მსოფლიო
კონფლიქტები
სამართალი

25

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:27-ზე, მთვარე ლომშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
პოლიტიკა
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება
"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

ალ­ბათ, ჩვენ გარ­შე­მო ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა, ვი­საც ჯგუ­ფის სა­ხე­ლი - „რეზო და ბავ­შვე­ბი“ არ სმე­ნია ან მისი შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის ერთხელ მა­ინც არ მო­უკ­რავს ყური.

ჯგუ­ფი 5 წევ­რის­გან შედ­გე­ბა, რომ­ლე­ბიც 2011 წლი­დან დღემ­დე, სა­ინ­ტე­რე­სო, გა­მორ­ჩე­ულ და პო­პუ­ლა­რულ მუ­სი­კას ქმნი­ან. „რეზო და ბავ­შვე­ბის“ სო­ლის­ტი, ვო­კა­ლის­ტი, სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი გვი­ამ­ბობს, რომ ბოლო 4 წე­ლია, ჯგუ­ფის პო­პუ­ლა­რო­ბა იზ­რდე­ბა, რაც მისი წევ­რე­ბის­თვის მო­ტი­ვა­ცი­აა, უფრო მეტი იმუ­შა­ონ და მსმე­ნელს სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზონ.

„რეზო და ბავ­შვე­ბის“ მოს­მე­ნა ერთ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად, სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში ჩნდე­ბი­ან და თა­ვი­ან­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ზე“ აქ­ტი­უ­რად ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჯგუ­ფის მსმე­ნე­ლებს ბოლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა 25 ოქ­ტომ­ბერს „მაგ­თი კლუბ­ში“ ჰქონ­დათ. ჯგუფს საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს. მათ შო­უ­ზე დას­წრე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ კვი­რას არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

„ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი მუ­სი­კა ბევრ სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში შე­ვას­რუ­ლოთ და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვართ. მა­გა­ლი­თად, 29 ოქ­ტომ­ბერს თსუ-ში გვაქვს ღო­ნის­ძი­ე­ბა, 31 ოქ­ტომ­ბერს „სთო­რი ქლაბ­ში“, სა­დაც „ჰე­ლო­უ­ი­ნის“ სა­ღა­მო ტარ­დე­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან ბევრ სივ­რცე­ში გვაქვს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - გან­გვი­მარ­ტა რეზო ბლი­ა­ძემ.

„რეზო და ბავ­შვე­ბი“ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მხო­ლოდ და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში არ მარ­თა­ვენ. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან ფეს­ტი­ვა­ლებ­შიც, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 12 ოქ­ტომ­ბერს ჯგუფ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­შიც“, რო­მე­ლიც უკვე ტრა­დი­უ­ლად შარ­დენ­ზე, სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ოქ­ტომ­ბერ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა.

„კარ­გი ღვი­ნო და ბევ­რი კარ­გი ტრა­დი­ცია გვაქვს ქარ­თვე­ლებს. ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა პრო­ექ­ტებ­ში, რო­მე­ლიც მათ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამას­თან, მათ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლია ჩარ­თუ­ლი. წელს, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, რომ ჩვენც ძა­ლი­ან ვი­სი­ა­მოვ­ნეთ“, - აღ­ნიშ­ნა რეზო ბლი­ა­ძემ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არი­ან „რეზო და ბავ­შვე­ბის“ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი?

ვინც ჯგუფს არ იც­ნობთ, შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მა ბავ­შვთა ვო­კა­ლუ­რი ან ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი ან­სამ­ბლი წარ­მო­გად­გე­ნი­ნათ. 2011 წელს, როცა „რეზო და ბავ­შვე­ბი“ შე­იქ­მნა, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მარ­თლაც მო­ზარ­დი იყო, დღეს კი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის ასა­კი 20-დან 32-წლამ­დე მერ­ყე­ობს.

„რეზო და ბავ­შვე­ბი“ ასე შე­იქ­მნა: რე­ზოს სიმ­ღე­რე­ბი ჰქონ­და და­წე­რი­ლი. გა­იც­ნო ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი - ლელო, რო­მელ­მაც მას თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი გა­აც­ნო. მალე ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და­მეგ­რობ­დნენ და „რეზო და ბავ­შვე­ბიც“ შე­იქ­მნა. თა­ვად რეზო ჯგუ­ფის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი წევ­რია.

“ეს არის ჩვე­ნი ჯგუ­ფის ის­ტო­რია. გვინ­დო­და სა­ერ­თო საქ­მის კე­თე­ბა და რო­გორც ჩანს, ჩემ­მა სიმ­ღე­რებ­მა მუ­სი­კო­სე­ბის ფილტრა­ცია გა­ი­ა­რა და ბი­ჭებ­მა ვო­კა­ლის­ტად ამირ­ჩი­ეს.

ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან გი­ტა­რის­ტი ლე­ვან ხო­ტი­ვა­რი, ბას გი­ტა­რის­ტი დე­მეტ­რე გვენ­ცა­ძე, დრა­მე­რი -ბექა ნა­ფეტ­ვა­რი­ძე და კლა­ვი­ში - ლა­ზა­რე ადა­მია. ბი­ჭე­ბი არი­ან მუ­სი­კო­სე­ბი, ზო­გი­ერთ მათ­განს პრო­ფე­სი­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბაც აქვს მი­ღე­ბუ­ლი“, - გვი­ამ­ბო რე­ზომ.

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კა­ლურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, თავ­და­პირ­ვე­ლად, „რეზო და ბავ­შვე­ბი“ უფრო პანკ რო­კის­კენ იყ­ვნენ მი­მარ­თუ­ლე­ბი. რო­გორც რეზო აღ­ნიშ­ნავს, უფრო სო­ცი­ა­ლუ­რი როკს ქმნიდ­ნენ.

„შემ­დეგ, გა­ი­ფილტრა და პოპ როკ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით“, - აღ­ნიშ­ნავს ჯგუ­ფის სო­ლის­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი­სა, „რეზო და ბავ­შვე­ბი“ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ალ­ბომ­ზე. ჯგუ­ფის წევ­რებს სურთ, რომ ის 2020 წლის­თვის მო­ეწ­როს. გა­მოს­ვლის კონ­კრე­ტულ თა­რიღს კი თა­ვი­ანთ „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე და­ა­ა­ნონ­სე­ბენ.

მა­ნამ­დე, „რეზო და ბავ­შვე­ბის“ მუ­სი­კა შე­გიძ­ლი­ათ, „ჰე­ლო­უ­ი­ნის“ სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მო­ზეც მო­ის­მი­ნოთ

https://www.facebook.com/events/391370731743700/

მე და მხოლოდ მე
0
როგორ მიყვარხართ სულ ყველაზე ძალიააან
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება წლიურ ჭრილში გაძვირდა, ხოლო კვარტალურად ფასები შემცირებულია
ავტორი:

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

"როცა გავიცანი, მაშინ მართლა ბავშვები იყვნენ" – პოპულარული მუსიკალური ჯგუფი “რეზო და ბავშვები“ ალბომის გამოსაშვებად ემზადება

ალბათ, ჩვენ გარშემო ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ვისაც ჯგუფის სახელი - „რეზო და ბავშვები“ არ სმენია ან მისი შემოქმედებისთვის ერთხელ მაინც არ მოუკრავს ყური.

ჯგუფი 5 წევრისგან შედგება, რომლებიც 2011 წლიდან დღემდე, საინტერესო, გამორჩეულ და პოპულარულ მუსიკას ქმნიან. „რეზო და ბავშვების“ სოლისტი, ვოკალისტი, სიმღერების ტექსტების ავტორი გვიამბობს, რომ ბოლო 4 წელია, ჯგუფის პოპულარობა იზრდება, რაც მისი წევრებისთვის მოტივაციაა, უფრო მეტი იმუშაონ და მსმენელს საინტერესო ღონისძიებები შესთავაზონ.

„რეზო და ბავშვების“ მოსმენა ერთ კონკრეტულ ადგილზე არ არის შესაძლებელი. ისინი პერიოდულად, სხვადასხვა სივრცეში ჩნდებიან და თავიანთი ღონისძიებების შესახებ „ფეისბუქზე“ აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას. ჯგუფის მსმენელებს ბოლო ღონისძიებაზე დასწრების საშუალება 25 ოქტომბერს „მაგთი კლუბში“ ჰქონდათ. ჯგუფს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. მათ შოუზე დასწრება ფაქტობრივად, ყოველ კვირას არის შესაძლებელი.

„ვცდილობთ, ჩვენი მუსიკა ბევრ სხვადასხვა სივრცეში შევასრულოთ და საბედნიეროდ, ძალიან დატვირთულები ვართ. მაგალითად, 29 ოქტომბერს თსუ-ში გვაქვს ღონისძიება, 31 ოქტომბერს „სთორი ქლაბში“, სადაც „ჰელოუინის“ საღამო ტარდება. საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრ სივრცეში გვაქვს ღონისძიებები“, - განგვიმარტა რეზო ბლიაძემ.

„რეზო და ბავშვები“ ღონისძიებებს მხოლოდ დახურულ სივრცეებში არ მართავენ. ისინი აქტიურად ერთვებიან ფესტივალებშიც, რომელიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. 12 ოქტომბერს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო „ქართული ღვინის ფესტივალშიც“, რომელიც უკვე ტრადიულად შარდენზე, სიონის ქუჩაზე ოქტომბერში ყოველწლიურად იმართება.

„კარგი ღვინო და ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს ქართველებს. ჩვენთვის საინტერესოა მონაწილეობის მიღება პროექტებში, რომელიც მათ პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთან, მათში ბევრი ქართველი და უცხოელია ჩართული. წელს, იმდენად საინტერესო ღონისძიება იყო, რომ ჩვენც ძალიან ვისიამოვნეთ“, - აღნიშნა რეზო ბლიაძემ.

საინტერესოა, ვინ არიან „რეზო და ბავშვების“ ჯგუფის წევრები?

ვინც ჯგუფს არ იცნობთ, შესაძლოა, სახელმა ბავშვთა ვოკალური ან ინსტრუმენტული ანსამბლი წარმოგადგენინათ. 2011 წელს, როცა „რეზო და ბავშვები“ შეიქმნა, რამდენიმე მათგანი მართლაც მოზარდი იყო, დღეს კი ჯგუფის წევრების ასაკი 20-დან 32-წლამდე მერყეობს.

„რეზო და ბავშვები“ ასე შეიქმნა: რეზოს სიმღერები ჰქონდა დაწერილი. გაიცნო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი - ლელო, რომელმაც მას თავისი მეგობრები გააცნო. მალე ბიჭები ერთმანეთთან დამეგრობდნენ და „რეზო და ბავშვებიც“ შეიქმნა. თავად რეზო ჯგუფის ყველაზე უფროსი წევრია.

“ეს არის ჩვენი ჯგუფის ისტორია. გვინდოდა საერთო საქმის კეთება და როგორც ჩანს, ჩემმა სიმღერებმა მუსიკოსების ფილტრაცია გაიარა და ბიჭებმა ვოკალისტად ამირჩიეს.

ჯგუფის წევრები არიან გიტარისტი ლევან ხოტივარი, ბას გიტარისტი დემეტრე გვენცაძე, დრამერი -ბექა ნაფეტვარიძე და კლავიში - ლაზარე ადამია. ბიჭები არიან მუსიკოსები, ზოგიერთ მათგანს პროფესიული მუსიკალური განათებაც აქვს მიღებული“, - გვიამბო რეზომ.

რაც შეეხება მუსიკალურ მიმდინარეობას, თავდაპირველად, „რეზო და ბავშვები“ უფრო პანკ როკისკენ იყვნენ მიმართულები. როგორც რეზო აღნიშნავს, უფრო სოციალური როკს ქმნიდნენ.

„შემდეგ, გაიფილტრა და პოპ როკ მიმდინარეობად ჩამოვყალიბდით“, - აღნიშნავს ჯგუფის სოლისტი.

მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, „რეზო და ბავშვები“ აქტიურად მუშაობს ალბომზე. ჯგუფის წევრებს სურთ, რომ ის 2020 წლისთვის მოეწროს. გამოსვლის კონკრეტულ თარიღს კი თავიანთ „ფეისბუქ“ გვერდზე დააანონსებენ.

მანამდე, „რეზო და ბავშვების“ მუსიკა შეგიძლიათ, „ჰელოუინის“ სახალისო და საინტერესო საღამოზეც მოისმინოთ

https://www.facebook.com/events/391370731743700/

"მეტი აღარ ქნა ნიკოლოზ, ჯანმრთელობისთვის საშიშია" - ცნობილ ბალერონთან გადაღებული ვიდეოს გამო თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა