მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაზე  ინფორმაციას ავრცელებს
შსს საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაზე  ინფორმაციას ავრცელებს

კი­ბერ­შე­ტე­ვა შე­საძ­ლოა, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იყოს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან, ასე­ვე, რო­მე­ლი­მე უცხო ქვეყ­ნი­დან, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ შსს-ს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მიმ­დი­ნა­რე წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სხვა­დას­ხვა ქარ­თულ ვებგ­ვერ­დზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ­შე­ტე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნაგ­რძობს ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა იმ პი­რის გა­მო­კი­თხვა, ვინც შე­საძ­ლოა, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­დეს, ასე­ვე, ტარ­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა.

და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ამ დრო­ის­თვის, უმე­ტეს ვებგ­ვერ­დებ­ზე წვდო­მა აღ­დგე­ნი­ლია. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სხვა ვებგ­ვერ­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაც სრუ­ლად აღ­დგე­ბა.

შე­საძ­ლოა, კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იყოს რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნი­დან, ასე­ვე, რო­მე­ლი­მე უცხო ქვეყ­ნი­დან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებ­თან, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა.

ამ ეტაპ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ გან­ხორ­ცი­ელ­და კი­ბერ­შე­ტე­ვა, რა დრო­საც შე­იც­ვა­ლა ვებ­სა­ი­ტე­ბის მთა­ვა­რი გვერ­დე­ბი - ე.წ. "დი­ფე­ი­სი" (Deface). და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს ჰოს­ტინ­გურ მომ­სა­ხუ­რე­ბას უწე­ვენ ქარ­თუ­ლი კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი. თი­თო­ე­ულ ვებგ­ვერ­დზე კი­ბერ­შე­ტე­ვის სტი­ლი არის იდენ­ტუ­რი.

28 ოქ­ტომ­ბერს, ასე­ვე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ქარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის სერ­ვე­რებ­ზეც. ამ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ვებ­სერ­ვე­რებ­ზე მსგავ­სი ტი­პის კი­ბერ­შე­ტე­ვა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ზუს­ტი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სხვა­დას­ხვა ქარ­თულ ვებგ­ვერ­დზე უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვი­სა და მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვო შეც­ვლის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 286-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
2
ეუუუუუფ რა მაგარი ინფორმაციააა
კოტე
2
ამ ბოლო დროს ლიდერფუდის ზოგიერთი პროდუქტი უფრო მომეწონა ვიდრე ნიკორასი. ადრე ვაკეც კარგი იყო მაგრამ ცოტა გემო და ხარისხი გაუარესდა.
ავტორი:

შსს საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაზე  ინფორმაციას ავრცელებს

შსს საქართველოში განხორციელებულ კიბერშეტევაზე  ინფორმაციას ავრცელებს

კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

„ინტერპრესნიუსი“ შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

არასრულწლოვან შვილთან გარყვნილი ქმედებისთვის მამას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი 16 წლის ბიჭის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული 4 პირი კვლავ პატიმრობაში დარჩა

"პროსერვისი" საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს