მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი
"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი

რეს­ტო­რან "უბან­ში" წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ხა­ლი­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პრო­ექ­ტის "შეფ მარ­კე­ტე­რის" ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც წინა თვე­ე­ბის შვი­დი სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლე შე­ე­ჯიბ­რა ერ­თმა­ნეთს.

მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბის პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან, ფი­ნალ­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძი - ხინ­კა­ლი მო­ამ­ზა­დეს. სა­ნამ ჟი­უ­რის ოთხი წევ­რი კონ­კურ­სან­ტე­ბის მიერ მომ­ხა­დე­ბულ ხინ­კალს აგე­მოვ­ნებ­და, მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ფან­ტა­ზია სხვა კუ­თხი­თაც გა­მო­ავ­ლი­ნეს და ფე­რად-ფე­რა­დი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თიც მო­ამ­ზა­დეს.

კომ­პე­ტენ­ტურ­მა ჟი­უ­რიმ, რო­მელ­შიც ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას" რე­დაქ­ტო­რი ქეთი ადე­იშ­ვი­ლი, ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი შეფი ენცო ნერი, "უბა­ნის" შეფ-მზა­რე­უ­ლი და რეს­ტორ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყ­ვნენ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჯა­მუ­რი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ავ­ლი­ნა.

გა­მარ­ჯვე­ბულს, "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" წარ­მო­მად­გე­ნელს გვან­ცა ღვე­დაშ­ვილს პარტნი­ო­რე­ბის­გან - სტამ­ბა "კო­ლო­რის", "პა­ლიტ­რა ელი", „გაგ­რა პლი­უ­სი“, სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ „ჯი­პი­სის“, ავე­ჯი­სა და აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მა­ღა­ზია „ბო­გა­ჩოს“ მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცა.

ასე­ვე, კომ­პა­ნია m|group-მა წლის შეფ-მარ­კე­ტერს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი ყვარ­ლის ტბა­ზე და ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თი ქსელ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში.

გვან­ცა ღვე­დაშ­ვი­ლი, "შეფ-მარ­კე­ტე­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი:

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს გა­მარ­ჯვე­ბა. პირ­ვე­ლად გა­ვა­კე­თე ხინ­კა­ლი, სა­ლა­თიც ექ­სპრომ­ტად მო­ვამ­ზა­დე. ყვე­ლამ კარ­გად შე­ას­რუ­ლა და­ვა­ლე­ბა, ნამ­დვი­ლად ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და"

ქეთი ადე­იშ­ვი­ლი, ჟურ­ნალ „გემ­რი­ე­ლი­ას“ რე­დაქ­ტო­რი, ჟი­უ­რის წევ­რი:

"გა­მარ­ჯვე­ბულ­ზე ბევ­რი ვი­კა­მა­თეთ, ორ ადა­მი­ანს შო­რის დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დით, რო­მე­ლი იყო სა­უ­კე­თე­სო. სა­ბო­ლო­ოდ შე­ვარ­ჩი­ეთ ის კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­მაც ხინ­კა­ლიც და სა­ლა­თიც კარ­გად მო­ამ­ზა­და".

ნა­თია მეტ­რე­ვე­ლი, m|group-ის მარ­კე­ტინ­გის და გა­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი:

"მხარს ვუ­ჭერთ ასეთ პრო­ექ­ტებს და ყო­ველ­თვის, გვერ­დით ვუდ­გა­ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტი-ფა­ვო­რი­ტი, რო­მელ­საც კარ­გი პრი­ზე­ბი გა­და­ვე­ცით"

შეფ მარ­კე­ტე­რის ფი­ნა­ლუ­რი ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ - „ამ­ბა­სა­დო­რის“, "მაკ­რო ბიზ­ნეს კა­პი­ტა­ლის“, "შალ­ვი­ნოს", „პა­ნეს“, "ჰუ­ა­ვე­ის“, "ალტა ოქე­ის“ და "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს.

მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გარ­და, სა­ჩუქ­რე­ბით და­ჯილ­დოვ­დნენ ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რე­ბიც - მათ­თვის სა­ღა­მოს ბო­ლოს გა­თა­მა­შე­ბა გა­ი­მარ­თა. იღ­ბლი­ან­მა სტუმ­რებ­მა სა­ჩუქ­რად მი­ი­ღეს - "ორ­გა­ნიკ ლა­ბის“, „სოლო პერ­ტეს“, „პან­დო­რას“, „ჯი პი სის“, სათ­ვა­ლე­ე­ბის მა­ღა­ზია „თო­რე­ლის“ და სხვა პარტნი­ო­რე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი

"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი

რესტორან "უბანში" წარმატებული და სახალისო კულინარიული პროექტის "შეფ მარკეტერის" ფინალი გაიმართა, რომელშიც წინა თვეების შვიდი საუკეთესო მონაწილე შეეჯიბრა ერთმანეთს.

მონაწილეებმა, რომლებიც სხვადასხვა კომპანიების პიარისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლები არიან, ფინალში საკმაოდ რთულად მოსამზადებელი, ყველასთვის საყვარელი ქართული კერძი - ხინკალი მოამზადეს. სანამ ჟიურის ოთხი წევრი კონკურსანტების მიერ მომხადებულ ხინკალს აგემოვნებდა, მონაწილეებმა ფანტაზია სხვა კუთხითაც გამოავლინეს და ფერად-ფერადი ბოსტნეულის სალათიც მოამზადეს.

კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელშიც ჟურნალ "გემრიელიას" რედაქტორი ქეთი ადეიშვილი, ცნობილი იტალიელი შეფი ენცო ნერი, "უბანის" შეფ-მზარეული და რესტორნის წარმომადგენელი იყვნენ, გამარჯვებული ჯამური ქულების მიხედვით გამოავლინა.

გამარჯვებულს, "თეგეტა მოტორსის" წარმომადგენელს გვანცა ღვედაშვილს პარტნიორებისგან - სტამბა "კოლორის", "პალიტრა ელი", „გაგრა პლიუსი“, სააფთიაქო ქსელ „ჯიპისის“, ავეჯისა და აქსესუარების მაღაზია „ბოგაჩოს“ მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა.

ასევე, კომპანია m|group-მა წლის შეფ-მარკეტერს საჩუქრად გადასცა ორკაციანი საგზური ყვარლის ტბაზე და ფასდაკლების ბარათი ქსელში არსებულ ყველა რესტორანში.

გვანცა ღვედაშვილი, "შეფ-მარკეტერის" გამარჯვებული:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება. პირველად გავაკეთე ხინკალი, სალათიც ექსპრომტად მოვამზადე. ყველამ კარგად შეასრულა დავალება, ნამდვილად ძლიერი კონკურენტები მყავდა"

ქეთი ადეიშვილი, ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი, ჟიურის წევრი:

"გამარჯვებულზე ბევრი ვიკამათეთ, ორ ადამიანს შორის დიდხანს ვფიქრობდით, რომელი იყო საუკეთესო. საბოლოოდ შევარჩიეთ ის კონკურსანტი, რომელმაც ხინკალიც და სალათიც კარგად მოამზადა".

ნათია მეტრეველი, m|group-ის მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის უფროსი:

"მხარს ვუჭერთ ასეთ პროექტებს და ყოველთვის, გვერდით ვუდგავართ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი კონკურსანტი-ფავორიტი, რომელსაც კარგი პრიზები გადავეცით"

შეფ მარკეტერის ფინალური ტურის მონაწილეები იყვნენ - „ამბასადორის“, "მაკრო ბიზნეს კაპიტალის“, "შალვინოს", „პანეს“, "ჰუავეის“, "ალტა ოქეის“ და "თეგეტა მოტორსის" წარმომადგენლები. საჩუქრები გადაეცა ყველა მონაწილეს.

მონაწილეების გარდა, საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ღონისძიების სტუმრებიც - მათთვის საღამოს ბოლოს გათამაშება გაიმართა. იღბლიანმა სტუმრებმა საჩუქრად მიიღეს - "ორგანიკ ლაბის“, „სოლო პერტეს“, „პანდორას“, „ჯი პი სის“, სათვალეების მაღაზია „თორელის“ და სხვა პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზები.

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ თეთრი მეტალის ვირთხის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ

დედოფალი ლეტიცია და მეგან მარკლი ერთნაირი ქვედაბოლოთი - რომელს უფრო უხდება?

"რამდენიმე წინსაფარი მაქვს, მაგრამ სახლში ხალათებით სიარული მიყვარს" - ვინ არის "მასტერშეფის" კონკურსანტი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებელი აალაპარაკა