პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია - მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია - მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში

„ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ლი­დე­რი, აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია - ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN ამე­რი­კელ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. ტე­რო­რის­ტი სამ­ხედ­რო რე­ი­დის დროს იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი.

ვი­დეო: მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­რო­რის­ტის ლიკ­ვი­და­ცი­ის კად­რე­ბი - "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დერ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თავი აი­ფეთ­ქა

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ-ჯე­რო­ბით არ დას­ტურ­დე­ბა. CNN წერს, რომ ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დნმ-ის ანა­ლი­ზის შე­დე­გებს ელო­დე­ბა, რათა მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოხ­დეს.

ამე­რი­კის თავ­დაც­ვის უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამ­ბობს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ალ-ბაღ­და­დიმ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს თავი აი­ფეთ­ქა.

თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს დო­ნალდ ტრამ­პი მნიშ­ვნე­ლო­ვან გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, თუმ­ცა სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი არ არის. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა „ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ „ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და“.

წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცია ამე­რი­კულ­მა ძა­ლებ­მა სი­რი­ის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, იდ­ლი­ბის პრო­ვინ­ცი­ა­ში ჩა­ა­ტა­რეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბის თქმით, გვი­ან ღა­მით ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა ის­მო­და:

„შუ­ა­ღა­მი­სას გა­ვი­გეთ რამ­დე­ნი­მე ვერ­ტმფრე­ნის და სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის ხმა. მე ოთხი ვერ­ტმფრე­ნი და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ შე­საძ­ლოა, მე­ტიც იყო. ძა­ლი­ან ბნე­ლო­და და ზუს­ტად ვერ გე­ტყვით. ძა­ლი­ან შო­რი­დან მეს­მო­და სრო­ლის და აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.“

ამას­თან, ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და ვი­დე­ოც, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სპე­ცო­პე­რა­ცი­აა ასა­ხუ­ლი.

ვინ არის აბუ ბაქრ ალ-ბაღ­და­დი?

2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ამე­რი­კამ ტე­რო­რისტზე ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის, ანდა შე­პყრო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, ჯილ­დოდ 10 მლნ დო­ლა­რი და­ა­წე­სა. 2017 წელს თან­ხის ოდე­ნო­ბა 25 მლნ-მდე გა­ი­ზარ­და.

ბაღ­და­დი ძა­ლი­ან ორ­გა­ნი­ზე­ბულ და და­უნ­დო­ბელ ტაქ­ტი­კო­სად არის ცნო­ბი­ლი.

ის სა­მა­რა­ში, ბაღ­და­დის ჩრდი­ლო­ე­თით 1971 წელს და­ი­ბა­და, ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი იბ­რა­ჰიმ ავად ალ-ბად­რია.

და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო. სხვა­დას­ხვა წყა­როს ცნო­ბით, ერაყ­ში სა­დამ ჰუ­სე­ი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ალ-ბაღ­და­დი უკვე ჯი­ჰა­დის­ტი იყო.

2010 წელს ის ერაყ­ში ალ-ქა­ი­დას ლი­დე­რი გახ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია - მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია - მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია - ინფორმაციას CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერორისტი სამხედრო რეიდის დროს იქნა ლიკვიდირებული.

ვიდეო: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის ლიკვიდაციის კადრები - "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. CNN წერს, რომ ამერიკის ხელისუფლება დნმ-ის ანალიზის შედეგებს ელოდება, რათა მისი იდენტიფიცირება ოფიციალურად მოხდეს.

ამერიკის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ალ-ბაღდადიმ სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დღეს დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ცნობილი არ არის. ამასთან, პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა“.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">Something very big has just happened!</p>&mdash; Donald J. Trump (@realDonaldTrump) <a href="https://twitter.com/realDonaldTrump/status/1188264965930700801?ref_src=twsrc%5Etfw">October 27, 2019</a></blockquote> 

წყაროების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამერიკულმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში ჩაატარეს.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გვიან ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა:

„შუაღამისას გავიგეთ რამდენიმე ვერტმფრენის და სამხედრო თვითმფრინავის ხმა. მე ოთხი ვერტმფრენი დავინახე, მაგრამ შესაძლოა, მეტიც იყო. ძალიან ბნელოდა და ზუსტად ვერ გეტყვით. ძალიან შორიდან მესმოდა სროლის და აფეთქებების ხმა, რომელიც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.“

ამასთან, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოც, სადაც, სავარაუდოდ, სპეცოპერაციაა ასახული.

ვინ არის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი?

2011 წლის ოქტომბერში ამერიკამ ტერორისტზე ინფორმაციისთვის, რომელიც მისი ლიკვიდაციის, ანდა შეპყრობის საშუალებას მისცემდა, ჯილდოდ 10 მლნ დოლარი დააწესა. 2017 წელს თანხის ოდენობა 25 მლნ-მდე გაიზარდა.

ბაღდადი ძალიან ორგანიზებულ და დაუნდობელ ტაქტიკოსად არის ცნობილი.

ის სამარაში, ბაღდადის ჩრდილოეთით 1971 წელს დაიბადა, ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის სასულიერო პირი იყო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ერაყში სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ალ-ბაღდადი უკვე ჯიჰადისტი იყო.

2010 წელს ის ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი გახდა, მოგვიანებით კი „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩაუდგა სათავეში.

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლებს გადაწვა ემუქრება - ევაკუირებულებს შორის, არნოლდ შვარცნეგერის ოჯახიცაა