ავტორი:

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიისას დაღუპულები და-ძმა არიან, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიისას დაღუპულები და-ძმა არიან, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი

ახალციხე - ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხას ტერიტორიაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები და-ძმა არიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მჯდომი და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის - ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე - წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა