მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი
“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს,რომ­ლის მი­ხედ­ვით, ყვე­ლი ისე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვევს, რო­გორც ნარ­კო­ტი­კი. სი­მარ­თლე გი­თხრათ,კვლე­ვის დე­ტა­ლებს არ გა­ვე­ცა­ნი,მთა­ვა­რი ის არის,რომ შე­დე­გებს 100%-ით ვე­თან­ხმე­ბი.

ყვე­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი წლის უკან შე­მიყ­ვარ­და და ჩემი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სიყ­ვა­რუ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­დან მა­ლე­ვე მე­გო­ნა,რომ ნამ­დვი­ლი ექ­სპერ­ტი ვი­ყა­ვი, რად­გან ვი­ცო­დი არა იმე­რუ­ლი ყვე­ლი და სულ­გუ­ნი, არა­მედ მო­ცა­რე­ლა, პარ­მე­ზა­ნი, ჩე­და­რი და ფეტა. თუმ­ცა, ინ­ტერ­ნეტ­ში მა­ლე­ვე წა­ვი­კი­თხე,რომ მსოფ­ლი­ო­ში ათე­უ­ლო­ბით ტი­პის ყვე­ლი არ­სე­ბობს, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ქვე­ტი­პებ­ზე და აი,აქ და­მემსხვრა სტე­რე­ო­ტი­პე­ბი.

ასე და­ვი­წყე მოგ­ზა­უ­რო­ბა და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა,თუმ­ცა ამა­ზე ცოტა ქვე­მოთ დავ­წერ. ახლა იმა­ზე მინ­და გე­სა­უბ­როთ, რო­გორ არ აფა­სე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი ყველს და რამ­დე­ნი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს, რომ ის გვიყ­ვარ­დეს:

1) ყვე­ლი თა­ნაბ­რად იდე­ა­ლუ­რია სა­უზ­მის,ლან­ჩი­სა და ვახ­შმი­სას.

2) ყვე­ლი ნე­ბის­მი­ერ კერძს უფრო გემ­რი­ელს ხდის.

3) ყვე­ლი არა­მარ­ტო გა­ნაყ­რებს,არა­მედ გა­ბედ­ნი­ე­რებს. (თუ კვლე­ვებს და ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას ენ­დო­ბით).

4) მისი მომ­ზა­დე­ბა მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა - მა­გა­ლი­თად, სა­ფა­ნელს + მო­ცა­რე­ლა = მო­ცა­რე­ლას ჩხი­რებს.

5) სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლის სა­ხე­ო­ბა აქვს, ამი­ტომ, თუ ყვე­ლი გიყ­ვართ, ჩათ­ვა­ლეთ, ჭა­მის დროს ამ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას­თან ინ­ტეგ­რირ­დე­ბით.

6) ყვე­ლი არას­დრო­საა ზედ­მე­ტი - ოდეს­მე გა­გი­გი­ათ ფრა­ზა „ზედ­მე­ტი ყვე­ლი“?!

ამ დრო­ის­თვის, 10 ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და და­ახ­ლო­ე­ბით, 60 სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი მაქვს გა­სინ­ჯუ­ლი. თუმ­ცა, არ წარ­მო­იდ­გი­ნოთ,რომ მხო­ლოდ ყვე­ლის გამო ვმოგ­ზა­უ­რობ. ყვე­ლი და ღვი­ნო - ეს არის ორი პრო­დუქ­ტი,რომ­ლის გამო ხში­რად დიდ მან­ძილ­საც გავ­დი­ვარ. ამ კუ­თხით, ჩემი იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა - იტა­ლი­ე­ლი მე­გობ­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, მი­ლან­თან ახ­ლოს,პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი ღვი­ნო და ყვე­ლი - პინო ბი­ან­კო და გორ­გონ­ზო­ლა (ცის­ფე­რი ყვე­ლის სა­ხე­ო­ბა) აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

