პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახეთში დააკავეს 44 წლის მამა, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა
კახეთში დააკავეს 44 წლის მამა, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, მშობ­ლის მიერ არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვეს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ იორ­მუ­ღან­ლო­ში, 2002 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას მამა - 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ., მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის გზით, გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით, ქორ­წი­ნე­ბას აი­ძუ­ლებ­და.

არას­რულ­წლოვ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნი­თა და არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პო­ლი­ცი­ამ მისი მშობ­ლე­ბის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი გა­მოს­ცა.

გო­გო­ნა ამ­ჟა­მად გა­დაყ­ვა­ნი­ლია თავ­შე­სა­ფარ­ში და მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მიერ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის ქორ­წი­ნე­ბის იძუ­ლე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა-150-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

კახეთში დააკავეს 44 წლის მამა, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა

კახეთში დააკავეს 44 წლის მამა, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან კოორდინაციით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 2002 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონას მამა - 1975 წელს დაბადებული მ.მ., მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქორწინებას აიძულებდა.

არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნითა და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, პოლიციამ მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა.

გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად - რას ნიშნავს ჯანმრთელობის ბარათი და როგორ მიიღოთ ის