მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები
რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

ეს რე­ა­ლო­ბა არის აწყვე­ტი­ლი მხე­ცი, რო­მე­ლიც უფსკრუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა და ეს გა­და­ი­ყო­ლებს არა მხო­ლოდ სა­პატ­რი­არ­ქოს და სი­ნოდს, არა­მედ რო­გორც უკვე ჩანს, დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, - ასე აფა­სებს ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბებს და ამის შემ­დეგ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში თე­ო­ლო­გი ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი.

თე­ო­ლო­გი ვრცლად სა­უბ­რობს ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე და ქო­რე­პის­კო­პო­სის მიერ დღეს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე.

„ქო­რე­პის­კო­პო­სის სტა­ტუ­სი არა­ფერს ნიშ­ნავს. ქო­რე­პის­კო­პო­სი არის პატ­რი­არ­ქის თა­ნა­შემ­წე, ვი­კა­რი­უ­სი, მეტი არა­ფე­რი. არა­ნა­ი­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არ არის. მისი რე­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არის ბოდ­ბის მღვდელმთავ­რო­ბა - ის რჩე­ბა მღვდელმთავ­რად და ჩვე­უ­ლებ­რივ რჩე­ბა სი­ნო­დის წევ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ბექა მინ­დი­აშ­ვილ­მა.

თე­ო­ლოგ­მა ისა­უბ­რა, თუ რა ვი­თა­რე­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი მე­უ­ფე ია­კობ­მა და­ტო­ვოს მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა და იქვე გან­მარ­ტა, რომ მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტე­ბი ის­ტო­რი­ას ახ­სოვს.

„ეპის­კო­პო­სო­ბი­დან მოხ­სნის­თვის სი­ნოდ­მა უნდა მო­ახ­დი­ნოს მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის გან­ყე­ნე­ბა. ეს არის ყვე­ლა­ზე მძი­მე სას­ჯე­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა სი­ნოდ­მა და­ა­დოს მღვდელმთა­ვარს. მა­გა­ლი­თად, ასე გა­ნა­ყე­ნეს ეპის­კო­პო­სო­ბი­დან 90-იან წლებ­ში გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე ორი ეპის­კო­პო­სი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ გამ­სა­ხურ­დი­ას მომ­ხრე­ე­ბი იყ­ვნენ და ამ­ხელ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს“,- გა­ნა­ცხა­და თე­ო­ლოგ­მა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე: არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან დგას თუ არა მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი, თე­ო­ლო­გი პა­სუ­ხობს, რომ მე­უ­ფე ია­კო­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არ­სი გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, ვიდ­რე გად­მო­ცე­მის „ამაზ­რზე­ნი ფორ­მა“.

„მი­უ­ხე­და­ვად ამაზ­რზე­ნი ფორ­მი­სა, თან ვი­ცით, რომ ბო­დი­შე­ბი მო­ი­ხა­და დღეს, ფხი­ზელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რაც თქვა. ამ ამაზ­რზე­ნი ფორ­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სი არის იმის­თვის, რომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთე­ლი ვერ­ტი­კა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - და­წყე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჩხარ­ტიშ­ვი­ლი-გა­ხა­რი­ა­თი, ასე­ვე სი­ნო­დის წევ­რე­ბის მი­მართ. მთა­ვა­რი გან­ცხა­დე­ბის ში­ნა­არ­სია და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი ფორ­მაა“, - გა­ნა­ცხა­და მინ­დი­აშ­ვილ­მა.

თე­ო­ლო­გი არ ელო­დე­ბა, რომ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა რე­ა­ლუ­რად აწარ­მო­ებს გა­მო­ძი­ე­ბას, თუმ­ცა სი­ნოდსაც უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს.

„რა თქმა უნდა, არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ არ­სე­ბობს იმი­სა, რომ გო­მე­ლა­უ­რის, გა­ხა­რი­ას, ივა­ნიშ­ვი­ლის, ჩხარ­ტიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ვინ­მე საქ­მეს აწარ­მო­ებს ამ რე­ა­ლო­ბა­ში. არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს არის პირ­ველ რიგ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მე. სი­ნო­დიც ვერ აწარ­მო­ებს სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ, მთე­ლი სი­ნო­დია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მომ­ხდარ­ში, და­წყე­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი სულ ახა­ლი ეპის­კო­პო­სით. მეტ­საც გე­ტყვით, მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით მთე­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­საც ახლა ჩვენ ვხე­დავთ და რო­მელ­საც ზო­გა­დად ბოლო წლე­ბია ვხე­დავთ: მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა, ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში, რო­მე­ლიც არ ვი­ცით, მარ­თლა გეგ­მავ­და თუ არა ვინ­მეს მკვლე­ლო­ბას და მთა­ვა­რი უბე­დუ­რე­ბა ისაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ქრის­ტეს სა­ხე­ლით. თვალ­ში ნა­ცარს აყ­რი­ან მრევლს და აქეთ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნებს. თა­ვად არი­ან ეკ­ლე­სი­ის ფა­ფა­რაშ­ლი­ლი მტრე­ბი. არ ვიცი, რა­შია გა­მო­სა­ვა­ლი ამ მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან, რაც გვაქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ეკ­ლე­სიო მმარ­თვე­ლო­ბა­ში. ამ სი­ტუ­ა­ცი­ას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბექა მინ­დი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, თე­ო­ლო­გი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია, რო­მელ­მაც ხმა უნდა ამო­ი­ღეს უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

„ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რომ არ მი­ი­ღონ ეს რე­ა­ლო­ბა და არ გა­ჩუმ­დნენ. არც კი მო­მი­ვი­დო­და არას­დროს აზ­რად, რომ სი­ნო­დის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ამ­ხელ­დნენ ისეთ სა­კი­თხებ­ში, რო­გო­რიც არის კო­რუფ­ცია, მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა, გა­და­ყე­ნე­ბა-გად­მო­ყე­ნე­ბა. ეს რე­ა­ლო­ბა არის აწყვე­ტი­ლი მხე­ცი, რო­მე­ლიც უფსკრუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა და ეს გა­და­ი­ყო­ლებს არა მხო­ლოდ სა­პატ­რი­არ­ქოს და სი­ნოდს, არა­მედ რო­გორც უკვე ჩანს, დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პირ­ველ რიგ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კას მტრობს, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე დიდი სიწ­მინ­დის - ქრის­ტეს სა­ხე­ლით, ღმერ­თის სა­ხე­ლით ძა­ლა­დო­ბენ, იპა­რა­ვენ, ცრუ­ო­ბენ, სა­ში­ნე­ლე­ბებს სჩა­დი­ან. ეს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კას ანად­გუ­რებს“, - გა­ნა­ცხა­და მინ­დი­აშ­ვილ­მა.

თე­ო­ლოგ­მა ლადო ნარ­სია კი მი­იჩ­ნევს, რომ "ია­კობ ია­კო­ბაშ­ვი­ლი არა­თუ ქო­რე­პის­კო­პო­სო­ბი­დან და ზო­გა­დად, რა­ღაც სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და­თხოვ­ნას უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, არა­მედ სა­ერ­თოდ უნდა ჩა­მოს­ცილ­დეს სა­ე­პის­კო­პო­სო მსა­ხუ­რე­ბას".

მი­სი­ვე თქმით, მე­უ­ფე ია­კო­ბის ქო­რე­პის­კო­პო­სო­ბი­დან გა­დად­გო­მის სა­კი­თხი სი­ნო­დის გა­და­სა­წყვე­ტი იყო. ლადო ნარ­სი­ას შე­ფა­სე­ბით, „სა­გან­გა­შო ვი­თა­რე­ბაა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­შია“.

„სა­ერ­თოდ, ვინ­მეს აქვს წარ­მოდ­გე­ნა, რა უფ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და ია­კობს და სა­ერ­თოდ, ქო­რე­პის­კო­პო­სო­ბა რას ნიშ­ნავს? თუ აქ სი­ტყვა ქორი გვაბ­ნევს და ქორს აქვს ქარ­თულ­ში აღ­ტა­ცე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ემო­ცია. უნდა გა­ირ­კვეს, რა გა­ა­კე­თა სა­პატ­რი­არ­ქომ. ჯერ ერთი, რა­ტომ გა­დად­გა სა­ერ­თოდ ია­კო­ბი და ვის ხე­ლე­წი­ფე­ბა ია­კო­ბის გა­დად­გო­მა­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ეს არის სი­ნო­დის გა­და­სა­წყვე­ტი და თუ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფერს, ამ ეკ­ლე­სი­ა­ში არც სი­ნოდს აქვს რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა, არც ეპის­კო­პო­სე­ბის კრე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ყვე­ლა­ფერს წყვეტს სა­პატ­რი­არ­ქო და სა­პატ­რი­არ­ქო­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მა­შინ კი ბა­ტო­ნო. და­ვი­წყოთ ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წესი, რო­მე­ლიც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე მა­ინც უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ეკ­ლე­სი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ია­კობ ია­კო­ბიშ­ვი­ლი არა­თუ ქო­რე­პის­კო­პო­სო­ბი­დან და ზო­გა­დად, რა­ღაც სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და­თხოვ­ნას უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, არა­მედ სა­ერ­თოდ უნდა ჩა­მოს­ცილ­დეს სა­ე­პის­კო­პო­სო მსა­ხუ­რე­ბას. არ შე­იძ­ლე­ბა ამ­გვა­რი მას­ხრად აგ­დე­ბა რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე უმ­თავ­რე­სად ეკ­ლე­სი­ის და მისი ტრა­დი­ცი­ე­ბის, რო­მელ­თა დაც­ვით მო­ვი­და დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია“, - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ლოგ­მა.

მისი თქმით, სა­პატ­რი­არ­ქოს გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მე­ტად უნდა და­ფიქ­რდეს და ადეკ­ვა­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა უნდა ჰქონ­დეს, რად­გან „ეს არ არის ეკ­ლე­სია და ქრის­ტეს­თან ამ ერ­თო­ბას და ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს“.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა მიხ­ვდეს, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხით მათ არ ჰყავთ არც წი­ნამ­ძღო­ლი და არც უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეთ. ეს კრი­ტი­კა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­სა­ღი იქ­ნე­ბა. თუ ასე და­ი­წყე­ბა პრო­ცე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძა­ლი­ან მალე მი­ვი­ღებთ იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ი­დან იძუ­ლე­ბით მა­ინც, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მიხ­ვდე­ბი­ან, რომ და­კარ­გეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, და­ი­თხო­ვენ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბით, მო­რა­ლით თუ სხვა მო­თხოვ­ნე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბით აღ­მოჩ­ნდა ერთ დროს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, იქ­ნე­ბა ეს ეპის­კო­პო­სი თუ სა­სუ­ლი­ე­რო დასი მთლი­ა­ნად. იქ­ნებ ქვეყ­ნის გარე შე­ფა­სე­ბებ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­ფა­სე­ბებ­მა შე­უ­წყოს ხელი შიდა პრო­ცე­სე­ბის გან­წმენ­დას, თო­რემ შიგ­ნით მათ არა­ვი­თა­რი რე­სურ­სი აღარ გაჩ­ნი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით ამ მო­ცე­მულ ვი­თა­რე­ბა­ში, რა­შიც დღეს ეკ­ლე­სია იმ­ყო­ფე­ბა. ამი­ტომ, სრუ­ლი­ად და­დე­ბი­თად მი­მაჩ­ნია, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში 0-მდე და­ე­ცე­მა სა­ერ­თოდ პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმი­სა, რომ დღეს კი­დევ ვინ­მე ენ­დო­ბა თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას, რო­მე­ლიც მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია აბ­სო­ლუ­ტუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ლადო ნარ­სი­ამ.

თე­ო­ლოგ­მა ვაჟა ვარ­დი­ძის თქმით კი, დღეს ეკ­ლე­სი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი თე­ო­ლო­გი­ას­თან არა­ვი­თარ კავ­შირ­შია და უფრო მე­ტად შიდა ინ­ტრი­გებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

„მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მაა. და­ძა­ბუ­ლი რომ არის სა­პატ­რი­არ­ქო­ში, შიგ­ნით სი­ტუ­ა­ცია, ბოლო დღე­ე­ბი სწო­რედ ამა­ზე მე­ტყვე­ლებს. ეს ისე­თი სა­კი­თხე­ბია, აქ თე­ო­ლოგს ბევ­რი სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი აქვს. აქ სჯობს კო­მენ­ტა­რი პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გა­ა­კე­თონ, იმათ, ვინც სა­კი­თხებ­შია ჩარ­თუ­ლი. აქ თე­ო­ლო­გი კომ­პე­ტენ­ტურს ვე­რა­ფერს იტყვის. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შიდა ინ­ტრი­გე­ბი, თუ არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა - ეკ­ლე­სი­ო­ლო­გი­უ­რი თემა არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ქო­რე­პის­კო­პოს­მა და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბობ­და, ეკ­ლე­სი­ო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხი არ არის. ეკ­ლე­სი­ო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხი არის ეკ­ლე­სი­ის მო­წყო­ბის პრინ­ცი­პე­ბი და მისი შემ­დგო­მი თე­ო­ლო­გი­უ­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი. ახლა ერთი ეპის­კო­პო­სი მოვა, მე­ო­რე ეპის­კო­პო­სი წავა თუ რა იქ­ნე­ბა, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. სა­პატ­რი­არ­ქო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცია რო­გორ ლაგ­დე­ბა და რა ლაგ­დე­ბა, არ ვიცი, ათას­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა და­ლაგ­დეს და გად­მო­ლაგ­დეს - ეს არ არის თე­ო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბი“, - გა­ნა­ცხად ვაჟა ვარ­დი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
daviti
1
ეს მეუფე იაკობი ბიძინას კაცი იყო მეგონა და რაები თქვა? არ იცის ბიძინამ კადრების შერჩევა, სად გამონახა ეს ადამიანი და როგორ მოეჩვენა, რომ საეკლესიო მოღვაწედ გამოდგებოდა?
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

ეს რეალობა არის აწყვეტილი მხეცი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება და ეს გადაიყოლებს არა მხოლოდ საპატრიარქოს და სინოდს, არამედ როგორც უკვე ჩანს, დიდ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლებას, - ასე აფასებს ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებს და ამის შემდეგ შექმნილ ვითარებას „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

თეოლოგი ვრცლად საუბრობს ეკლესიაში არსებულ სიტუაციაზე და ქორეპისკოპოსის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„ქორეპისკოპოსის სტატუსი არაფერს ნიშნავს. ქორეპისკოპოსი არის პატრიარქის თანაშემწე, ვიკარიუსი, მეტი არაფერი. არანაირი პრივილეგიები არ არის. მისი რეალური თანამდებობა არის ბოდბის მღვდელმთავრობა - ის რჩება მღვდელმთავრად და ჩვეულებრივ რჩება სინოდის წევრად“, - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

თეოლოგმა ისაუბრა, თუ რა ვითარებაშია შესაძლებელი მეუფე იაკობმა დატოვოს მთავარეპისკოპოსის თანამდებობა და იქვე განმარტა, რომ მსგავსი პრეცედენტები ისტორიას ახსოვს.

„ეპისკოპოსობიდან მოხსნისთვის სინოდმა უნდა მოახდინოს მთავარეპისკოპოსის განყენება. ეს არის ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც შეიძლება სინოდმა დაადოს მღვდელმთავარს. მაგალითად, ასე განაყენეს ეპისკოპოსობიდან 90-იან წლებში გამსახურდიას მომხრე ორი ეპისკოპოსი მხოლოდ იმიტომ, რომ გამსახურდიას მომხრეები იყვნენ და ამხელდნენ საპატრიარქოს“,- განაცხადა თეოლოგმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე: არსებული რეალობიდან დგას თუ არა მეუფე იაკობის განყენების საკითხი, თეოლოგი პასუხობს, რომ მეუფე იაკობის გაკეთებული განცხადების შინაარსი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადმოცემის „ამაზრზენი ფორმა“.

„მიუხედავად ამაზრზენი ფორმისა, თან ვიცით, რომ ბოდიშები მოიხადა დღეს, ფხიზელმაც დაადასტურა, რაც თქვა. ამ ამაზრზენი ფორმის მიუხედავად, ეს ყველაფერი საკმარისი არის იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს, როგორც ხელისუფლების მთელი ვერტიკალის წინააღმდეგ - დაწყებული ივანიშვილით, დასრულებული ჩხარტიშვილი-გახარიათი, ასევე სინოდის წევრების მიმართ. მთავარი განცხადების შინაარსია დანარჩენი ყველაფერი ფორმაა“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

თეოლოგი არ ელოდება, რომ პროცესთან დაკავშირებით პროკურატურა რეალურად აწარმოებს გამოძიებას, თუმცა სინოდსაც უნდობლობას უცხადებს.

„რა თქმა უნდა, არანაირი მოლოდინი არ არსებობს იმისა, რომ გომელაურის, გახარიას, ივანიშვილის, ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ვინმე საქმეს აწარმოებს ამ რეალობაში. არანაირი მოლოდინი არ არსებობს, მაგრამ ეს არის პირველ რიგში, პროკურატურის საქმე. სინოდიც ვერ აწარმოებს საკუთარი თავის წინააღმდეგ, მთელი სინოდია პასუხისმგებელი მომხდარში, დაწყებული პატრიარქით, დასრულებული სულ ახალი ეპისკოპოსით. მეტსაც გეტყვით, მორალური თვალსაზრისით მთელი სამღვდელოებაა პასუხისმგებელი იმ რეალობაზე, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ და რომელსაც ზოგადად ბოლო წლებია ვხედავთ: მკვლელობის დაგეგმვა, ადამიანი ციხეში, რომელიც არ ვიცით, მართლა გეგმავდა თუ არა ვინმეს მკვლელობას და მთავარი უბედურება ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდება ქრისტეს სახელით. თვალში ნაცარს აყრიან მრევლს და აქეთ ადანაშაულებენ ადამიანებს. თავად არიან ეკლესიის ფაფარაშლილი მტრები. არ ვიცი, რაშია გამოსავალი ამ მოცემულობიდან, რაც გვაქვს ხელისუფლებასა და საეკლესიო მმართველობაში. ამ სიტუაციას არაფერი ეშველება“, - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

რაც შეეხება გამოსავალს, თეოლოგი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ გამოსავალი საზოგადოებაშია, რომელმაც ხმა უნდა ამოიღეს უსამართლობის წინააღმდეგ.

„ადამიანების პირადი პასუხისმგებლობაა, რომ არ მიიღონ ეს რეალობა და არ გაჩუმდნენ. არც კი მომივიდოდა არასდროს აზრად, რომ სინოდის წევრები ერთმანეთს ამხელდნენ ისეთ საკითხებში, როგორიც არის კორუფცია, მკვლელობის დაგეგმვა, გადაყენება-გადმოყენება. ეს რეალობა არის აწყვეტილი მხეცი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება და ეს გადაიყოლებს არა მხოლოდ საპატრიარქოს და სინოდს, არამედ როგორც უკვე ჩანს, დიდ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლებას და პირველ რიგში საზოგადოებას, ადამიანების ფსიქიკას მტრობს, როდესაც ყველაზე დიდი სიწმინდის - ქრისტეს სახელით, ღმერთის სახელით ძალადობენ, იპარავენ, ცრუობენ, საშინელებებს სჩადიან. ეს ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს“, - განაცხადა მინდიაშვილმა.

თეოლოგმა ლადო ნარსია კი მიიჩნევს, რომ "იაკობ იაკობაშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და ზოგადად, რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს ამ განცხადებების გამო, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას".

მისივე თქმით, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის საკითხი სინოდის გადასაწყვეტი იყო. ლადო ნარსიას შეფასებით, „საგანგაშო ვითარებაა, რაც საქართველოს ეკლესიაშია“.

„საერთოდ, ვინმეს აქვს წარმოდგენა, რა უფლებები ჰქონდა იაკობს და საერთოდ, ქორეპისკოპოსობა რას ნიშნავს? თუ აქ სიტყვა ქორი გვაბნევს და ქორს აქვს ქართულში აღტაცების გამომხატველი ემოცია. უნდა გაირკვეს, რა გააკეთა საპატრიარქომ. ჯერ ერთი, რატომ გადადგა საერთოდ იაკობი და ვის ხელეწიფება იაკობის გადადგომაზე განცხადების გაკეთება. ეს არის სინოდის გადასაწყვეტი და თუ გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არაფერს, ამ ეკლესიაში არც სინოდს აქვს რაიმე მნიშვნელობა, არც ეპისკოპოსების კრებით გადაწყვეტილებას და ყველაფერს წყვეტს საპატრიარქო და საპატრიარქოში რამდენიმე ადამიანი, მაშინ კი ბატონო. დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ არ არსებობს არავითარი ოფიციალური წესი, რომელიც მინიმალურ დონეზე მაინც უნდა დაკმაყოფილდეს ეკლესიასა და საზოგადოებაში. იაკობ იაკობიშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და ზოგადად, რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს ამ განცხადებების გამო, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას. არ შეიძლება ამგვარი მასხრად აგდება როგორც საზოგადოების, ასევე უმთავრესად ეკლესიის და მისი ტრადიციების, რომელთა დაცვით მოვიდა დღემდე საქართველოს ეკლესია“, - განაცხადა თეოლოგმა.

მისი თქმით, საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საზოგადოება უფრო მეტად უნდა დაფიქრდეს და ადეკვატური შეფასება უნდა ჰქონდეს, რადგან „ეს არ არის ეკლესია და ქრისტესთან ამ ერთობას და ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არ აქვს“.

„საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ამ ადამიანების სახით მათ არ ჰყავთ არც წინამძღოლი და არც უნდა აინტერესებდეთ. ეს კრიტიკა აბსოლუტურად ჯანსაღი იქნება. თუ ასე დაიწყება პროცესები საქართველოში, ძალიან მალე მივიღებთ იმას, რომ საქართველოს ეკლესიიდან იძულებით მაინც, ყოველ შემთხვევაში მიხვდებიან, რომ დაკარგეს ძალაუფლება, დაითხოვენ იმ ადამიანებს, რომლებიც განათლებით, მორალით თუ სხვა მოთხოვნების შეუსაბამობით აღმოჩნდა ერთ დროს თანამდებობებზე, იქნება ეს ეპისკოპოსი თუ სასულიერო დასი მთლიანად. იქნებ ქვეყნის გარე შეფასებებმა, საზოგადოების შეფასებებმა შეუწყოს ხელი შიდა პროცესების განწმენდას, თორემ შიგნით მათ არავითარი რესურსი აღარ გაჩნიათ, განსაკუთრებით ამ მოცემულ ვითარებაში, რაშიც დღეს ეკლესია იმყოფება. ამიტომ, სრულიად დადებითად მიმაჩნია, თუ საზოგადოებაში 0-მდე დაეცემა საერთოდ პროცენტული მაჩვენებელი იმისა, რომ დღეს კიდევ ვინმე ენდობა თუნდაც საქართველოს ეკლესიას, რომელიც მორალურად განადგურებულია აბსოლუტურად“, - განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგმა ვაჟა ვარდიძის თქმით კი, დღეს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები თეოლოგიასთან არავითარ კავშირშია და უფრო მეტად შიდა ინტრიგებს მიეკუთვნება.

„მიმდინარე პროცესი პოლიტიკური თემაა. დაძაბული რომ არის საპატრიარქოში, შიგნით სიტუაცია, ბოლო დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს ისეთი საკითხებია, აქ თეოლოგს ბევრი სალაპარაკო არაფერი აქვს. აქ სჯობს კომენტარი პოლიტიკოსებმა გააკეთონ, იმათ, ვინც საკითხებშია ჩართული. აქ თეოლოგი კომპეტენტურს ვერაფერს იტყვის. ეს არის ჩვეულებრივი შიდა ინტრიგები, თუ არ ვიცი, რა დავარქვა - ეკლესიოლოგიური თემა არ არის.

რაც შეეხება იმას, რომ ქორეპისკოპოსმა დატოვა თანამდებობდა, ეკლესიოლოგიური საკითხი არ არის. ეკლესიოლოგიური საკითხი არის ეკლესიის მოწყობის პრინციპები და მისი შემდგომი თეოლოგიური განმარტებები. ახლა ერთი ეპისკოპოსი მოვა, მეორე ეპისკოპოსი წავა თუ რა იქნება, ეს არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული საკითხები. საპატრიარქოში ადმინისტრაცია როგორ ლაგდება და რა ლაგდება, არ ვიცი, ათასნაირად შეიძლება დალაგდეს და გადმოლაგდეს - ეს არ არის თეოლოგიური საკითხები“, - განაცხად ვაჟა ვარდიძემ.

კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის კი უკეთესი - ლალი ტურძელაძე პაციენტების მდგომარეობაზე

"ერთ-ერთმა მოქალაქემ იყიდა ქლოროქინის განსხვავებული ფორმა და დაიღუპა" - აშშ-ში მცხოვრები ექიმი კორონავირუსის მკურნალობის მითებსა და თვითმკურნალობის მავნებლობაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 2 ბავშვია - როგორია ახალი მონაცემები