ავტორი:

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის პირველ ნახევარში - იანვარ-ივნისის ზოგადი ტენდენციები

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წლის პირველ ნახევარში - იანვარ-ივნისის ზოგადი ტენდენციები

იანვარი

2020 წლის პირველი თვე ტრანსფორმაციისა და გათავისუფლების თვეა. ნუ ჩაეჭიდებით იმას, რაც უნდა გაგეკეთებინათ წარსულში. იმოქმედეთ თამამად, მობილიზებულად. ახალი წელი თხის რქის ზოდიაქით იწყება, თხის რქაში კი იუპიტერი იმყოფება, გევალებათ ჰორიზონტების გაფართოება, ოპტიმიზმით ავსება, ახალი წელი პოზიტიურ ტალღაზე დაიწყება. იუპიტერი დედამიწელებს გაანებივრებს და დახმარების ხელსაც გაუწვდის. 7-14 იანვრის შუალედში ნეპტუნის პოზიტიური ტრანზიტი გველის. ყველა იგრძნობს შემოქმედობითობას, აღმაფრენას. კარგი პერიოდია იოგას, მედიტაციის, ცეკვებისა და მუსიკისთვის. ასეთი აქტიურობა დადებითად იმოქმედებს ადამიანის ენერგეტიკაზე. ფინანსურ სფეროში წარმოქმნილი უსიამოვნებები უმჯობესია, თვის მეორე დეკადიდან დაიწყოთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო. თუმცა, თუ გულხელდაკრეფილი იჯდებით, ვერაფერსაც ვერ მიიღებთ და ვალებშიც გადავარდებით. 14-20 იანვრის შუალედში მზის ენერგეტიკა ტრანზიტული სატურნის ენერგეტიკასთან იქნება კავშირში, რაც ჩვენგან ითხოვს მაქსიმალურ დისციპლინას. არ გაგიჭირდებათ დილით ადრე ადგომა, უფროსის მითითებების შესრულება. კარგი პერიოდია დოკუმენტების მოსაწესრიგებლადაც. დადებითი ემოციებით აგავსებთ იანვრის მესამე დეკადა. სამუშაო მარტივად შესასრულებელი გახდება და მოდუნებასაც შეძლებთ. ნუ ჩაიკეტებით სახლში. დაესწარით გასართობ ღონისძიებებს, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები, ხშირად შეხვდით თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. 2020 წლის პირველ თვეში მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატება ელით მათ, ვინც ოპტიმისტურად იქნება განწყობილი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

თებერვალი

თებერვალი ყველა თამამი სურვილის ასრულებას გპირდებათ. თამამად და თავდაჯერებულად იარეთ მიზნის მისაღწევად, არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან. სამყაროს ნეგატიური აღქმა ის ბარიერია, რაც ცხოვრებაში ჯადოსნური მომენტების განხორციელებას შეუშლის ხელს. ხშირად შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს. ერთმანეთს რჩევით, მატერიალურად და მორალურად დაეხმარებით. კარგი პერიოდია ვარჯიშის დასაწყებად მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობისას, აკონტროლეთ ემოციები. ბრაზისა და რისხვის სამართავად გამოიყენეთ სუნთქვითი ვარჯიშები, მედიტაცია. ხშირად ისეირნეთ ბუნებაში. აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციას დაიკავებენ და მეტად გაუმართლებთ წყლისა (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) და მიწის (კურო, ქალწული, თხის რქა) სტიქიების წარმომადგენლებს. განსაკუთრებით, პირველ დეკადაში დაბადებულებს. სამსახურში ახალი ოლიმპი უნდა დაიპყროთ, კარგი თვეა ახალი ცოდნის მისაღებად, თვითგანვითარებისთვის. პირად ურთიერთობაში კარდინალურ ცვლილებებს ნუ ელით. სტაბილურად მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული შეხვედრები, მოუმზადეთ სიურპრიზები, ხშირად ერთად ისეირნეთ.

თებერვალში პლანეტა მერკურის გააქტიურებას ველით, რის გამოც კარგ შედეგს მოგიტანთ კლიენტებთან მუშაობა. მეგობრებთნ ხშირი შეხვედრები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ჰაერის (ტყუპი, სასწორი, მერწყული) სტიქიის წარმომადგენლები განმარტოებისკენ ისწრაფვიან, მათვის პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობა უფრო სარფიანი იქნება. თებერვალი ინტელექტუალური სფეროს განვითარებისთვის გამოიყენეთ. წინ წამოიწევს ისეთი სფეროები, როგორებიცაა: ინჟინერია, საფონდო ბირჟები, IT-ტექნოლოგიები, ილუსტრატორები.

მარტი

თვის დასაწყისში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალური სფეროებში აქტიურობას ველით. შუა მარტში განიხილება დაზღვევის, სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის სისტემის საკითხები. სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეძლებენ ყველა უსიმოვნება დიპლომატიურად და მშვიდობიანად მოაგვარონ. მარტის ბოლოს სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება და უნდა დაველოდოთ სირთულეებს პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებში, საერთაშორისო კავშირებში. წინ წამოიწევს კონფლიქტები ფინანსური და ტერიტორიული საკითხების გამო. ამ პერიოდში უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები, რაც კონფლიქტებს წერტილს დაუსვამს. ადამიანებში მოიმატებს სისუსტეები, დაქვეითდება მუშაობის უნარი და გამწვავდება ქრონიკული დაავადებები. ამავე მიზეზითაც დაზიანდება პოლიტიკური და საქმიანი სფეროები. მოსალოდნელია დაპირისპირება პარტიებს შორის, რაც კონფლიქტის კომპრომისული გზით მოგვარებას საჭიროებს. მარტი საუკეთესო თვეა მოგზაურობისა და მივლინებისთვის. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, დაიცადეთ აპრილამდე, თვის ბოლოს დაგეგმეთ მხიარული წვეულება, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან და ნათესავებთან.

აპრილი

ჰარმონიული პერიოდი გველის. კარგი თვეა ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად, საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. თუმცა, დისჰარმონია გველის კომუნიკაციებში. მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები გარშემო მყოფებში. უსიამოვნება გველის საზოგადოებრივ და ოჯახურ ცხოვრებაშიც. 2020 წლის აპრილი ეს არის ტრანსფორმაციების, რევოლუციური განახლებების თვე, ეს ეხება ნებისმიერ სფეროს. შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორგანიზაციები, გახშირდეს საპროტესტო აქციები. მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ზეწოლას, ავარიულ სიტუაციებს, კატასტროფებს. მაქსიმალურად დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. ზერელედ მოქცევა და დაუფიქრებელი რისკი დაუშვებელია. ადამიანებში დარღვეული იქნება ფსიქოემოციური ფონი.

თვის ბოლოს სიტუაცია გამოსწორდება: ჰარმონია დაისადგურებს და ადამიანები მოდუნებას შეძლებენ. უფრო მეტიც, გაუმჯობესებული სოციალური ფონის კვალობაზე გამარტივდება შეხვედრები, მოგზაურობა, მგზავრობა, ხელშეკრულებების გაფორმება. აპრილი გვირჩევს, ვიყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები, გააზრებულად ვიმოქმედოთ, გადავამოწმოთ ყველაფერი იქაც კი, სადაც დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. იყავით დაკვირვებული და პოზიტიურო. აპრილის ჭექა-ქუხილს მაისშიც შევიგრძნობთ. თუმცა, შეცდომების განმეორებით ჩადენის უფლება არ გვაქვს. მოემზადეთ რეფორმებისა და ცვლილებებისთვის პოლიტიკაში.

