მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

13

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:16-ზე, მთვარე კუროში იქნება 17:21-დან – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პოტენციალი აქვს ფარიკაობას საქართველოში? - მისი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში
რა პოტენციალი აქვს ფარიკაობას საქართველოში? - მისი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში

ერ­თმა­ნე­თის­გან ოცი ნა­ბი­ჯით და­შო­რე­ბულ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს ხელ­ში დაშ­ნე­ბი უჭი­რავთ. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უახ­ლოვ­დე­ბი­ან და გა­დამ­წყვე­ტი წა­მიც ახ­ლოვ­დე­ბა - ბრძო­ლას იწყე­ბენ...

ფა­რი­კა­ო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ახლა სპორ­ტის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ სა­ხე­ო­ბად მი­იჩ­ნე­ვა, ეს­პა­ნეთ­ში იღებს სა­თა­ვეს. მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ზე გა­სა­ო­ცა­რი წიგ­ნე­ბი, რო­მელ­თა ად­რე­უ­ლი ნა­წი­ლი მე-15 სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა, სწო­რედ ეს­პა­ნელ მო­ფა­რი­კა­ვე­ებს ეკუთ­ვნით. ფა­რი­კა­ო­ბის ის სტი­ლი და წე­სე­ბი კი, რომ­ლებ­საც დღეს ვიც­ნობთ, მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში იტა­ლი­ა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, შემ­დეგ საფ­რან­გეთ­შიც გავ­რცელ­და და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ საქ­მი­ა­ნო­ბად იქცა.

ფა­რი­კა­ო­ბა, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სწო­რედ არის­ტოკ­რა­ტი­ულ ოჯა­ხებ­ში იყო.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბი ფა­რი­კა­ო­ბის შე­სა­ხებ

  • მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბის დაშ­ნის მოძ­რა­ო­ბის სიჩ­ქა­რე "მარკს­მე­ნის" ტყვი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დი­დია.
  • ფა­რი­კა­ო­ბა შე­დის სპორ­ტის იმ ოთხ სა­ხე­ო­ბას შო­რის (მძლე­ოს­ნო­ბა, ცურ­ვა, ტან­ვარ­ჯი­ში, ფა­რი­კა­ო­ბა), რო­მე­ლიც ყვე­ლა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში შე­დი­ო­და 1896 წლი­დან.
  • ფა­რი­კა­ო­ბა ძვე­ლი სა­ბერ­ძნე­თის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც შე­დი­ო­და.
  • მო­ფა­რი­კა­ვე­ებს ად­რე­ულ წლებ­ში დაშ­ნის წვერ­ზე მე­ლან­ში ამოვ­ლე­ბულ ბამ­ბის დისკს უმაგ­რებ­დნენ. მისი და­ფიქ­სი­რე­ბით აღი­რი­ცხე­ბო­და მო­ფა­რი­კა­ვის მარ­ცხი ან გა­მარ­ჯვე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არის ფორ­მა თეთ­რი.
  • ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი თე­ო­დორ რუზ­ველ­ტი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი ყო­ფი­ლი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბი იყ­ვნენ.
  • ფა­რი­კა­ო­ბა სპორ­ტის ერ­თა­დერ­თი საბ­რძო­ლო სა­ხე­ო­ბაა, რო­მელ­საც წო­ნი­თი კლა­სი­ფი­კა­ცია არ აქვს.
  • სა­ბა­ლე­ტო პო­ზი­ცი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ ფა­რი­კა­ო­ბი­დან მო­დის.
  • ქალ­მა მო­ფა­რი­კა­ვე­ებ­მა მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე პირ­ვე­ლად 1924 წელს მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა

ფა­რი­კა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რი­კა­ო­ბის, რო­გორც სპორ­ტის სას­წავ­ლო ჯგუ­ფი პირ­ვე­ლად მე-19 სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მისი და­მა­არ­სე­ბე­ლი და პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი ქუ­თა­ი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის ავ­სტრი­ე­ლი პე­და­გო­გი რუ­დოლფ ვა­ი­სი გახ­ლდათ.

1894 წელს კი გა­დამ­დგარ­მა ოფი­ცერ­მა პეტ­რე სალ­ტი­კოვ­მა თბი­ლის­ში და­ა­არ­სა ფა­რი­კა­ო­ბის მოყ­ვა­რულ­თა პირ­ვე­ლი წრე. მან­ვე გახ­სნა თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი სა­ფა­რი­კაო დარ­ბა­ზი, სა­დაც ოფიც­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეძ­ლე­ბუ­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ, რათა ჯან­მრთე­ლო­ბა და სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ.

პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე მომ­ზა­დე­ბა და სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ქარ­თველ­მა მო­ფა­რი­კა­ვე­ებ­მა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში და­ი­წყეს. პირ­ვე­ლი ოქ­როს მედ­ლე­ბი გიგა ერის­თავ­მა და ალექ­სან­დრე ბათ­მა­ნოვ­მა მო­ი­პო­ვეს. ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ნუგ­ზარ ასა­თი­ა­ნი, ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­უ­რი და გუ­რამ კოს­ტა­ვა გახ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცია 1991 წელს და­არ­სდა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის პირ­ველ წლებ­ში ქარ­თუ­ლი ფა­რი­კა­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ფერ­ხდა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თვე­ლი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია გაგ­რძელ­და, რა­საც გარ­კვე­ულ­წი­ლად, იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ ფა­რი­კა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას სან­დო პარტნი­ო­რი გა­მო­უჩ­ნდა "ვი­თი­ბი ბან­კის" სა­ხით. სწო­რედ "ვი­თი­ბი ბან­კი" ზრუ­ნავს ქარ­თვე­ლი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბის სპორ­ტულ მომ­ზა­დე­ბა­ზე და ეკი­პი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ბოლო წლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბი

ლიკა ჯი­ჯე­იშ­ვილ­მა და სან­დრო ბა­ზა­ძემ 2019 წლის, ბულ­გა­რე­თის ქა­ლაქ პლოვ­დივ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო თას­ზე (სა­ტე­ლი­ტი) ხმლით მო­ას­პა­რე­ზე­თა შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს.

მა­ნამ­დე, 2017 წელს, როცა სა­ქარ­თვე­ლომ პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლა სე­ნი­ორ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს, ქარ­თველ­მა მო­ფა­რი­კა­ვე­ებ­მა ის­ტო­რი­უ­ლი შე­დე­გე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს.

პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ფა­რი­კა­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი ქარ­თველ­მა თე­ო­დო­რა კა­ხი­ან­მა მო­ი­პო­ვა.

წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ეს ქარ­თველ­მა პა­რა­მო­ფა­რი­კა­ვე­ებ­მა ირმა ხე­ცუ­რი­ან­მა და ნინო თი­ბი­ლაშ­ვილ­მა, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დნენ.

ასე რომ, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვი­თარ­დე­ბა, ქარ­თვე­ლი მო­ფა­რი­კა­ვე­ე­ბი კი, "ვი­თი­ბი ბან­კის" ხელ­შე­წყო­ბით, ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
1
მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მელბურნის ოლიმპიადის მონაწილე ...რეზო ცირეკიძე ხომ არ გამოგრჩათ?
ნოდარი
0
არ გამოგრჩეთ იური ოსიპოვი მელბურნის ოლიმპიადის მონაწილე,გივი ანდრიაძე და გურამ ლორთქიფანიძე მსოფლიოს ჩემპიონები იუნიორთა შორის და ერთიც დაშნის წვერი მელანში კი არ იყო ამოვლებული არამედ სპირტისა და პურგენის ტაბლეტის ნაზავში,რომელიც,მიყენებული ჩხვლეტის შემდეგ, ერთ წუთში შრებოდა მოფარიკავეს ტანზე
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა პოტენციალი აქვს ფარიკაობას საქართველოში? - მისი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში

რა პოტენციალი აქვს ფარიკაობას საქართველოში? - მისი ისტორია მსოფლიოსა და საქართველოში

ერთმანეთისგან ოცი ნაბიჯით დაშორებულ მოწინააღმდეგეებს ხელში დაშნები უჭირავთ. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და გადამწყვეტი წამიც ახლოვდება - ბრძოლას იწყებენ...

ფარიკაობის ხელოვნება, რომელიც ახლა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სახეობად მიიჩნევა, ესპანეთში იღებს სათავეს. მის შესახებ ყველაზე გასაოცარი წიგნები, რომელთა ადრეული ნაწილი მე-15 საუკუნით თარიღდება, სწორედ ესპანელ მოფარიკავეებს ეკუთვნით. ფარიკაობის ის სტილი და წესები კი, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, მე-18 საუკუნეში იტალიაში ჩამოყალიბდა, შემდეგ საფრანგეთშიც გავრცელდა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საქმიანობად იქცა.

ფარიკაობა, როგორც ხელოვნება, ცხოვრების სტილი და ჯანმრთელობის საიდუმლო ყველაზე პოპულარული სწორედ არისტოკრატიულ ოჯახებში იყო.

საინტერესო ფაქტები ფარიკაობის შესახებ

  • მოფარიკავეების დაშნის მოძრაობის სიჩქარე "მარკსმენის" ტყვიის შემდეგ ყველაზე დიდია.
  • ფარიკაობა შედის სპორტის იმ ოთხ სახეობას შორის (მძლეოსნობა, ცურვა, ტანვარჯიში, ფარიკაობა), რომელიც ყველა ოლიმპიურ თამაშებში შედიოდა 1896 წლიდან.
  • ფარიკაობა ძველი საბერძნეთის ოლიმპიური თამაშების ჩამონათვალშიც შედიოდა.
  • მოფარიკავეებს ადრეულ წლებში დაშნის წვერზე მელანში ამოვლებულ ბამბის დისკს უმაგრებდნენ. მისი დაფიქსირებით აღირიცხებოდა მოფარიკავის მარცხი ან გამარჯვება. სწორედ ამიტომ არის ფორმა თეთრი.
  • ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი ყოფილი მოფარიკავეები იყვნენ.
  • ფარიკაობა სპორტის ერთადერთი საბრძოლო სახეობაა, რომელსაც წონითი კლასიფიკაცია არ აქვს.
  • საბალეტო პოზიციების დიდი ნაწილი სწორედ ფარიკაობიდან მოდის.
  • ქალმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1924 წელს მიიღეს მონაწილეობა

ფარიკაობა საქართველოში

საქართველოში ფარიკაობის, როგორც სპორტის სასწავლო ჯგუფი პირველად მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი და პირველი მწვრთნელი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელი პედაგოგი რუდოლფ ვაისი გახლდათ.

1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე გახსნა თბილისში პირველი საფარიკაო დარბაზი, სადაც ოფიცრები და საზოგადოების შეძლებული ფენის წარმომადგენლები ვარჯიშობდნენ, რათა ჯანმრთელობა და სპორტული აღნაგობა შეენარჩუნებინათ.

პროფესიონალურ დონეზე მომზადება და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ქართველმა მოფარიკავეებმა საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყეს. პირველი ოქროს მედლები გიგა ერისთავმა და ალექსანდრე ბათმანოვმა მოიპოვეს. ოლიმპიური ჩემპიონები ნუგზარ ასათიანი, ვლადიმერ აფციაური და გურამ კოსტავა გახდნენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია 1991 წელს დაარსდა. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ქართული ფარიკაობის განვითარება შეფერხდა. თუმცა, საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართველი მოფარიკავეების წარმატების ისტორია გაგრძელდა, რასაც გარკვეულწილად, იმანაც შეუწყო ხელი, რომ ფარიკაობის ფედერაციას სანდო პარტნიორი გამოუჩნდა "ვითიბი ბანკის" სახით. სწორედ "ვითიბი ბანკი" ზრუნავს ქართველი მოფარიკავეების სპორტულ მომზადებაზე და ეკიპირებას უზრუნველყოფს.

ბოლო წლების წარმატებული მოფარიკავეები

ლიკა ჯიჯეიშვილმა და სანდრო ბაზაძემ 2019 წლის, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით მოასპარეზეთა შორის პირველი ადგილები მოიპოვეს.

მანამდე, 2017 წელს, როცა საქართველომ პირველად უმასპინძლა სენიორთა ევროპის ჩემპიონატს, ქართველმა მოფარიკავეებმა ისტორიული შედეგები დააფიქსირეს.

პირველად ქართული ფარიკაობის ისტორიაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული ქართველმა თეოდორა კახიანმა მოიპოვა.

წარმატებებს მიაღწიეს ქართველმა პარამოფარიკავეებმა ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში წარმატებულად ვითარდება, ქართველი მოფარიკავეები კი, "ვითიბი ბანკის" ხელშეწყობით, ახალი მწვერვალების დაპყრობას აგრძელებენ.

"ტოიოტა ცენტრი თეგეტამ" მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR წარუდგინა

"გლანდები" ანუ ქრონიკული ტონზილიტი: როგორ ვებრძოლოთ პრობლემას და როდის არის საჭირო ოპერაცია - მიხეილ ხუჯაძე გირჩევთ

რატომ გვცვივა თმა და როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი