მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე, მთვარე ტყუპშია – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველადი სამედიცინო დახმარებისას, სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან
პირველადი სამედიცინო დახმარებისას, სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან

პა­რა­მე­დი­კო­სე­ბი (სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი) გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მო­ტო­ციკ­ლით ივ­ლი­ან.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პა­რა­მე­დი­კო­სე­ბი მო­ტო­ციკ­ლე­ბით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში გავ­ლენ, რო­დე­საც ადა­მი­ანს პირ­ვე­ლა­დი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

თა­ლაკ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­რა­მე­დი­კო­სე­ბი მო­ტო­ციკ­ლე­ბით გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ოპე­რა­ტი­ულ რე­ა­გი­რე­ბას სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის რთუ­ლად მი­საწ­ვდომ ლო­კა­ცი­ებ­ზე შეძ­ლე­ბენ. ისი­ნი და­შა­ვე­ბულს პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩე­ნენ, რის შემ­დე­გაც, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენტს სას­წრა­ფოს ეკი­პა­ჟი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გარ­და მო­ტო­ციკ­ლი­სა, ანა­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სის გა­სა­წე­ვად და­გეგ­მი­ლია ერ­თკა­ცი­ა­ნი ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის შეს­ყიდ­ვაც, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი.

თა­ლაკ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ველ ეტაპ­ზე, ჯან­დაც­ვის უწყე­ბა ჯამ­ში 20-მდე სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ტო­ციკ­ლის და ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლის შეს­ყიდ­ვას აპი­რებს.

„უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში 20-მდე მსგავ­სი ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და მო­ტო­ციკ­ლის შე­მოყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლად ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის­თვის. ელექტრო­ავ­ტო­მო­ბილ­ზე არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­და იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ი­ძა­ხებს, უახ­ლო­ე­სი ეკი­პა­ჟი მი­ვი­დეს ად­გილ­ზე. ამ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სის­ტე­მის ჩაშ­ვე­ბას 112-ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად 1-ელი იან­ვრი­დან ვგეგ­მავთ. ბრი­გა­დე­ბი პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ პა­ცი­ენ­ტებს და გა­და­ა­ბა­რე­ბენ შემ­დგომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბილს“, - გა­ნუ­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­თკა­ცი­ა­ნი ელექტრო­მო­ბი­ლე­ბი ღია სივ­რცე­ებ­ში მო­წყო­ბილ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სა­კონ­ცერ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ბულ­ვა­რებ­სა და სხვა მსგავსს ლო­კა­ცი­ებ­ზე გან­თავ­სდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­თო კუ­რორ­ტებს, თა­ლაკ­ვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს სა­მი­ნის­ტრომ 12 ჯი­პის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ის­ყი­და და ავ­ტო­პარ­კი სრუ­ლად არის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი.

„სამ­თო კუ­რორ­ტებ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რად­გან იზ­რდე­ბა ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. წელს გუ­და­უ­რის ლო­კა­ცი­ა­ზე გვყავ­და 4 ეკი­პა­ჟი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მო­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია. თუ სა­ჭი­რო­ე­ბა გახ­დე­ბა ეკი­პა­ჟებს წელ­საც და­ვა­მა­ტებთ. აქ ივ­ლი­ან მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის, ჯი­პის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რაც უკვე გვყავს. ავ­ტო­პარ­კი სრუ­ლად არის შევ­სე­ბუ­ლი. წელს ვი­ყი­დეთ ასე­თი 12 ავ­ტო­მო­ბი­ლი. ამის გარ­და, შარ­შან გვყავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 30 ავ­ტო­მო­ბი­ლი, რი­თაც მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბი სრუ­ლად არის და­ფა­რუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა 2014 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო. უწყე­ბიც ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­პარ­კი 278 ახა­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ვენ­ტა­რით სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სპეც­მან­ქა­ნით შე­ივ­სო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
5
ტურისტულ რეგიონებზე ყოფილა საუბარი... განა არა, გამიკვირდა - ვის რაში გაახსენდა ახლა მრავალტანჯული ქართველი პაციენტები თქო და თურმე რაში ყოფილა საქმე...
შორენა
4
მეჩვენება რომ, რომელ მინისტრსაც ბავშვობაში რამე მიაკლდა-ახლა თამაშობენ სერიოზული სათამაშოებით, თანაც რეალობაში
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პირველადი სამედიცინო დახმარებისას, სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან

პირველადი სამედიცინო დახმარებისას, სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან

პარამედიკოსები (სამედიცინო განათლების მქონე სპეციალისტები) გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გავლენ, როდესაც ადამიანს პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდება.

თალაკვაძის ინფორმაციით, პარამედიკოსები მოტოციკლებით გამოძახებაზე ოპერატიულ რეაგირებას სასწრაფო დახმარების სტანდარტული ზომის ავტომობილებისთვის რთულად მისაწვდომ ლოკაციებზე შეძლებენ. ისინი დაშავებულს პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს სასწრაფოს ეკიპაჟი მოემსახურება.

მისივე განმარტებით, გარდა მოტოციკლისა, ანალოგიური სერვისის გასაწევად დაგეგმილია ერთკაციანი ელექტრომობილების შესყიდვაც, რომელიც კონკრეტულად ბათუმის ბულვარისთვის იქნება განკუთვნილი.

თალაკვაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ჯანდაცვის უწყება ჯამში 20-მდე სპეციალური მოტოციკლის და ელექტროავტომობილის შესყიდვას აპირებს.

„უახლოეს პერიოდში 20-მდე მსგავსი ტიპის ავტომანქანისა და მოტოციკლის შემოყვანა იგეგმება. კონკრეტულად ელექტროავტომობილი გათვალისწინებულია ბათუმის ბულვარისთვის. ელექტროავტომობილზე არჩევანი გაკეთდა იმიტომ, რომ პირველადი გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, როდესაც პაციენტი გამოიძახებს, უახლოესი ეკიპაჟი მივიდეს ადგილზე. ამ განახლებული სისტემის ჩაშვებას 112-ში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად 1-ელი იანვრიდან ვგეგმავთ. ბრიგადები პირველად დახმარებას გაუწევენ პაციენტებს და გადააბარებენ შემდგომ სასწრაფო დახმარების ავტომობილს“, - განუცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთკაციანი ელექტრომობილები ღია სივრცეებში მოწყობილ თავშეყრის ადგილებში, საკონცერტო ღონისძიებების ტერიტორიებზე, ბულვარებსა და სხვა მსგავსს ლოკაციებზე განთავსდება.

რაც შეეხება სამთო კურორტებს, თალაკვაძის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ 12 ჯიპის ტიპის ავტომობილი შეისყიდა და ავტოპარკი სრულად არის განახლებული.

„სამთო კურორტებზე ყოველწლიურად იზრდება ეკიპაჟების რაოდენობა, რადგან იზრდება ტურისტების რაოდენობაც. წელს გუდაურის ლოკაციაზე გვყავდა 4 ეკიპაჟი გათვალისწინებული და სრულად დააკმაყოფილა მოცული ტერიტორია. თუ საჭიროება გახდება ეკიპაჟებს წელსაც დავამატებთ. აქ ივლიან მაღალი გამავლობის, ჯიპის ტიპის ავტომობილები, რაც უკვე გვყავს. ავტოპარკი სრულად არის შევსებული. წელს ვიყიდეთ ასეთი 12 ავტომობილი. ამის გარდა, შარშან გვყავდა დაახლოებით 30 ავტომობილი, რითაც მაღალმთიანი რეგიონები სრულად არის დაფარული“, - განაცხადა თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. უწყებიც ინფორმაციით, ავტოპარკი 278 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა