლამ­დე მი­ვალ, კონ­კუ­რენ­ტე­ბი არ არი­ან სუს­ტე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ მათ­თან გამ­კლა­ვე­ბა შე­მიძ­ლია. აი, ფი­ნალ­ში რა მოხ­დე­ბა, ამას ვნა­ხავთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
1
ულევი წარმატებები მშრომელ და მოტივირებულ გოგონას
ზიზი
0
წარმატებები ნუცა.... <3
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის

ნუცა სურგულაძე „მასტერშეფში“ პირდაპირ საფრანგეთიდან მოხვდა. სასწავლებლად ევროპაში 16 წლის ასაკში წავიდა. მამას იმედი ჰქონდა, რომ მომავალში პროფესიად ჟურნალისტიკას აირჩევდა, მაგრამ ნუცამ გადაწყვიტა ბავშვობის ოცნება აისრულოს და მსოფლიოში პოპულარული შეფი გახდეს. მის ქართულ რესტორანს საფრანგეთში მიშლენის ვარსკვლავი ჰქონდეს, თბილისში კი ყველაზე დიდი სანაყინეს მფლობელი გახდეს.

თუმცა იქამდე ჯერ დიდი გზაა, 20 წლის გოგონას წინ საქართველოში ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუ ელოდება, შემდეგ იტალია და სწავლა ნაყინის უნივერსიტეტში.

- მე ვარ ნუცა სურგულაძე, 20 წლის, დამწყები მზარეული. განათლება მივიღე საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში, სადაც სამი წელი ვსწავლობდი. პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას მიშლენის ვასრკვლავის მქონე სხვადასხვა რესტორანში. საფრანგეთში სასწავლებლად პირველად 16 წლის ასაკში მოვხვდი. ფრანგ ოჯახთან ერთად, ნორმანდიაში ვცხოვრობდი. გამიმართლა, რომ კარგი ოჯახი შემხვდა, დღესაც ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ორი წლის შემდეგ კულინარიულ სასწავლებელში ჩავირიცხე. სტაჟირებისთვის ახლოს მდებარე ქალაქი ბორდო ავირჩიე, სადაც ცნობილი შეფის გორდონ რემზის რესტორანი იყო. სივის მიტანიდან სამ დღეში დამირეკეს, მითხრეს, რომ დაინტერესდნენ ჩემით და შეფთან უნდა მივსულიყავი გასაუბრებაზე. 5 თვე გავდიოდი სტაჟირებას და ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის.

- როგორი სამუშაო გარემო დაგხვდა ფრანგულ რესტონაში.

- ძალიან დატვირთულები ვიყავით - დილის რვა საათიდან ღამის 12 საათამდე გვიწევდა მუშაობა. 2 საათი ვისვენებდით შუალედში. ფიზიკურადაც ძალიან ძნელია ამის გაძლება. ცხელოდა, ხელი გეჭრებოდა, გეწვებოდა, მაგრამ, მე არ მიქმნიდა ეს პრობლემას. 40 კაც მზარეულში ერთადერთი გოგო ვიყავი. სხვა გოგონები, ვინც მოდიოდნენ, რამდენიმე დღეზე მეტს ვერ ძლებდნენ და შემდეგ საკონდიტროში მიდიოდნენ. ვზიდავდი დიდ ქვაბებს, ღორის ათკილოიან თავებს. იქ არ აინტერესებდათ ქალი, კაცი, არავინ მეხმარებოდა - სამზარეულოში ყველა თანასწორია. ბოლო სამსახურში, სადაც ვმუშაობდი, ხუთი საფეხურით მაღლა ამწიეს. ყველა გაგიჟებული იყო ჩემი წარმატებით, შეფიც ძალიან კმაყოფილი იყო. საქართველოში ახლა ცოტა ხნით ვარ ჩამოსული, მერე იტალიაში მივდივარ, სადაც ნაყინის უნივერსიტეტში უნდა ჩავაბარო. შემდეგ მინდა სხვადასხვა რესტორანში ვიმუშაო, ცნობილი შეფია მასიმო ბოტურა, ძალიან მინდა მასთან მოხვედრა.

- კულინარიით შენს გატაცებაში ოჯახს რა წვლილი მიუძღვის?

- არანაირი, ჩემთან ოჯახის წევრები კერძებს არ ამზადებენ. არც ბებიებს აქვთ რაიმე განსაკუთრებული ოჯახური რეცეპტები. დედას მე ვასწავლი კულინარიას. ოჯახში ტრადიციული ვახშმები არ გვქონია. ძირითადად, მზა კერძებს ვყიდულობდით ან გარეთ მივირთმევდით, ასევე დამხმარე ქალი ამზადებდა. მე ბავშვობიდან ტელევიზორში ვუყურებდი კულინარიულ გადაცემებს და ჩემით ვამზადებდი რაღაცებს. 16 წლის ასაკში ვთქვი, რომ შეფი გავხდებოდი. ოჯახი ახლა უკვე პოზიტიურად უყურებს ჩემს პროფესიას, თუმცა მამას უნდოდა, რომ პროფესიად ჟურნალისტიკა ამერჩია. მამა, ვატო სურგულაძე პროფესიით ექიმია, ენდოკრინოლოგია და კავკასიის უნივერსიტეტში დეკანი. დედას, ნინა პერტენევას თავისი პიარკომპანია აქვს. ასევე მყავს 21 წლის და, რომელიც სწავლობს უნივერსიტეტში და 17 წლის ძმა, სკოლის მოსწავლე.

- შენი მთავარი კულინარიული მიზანი რა არის?

- მსურს საფრანგეთში გავხსნა ქართული რესტორანი, რომელიც მიიღებს მიშლენის ვარსკვლავს და ეს ქართული კერძების დამსახურებით მოხდეს. დღემდე ეს ვარსკვლავი არცერთ ქართულ რესტორნას არ აქვს. რაც შეეხება „მასტერშეფს“, რატომღაც ცუდ კომენტარებს ველოდი და ნეგატივისთვის ვიყავი მზად, მაგრამ პირიქით მოხდა, ძალიან დიდი პოზიტივი მოდის ხალხისგან. მადლობა მათ, რომ მხარს მიჭერენ.

- მამაკაცი თუ მოგიხიბლავს შენი მომზადებული კერძით?

- იმდენად ბევრს ვმუშაობ, რომ სახლში ან გარეთ არ ვამზადებ კერძებს. სამსახურში თუ კარგად გამომივიდა, გარშემო მყოფი მამაკაცები შემაქებენ ხოლმე, მაგრამ ისინიც კულინარები არიან.

- ნუცა, შენი საყვარელი კერძი რომელია და თავად რისი მომზადება გიყვარს.

- ყოველდღიურად, ისე, რომ არ მბეზრდება, შემიძლია ნაყინი ვჭამო, ძალიან მინდა დიდი სანაყინე გავხსნა საქართველოში. რაც შეეხება კერძის მომზადებას, ყველაფრის კეთება მიყვარს, რაც კულინარიას უკავშირდება, შემიძლია მთელი დღე კარტოფილი ვთალო.

- კულინარიული მოდა თუ არსებობს და ახლა რა არის მოდაში?

- რა თქმა უნდა, არსებობს, არსებობენ „სელებრითი“ შეფები, რომლებიც ტრენდებს ქმნიან კულინარიაში. ჩვენც დამწყებებს გვინდა, რომ მათ დავემსგავსოთ, მივბაძოთ. კულინარიაში უფრო მოდის დეკადებია და მოდა ყოველწლიურად არ იცვლება.

მაგალითად, საქართველოში შემოვიდა მოლეკურლური სამზარეულო, მაგრამ ეს ათი წლის წინ იყო ტრენდული მსოფლიოში. ახლა უცხოეთში გემოზეა აქცენტი, პატივი უნდა სცე გემოს, ადრე აქცენტი იყო ვიზუალზე. რაღაც ლოგიკა უნდა იყოს კერძებში და მხოლოდ სილამაზის გამო არ უნდა აფორმებდე.

- რა მოლოდინი გაქვს „მასტერშეფისგან“?

- მაქვს მოლოდინი, რომ ფინალამდე მივალ, კონკურენტები არ არიან სუსტები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათთან გამკლავება შემიძლია. აი, ფინალში რა მოხდება, ამას ვნახავთ.

"სიხარულისგან მეტირება..." - ჟიურის და კონკურსანტების ემოციები "საქართველოს ვარსკვლავის" პირველი ლაივის შემდეგ

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან