პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - “შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია გაიმართა
ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - “შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია გაიმართა

ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით “ბილტმორ თბი­ლი­სის” სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა ფი­ლო­სო­ფი­ის დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სო­რის, პო­ლი­ტო­ლო­გის ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის წიგ­ნის “შე­ლინ­გის გა­მო­ცხა­დე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ის” პრე­ზენ­ტა­ცია.

ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა წიგ­ნის ში­ნა­არ­სი აუ­დი­ტო­რი­ას თა­ვად გა­აც­ნო. წიგნ­ში გან­ხი­ლუ­ლია შე­ლინ­გის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წარ­მო­ე­ბი „გა­მო­ცხა­დე­ბის ფი­ლო­სო­ფია“ და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მსჯე­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფი­ე­რე­ბის, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უდი­დეს პრობ­ლე­მებს და გა­მოწ­ვე­ვებს.

"ამ წიგნ­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ფრიდ­რიხ იო­ზეფ შე­ლინ­გი არის დიდი გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი, გერ­მა­ნუ­ლი კლა­სი­კუ­რი ფი­ლო­სო­ფი­ის გი­გან­ტი. ჰე­გე­ლი და შე­ლინ­გი იყ­ვნენ მე­გობ­რე­ბი, შემ­დეგ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს. თავ­და­პირ­ვე­ლად, ევ­რო­პუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის ლი­დე­რი იყო შე­ლინ­გი, შემ­დეგ ჰე­გე­ლი გახ­და, მაგ­რამ რაც დრო გა­ვი­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, შე­ლინ­გი უფრო და უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და.

ახლა, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში შე­ლინ­გმა წა­მო­წია ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც არის მა­რა­დი­უ­ლი და ამას­თან ერ­თად, ეს პრობ­ლე­მე­ბი ამ სა­უ­კუ­ნის გა­და­სა­ხე­დი­დან კი­დევ უფრო მეტ აქ­ტუ­ა­ლო­ვას იწ­ვევს. სწო­რედ ამა­ზეა ჩემი წიგ­ნი" - აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი.

“ეს არის შე­ლინ­გის საკ­მა­ოდ სკრუ­პუ­ლო­ზუ­რი ანა­ლი­ზი და ამას­თან ერ­თად, აქ არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მა, ამ პრობ­ლე­მე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში გა­აზ­რე­ბა. თუნ­დაც, შე­ლინ­გი როცა სა­უბ­რობს არ­ქე­კა­ტას­ტრო­ფა­ზე, რო­გორც ის­ტო­რი­ის გან­მსა­ზღვრელ­ზე. მე უკვე ვა­ა­ნა­ლი­ზებ დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, რო­დე­საც ვუ­ყუ­რებთ, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, რა ტი­პის კა­ტას­ტრო­ფის კონ­ტუ­რე­ბი ისა­ხე­ბა ჩვენს წი­ნა­შე” - და­ა­მა­ტა მან.

წიგ­ნი “ბიბ­ლუ­სი­სა” და წიგ­ნის სხვა მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ამას­თან, ნა­მუ­შევ­რის გა­მო­ცე­მა­ში ბა­თი­აშ­ვილს ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ეხ­მა­რა.

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სი­ტყვით წარ­დგნენ პრო­ფე­სო­რე­ბი: ვა­ლე­რი რა­მიშ­ვი­ლი, რე­ვაზ ბა­ლან­ჩი­ვა­ძე, ვა­ლე­რი­ან ასა­თი­ა­ნი და ანას­ტა­სია ზა­ქა­რი­ა­ძე. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პრო­ფე­სორ­მა რე­ვაზ ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის წე­რის მა­ნე­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი და გან­მარ­ტა, რომ ის დიდი იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს

“ბა­ტო­ნი ირაკ­ლი არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მკვლე­ვა­რი, ფი­ლო­სო­ფო­სი და მას რამ­დე­ნი­მე ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი წიგ­ნი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და მი­იჩ­ნე­ვა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ავ­ტო­რად. რაც შე­ე­ხე­ბა “შე­ლინ­გის გა­მო­ცხა­დე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ას”, ეს არის უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი, იმი­ტომ რომ აქ გად­მო­ცე­მუ­ლია არა­მარ­ტო მთე­ლი სიღ­რმე, არა­მედ სა­ო­ცა­რი არის ბა­ტო­ნი ირაკ­ლის წე­რის მა­ნე­რა.

ავ­ტო­რი გვიყ­ვე­ბა არა დიდ ავ­ტორ­ზე, არა­მედ სა­უბ­რობს მას­თან, წიგნ­ში შე­მო­დის რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი. ეს სრუ­ლი­ად გა­მო­ნაკ­ლი­სია და ქარ­თუ­ლი ფი­ლო­სო­ფი­ის ის­ტო­რი­ა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ავ­ტო­რი თა­ვი­სი­ვე ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟი თვი­თონ ხდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და პრო­ფე­სორ­მა.

“შე­ლინ­გის გა­მო­ცხა­დე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ას­თან” და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე პო­ლი­ტო­ლოგ­მა სოსო ცის­კა­რიშ­ვილ­მაც ისა­უბ­რა.

"ბა­ტო­ნი ირაკ­ლი უნი­კა­ლუ­რი პერ­სო­ნაა, რო­მელ­საც მე “მებ­რძოლ ფი­ლო­სო­ფოსს” ვე­ძა­ხი. ჯერ 90-იან წლებ­ში, ახლა კი მე­ო­რე ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­ჩუ­ქა­რი მოგ­ვიმ­ზა­და ყვე­ლას და რაც მთა­ვა­რია, ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია, რაც არ უნდა მძი­მე იყოს მის­თვის არ­ცთუ სა­ოც­ნე­ბო რე­ა­ლო­ბა. რაც დრო გა­დის, სულ უფრო გული მწყდე­ბა, რომ ამ ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა სივ­რცე სა­ხელ­მწი­ფო საქ­მე­ე­ბის­თვის, მაგ­რამ მად­ლი­ე­რე­ბი ვართ, რომ აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი და არ­გა­გო­ნი­ლი წიგ­ნე­ბი გა­მოს­ცა”,- აღ­ნიშ­ნა მან.

ფი­ლო­სო­ფო­სი, პრო­ფე­სო­რი ანას­ტა­სია ზა­ქა­რი­ა­ძე ირაკ­ლის ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელ­თან აი­გი­ვებს და ამ­ბობს:

“ირაკ­ლი ძა­ლი­ან მა­გო­ნებს ერთ ის­ტო­რი­ულ პერ­სო­ნაჟს ალექ­სან­დრე მა­კე­დო­ნელს, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად თან ჰქონ­და თა­ვი­სი მას­წავ­ლებ­ლის არის­ტო­ტე­ლეს წიგ­ნი. რა­ტომ­ღაც ესე მგო­ნია, რომ შე­ლინ­გი სულ თან და­გ­ქონ­დათ თქვენ.

ეს არის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით დე­ტექ­ტი­ვი და ეს ხდის გან­სა­კუ­თე­ბულს - მსგავ­სი წიგ­ნი ფი­ლო­სო­ფი­ა­ში არ და­წე­რი­ლა ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი მიერ. აქ ყვე­ლა იმ სა­ი­დუმ­ლოს აეხ­დე­ბა ფარ­და, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის წი­ნა­შე იდგა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მე მო­გი­წო­დებთ თქვენ და ჩვენ აუ­დი­ტო­რი­ას გა­მოვ­ნა­ხოთ სა­შუ­ა­ლე­ბა და ვთარ­გმნოთ ეს წიგ­ნი, რად­გან უნი­კა­ლუ­რია, აქ გახ­სნი­ლია სწო­რედ ის პლას­ტი, რო­მე­ლიც არა­ვის ჯერ არ და­უ­ნა­ხავს. შე­ლინ­გი ქარ­თუ­ლად მო­ნოგ­რა­ფი­უ­ლად ნაკ­ვლე­ვი არ იყო და მი­თუ­მე­ტეს ამ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟან­რის ფორ­მით. ასე, რომ მე ვუ­ლო­ცავ ჩემ თავ­საც, იმი­ტომ რომ აღ­მო­ვა­ჩი­ნე შე­ლინ­გი, რო­მელ­საც მე ვე­ძებ­დი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან და გი­ლო­ცავთ თქვენ, რად­გან თქვენ გე­ლით დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა.

ეს სა­მა­გი­დო წიგ­ნი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფო­სის­თვის და ჩვენ მას გა­მო­ვი­ყე­ნებთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოდ, ჩვენ­თვი­საც, რო­გორ უნდა და­ი­წე­როს ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ტრაქ­ტა­ტე­ბი, ისე რომ ეს იყო ყვე­ლას­თვის სა­კი­თხა­ვი და იმის­და მი­ხედ­ვით თუ რა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დო­ნე­ზე ხარ, სხვა­დას­ხვა შრე­ე­ბი გა­გეხ­სნე­ბა...” - აღ­ნიშ­ნა ანას­ტა­სია ზა­ქა­რი­ა­ძემ.

წიგ­ნი “ბიბ­ლუ­სი­სა” და წიგ­ნის სხვა მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლებ­ში უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ავტორი:

ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - “შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია გაიმართა

ირაკლი ბათიაშვილის წიგნის - “შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია გაიმართა

ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით “ბილტმორ თბილისის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, პოლიტოლოგის ირაკლი ბათიაშვილის წიგნის “შელინგის გამოცხადების ფილოსოფიის” პრეზენტაცია.

ირაკლი ბათიაშვილმა წიგნის შინაარსი აუდიტორიას თავად გააცნო. წიგნში განხილულია შელინგის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები „გამოცხადების ფილოსოფია“ და პარალელურად განვითარებულია მსჯელობები, რომელიც ეხება ადამიანური ყოფიერების, თანამედროვეობის უდიდეს პრობლემებს და გამოწვევებს.

"ამ წიგნზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი. ფრიდრიხ იოზეფ შელინგი არის დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის გიგანტი. ჰეგელი და შელინგი იყვნენ მეგობრები, შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად, ევროპული ფილოსოფიის ლიდერი იყო შელინგი, შემდეგ ჰეგელი გახდა, მაგრამ რაც დრო გავიდა, განსაკუთრებით, მე-20 საუკუნეში, შელინგი უფრო და უფრო აქტუალური გახდა.

ახლა, 21-ე საუკუნეში შელინგმა წამოწია ისეთი პრობლემები, რომელიც არის მარადიული და ამასთან ერთად, ეს პრობლემები ამ საუკუნის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ აქტუალოვას იწვევს. სწორედ ამაზეა ჩემი წიგნი" - აღნიშნავს ირაკლი ბათიაშვილი.

“ეს არის შელინგის საკმაოდ სკრუპულოზური ანალიზი და ამასთან ერთად, აქ არის შემოქმედებითი მიდგომა, ამ პრობლემების თანამედროვეობაში გააზრება. თუნდაც, შელინგი როცა საუბრობს არქეკატასტროფაზე, როგორც ისტორიის განმსაზღვრელზე. მე უკვე ვაანალიზებ დღევანდელი გადასახედიდან, როდესაც ვუყურებთ, თუ როგორ ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები, რა ტიპის კატასტროფის კონტურები ისახება ჩვენს წინაშე” - დაამატა მან.

წიგნი “ბიბლუსისა” და წიგნის სხვა მაღაზიათა ქსელებში უკვე ხელმისაწვდომია. ამასთან, ნამუშევრის გამოცემაში ბათიაშვილს ევროპის უნივერსიტეტი დაეხმარა.

წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგნენ პროფესორები: ვალერი რამიშვილი, რევაზ ბალანჩივაძე, ვალერიან ასათიანი და ანასტასია ზაქარიაძე. ღონისძიებას დაესწრნენ ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. პროფესორმა რევაზ ბალანჩივაძემ ირაკლი ბათიაშვილის წერის მანერის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ ის დიდი იშვიათობას წარმოადგენს

“ბატონი ირაკლი არის ძალიან სერიოზული მკვლევარი, ფილოსოფოსი და მას რამდენიმე ერთმანეთზე უკეთესი წიგნი აქვს გამოქვეყნებული და მიიჩნევა ძალიან სერიოზულ ავტორად. რაც შეეხება “შელინგის გამოცხადების ფილოსოფიას”, ეს არის უნიკალური წიგნი, იმიტომ რომ აქ გადმოცემულია არამარტო მთელი სიღრმე, არამედ საოცარი არის ბატონი ირაკლის წერის მანერა.

ავტორი გვიყვება არა დიდ ავტორზე, არამედ საუბრობს მასთან, წიგნში შემოდის როგორც პერსონაჟი. ეს სრულიად გამონაკლისია და ქართული ფილოსოფიის ისტორიაში მსგავსი არაფერი არ ყოფილა, როდესაც ავტორი თავისივე ნაწარმოების პერსონაჟი თვითონ ხდება”, - განაცხადა პროფესორმა.

“შელინგის გამოცხადების ფილოსოფიასთან” დაკავშირებით საკუთარ შთაბეჭდილებებზე პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმაც ისაუბრა.

"ბატონი ირაკლი უნიკალური პერსონაა, რომელსაც მე “მებრძოლ ფილოსოფოსს” ვეძახი. ჯერ 90-იან წლებში, ახლა კი მეორე ფილოსოფიური საჩუქარი მოგვიმზადა ყველას და რაც მთავარია, ხალისიანი ადამიანია, რაც არ უნდა მძიმე იყოს მისთვის არცთუ საოცნებო რეალობა. რაც დრო გადის, სულ უფრო გული მწყდება, რომ ამ ადამიანმა დატოვა სივრცე სახელმწიფო საქმეებისთვის, მაგრამ მადლიერები ვართ, რომ აქამდე არნახული და არგაგონილი წიგნები გამოსცა”,- აღნიშნა მან.

ფილოსოფოსი, პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე ირაკლის ალექსანდრე მაკედონელთან აიგივებს და ამბობს:

“ირაკლი ძალიან მაგონებს ერთ ისტორიულ პერსონაჟს ალექსანდრე მაკედონელს, რომელსაც მუდმივად თან ჰქონდა თავისი მასწავლებლის არისტოტელეს წიგნი. რატომღაც ესე მგონია, რომ შელინგი სულ თან დაგქონდათ თქვენ.

ეს არის პირდაპირი გაგებით დეტექტივი და ეს ხდის განსაკუთებულს - მსგავსი წიგნი ფილოსოფიაში არ დაწერილა ფილოსოფოსები მიერ. აქ ყველა იმ საიდუმლოს აეხდება ფარდა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქართველი ფილოსოფოსების წინაშე იდგა მრავალი წლის განმავლობაში.

მე მოგიწოდებთ თქვენ და ჩვენ აუდიტორიას გამოვნახოთ საშუალება და ვთარგმნოთ ეს წიგნი, რადგან უნიკალურია, აქ გახსნილია სწორედ ის პლასტი, რომელიც არავის ჯერ არ დაუნახავს. შელინგი ქართულად მონოგრაფიულად ნაკვლევი არ იყო და მითუმეტეს ამ ლიტერატურული ჟანრის ფორმით. ასე, რომ მე ვულოცავ ჩემ თავსაც, იმიტომ რომ აღმოვაჩინე შელინგი, რომელსაც მე ვეძებდი სტუდენტობის პერიოდიდან და გილოცავთ თქვენ, რადგან თქვენ გელით დიდი სიამოვნება.

ეს სამაგიდო წიგნი იქნება ყველა ფილოსოფოსისთვის და ჩვენ მას გამოვიყენებთ სახელმძღვანელოდ, ჩვენთვისაც, როგორ უნდა დაიწეროს ფილოსოფიური ტრაქტატები, ისე რომ ეს იყო ყველასთვის საკითხავი და იმისდა მიხედვით თუ რა ინტელექტუალურ დონეზე ხარ, სხვადასხვა შრეები გაგეხსნება...” - აღნიშნა ანასტასია ზაქარიაძემ.

წიგნი “ბიბლუსისა” და წიგნის სხვა მაღაზიათა ქსელებში უკვე ხელმისაწვდომია.

„როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა

როგორ ამოვიცნოთ გულის დაავადებები? - "ბრიმ თბილისში" ლევან ქარაზანიშვილის ლექცია გაიმართება

"ბიბლუსის" მაღაზიებში "ლურჯი ოკეანის" კვირეული დაიწყო