მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"43 000 თანამშრომელი მყავს და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ?" - ვახტანგ გომელაური
"43 000 თანამშრომელი მყავს და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ?" - ვახტანგ გომელაური

მე მყავს 43 000 თა­ნამ­შრო­მე­ლი და ყვე­ლა გა­დაც­დო­მა­ზე მი­ნის­ტრე­ბი უნდა გა­დად­გნენ? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ თვე მო­უ­წი­ოს მი­ნისტრს გა­დად­გო­მა, - ამის შე­სა­ხებ შს მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას არი­ან თუ არა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც რუს­თავ­ში, და­ვით მუმ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრა­ლი აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან არ არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი და მათი გაშ­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს.

„და რა­ტომ უნდა იყ­ვნენ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი? მე ვარ უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი და უნდა გა­დავ­დგე? მე მყავს 43 000 თა­ნამ­შრო­მე­ლი და ყვე­ლა გა­დაც­დო­მა­ზე მი­ნის­ტრე­ბი უნდა გა­დად­გნენ? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ თვე მო­უ­წი­ოს მი­ნისტრს გა­დად­გო­მა და ეს ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა?“, - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 35 წლის და­ვით მუმ­ლა­ძის ცხე­და­რი მდი­ნა­რე მტკვარ­მა, რუს­თავ­ში 5 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­რი­ყა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სხე­ულ­ზე 30-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ოჯა­ხი და­ვით მუმ­ლა­ძეს 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან ეძებ­და.

პო­ლი­ცი­ამ და­ვით მუმ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 7 ოქ­ტომ­ბერს 5 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. მუმ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია გი­ორ­გი ასა­თი­ა­ნი, შსს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს და­ვით მი­რო­ტა­ძეს და მი­ხე­ილ ღუ­ბი­ა­ნურ­სა, ასე­ვე ყო­ფილ სა­მარ­თალ­დამ­ცავს დი­მიტ­რი დუ­ღაშ­ვილს ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა ედე­ბათ ბრა­ლად, ხოლო გი­ორ­გი გე­თაშ­ვილს ბრა­ლი ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის­თვის აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა შსს-ს ცნო­ბით, და­ვით მუმ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში კი­დევ ერთი პირი ზუ­რაბ ჯღარ­კა­ვაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლის და­კა­ვე­ბის მიზ­ნით აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ტარ­დე­ბა.

და­ვით მუმ­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ყვე­ლა პირს რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"43 000 თანამშრომელი მყავს და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ?" - ვახტანგ გომელაური

"43 000 თანამშრომელი მყავს და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ?" - ვახტანგ გომელაური

მე მყავს 43 000 თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ყოველ თვე მოუწიოს მინისტრს გადადგომა, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას არიან თუ არა გათავისუფლებულები სამსახურიდან იმ პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელები, რომლებსაც რუსთავში, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვთ წაყენებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცველების უშუალო ხელმძღვანელები სამსახურიდან არ არიან გათავისუფლებულები და მათი გაშვების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„და რატომ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები? მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 000 თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები უნდა გადადგნენ? ასეთ შემთხვევაში შეიძლება ყოველ თვე მოუწიოს მინისტრს გადადგომა და ეს ნორმალური იქნება?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 7 ოქტომბერს 5 პირი დააკავა, მათ შორის მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. მუმლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია გიორგი ასათიანი, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძეს და მიხეილ ღუბიანურსა, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად, ხოლო გიორგი გეთაშვილს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული. გარდა ამისა შსს-ს ცნობით, დავით მუმლაძის მკვლელობაში კიდევ ერთი პირი ზურაბ ჯღარკავაც მონაწილეობდა, რომლის დაკავების მიზნით აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყველა პირს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სინოდის სხდომას - ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი

LIVE: ნინო ბურჯანაძე "ნიუსრუმში"

"არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ"  -  გიორგი კვირიკაშვილი