მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა
4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა

ოთხი დღის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ სან­დრო ბე­რა­ძეს ოჯა­ხი ცხვა­რი­ჭა­მი­ას­თან ახ­ლოს, სო­ფელ ზემო ლე­ლუ­ბან­ში ეძებს. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღეს დი­ლი­დან გა­ნახ­ლდა და მას­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" და­კარ­გუ­ლი ოპე­რა­ტო­რის ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი.

რო­გორც და­კარ­გუ­ლის ძმამ, გი­ორ­გი ბე­რა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ტაქ­სის მძღოლ­მა ბიჭი სწო­რედ ამ სო­ფელ­ში და­ტო­ვა.

"მი­აგ­ნეს ტაქსს, მის მძღოლ­საც გა­ე­სა­უბრნენ. მე პი­რა­დად არ მი­სა­უბ­რია, მაგ­რამ უთ­ქვამს, რომ სან­დრო მარ­ტო იჯდა ტაქ­სი­ში და არა­ფერ­ზე არ სა­უბ­რობ­და. ეს არის სო­ფე­ლი, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტიც არის და ტყე­ცაა. რო­გორც ვიცი, აქ არა­ვინ ჰყო­ლია ახ­ლო­ბე­ლი, ვინ­მეს­თან რომ მო­სუ­ლი­ყო სტუმ­რად" - გვი­თხრა გი­ორ­გი ბე­რა­ძემ.

ოჯა­ხი 29 წლის ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას მის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უკავ­ში­რებს. ამის შე­სა­ხებ სან­დროს დე­დამ, ნინო ლო­ლა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-თან ისა­უბ­რა.

"აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როდ... ამის ხმა­მაღ­ლა თქმას ვე­რი­დე­ბო­დით. ბო­ლოს 25 ოქ­რომ­ბერს, შუ­ა­დღი­სას და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­და­წყვი­ტა... დაგ­ვემ­შვი­დო­ბა, მეც, თა­ვის ძმა­საც, ბო­დი­ში მოგ­ვი­ხა­და და გვი­თხრა, აღარ ვა­პი­რებ ასეთ ჯო­ჯო­ხე­თურ ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნა­სო" - უთხრა "კუ­რი­ერს" სან­დრო ბე­რა­ძის დე­დამ.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მსურ­ვე­ლებს გი­ორ­გი ბე­რა­ძის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს:

"უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ წა­მოხ­ვი­დეთ და დაგ­ვეხ­მა­როთ სან­დროს მო­ძებ­ნა­ში. წა­მოს­ვლის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დით სან­დროს ძმას, გი­ორ­გის 599 722 310".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დალი
9
შვილო თუ კითხულობ რამეს იქნებ შეისმინო. სოსხალი ადამიანის საშველი ყოველთვისაა.დაუბრუნდი ოჯახს, იფიქრე შენს ახლობლებზე. გფარავდეს უფალი
ქეთი
18
იქნებ მონასტერში წავიდა. ნეტავ ასე იყოს. ღმერთო გევედრები შეეწიე.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა

4 დღის წინ დაკარგულ სანდრო ბერაძეს ცხვარიჭამიასთან, ტყეში ეძებენ - რა ახალ დეტალებზე საუბრობს ძმა

ოთხი დღის წინ გაუჩინარებულ სანდრო ბერაძეს ოჯახი ცხვარიჭამიასთან ახლოს, სოფელ ზემო ლელუბანში ეძებს. სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაკარგული ოპერატორის ოჯახი და მეგობრებიც არიან ჩართულნი.

როგორც დაკარგულის ძმამ, გიორგი ბერაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, ვიდეოკამერების ჩანაწერების მიხედვით, ტაქსის მძღოლმა ბიჭი სწორედ ამ სოფელში დატოვა.

"მიაგნეს ტაქსს, მის მძღოლსაც გაესაუბრნენ. მე პირადად არ მისაუბრია, მაგრამ უთქვამს, რომ სანდრო მარტო იჯდა ტაქსიში და არაფერზე არ საუბრობდა. ეს არის სოფელი, დასახლებული პუნქტიც არის და ტყეცაა. როგორც ვიცი, აქ არავინ ჰყოლია ახლობელი, ვინმესთან რომ მოსულიყო სტუმრად" - გვითხრა გიორგი ბერაძემ.

ოჯახი 29 წლის ბიჭის გაუჩინარებას მის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებს. ამის შესახებ სანდროს დედამ, ნინო ლოლაძემ "რუსთავი 2"-თან ისაუბრა.

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამწუხაროდ... ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს 25 ოქრომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. თავისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა... დაგვემშვიდობა, მეც, თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო" - უთხრა "კურიერს" სანდრო ბერაძის დედამ.

საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოჯახის ახლობელი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და მსურველებს გიორგი ბერაძის პოვნაში დახმარებას სთხოვს:

"უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ წამოხვიდეთ და დაგვეხმაროთ სანდროს მოძებნაში. წამოსვლის სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდით სანდროს ძმას, გიორგის 599 722 310".

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო

2 გარდაცვლილი და 3 დაშავებული - დადიანის გამზირზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა