პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა
საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ასო­ბით ვებ-გვერ­დზე კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნულ სა­ი­ტებს შო­რის მოხ­ვდა რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე კერ­ძო სტრუქ­ტუ­რე­ბი. "და­ჰა­კუ­ლია" პრე­ზი­დენ­ტი­სა და რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დი.

ამ დრო­ის­თვის, პრე­ზი­დენ­ტის ვებ-გვერ­დზე president.gov.ge გა­თი­შუ­ლია, მა­ნამ­დე კი მხო­ლოდ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფოტო ჩან­და წარ­წე­რით I’l be back (“მე დავ­ბრუნ­დე­ბი“). ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბი­სა და სხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

სა­ინ­ტე­რე­სოა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ვებ-გვერ­დე­ბი­დან წაშ­ლი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­დგე­ნა, რა ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­დათ ჰა­კე­რებს და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა? ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ „უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტთა კავ­კა­სი­ის აკა­დე­მი­ის“ დი­რექ­ტორ ლაშა პა­ტა­რა­ი­ას მი­მარ­თა. კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტმა დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტა, რა სა­ხის შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ვებგ­ვერ­დებ­ზე და რას შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა.

- კონ­კუ­რე­ტუ­ლად, რა სა­ხის კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ვებგ­ვერ­დებ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, შე­დე­გად ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი წაშ­ლი­ლი­ყო, რა­საც ეს ვებგ­ვერ­დე­ბი მა­ნამ­დე მო­ი­ცავ­და?

შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და არა უშუ­ა­ლოდ ვებგ­ვერ­დებ­ზე, არა­მედ ჯერ ხარ­ვე­ზი გა­მო­ავ­ლი­ნეს რამ­დე­ნი­მე ჰოს­ტინგ პრო­ვა­ი­დერ­ზე (ჰოს­ტინგ პრო­ვა­ი­დე­რი - კომ­პა­ნია, სა­დაც სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი და მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი თა­ვი­ანთ ვებგ­ვერდს ათავ­სე­ბენ, ანუ ეს არის ვებგ­ვერ­დე­ბის გან­თავ­სე­ბის სერ­ვი­სი). ერთ-ერთი ასე­თი არის Proservice და Serv.ge, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან. მათ, ვინც კი­ბერ­შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის ვებგ­ვერ­დე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს, რაც წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნეს და ამის შემ­დეგ, მო­ი­პო­ვეს წვდო­მა ყვე­ლა იმ ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სზე, რო­მე­ლიც ამ პრო­ვა­ი­დე­რებ­თან იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­ვა­რა­უ­დოდ, DNS შე­ტე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და Deface შე­ტე­ვა ანუ ვებგ­ვერ­დის იერ­სა­ხის შეც­ვლა.

პირ­და­პი­რი მი­ზა­ნი არ იქ­ნე­ბო­და მო­ნა­ცე­მე­ბი წაშ­ლა. მო­ნა­ცე­მე­ბი რომც წა­ე­შა­ლათ, ამ კომ­პა­ნი­ებს, სა­რე­ზერ­ვო ას­ლე­ბი უნდა ჰქონ­დეთ. რო­გორც წესი, ჰოს­ტინგ კომ­პა­ნი­ებს ეს აქვთ ხოლ­მე. ამი­ტომ იმის შიში, რომ ამ ვებგ­ვერ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა, ძა­ლი­ან მცი­რეა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ჰოს­ტინგ კომ­პა­ნია თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლის რე­სურ­სებს რამ­დე­ნად ხში­რად არე­ზერ­ვებ­და. არის იმის რის­კი, რომ ბოლო ერთი კვი­რის ან რამ­დე­ნი­მე დღის მა­სა­ლა, რაც გან­თავ­სდა, შე­იძ­ლე­ბა, წაშ­ლი­ლი იყოს. თუმ­ცა ვებგ­ვერ­დე­ბის აღ­დგე­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია.

- სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბო­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს კი­ბერ­შე­ტე­ვა, ან ვის შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და ამის ინ­ტე­რე­სი?

ეს ისე­თი სფე­როა, ვის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ძი­რი­თა­დად, ამა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ხოლ­მე სა­უ­ბა­რი. ვფიქ­რობ, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ვფიქ­რობ, რომ შე­იძ­ლე­ბა, ამ შე­ტე­ვის ერთ-ერთი მი­ზა­ნიც ის იყო, რომ ასე­თი სა­უ­ბა­რი გა­მო­ეწ­ვია, რად­გან ეს არ არის მარ­ტი­ვი და მსუ­ბუ­ქი შე­ტე­ვა და პირ­ველ რიგ­ში, დრო­ის ინ­ვეს­ტი­ცი­ას მო­ი­თხოვს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯგუფს ან ინ­დი­ვიდს, რო­მე­ლიც ამას აკე­თებ­და, გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბიც უნდა ჰქო­ნო­და გათ­ვლი­ლი, რო­მელ­საც აღ­წევს. ერთ-ერთი მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდეს სა­უბ­რე­ბი იმ თე­მა­ზე, თუ ეს ვის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, და­ი­წყოს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა უპა­სუ­ხოს.

კი­ბერ-სივ­ცეს არ გა­აჩ­ნია გე­ო­ლო­კა­ცია, სა­ზღვრე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყო.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად შეძ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა, ამ კი­ბერ­შე­ტე­ვის უკან მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბის კვალს მი­აგ­ნოს, რამ­დე­ნად დიდ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

ზო­გა­დად, ეს პრო­ცე­სი მო­ი­თხოვს ექ­სპერ­ტი­ზას. ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი, ყვე­ლა ინ­ცი­დენ­ტი, ყვე­ლა შე­ტე­ვა ტო­ვებს კვალს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ნამ­დვი­ლად არ არის გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი.

თუ მე­კი­თხე­ბით, ჩვენ, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს, რა რე­სურ­სე­ბი გვაქვს, ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი რე­სურ­სე­ბი ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. ვგუ­ლის­ხმობ სუფ­თა ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სებს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უჭირთ-ხოლ­მე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ინ­ცი­დენ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა. ეს უნდა გა­ნი­ხი­ლონ ერთი ინ­ცი­დენ­ტი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის შემ­თხვე­ვა­ში და არა, რო­გორც 2000 ვებგ­ვერ­დის გა­ტე­ხა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა გა­მო­ძი­ე­ბა; თუ არა­და, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბიც იყე­ნე­ბენ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მგო­ნია, რომ ეს არა­რე­ა­ლუ­რი და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს.

- თქვე­ნი ვა­რა­უ­დით, რა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას ცდი­ლობ­დნენ ჰა­კე­რე­ბი ამ კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის შე­დე­გად?

ამ ტი­პის შე­ტე­ვას არ აქვს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის ამო­ცა­ნა. ამ ტი­პის შე­ტე­ვა არის უფრო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თის ანუ ეს არის იგი­ვე შე­ტე­ვა - Deface (ვებგ­ვერ­დის იერ­სა­ხის შეც­ვლა), რაც 2008 წელს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნეს. Deface-ი ში­ნა­არ­სი არის ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი შექ­მნა. ეს არის სუფ­თა ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ომი და ამის უკან არის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა თუ იყო მი­ზა­ნი, ეს მოხ­დე­ბო­და მა­ნამ­დე, სა­ნამ სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ინ­დი­ვიდს ან ინ­დი­ვიდ­თა ჯგუფს ჰქონ­და უკვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე წვდო­მა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა რო­გორც წესი, ვებგ­ვერ­დებ­ზე არ არის ხოლ­მე ღი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

- ის ფაქ­ტი, რომ ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან ვებგ­ვერ­დზე გან­ხორ­ცი­ელ­და კი­ბერ­შე­ტე­ვა, რამ­დე­ნად მე­ტყვე­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კი­ბერ­საფრ­თხე­ე­ბის მი­მართ სი­სუს­ტე­სა და მო­უმ­ზა­დებ­ლო­ბა­ზე?

ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რა­ზეც ჩვენ დიდი ხა­ნია, ვსა­უბ­რობთ და ვცდი­ლობთ, ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ტა­ნოთ რო­გორც ინ­დი­ვი­დებ­თან, ისე კომ­პა­ნი­ებ­თან და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან, რომ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა არის არა­სა­თა­ნა­დოდ შე­ფა­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. რო­გორც წესი, რე­აქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა გვი­წევს-ხოლ­მე, ხდე­ბა ინ­ცი­დენ­ტი და შემ­დეგ ვი­წყებთ მის მოკ­ვლე­ვას. რო­გორც წესი, ჩვენ პრე­ვენ­ცი­უ­ლად მუ­შა­ო­ბა არ გვა­ხა­სი­ა­თებს - ეს არის პრობ­ლე­მა. ასე­ვე, პრობ­ლე­მა არის ის, რომ რო­გორც კერ­ძო სექ­ტორს, ისე სა­ხელ­მწი­ფოს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა საკ­მა­რი­სად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ აქვს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად, ამ რე­სურ­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ასე­თი შე­ფა­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამ სა­კი­თხებს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ეძ­ლე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, არ გა­მო­ი­ყო­ფა ბი­უ­ჯე­ტი, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა მოხ­დეს, სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტის გამო, ეს სფე­რო ბევ­რის­თვის მომ­ხიბ­ვლე­ლი არ არის. ამ ყვე­ლა­ფერს ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს, მაგ­რამ თავი და თავი არის ის, რომ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა ჩვენს კულ­ტუ­რა­ში, რა­ტომ­ღაც სა­თა­ნა­დოდ არ არის აღ­ქმუ­ლი.

- გარ­და ამ შემ­თხვე­ვი­სა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ­შე­ტე­ვა კი­დევ რო­დის გან­ხორ­ცი­ელ­და?

მსგავ­სი მას­შტა­ბის კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და 2008 წელს, იქაც აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს Deface-ის ტი­პის შე­ტე­ვა, ტექ­ნო­ლო­გია ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. ეს იყო რაც ამ მას­შტა­ბის მახ­სენ­დე­ბა, თო­რემ პა­ტარ-პა­ტა­რა კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბიც არა­ერ­თი მახ­სენ­დე­ბა.

მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
0
მკვლელი რომ მოკლულთან თავის სავიზიტო ბარათს დააგდებს, ეგ თემაა.
ჰოპლა
3
ეს კიბერშეტევა ქართველი ხაკერების მოწყობილი იქნება რომლებიც სუს-თან თანამშრომლობენ,რადგან პარლამენტში შეტანილი პროექტი შემოგვტენონ,რომელიც საიტების ტოტალურ კონტროლს ითვალისწინებს.ეს ხელისუფლება ერთი-ერთში იმეორებს რუსულ მოდელს,მაგრამ ავიწყდება,რომ ჩვენ რუსები არა ვართ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა

საქართველოში დღეს ასობით ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. აღნიშნულ საიტებს შორის მოხვდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურები. "დაჰაკულია" პრეზიდენტისა და რამდენიმე ტელეკომპანიის ვებგვერდი.

ამ დროისთვის, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე president.gov.ge გათიშულია, მანამდე კი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანდა წარწერით I’l be back (“მე დავბრუნდები“). ჰაკერული შეტევა განხორციელდა რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების ოფიციალური ვებ-გვერდების წინააღმდეგაც.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ვებ-გვერდებიდან წაშლილი ინფორმაციის აღდგენა, რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდათ ჰაკერებს და რამდენად შესაძლებელია ამ საქმის გამოძიება? ამ კითხვებით AMBEBI.GE-მ „უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის“ დირექტორ ლაშა პატარაიას მიმართა. კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა დეტალურად განმარტა, რა სახის შეტევა განხორციელდა ვებგვერდებზე და რას შეიძლება ემსახურებოდეს აღნიშნული შემთხვევა.

- კონკურეტულად, რა სახის კიბერშეტევა განხორციელდა ვებგვერდებზე და შესაძლებელია თუ არა, შედეგად ყველა მონაცემი წაშლილიყო, რასაც ეს ვებგვერდები მანამდე მოიცავდა?

შეტევა განხორციელდა არა უშუალოდ ვებგვერდებზე, არამედ ჯერ ხარვეზი გამოავლინეს რამდენიმე ჰოსტინგ პროვაიდერზე (ჰოსტინგ პროვაიდერი - კომპანია, სადაც სხვა კომპანიები და მათ შორის ორგანიზაციები თავიანთ ვებგვერდს ათავსებენ, ანუ ეს არის ვებგვერდების განთავსების სერვისი). ერთ-ერთი ასეთი არის Proservice და Serv.ge, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულები არიან. მათ, ვინც კიბერშეტევა განახორციელეს, ამ კომპანიების ვებგვერდების ინფრასტრუქტურაზე ხარვეზები გამოავლინეს, რაც წარმატებით გამოიყენეს და ამის შემდეგ, მოიპოვეს წვდომა ყველა იმ ინტერნეტრესურსზე, რომელიც ამ პროვაიდერებთან იყო განთავსებული.

სავარაუდოდ, DNS შეტევით განხორციელდა Deface შეტევა ანუ ვებგვერდის იერსახის შეცვლა.

პირდაპირი მიზანი არ იქნებოდა მონაცემები წაშლა. მონაცემები რომც წაეშალათ, ამ კომპანიებს, სარეზერვო ასლები უნდა ჰქონდეთ. როგორც წესი, ჰოსტინგ კომპანიებს ეს აქვთ ხოლმე. ამიტომ იმის შიში, რომ ამ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია სამუდამოდ დაიკარგა, ძალიან მცირეა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ჰოსტინგ კომპანია თავისი მომხმარებლის რესურსებს რამდენად ხშირად არეზერვებდა. არის იმის რისკი, რომ ბოლო ერთი კვირის ან რამდენიმე დღის მასალა, რაც განთავსდა, შეიძლება, წაშლილი იყოს. თუმცა ვებგვერდების აღდგენა, სავარაუდოდ, შესაძლებელია.

- საიდან შეიძლებოდა განხორციელებულიყო ეს კიბერშეტევა, ან ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ამის ინტერესი?

ეს ისეთი სფეროა, ვის ინტერესებს ემსახურებოდა, ძირითადად, ამაზე მიმდინარეობს ხოლმე საუბარი. ვფიქრობ, ამაზე საუბარი ნაადრევია. ვფიქრობ, რომ შეიძლება, ამ შეტევის ერთ-ერთი მიზანიც ის იყო, რომ ასეთი საუბარი გამოეწვია, რადგან ეს არ არის მარტივი და მსუბუქი შეტევა და პირველ რიგში, დროის ინვესტიციას მოითხოვს. სავარაუდოდ, ჯგუფს ან ინდივიდს, რომელიც ამას აკეთებდა, გარკვეული მიზნებიც უნდა ჰქონოდა გათვლილი, რომელსაც აღწევს. ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს საუბრები იმ თემაზე, თუ ეს ვის ინტერესებს ემსახურება, დაიწყოს სპეკულაციები, მაგრამ ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში გამოძიებამ უნდა უპასუხოს.

კიბერ-სივცეს არ გააჩნია გეოლოკაცია, საზღვრები, აქედან გამომდინარე, შეიძლება, ნებისმიერი ყოფილიყო.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს გამოძიება, ამ კიბერშეტევის უკან მდგომი ადამიანების კვალს მიაგნოს, რამდენად დიდ სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული?

ზოგადად, ეს პროცესი მოითხოვს ექსპერტიზას. ყველა კრიმინალი, ყველა ინციდენტი, ყველა შეტევა ტოვებს კვალს. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ არის გამოუძიებელი.

თუ მეკითხებით, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, რა რესურსები გვაქვს, ვფიქრობ, რომ ჩვენი რესურსები ძალიან შეზღუდულია. ვგულისხმობ სუფთა ადამიანურ რესურსებს და აქედან გამომდინარე, უჭირთ-ხოლმე დიდი რაოდენობით ინციდენტების მოკვლევა. ეს უნდა განიხილონ ერთი ინციდენტი რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში და არა, როგორც 2000 ვებგვერდის გატეხა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა გამოძიება; თუ არადა, არსებობს შესაბამისი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატები, რომელსაც ჩვენი საგამოძიებო სტრუქტურებიც იყენებენ, აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს არარეალური და შეუძლებელი იყოს.

- თქვენი ვარაუდით, რა ტიპის ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ ჰაკერები ამ კიბერშეტევების შედეგად?

ამ ტიპის შეტევას არ აქვს ინფორმაციის მიღების ამოცანა. ამ ტიპის შეტევა არის უფრო პროპაგანდისტული ხასიათის ანუ ეს არის იგივე შეტევა - Deface (ვებგვერდის იერსახის შეცვლა), რაც 2008 წელს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს. Deface-ი შინაარსი არის ის, რომ მოსახლეობაში გარკვეული შთაბეჭდილებები შექმნა. ეს არის სუფთა ინფორმაციული ომი და ამის უკან არის პროპაგანდისტული საქმიანობა. ინფორმაციის მიღება თუ იყო მიზანი, ეს მოხდებოდა მანამდე, სანამ საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა ეს ამბავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფს ჰქონდა უკვე ინფრასტრუქტურაზე წვდომა და ინფორმაციის მოპოვება პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა როგორც წესი, ვებგვერდებზე არ არის ხოლმე ღირებული ინფორმაცია განთავსებული.

- ის ფაქტი, რომ ბევრ მნიშვნელოვან ვებგვერდზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამდენად მეტყველებს სახელმწიფოს მხრიდან კიბერსაფრთხეების მიმართ სისუსტესა და მოუმზადებლობაზე?

ეს მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ და ვცდილობთ, ინფორმაცია მივიტანოთ როგორც ინდივიდებთან, ისე კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ კიბერუსაფრთხოება არის არასათანადოდ შეფასებული გამოწვევა. როგორც წესი, რეაქციულ რეჟიმში მუშაობა გვიწევს-ხოლმე, ხდება ინციდენტი და შემდეგ ვიწყებთ მის მოკვლევას. როგორც წესი, ჩვენ პრევენციულად მუშაობა არ გვახასიათებს - ეს არის პრობლემა. ასევე, პრობლემა არის ის, რომ როგორც კერძო სექტორს, ისე სახელმწიფოს კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა საკმარისად გაცნობიერებული არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობა ყოველდღიურად, ამ რესურსებზეა დამოკიდებული და ასეთი შეფასების პირობებში, ამ საკითხებს მნიშვნელობა არ ეძლევა, შესაბამისად, არ გამოიყოფა ბიუჯეტი, რომ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოხდეს, სახელფასო ბიუჯეტის გამო, ეს სფერო ბევრისთვის მომხიბვლელი არ არის. ამ ყველაფერს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ თავი და თავი არის ის, რომ კიბერუსაფრთხოება ჩვენს კულტურაში, რატომღაც სათანადოდ არ არის აღქმული.

- გარდა ამ შემთხვევისა, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასშტაბური კიბერშეტევა კიდევ როდის განხორციელდა?

მსგავსი მასშტაბის კიბერშეტევა განხორციელდა 2008 წელს, იქაც აქტიურად გამოიყენეს Deface-ის ტიპის შეტევა, ტექნოლოგია ცოტა განსხვავებული იყო. ეს იყო რაც ამ მასშტაბის მახსენდება, თორემ პატარ-პატარა კიბერშეტევებიც არაერთი მახსენდება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან