პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება
თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

2019 წლის 8-10 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, Startup Grind-ის რე­გი­ო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. Startup Grind Europe-Asia Connect-ი სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან პარტნი­ო­რო­ბით იმარ­თე­ბა და მას 1 500-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე და­ეს­წრე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა Startup Grind-ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თუ­ლი მე­სა­მე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა იქ­ნე­ბა „სი­ლი­კონ ვე­ლი­სა“(8000 დე­ლე­გა­ტი) და ლონ­დო­ნის (3000 დე­ლე­გა­ტი) შემ­დეგ. კონ­ფე­რენ­ცია აერ­თი­ა­ნებს 30-ზე მეტ სპი­კერს, 20-ზე მეტი ქვეყ­ნი­დან.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გო­რიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასე­ვე, ანტრეპ­რე­ნე­რე­ბი, ტრე­ნე­რე­ბი და ინ­ვეს­ტო­რე­ბი ევ­რო­პი­დან და აშშ-დან. ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ი­ცავს მრა­ვალ­ფე­რო­ვან სე­სი­ებ­სა და ფორ­მა­ტებს, რომ­ლე­ბიც დამ­სწრე­ებს ევ­რო­პის მას­შტა­ბით, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში ახალ მიღ­წე­ვებს გა­აც­ნო­ბენ.

Startup Grind-ის რე­გი­ო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა თავს მო­უყ­რის მსოფ­ლი­ოს წარ­მა­ტე­ბულ სტარ­ტა­პებს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ კომ­პა­ნი­ებს და ექ­სპერ­ტებს იმის­თვის, რომ რე­გი­ო­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ხა­დოს მსოფ­ლი­ოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბის­თვის, ხელი შე­უ­წყოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას ქვე­ყა­ნა­ში.

Startup Grind-ი ყვე­ლა­ზე დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლია სტარ­ტა­პე­ბის­თვის და გან­ვი­თა­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე მყო­ფი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც 600-ზე მეტ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას და 2 მი­ლი­ონ წევ­რს აერ­თი­ა­ნებს.

Startup Grind-ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მი­ტი ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ქარ­თუ­ლი და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სტარ­ტა­პე­ბის­თვის ახა­ლი კავ­ში­რე­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.

Startup Grind Europe-Asia Connect-ის მე­დია მხარ­დამ­ჭე­დია ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბის ფაგ­ლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სპი­კე­რე­ბის გა­მოს­ვლებ­სა და რე­გი­ო­ნის სტარ­ტა­პებს მი­მო­ხი­ლი­ლავს.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია ოფი­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე: startupgrind.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

თბილისში რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება იმართება

2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები, როგორიც არის: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift, Nexus Partners და სხვა. ასევე, ანტრეპრენერები, ტრენერები და ინვესტორები ევროპიდან და აშშ-დან. ღონისძიება მოიცავს მრავალფეროვან სესიებსა და ფორმატებს, რომლებიც დამსწრეებს ევროპის მასშტაბით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს გააცნობენ.

Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოს წარმატებულ სტარტაპებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ რეგიონი მიმზიდველი გახადოს მსოფლიოს წარმატებული ბიზნესებისთვის, ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

Startup Grind-ი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელია სტარტაპებისთვის და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის, რომელიც 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს.

Startup Grind-ის ტექნოლოგიური სამიტი ახალი შესაძლებლობაა ქართული და რეგიონალური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის ახალი კავშირების დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიარებლად. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Startup Grind Europe-Asia Connect-ის მედია მხარდამჭედია ინტერნეტგამოცემა ბიზნესპრესნიუსი, რომელიც ღონისძიების ფაგლებში საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებსა და რეგიონის სტარტაპებს მიმოხილილავს.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდზე: startupgrind.ge

BTU-ს სტუდენტი Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგენს

"ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" -   პატრიარქის ექიმი

"დედაბუნების ხმას უნდა ვუსმინოთ" - ბერა ივანიშვილი წერს, რომ შვილების მომავალზე ყველამ უნდა იზრუნოს