პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა
„როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა

„ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის" კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში რა­მაზ გი­გა­უ­რის ლექ­ცია - „რო­გორ შევ­ცვა­ლოთ ის, რაც არ მოგ­ვწონს“ გა­ი­მარ­თა. ასე­ვე, გა­ი­მარ­თა რა­მაზ გი­გა­უ­რის წიგ­ნის „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბის“ მე­ო­რე ნა­წი­ლის პრე­ზენ­ტა­ცია.

ღო­ნის­ძი­ე­ბის თე­მე­ბი იყო:

1) ცხოვ­რე­ბის ოთხი სე­ზო­ნი: ზამ­თა­რი - დრო, როცა უნდა გავ­ხდეთ ძლი­ე­რი; გა­ზა­ფხუ­ლი - შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დრო; ზა­ფხუ­ლი - ზრუნ­ვი­სა და მოვ­ლის დრო; შე­მოდ­გო­მა - პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის დრო;

2) ოთხი დიდი მო­ტი­ვა­ტო­რი: აღი­ა­რე­ბა, შე­გუ­ლი­ა­ნე­ბა, ოჯა­ხი, ქველ­მოქ­მე­დე­ბა;

3) ოთხი გრძნო­ბა, რო­მელ­საც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა შეც­ვლა შე­უძ­ლია: ზი­ზღი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სურ­ვი­ლი, გამ­ბე­და­ო­ბა;

4) ოთხი გა­სა­ღე­ბი „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბი­დან“ (მე­ო­რე ნა­წი­ლი): ნუ გე­ში­ნი­ათ, გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ; იფიქ­რეთ და ისა­უბ­რეთ იმა­ზე, რაც გინ­დათ, რომ მოხ­დეს; რო­გორ და­ვი­წყოთ ცვლი­ლე­ბე­ბი; იყა­ვით ბედ­ნი­ე­რი.

რო­გორც ავ­ტორ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მისი წიგ­ნის მი­მართ ყო­ველ წელს მეტი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა მკი­თხვე­ლის­გან.

„დღეს„წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბის“ მე­ო­რე ნა­წი­ლის რი­გით მე­ო­რე პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ტარ­და, ბევ­რი ხალ­ხი მო­ვი­და და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ვა­ტა­რეთ. ეს წიგ­ნი უკვე მე­ხუ­თე წე­ლია გა­მო­დის და ყო­ველ წელს უფრო მეტი მკი­თხვე­ლი ჰყავს. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა ლ“-მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ამე­რი­კულ ფორ­მატ­ში, სა­მუ­შაო წიგ­ნის სა­ხით. ვფიქ­რობ, ამან გა­ა­მარ­თლა, რად­გან პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბერ­ში იყო, მკი­თხვე­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და, მათ ეს ვერ­სია მო­ე­წო­ნათ. სულ 12 ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა და წიგ­ნი ყო­ველ­თვე, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა. თა­ვად წიგ­ნი არის ადა­მი­ა­ნის თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მისი სლო­გა­ნია „წიგ­ნი, რო­მე­ლიც თქვენს ცხოვ­რე­ბას უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლის“. მე მუ­დამ ვამ­ბობ, რომ ჩვენ გვცვლი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი და წიგ­ნე­ბი და უნდა ვე­ძე­ბოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი და წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ პი­როვ­ნუ­ლად უკე­თე­სო­ბის­კენ გვცვლი­ან - რო­დე­საც ჩვენ ვიც­ვლე­ბით, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც იც­ვლე­ბა. წიგ­ნის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმი­ტო­მაა, რომ ადა­მი­ა­ნებს ცვლი­ლე­ბა სურთ და ისი­ნი ელო­დე­ბი­ან, რომ მათი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ეს არ ხდე­ბა. ამ წიგ­ნის ერთ-ერთ გა­სა­ღე­ბი ვე­უბ­ნე­ბა, რომ თუ გსურთ, შე­იც­ვა­ლოს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, მა­შინ თა­ვად გახ­დით ეს ცვლი­ლე­ბა. თუ გვაქვს იმის და­ნახ­ვის, აღ­ქმის და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უნა­რი, თუ სად და­ვუშ­ვით შეც­დო­მე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით დას­კვნებს გა­მო­ვი­ტანთ და წა­ვალთ წინ. ჩვენ გვეხ­მა­რე­ბი­ან სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და მე მათ ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ვუ­წო­დებ“, - აღ­ნიშ­ნა გი­გა­ურ­მა.

მან­ვე ისა­უბ­რა „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ ავ­ტო­რე­ბი­სა და მკი­თხვე­ლე­ბის შეხ­ვედ­რე­ბის ფორ­მა­ტის შე­სა­ხებ და აღ­ნიშ­ნა, რომ ფორ­მა­ტი მკი­თხვე­ლე­ბის­თვის გან­სხვა­ვე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა.

„ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გია მკი­თხვე­ლის­თვის, რად­გან ერ­თია, ჩვენ რას გვიყ­ვე­ბა წიგ­ნი და მე­ო­რეა, რას გვე­უბ­ნე­ბა მწე­რა­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი და­წე­რა. ცო­ცხა­ლი სა­უ­ბა­რი ადა­მი­ან­თან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა, ვის­წავ­ლოთ წიგ­ნით, მაგ­რამ ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გვას­წავ­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­მა. და მას­წავ­ლებ­ლე­ბი რომ სა­ჭი­რო­ნი არ იყ­ვნენ, მა­შინ სკო­ლა­ში მხო­ლოდ წიგ­ნე­ბი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ ჩვენ უფრო იო­ლად მივ­დი­ვართ წინ, რო­დე­საც გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვე­სა­უბ­როთ ადა­მი­ანს იმ თე­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვენ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­ღებთ გარ­კვე­ულ პა­სუ­ხებს, რო­მე­ლიც ხდე­ბა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის გა­სა­ღე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და მწე­რალ­მა.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა ლ“-ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძემ რა­მაზ გი­გა­უ­რის წიგ­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

„გრძელ­დე­ბა რა­მაზ გი­გა­უ­რის წიგ­ნის „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბის“ გა­მო­ცე­მა. უკვე გა­მო­ვი­და მე­ო­რე ტომი და მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, შე­ი­ძი­ნოს ის ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად. მკი­თხველს უკვე სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, გა­ეც­ნოს იმ და­მა­ტე­ბით 30 რჩე­ვას და გა­სა­ღებს, რო­მე­ლიც მას და­ეხ­მა­რე­ბა და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ იცო­დეს, რომ ეს არის სა­მუ­შაო წიგ­ნის სა­ხით - ყვე­ლა წიგნ­ში შე­იძ­ლე­ბა, ჩა­ი­წე­როს მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და იქი­დან­ვე მი­ი­ღოს რჩე­ვე­ბი. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს მას უნი­კა­ლურს ხდის“, - გა­ნა­ცხა­და თავ­ხე­ლი­ძემ.

„ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ კო­მენ­ტა­რი რა­მაზ გი­გა­უ­რის მკი­თხველ­მაც გა­ა­კე­თა. ლანა გო­გი­ბე­რი­ძის თქმით, მწერ­ლის წიგ­ნი ადა­მი­ა­ნებს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში მარ­თლაც ეხ­მა­რე­ბა.

„დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ რა­მაზ გი­გა­ურს ვთვლი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბულ, მო­აზ­როვ­ნე და გო­ნი­ერ პი­როვ­ნე­ბად. დიდ პა­ტივს ვცემ მის წიგ­ნებს, ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის და­ვეს­წრო შეხ­ვედ­რებ­სა და წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, რო­მელ­საც ის ატა­რებს. მის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუ­ქით“ გა­ვი­გე, რად­გან ის ასე­ვე ას­ტრო­ლო­გია და ყო­ველ­დღი­უ­რად თვალს ვა­დევ­ნებ მის პოს­ტებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ რა­მაზ გი­გა­უ­რი უკე­თე­სო­ბის­კენ ცვლის ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას, რო­მე­ლიც მას მიჰ­ყვე­ბა. მისი „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბი“ ნამ­დვი­ლად გვეხ­მა­რე­ბა და ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან და­დე­ბი­თად მუ­შა­ობს და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ადა­მი­ა­ნებს უქ­მნის ბევ­რად კარგ სა­ფუძ­ველს იმის­თვის, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თლაც ის, რაც არ მოს­წონთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფორ­მატ­ში „ბიბ­ლუს­ში“ შეხ­ვედ­რებს, ისი­ნი ძა­ლი­ან მომ­წონს, რად­გან გა­რე­მო არის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო, კომ­ფორ­ტუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ად­გი­ლი იდე­ა­ლუ­რა­დაა შერ­ჩე­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ბე­რი­ძემ.

