პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს
BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს

“დღეს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლებს წინა სა­უ­კუ­ნე­ებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მეტი უფ­ლე­ბე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს ფაქ­ტი, რომ მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს ან უბ­რა­ლოდ მოღ­ვა­წე­ობ­დეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში. დამ­საქ­მებ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ ხოლ­მე ქალ პროგ­რა­მის­ტებს ან სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რაც დიდი პრობ­ლე­მაა,“ - ასე ფიქ­რობს მა­რი­ამ და­ვი­თა­ძე, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია და 13-14 ნო­ემ­ბერს ვარ­შა­ვა­ში და­გეგ­მულ სა­მი­ტში Perspektywy Women in Tech Summit მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის სულ 15-მა ქარ­თველ­მა გო­გომ მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა.

„დღეს­დღე­ო­ბით არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ერთ-ერთი მათ­გა­ნია Perspektywy Women in Tech Summit - პერ­სპექ­ტი­უ­ლი ქა­ლე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, სა­დაც უკვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი რომ­ლე­ბიც ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, ისა­უბ­რე­ბენ თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, პრობ­ლე­მებ­ზე და ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის თა­ვი­ანთ გზებ­ზე. მიწ­ვე­უ­ლია 100-ზე მეტი სპი­კე­რი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. სა­მი­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია პერ­სპექ­ტი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი (Perspektywy Education Foundation),“ - და­ა­მა­ტა მა­რი­ამ­მა.

მა­რი­ა­მი ჯერ სტუ­დენ­ტია, თუმ­ცა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში უკვე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მისი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნი მა­თე­მა­ტი­კა იყო და დღემ­დე ასე რჩე­ბა. სწო­რედ მა­თე­მა­ტი­კის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ე­ტა­ნა.

„პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში და­მეხ­მა­რა ტექ­ნო­პარ­კის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბი პროგ­რა­მი­რე­ბის ენა Python-ში. ამ­ჟა­მად ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი ვარ, ვსწავ­ლობ ინ­ფორ­მა­ცი­ულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს. სა­მი­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სტუ­დენ­ტებს უნი­ვე­რის­ტეტ­მა მოგ­ვა­წო­და და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. შე­ვავ­სე ფორ­მა და და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში მო­მი­ვი­და მო­ლოც­ვი­სა და გრან­ტის და­დას­ტუ­რე­ბის მე­ი­ლი. სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში დიდ ბიძგს მომ­ცემს. რად­გან თუნ­დაც ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მხო­ლოდ 15 გოგო და­ა­ფი­ნან­სეს და მე მათ შო­რის ერთ-ერთი ვარ, კარ­გი მო­ტი­ვა­ტო­რია. ასე­ვე, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ქა­ლებს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბი და არა მხო­ლოდ ისი­ნი ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რე­ბენ, რაც დიდი ზე­წო­ლაა. ვფიქ­რობ, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა სა­მიტ­ზე - რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ამ ზე­წო­ლას. ამ სტიგ­მის დარ­ღვე­ვა­ში ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელს გვი­წყობს სტუ­დენ­ტებს მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ჩარ­თუ­ლი ვი­ყოთ. კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუმ 10-15 მე­ი­ლი მა­ინც მომ­დის ხოლ­მე, რომ­ლე­ბიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე,“ - გან­მარ­ტვს 19 წლის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გოგო.

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში იქცა სივ­რცედ, სა­დაც ქვე­ყა­ნა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ამ პრო­ცეს­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნა­ვენ. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე გან­მარ­ტავს, მათი სურ­ვი­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში ქა­ლე­ბის როლი და ჩარ­თუ­ლო­ბა გა­ზარ­დონ.

„ზო­გა­დად, ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში და­საქ­მე­ბულ ქალ­თა რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ჩვენ ვცდი­ლობთ, ეს რე­ა­ლო­ბა შევ­ცვა­ლოთ და ქა­ლებს ვუ­თხრათ, რომ ისე­ვე შე­უძ­ლი­ათ იყ­ვნენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, რო­გორც კა­ცებს. ამის ნა­თე­ლი დას­ტუ­რია ის ფაქ­ტიც, რომ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბის რი­ცხვი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. გვყავს მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტიც მა­რი­ამ და­ვი­თა­ძე, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში Perspektywy Women in Tech Summit-ზე ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს წა­რად­გენს. ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, წლის და­სა­წყის­ში და­ვი­წყეთ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი „კო­დინ­გის სკო­ლა ქა­ლე­ბის­თვის“. სა­წყის ეტაპ­ზე პრო­ექ­ტი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა და­ინ­ტე­რე­სე­ბა ძა­ლი­ან დი­დია და მალე მის რე­გი­ო­ნებ­ში გა­ტა­ნა­საც ვა­პი­რებთ,“ - აცხა­დებს ნინო ენუ­ქი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ამ და­ვი­თა­ძეს, ის ვარ­შა­ვა­ში ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სრუ­ლად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ ფი­ნანსდე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს

BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს

“დღეს მიუხედავად იმისა, რომ ქალებს წინა საუკუნეებთან შედარებით გაცილებით მეტი უფლებები და შესაძლებლობები აქვთ, საზოგადოებაში მაინც გაკვირვებას იწვევს ფაქტი, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი შესაძლებელია წარმატებული იყოს ან უბრალოდ მოღვაწეობდეს ტექნოლოგიებში. დამსაქმებლებიც ძირითადად ეჭვის თვალით უყურებენ ხოლმე ქალ პროგრამისტებს ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს, რაც დიდი პრობლემაა,“ - ასე ფიქრობს მარიამ დავითაძე, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია და 13-14 ნოემბერს ვარშავაში დაგეგმულ სამიტში Perspektywy Women in Tech Summit მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სულ 15-მა ქართველმა გოგომ მიიღო დაფინანსება.

„დღესდღეობით არაერთი ღონისძიება ტარდება ამ თემასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მათგანია Perspektywy Women in Tech Summit - პერსპექტიული ქალები ტექნოლოგიებში, სადაც უკვე წარმატებული ქალები რომლებიც ტექნოლოგიებში მოღვაწეობენ, ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე, პრობლემებზე და ამ პრობლემის მოგვარების თავიანთ გზებზე. მიწვეულია 100-ზე მეტი სპიკერი მსოფლიოს მასშტაბით. სამიტის ორგანიზატორია პერსპექტიული განათლების ფონდი (Perspektywy Education Foundation),“ - დაამატა მარიამმა.

მარიამი ჯერ სტუდენტია, თუმცა ტექნოლოგიების სფეროში უკვე საკმაოდ წარმატებულია. როგორც თავად იხსენებს, პირველი კლასიდან მისი საყვარელი საგანი მათემატიკა იყო და დღემდე ასე რჩება. სწორედ მათემატიკის სიყვარულმა გადააწყვეტინა, ტექნოლოგიებში საკუთარი წვლილი შეეტანა.

„პროფესიის არჩევაში დამეხმარა ტექნოპარკის მიერ ჩატარებული მოსამზადებელი კურსები პროგრამირების ენა Python-ში. ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ, ვსწავლობ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. სამიტის შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს უნივერისტეტმა მოგვაწოდა და მონაწილეობა შემოგვთავაზა. შევავსე ფორმა და დაახლოებით ერთ თვეში მომივიდა მოლოცვისა და გრანტის დადასტურების მეილი. სამიტში მონაწილეობა კარიერულ წინსვლაში დიდ ბიძგს მომცემს. რადგან თუნდაც ფაქტი, რომ საქართველოდან მხოლოდ 15 გოგო დააფინანსეს და მე მათ შორის ერთ-ერთი ვარ, კარგი მოტივატორია. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალებს ტექნოლოგიებში დამსაქმებლები და არა მხოლოდ ისინი ეჭვის თვალით უყურებენ, რაც დიდი ზეწოლაა. ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე აქტუალური თემა სამიტზე - როგორ გავუმკლავდეთ ამ ზეწოლას. ამ სტიგმის დარღვევაში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც ძალიან გვეხმარება. მეორე მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტი მაქსიმალურად ხელს გვიწყობს სტუდენტებს მსგავს ღონისძიებებზე ჩართული ვიყოთ. კვირის განმავლობაში მინიმუმ 10-15 მეილი მაინც მომდის ხოლმე, რომლებიც ორიენტირებულია კარიერულ განვითარებაზე,“ - განმარტვს 19 წლის ტექნოლოგიებში წარმატებული ქართველი გოგო.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უკანასკნელ პერიოდში იქცა სივრცედ, სადაც ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ამ პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობაზე აქტიურად ზრუნავენ. როგორც უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათი სურვილია ტექნოლოგიების სფეროში ქალების როლი და ჩართულობა გაზარდონ.

„ზოგადად, ტექნოლოგიებში დასაქმებულ ქალთა რიცხვი საქართველოში ძალიან დაბალია. ჩვენ ვცდილობთ, ეს რეალობა შევცვალოთ და ქალებს ვუთხრათ, რომ ისევე შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ტექნოლოგიებში, როგორც კაცებს. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტიც, რომ ჩვენს უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. გვყავს მეტად წარმატებული სტუდენტიც მარიამ დავითაძე, რომელიც უახლოეს პერიოდში Perspektywy Women in Tech Summit-ზე ჩვენს უნივერსიტეტს წარადგენს. ქალების მხარდაჭერის მიზნით, წლის დასაწყისში დავიწყეთ სოციალური პროექტი „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“. საწყის ეტაპზე პროექტი თბილისის მასშტაბით განხორციელდა, თუმცა დაინტერესება ძალიან დიდია და მალე მის რეგიონებში გატანასაც ვაპირებთ,“ - აცხადებს ნინო ენუქიძე.

რაც შეეხება მარიამ დავითაძეს, ის ვარშავაში ნოემბრის დასაწყისში გაემგზავრება. სამიტში მონაწილეობა სრულად ორგანიზატორების მიერ ფინანსდება.