მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის - ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს
თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის - ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

"თბი­ლი­სი ენერ­ჯის" წარ­მო­მად­გენ­ლის ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის. მისი თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით ინ­ფორ­მა­ცია ზუს­ტდე­ბა, თუმ­ცა ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და.

"ამ დრო­ის­თვის ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით ზუს­ტდე­ბა. ად­გილ­ზე შე­სუ­ლე­ბი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და მუ­შა­ო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა დე­ტალს შე­გა­ტყო­ბი­ნებთ მოგ­ვი­ა­ნე­ბით. ამ დრო­ის­თვის რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ არის ის, რომ არის მხო­ლოდ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი, არ არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თა­ვის ფე­ხით ჩა­მო­ვი­და ეს ადა­მი­ა­ნი ბი­ნი­დან, სა­დაც მოხ­და ეს აფეთ­ქე­ბა. ყვე­ლა სხვა დე­ტა­ლი დგინ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის გა­დაყ­ვა­ნი­ლია ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში. კი­დევ ერთხელ ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს მინ­და შე­ვახ­სე­ნო, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ახლა არის ზამ­თრის პე­რი­ო­დი, რა დრო­საც უკვე იხუ­რე­ბა ფან­ჯრე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლე­ბე­ლია უბ­რა­ლო და­უ­დევ­რო­ბამ გა­მო­იწ­ვი­ოს არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის­თვის და სი­ცო­ცხლის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, არა­მედ მე­ზობ­ლე­ბის­თვი­საც", - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

ბი­ნა­ში აფეთ­ქე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად მოხ­და. აფეთ­ქე­ბას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არის 30 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, ასე­ვე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს მშე­ნებ­ლო­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის - ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის - ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის ინფორმაციით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის მდგომარეობა მძიმე არ არის. მისი თქმით, ჯერჯერობით ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

"ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერჯერობით ზუსტდება. ადგილზე შესულები არიან შესაბამისი დარგის სპეციალისტები და მუშაობენ. შესაბამისად, ყველა დეტალს შეგატყობინებთ მოგვიანებით. ამ დროისთვის რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ არის მხოლოდ ერთი დაშავებული, არ არის მძიმე მდგომარეობაში, თავის ფეხით ჩამოვიდა ეს ადამიანი ბინიდან, სადაც მოხდა ეს აფეთქება. ყველა სხვა დეტალი დგინდება. როგორც ცნობილია, ის გადაყვანილია ხეჩინაშვილის კლინიკაში. კიდევ ერთხელ ყველა მომხმარებელს მინდა შევახსენო, უმორჩილესად გთხოვთ, ახლა არის ზამთრის პერიოდი, რა დროსაც უკვე იხურება ფანჯრები, შესაბამისად, შესაძლებელია უბრალო დაუდევრობამ გამოიწვიოს არა მხოლოდ საკუთარი საცხოვრებელი ფართისთვის და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება, არამედ მეზობლებისთვისაც", - განაცხადა მიქიაშვილმა.

ბინაში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე მობილიზებული არის 30 მეხანძრე-მაშველი, ასევე, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.

"აფეთქებულია მეხუთე სართული" - რა ვითარებაა თევდორე მღვდლის ქუჩაზე და როგორია პირველადი დასკვნა მომხდარის მიზეზებზე

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიისას დაღუპულები და-ძმა არიან, მათი დედა კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი

აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე - წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები