29 ოქტომბერს 18:30 საათზე Melograno • მელოგრანო - ში "პორტალის" ახალი წიგნის - "ეკლების უფლისწულის" წარდგენა გაიმართება. წარმდგენები იქნებიან: მწერალი, იაგო თვალაბეიშვილი; პროექტის მენეჯერი - გიორგი კიკაბიძე.
მარკ ლოურენსის სადებიუტო რომანი - "ეკლების უფლისწული" მოგვითხრობს სისხლზე, ორგულობაზე, ჯადოსნობასა და ძმობაზე.
"შეწყვეტილი ბავშვობა და მძულვარება - ნამსხვრევებად ქცეული იმპერიის გზებზე, ქალაქებსა თუ სოფლებში ძალმომრეობა სუფევს. არავის არავინ უყვარს, სამაგიეროდ, ყველას ყველა ეზიზღება. ასეთ სამყაროში ბავშვები ბავშვებად დიდხანს ვერ რჩებიან. ისინი მალე იზრდებიან და, სამწუხაროდ, მალევე კვდებიან." - იაგო თვალაბეიშვილი.
ღონისძიებაზე წიგნის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/449896285881408/