მსოფლიო აღიარებს, რომ ბიბლია სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. ის არა მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში არის ღირებული წიგნი. ბიბლიის გავლენა ძალიან დიდია ხელოვნების ყველა მიმართულებაზე, მათ შორის, მწერლობაზე, მხატვრობაზე, კინემატოგრაფიაზე. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ხშირად სრულიად არაქრისტიანული და არაბიბლიური სცენარის უკან სწორედ ბიბლიაა. ახლა სწორედ ასეთ ფილმებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ბიბლიური სცენებით არის გაჯერებული.
„ლევიათანი“
ანდრეი ზვიაგინცევის ეს ფილმი 2014 წელს გამოვიდა. ფილმი შექმნილია ძველი აღთქმის მეთვრამეტე კანონიკური წიგნის „წიგნი იობისას“ მიხედვით. მოქმედება რუსეთის სანაპირო ქალაქში ხდება. მთავარი გმირი ნიკოლაი იძულებულია ებრძოლოს კორუმპირებულ ქალაქის მერს, რომელიც ცდილობს, დაანგრიოს მისი სახლი. იობის მსგავსად ნიკოლაიც არაერთი განსაცდელის წინაშე დგება და ზემდგომი ძალა ცდის მას.
გოგონა დრაკონის ტატუთი
სტიგ ლარსონის ბესტსელერის ორი ცნობილი ეკრანიზაცია არსებობს: ერთი მისსავე მშობლიურ ენაზე, შვედური და მეორე ჰოლივუდის ნამუშევარი, დევინდ ფინჩერის რეჟისორობით გადაღებული ფილმი. ჰოლივუდური ეკრანიზაცია მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი- ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას.
ის ეფუძნება ბიბლიის მესამე კანონიკურ წიგნს „წიგნი ლევიტელთა“. ის დაფუძნებულია ღრმა რწმენაზე, რომ სამყარო შექმნილია, როგორც ფუნდამენტური სიკეთე.
სამოთხიდან აღმოსავლეთით
ჯონ სტენბეკის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია 1955 წელს გამოვიდა. სცენარი სრულად მიყვება აბელისა და კაენის ისტორიას. ორი ძმა ერთმანეთს მამის აღიარებასა და ქალის სიყვარულში ეჯიბრება.მეტად პოპულარული გახდა ისტორია ორ ძმაზე, რომელშიც ერთი სანიმუშო, თითით საჩვენებელი, შვილია და მეორე პირიქით - უარყოფითი, რომელიც ვერაფრით იმსახურებდა მამის სიყვარულს. კოლი უკან მისდევს ქალბატონს, რომელიც მისი დედაა და რომელსაც ის უბრალო დამნაშავე ჰგონია. ბიჭი დიდხანს ცდილობს დაელაპარაკოს მას და სიმართლე უთხრას, პარალელურად პრობლემები აქვს მამასთანან და ძმასთან. კოლი არის მოზარდი, რომელშიც ბუდობს დიდი სიყვარული და განრისხება და რომელსაც ვერავინ უგებს, გარდა ევასი. ის გვერდში უდგას და ყოველმხრივ ეხმარება ახალგაზრდა, ლამაზ და პრობლემუურ ბიჭუნას. კოლი ისე იქცევა, თითქოს მას არ უყვარს მშობლები და არც ვინმე სხვა. სინამდვილეში ის თავისებურად გამოხატავს სიყვარულს. ფილმის ბოლოს, როდესაც მამამისი იღუპება, კოლი ბოდიშს უხდის და ინანიებს თავის საქციელს, მანამდე ის დედასთანაც გამონახავს საერთო ენას.
სიცოცხლის ხე
ეს არის უკანასკნელ წლებში გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელსაც რეალურად ბიბლიური სცენარი უდევს საფუძვლად. ტერენს მალიკის ამ ნამუშევარს ორი სრულიად რადიკალური ტიპის გამოხმაურება მოყვა. ერთი მხარე თვლიდან, რომ ეს იყო სრული შედევრი, მეორე კი მიიჩნევდა, რომ ფილმი აბსოლუტური უაზრობა იყო.
ისტორია ვითარდება 1950-იან წლებში ტეხასში. ოჯახის ისტორია გადმოცემულია უფროსი ვაჟის ჯეკის თვალსაწიერიდან. სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი - ყველაფერი ამის გააზრება და საკუთარ თავთან შეგუება უწევთ ფილმის გმირებს. ჯეკ სამყაროში თავს დაკარგულ სულად გრძნობს და ეძებს კითხვებზე პასუხს ეძებს, რომლის დროსაც რწმენის საკითხი ეჭვისქვეშ დგება.
ფილმში არაერთი პარალელი ივლება „იობის წიგნთან“. ფილმი სწორედ „იობის წიგნის ამონარიდებით იწყება.
შვიდი
დევიდ ფინჩერის ფილმი 1995 წელს გამოვიდა და მაყურებელი სწრაფად მიიზიდა სერიული მკვლელის ირტორია, რომლის დანაშაულებები დაფუძებულია შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაზე. მის დანაშაულებებს ორი გამომძიებელი იძიებს. გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.
ბიბლიური სცენარების მიხედვით კიდევ არაერთი ფილმი და ხელოვნების სხვა ნიმუში არის შექმნილი. მსოფლიო აღიარებს, რომ ბიბლიის გავლენა ხელოვნებაზე უდიდესია და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიბლია თითოეულ ადამიანს წაკითხული და კარგად გააზრებული ჰქონდეს. ბიბლიის უკეთ გააზრებაში კი „პალიტრა L-ის“ უნიკალური გამოცემა "ბიბლია განმარტებებით" დაგეხმარებათ. გამოცემის პირველი ორი ტომი მკითხველმა უკვე მიიღო. წიგნი 15 ტომად გამოვა და თითოეული მათგანის შეძენა მკითხველს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად თვეში ერთხელ შეეძლება.