მაისი

მაისში მნიშვნელოვან კოსმიურ მოვლენას - მზე იუპიტერის ტრინს ველოდებით მიწის სტიქიაში, ამ პლანეტარულ დუეტს ბედნიერების ასპექტს უწოდებენ. ადამიანებს მეტად მოგვეთხოვება თავდაჭერილობა, მიღწევებზე ორიენტირება, დიდი ფულის გამომუშავება. ფული შეიძლება დაიხარჯოს რემონტზე, ლამაზი ნივთების, სამოსის, სამკაულების შეძენაზე. აგრეთვე, მოგზაურობასა და რესტორნებში სადილობაზე. დედამიწა ჰარმნიულ ბიოსფეროში აღმოჩნდება. ადამიანებს გაუუმჯობესდებათ განწყობა, გახშირდება და გამყარდება მეგობრული და რომანტიკული კავშირები. დადებით ცვლილებებს შეამჩნევენ ქრონიკული პესიმისტებიც კი. მოსალოდნელია რეფორმები მრავალ ქვეყანაში. შეიცვლება ხელისუფლების დამოკიდებულება მოსახლეობისადმი. შეიძლება გატარდეს სოციალური პოლიტიკა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალგაზრდულ პოლიტიკას. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც განიხილება ტერიტორიული საზღვრები. საერთაშორისო ურთიერთობები დამყარდება ეკონომიკასა და კულტურის სფეროებში. მეწარმეები სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმებას შეძლებენ. მოიმატებს მივლინება, საზღვარგარეთაც. გაუმართლებთ მათ, ვისი ბიზნესიც მშენებლობასთანაა კავშირში. მისასალმებელია ფულის დაბანდება უძრავ ქონებაში. თვის ბოლოს ბევრი მიხვდება, რომ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. ნუ გადადებთ იმ საქმეების დასრულებას, რამაც მატერიალური კეთილდღეობა, წარმატება უნდა მოგიტანოთ. ენერგია მოიმატებს და უმჯობესია, იგი კეთილი საქმეების შესრულებას მოახმაროთ. გზაზე წარმოქმნილი ყველა დაბრკოლება მხოლოდ მშვიდობიანად მოაგვარეთ.

ივნისი

პლანეტების ნეგატიური გავლენით დისჰარმონია მოიმატებს, რაც თავის დაღს დაასვამს საქმიან და პოლიტიკურ სფეროებს. თუმცა, ცვლილებები სხვა სფეროებშიც შეიმჩნევა. ივნისში მომხდარი მოვლენები წლის მეორე ნახევარშიც აისახება. გადახედეთ აპრილის მოვლენებს და გაავლეთ პარალელები. ურთიერთდაპირისპირება მოიმატებს ეკონომიკის, პოლიტიკის სფეროებში, სოციუმში - ზოგადად, საერთაშორისო კავშირებში. შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს შორის. ზოგიერთი ჩინოვნიკის პოლიტიკა შეიძლება შეფასდეს, როგორც აგრესიულ-მებრძოლური. ადეკვატურობა და კომპრომისი ნოლის დონეზე იქნება. გართულდება საჭირბოროტო საკითხების მშვიდობიანად მოგვარება. უმჯობესია, თავი შეიკაოთ შორეული მგზავრობის დაწყებისგან, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. მოიმატებს სატრანსპორტო და ტექნოგენური ავარიები, რაც დიდ მატერიალურ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. აღელვების ფონზე შეიძლება დაინგრეს კონტაქტები, რომლებსაც ადამიანი წლობით ავითარებდნენ. გახშირდება დიპლომატიური სკანდალები, რასაც მედია ფართოდ გააშუქეს. შუა ივნისში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება. ეს პერიოდი დაუთმეთ მატერიალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრებისა და ოჯახური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. თვის ბოლოს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცემათ. მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე მოგეთხოვებათ, რომ კიდევ უფრო მეტი შეცდომა არ დაუშვათ. გადაამოწმეთ ინფორმაციები, მოერიდეთ სკანდალებს, ეპატაჟურობას. პოლიტიკოსები შეძლებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და ზოგ შემთხვევაში შეთანხმებების მიღწევასაც.

"ქალო, 6 აბორტი მოგიტევე და ერთი გაცინება, რით ვერ მომიტევეო?!" - გურული მღვდლის კურიოზები

როდის უნდა დალიოთ წნევის წამალი, რომ ინსულტის და გულის შეტევის რისკი შეამციროთ

რჩეული გურული ანეკდოტები - ნაწილი მეორე