ავტორი:

"დედა, ძალიან მიყვარხარ, ვკვდები, სუნთქვა აღარ შემიძლია," - სატვირთოში გარდაცვალებამდე ერთ-ერთმა ქალმა დედას ბოლო მესიჯი გაუგზავნა

"დედა, ძალიან მიყვარხარ, ვკვდები, სუნთქვა აღარ შემიძლია," - სატვირთოში გარდაცვალებამდე ერთ-ერთმა ქალმა დედას ბოლო მესიჯი გაუგზავნა

სატვირთო მანქანაში, სადაც 39 გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს, სისხლიანი ხელების ანაბეჭდები აღმოაჩინეს, ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

გვამებს ოთხშაბათს მიაგნეს. Mirror წერს, რომ ისინი თითქმის შიშვლები იყვნენ. 26 წლის ვიეტნამელმა პამ ტი ტრა მაიმ გარდაცვალებამდე დედას მესიჯი მისწერა : „ვწუხვარ დედა, ჩემი მოგზაურობა საზღვარგარეთ წარუმატებელი აღმოჩნდა. დედა, ძალიან მიყვარხარ. ვკვდები, სუნთქვა აღარ შემიძლია“.

მესიჯი სამშაბათს ღამით, 10.28 საათზეა გაგზავნილი. სამი საათის შემდეგ ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში 8 ქალისა და 31 მამაკაცის ცხედრები აღმოაჩინეს. მანქანის საბარგო ნაწილი მაცივარი იყო. რკინის კარზე, შიდა მხრიდან კი სისხლიანი ხელების ნაკვალევი ჩანს.

პამ ტი ტრა მაის ოჯახის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში არალეგალურად რომ შესულიყო, ქალმა 30 ათასი ფუნტი გადაიხადა. ის ინგლისში ჩინეთიდან, საფრანგეთის გავლით ჩავიდა.

სავარაუდოდ, ტრეფიკერმა 39 მიგრანტისგან დაახლოებით 1.2 მლნ ფუნტი აიღო. თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ ყველა გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქე იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ 6 ვიეტნამელიც იყო.

საქმესთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის - დაქორწინებული ბრიტანელი წყვილი, 38 წლის ჯოანა და ტომას მეიერები. დაკავებულია სატვირთოს მძღოლიც, 25 წლის მო რობინსონი. მეიერების მტკიცებით, სატვირთო ერთი წლის წინ ირლანდიულ კომპანიას მიჰყიდეს.

"როდესაც მანქანაში ჩავხტით, ცეცხლი უკვე ჩვენს სახლთან იყო მოსული" - კალიფორნიაში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს

14 წლის გოგონებს სავალდებულო გინეკოლოგიურ გამოკვლევას ჩაუტარებენ - თურქმენეთში "მორალის გაკვეთილები" ტარდება

ბანგლადეშში, სადაც 19 წლის გოგო ცოცხლად დაწვეს, საქმეზე ბრალდებულ 16 ადამიანს სიკვდილით დასჯიან