მისმა წითელმა კაბამ სოციალური ქსელის მომხმარებელში საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, ტელემაყურებელიც ვერ დარჩა გულგრილი... ამბობს, რომ წითელი კაბა ცხოვრებაში ყოველთვის ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშნად იქცა მისთვის...
თუ ანი გიუნტერის ცხოვრების ეტაპებს მივყვებით, უნდა ვთქვათ, რომ დაიწყო კონსერვატორიით, სადაც ვიოლინოს განხრით სწავლობდა, შემდეგ სერიალის მსახიობიც იყო, რეპორტიორი, ტელეწამყვანი, ბოლო დროს უკვე ფოტომოდელობაც გამოსდის...
- ის წითელი კაბა, მართლაც ინსპირაცია იყო... ისეთი აღმოჩნდა, რომ თავი სცენაზე წარმოვიდგინე... ზოგჯერ თითქოს უმნიშვნელო დეტალმა შეიძლება გადაგაწყვეტინოს, რაღაც და მერე ის ახალი წამოწყების საფუძველი გახდეს. თუმცა, ახალი ასეთი დეტალი არავინ იცის, შემდგომში რისკენ მიბიძგებს, თუნდაც სცენაზეც ამიყვანს?
ამ შემთხვევაში ჩემს პირველ პროფესიას ვგულისხმობ, მე ხომ მევიოლინე ვარ... არა სცენას რომ ვახსენებ, ცხადია ვხუმრობ...
- ბევრი წლის წინ პოპულარული სერიალის „მუსკულების“ მსახიობი იყავი, რომელშიც მასობრივად გამოჩნდი და მაყურებელმა გაგიცნო... "ჩცდ"-ში არ მიუწვევიხართ, იმ გუნდის ნაწილი ხომ ამ პოპულარულ სერიალზე მუშაობს?
- კი, მიმიღია მონაწილეობა „ჩცდში“ და სხვათა შორის, იქაც წითელი კაბა მეცვა... ხომ ვამბობ, ის ჩემს ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს. ასევე ჩემი მონაწილეობით პირველივე სერიის პრემიერა „მუსკულებშიც“ წითელი კაბით შედგა და რატომღაც მგონია, რომ ის ჩემთვის ბედნიერების მომტანია... ის კი არა, პირველი ეთერი „რუსთავი 2“-ზე წითელი კაბით მქონდა და ახლა ისევ წითელ კაბაზე საუბრით დავიწყეთ, ვფიქრობ, რომ უდაოდ რაღაც კარგის მომენტია...
- ვინ შეკერა ეს წითელი კაბა?
- ის იტალიუტ ბრენდის Twinset-საა და ამ ბრენდის პროდუქტი, მაღაზია Twinset Tbilisi-ს ეკუთვნის, რომლის მაღაზია ჭავჭავაძის 50-ში მდებარეობს (ტელ: 2430889). ეს ბრენდი ბევრ ჟურნალისტს, წამყვანს მოურგია.
იქ სამოსის ფართო არჩევანია, რაც მთავარია, ხარისხიანია და ჩემთვის მისაღები. ყველა სეზონის და ყველა ტიპის ტანსაცმლის შეძენაა შესაძლებელი, არის სპორტული ხაზიც... ამ მაღაზიაში, ამ ბრენდის მიერ შეძენილი კაბით კი თუ საღამოს წაიყვანენ, ან გადაცემას, ეს ნამდვილი კომფორტია.
ამ კაბამ თავიდანვე სადღესასწაულო განწყობა შემიქმნა და არც იმაში ვარ შეზღუდული, რომ დილის გადაცემას, ამა თუ იმ თემაზე, იქ შესაბამისი კაბა შევურჩიო. აქ არა მარტო საღამოს და სადღესასწაულო სამოსს აღმოაჩენთ.
სხვათა შორის ეს წითელი კაბა, ანა კოსტომაროვას კლიპშიც აღმოჩნდა, ასევე შედგა ფოტოსესია. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის, ამ სამოსით განვლილი დღეც ერთ-ერთი განსხვავებული აღმოჩნდა. ამ სამოსში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაც შედგა და თუკი შემდეგ სხვა ფერის კაბაზე ვისაუბრებთ, არ გამოგაპარებთ.
ასე რომ, ხშირად ერთი შენაძენითაც კი, შეგვიძლია, დღესასწაული მოვიწყოთ...
- ბოლო დროს განსაკუთრებულად მომხიბლავად გამოიყურები, თითქოს გარეგნობაზე მეტად ზრუნავ. რა გაძლევს ამის საბაბს?
- ასე არ ვიტყოდი - თანაბარად ვუყურებდი ჩემს თავს 15 კილოს დაკლების დროსაც და მანამდეც. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა უფრო მეტად ვზრუნავ, მიმაჩნია, რომ საზოგადოების აღქმაა სხვანაირი. მე ისევე ვაქცევ ჩემს თავს ყურადღებას, როგორც ადრე.
- პოდიუმზეც ხომ არ აპირებ გასვლას?
- პოდიუმზე არც 20 წლის წინ გავსულვარ და არც ახლა შედის ეს ჩემს ინტერესში, თუმცა გამორიცხული არაფერია, გააჩნია კონკრეტულ დღეს და განწყობას, როგორ ვარ იმ დღეს განწყობილი...