ეკა აბა­ში­ძე

მე
0
მაშინვე რატო არ განაცხადეთ. თუ "ჩალიჩობდით"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

„როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა

„როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ და „წარმატების 365 გასაღები“ - რამაზ გიგაურის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია „ბიბლუსი გალერეაში“ გაიმართა

„ბიბლუსი გალერეაში" „ლურჯი ოკეანის" კვირეულის ფარგლებში რამაზ გიგაურის ლექცია - „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“ გაიმართა. ასევე, გაიმართა რამაზ გიგაურის წიგნის „წარმატების 365 გასაღების“ მეორე ნაწილის პრეზენტაცია.

ღონისძიების თემები იყო:

1) ცხოვრების ოთხი სეზონი: ზამთარი - დრო, როცა უნდა გავხდეთ ძლიერი; გაზაფხული - შესაძლებლობების გამოყენების დრო; ზაფხული - ზრუნვისა და მოვლის დრო; შემოდგომა - პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების დრო;

2) ოთხი დიდი მოტივატორი: აღიარება, შეგულიანება, ოჯახი, ქველმოქმედება;

3) ოთხი გრძნობა, რომელსაც თქვენი ცხოვრება შეცვლა შეუძლია: ზიზღი, გადაწყვეტილება, სურვილი, გამბედაობა;

4) ოთხი გასაღები „წარმატების 365 გასაღებიდან“ (მეორე ნაწილი): ნუ გეშინიათ, გაბედულად იმოქმედეთ; იფიქრეთ და ისაუბრეთ იმაზე, რაც გინდათ, რომ მოხდეს; როგორ დავიწყოთ ცვლილებები; იყავით ბედნიერი.

როგორც ავტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი წიგნის მიმართ ყოველ წელს მეტი დაინტერესებაა მკითხველისგან.

„დღეს„წარმატების 365 გასაღების“ მეორე ნაწილის რიგით მეორე პრეზენტაცია ჩატარდა, ბევრი ხალხი მოვიდა და ყველაფერი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ეს წიგნი უკვე მეხუთე წელია გამოდის და ყოველ წელს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. გამომცემლობა „პალიტრა ლ“-მა შემოგვთავაზა, რომ გაგვეკეთებინა ამერიკულ ფორმატში, სამუშაო წიგნის სახით. ვფიქრობ, ამან გაამართლა, რადგან პირველი ნაწილის გამოცემას, რომელიც სექტემბერში იყო, მკითხველებში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მათ ეს ვერსია მოეწონათ. სულ 12 ნაწილი იქნება და წიგნი ყოველთვე, ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. თავად წიგნი არის ადამიანის თვითგანვითარებაზე და მისი სლოგანია „წიგნი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“. მე მუდამ ვამბობ, რომ ჩვენ გვცვლიან ადამიანები და წიგნები და უნდა ვეძებოთ ის ადამიანები და წიგნები, რომელიც ჩვენ პიროვნულად უკეთესობისკენ გვცვლიან - როდესაც ჩვენ ვიცვლებით, ჩვენი ცხოვრებაც იცვლება. წიგნის მიმართ დაინტერესება იმიტომაა, რომ ადამიანებს ცვლილება სურთ და ისინი ელოდებიან, რომ მათი ცხოვრება შეიცვალოს, მაგრამ ეს არ ხდება. ამ წიგნის ერთ-ერთ გასაღები ვეუბნება, რომ თუ გსურთ, შეიცვალოს თქვენი ცხოვრება, მაშინ თავად გახდით ეს ცვლილება. თუ გვაქვს იმის დანახვის, აღქმის და განხორციელების უნარი, თუ სად დავუშვით შეცდომები, გამოცდილებაზე დაყრდნობით დასკვნებს გამოვიტანთ და წავალთ წინ. ჩვენ გვეხმარებიან სხვა ადამიანები და მე მათ ცხოვრების მასწავლებლებს ვუწოდებ“, - აღნიშნა გიგაურმა.

მანვე ისაუბრა „ბიბლუსი გალერეაში“ ავტორებისა და მკითხველების შეხვედრების ფორმატის შესახებ და აღნიშნა, რომ ფორმატი მკითხველებისთვის განსხვავებულ შესაძლებლობებს იძლევა.

„ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია მკითხველისთვის, რადგან ერთია, ჩვენ რას გვიყვება წიგნი და მეორეა, რას გვეუბნება მწერალი, ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაწერა. ცოცხალი საუბარი ადამიანთან უმნიშვნელოვანესია, რადგან ნებისმიერი საგანი შეიძლება, ვისწავლოთ წიგნით, მაგრამ ასევე, შეიძლება გვასწავლოს მასწავლებელმა. და მასწავლებლები რომ საჭირონი არ იყვნენ, მაშინ სკოლაში მხოლოდ წიგნები იქნებოდა. ამიტომ ჩვენ უფრო იოლად მივდივართ წინ, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა, ვესაუბროთ ადამიანს იმ თემის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ვიღებთ გარკვეულ პასუხებს, რომელიც ხდება ჩვენი ცხოვრების შეცვლის გასაღები“, - განაცხადა მწერალმა.

გამომცემლობა „პალიტრა ლ“-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ანანო თავხელიძემ რამაზ გიგაურის წიგნის შესახებ ისაუბრა.

„გრძელდება რამაზ გიგაურის წიგნის „წარმატების 365 გასაღების“ გამოცემა. უკვე გამოვიდა მეორე ტომი და მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს ის ჟურნალ „გზასთან“ ერთად. მკითხველს უკვე საშუალება აქვს, გაეცნოს იმ დამატებით 30 რჩევას და გასაღებს, რომელიც მას დაეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ეს არის სამუშაო წიგნის სახით - ყველა წიგნში შეიძლება, ჩაიწეროს მათი ყოველდღიურობა და იქიდანვე მიიღოს რჩევები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მას უნიკალურს ხდის“, - განაცხადა თავხელიძემ.

„ინტერპრესნიუსთან“ კომენტარი რამაზ გიგაურის მკითხველმაც გააკეთა. ლანა გოგიბერიძის თქმით, მწერლის წიგნი ადამიანებს წარმატების მიღწევაში მართლაც ეხმარება.

„დღევანდელ შეხვედრაზე მოვედი იმიტომ, რომ რამაზ გიგაურს ვთვლი ძალიან წარმატებულ, მოაზროვნე და გონიერ პიროვნებად. დიდ პატივს ვცემ მის წიგნებს, ვცდილობ, ყოველთვის დავესწრო შეხვედრებსა და წიგნის პრეზენტაციებს, რომელსაც ის ატარებს. მის შესახებ „ფეისბუქით“ გავიგე, რადგან ის ასევე ასტროლოგია და ყოველდღიურად თვალს ვადევნებ მის პოსტებს სოციალურ ქსელში. შემიძლია ვთქვა, რომ რამაზ გიგაური უკეთესობისკენ ცვლის ყველა იმ ადამიანის ცხოვრებას, რომელიც მას მიჰყვება. მისი „წარმატების 365 გასაღები“ ნამდვილად გვეხმარება და ნამდვილად ძალიან დადებითად მუშაობს და ფსიქოლოგიურად ადამიანებს უქმნის ბევრად კარგ საფუძველს იმისთვის, რომ უკეთესობისკენ ცხოვრებაში მართლაც ის, რაც არ მოსწონთ. რაც შეეხება ამ ფორმატში „ბიბლუსში“ შეხვედრებს, ისინი ძალიან მომწონს, რადგან გარემო არის ძალიან სასიამოვნო, კომფორტული და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ ღონისძიებისთვის ადგილი იდეალურადაა შერჩეული“, - განაცხადა გოგიბერიძემ.

ეკა აბაშიძე

ოჯახური გართობა, შემეცნება და ქვეყნის სიყვარული - რუკა, რომელიც საქართველოს აერთიანებს

"მარველის" სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია აქციის ფასად იქნება ხელმისაწვდომი

ამბავი შურისძიებასა და დანგრეულ იმპერიაზე - "მელოგრანოში" პორტალი იხსნება