თბი­ლის­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია ისე­თი ად­გი­ლის პოვ­ნა,სა­დაც ხა­რის­ხი­ან ყველს იყი­დი,რა თქმა უნდა, არ ვგუ­ლის­ხმობ იმე­რულ ყველს,თუმ­ცა არც ესაა მარ­ტი­ვი. აქამ­დე ევ­რო­პუ­ლი ყვე­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ა­ში დავ­დი­ო­დი, ქარ­თულ ყველს კი ყო­ველ­თვის „სან­დო“ ად­გი­ლას ვყი­დუ­ლობ­დი.

ამ ყვე­ლა­ფერს წარ­სულ­ში იმი­ტომ ვყვე­ბი,რომ მგო­ნი ყვე­ლის მოყ­ვა­რულ­თა სა­მო­თხეს მი­ვა­გე­ნი. უქ­მე­ებ­ზე,როცა ვის­ვე­ნებ­დი და წე­სი­სა­მებრ,ძაღლს ვა­სე­ირ­ნებ­დი, აბა­ში­ძე­ზე გა­მა­ჩე­რეს და მი­თხრეს, ყველს ხომ არ გა­სინ­ჯავ­თო? ვი­ფიქ­რე, „რა­ტომ არა“, 5 წუთი არა­ფერს წყვეტ­და. ასე გა­და­იქ­ცა ჩემი 5 წუთი 1 სა­ა­თად. გავ­სინ­ჯე ფონ­დიუ,გა­მომ­ცხვა­რი ბრი და კან­ბე­ბე­რი,ვის­წავ­ლე სულ­გუ­ნის ამო­ზელ­ვა და წა­მო­ვე­დით მე და ჩემი ცუგა ბედ­ნი­ე­რე­ბი და და­ნაყ­რე­ბუ­ლე­ბი.

ამ დღის მერე თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რე დღეს დავ­დი­ვარ აბა­ში­ძის 33 ნო­მერ­ში,ყვე­ლის ერთი შე­ხედ­ვით პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც სი­ნამ­დვი­ლე­ში 120 სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი იმა­ლე­ბა. სულ­გუ­ნი­თა და იმე­რუ­ლი ყვე­ლით და­წყვე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ევ­რო­პუ­ლი ყვე­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

შარლ დე გოლ­მა ერთხელ თქვა, რო­გორ უნდა მარ­თო ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც 246 სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი აქ­ვსო, ხოდა, შე­გიძ­ლი­ათ, არ გე­ში­ნო­დეთ - 246 თუ არა, 120 სა­ხე­ო­ბის ყვე­ლი ნამ­დვი­ლად მოგ­ვე­პო­ვე­ბა.

წყა­რო: gemrielia.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი

“აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო?...” - gemrieli.ge-ს რედაქტორის ბლოგი

რამდენიმე წლის წინ, მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს,რომლის მიხედვით, ყველი ისეთივე დამოკიდებულებას იწვევს, როგორც ნარკოტიკი. სიმართლე გითხრათ,კვლევის დეტალებს არ გავეცანი,მთავარი ის არის,რომ შედეგებს 100%-ით ვეთანხმები.

ყველი ძალიან ბევრი წლის უკან შემიყვარდა და ჩემი კვების რაციონი მის გარეშე წარმოუდგენელია. სიყვარულის გაცნობიერებიდან მალევე მეგონა,რომ ნამდვილი ექსპერტი ვიყავი, რადგან ვიცოდი არა იმერული ყველი და სულგუნი, არამედ მოცარელა, პარმეზანი, ჩედარი და ფეტა. თუმცა, ინტერნეტში მალევე წავიკითხე,რომ მსოფლიოში ათეულობით ტიპის ყველი არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ ქვეტიპებზე და აი,აქ დამემსხვრა სტერეოტიპები.

ასე დავიწყე მოგზაურობა და ახალი აღმოჩენების გაკეთება,თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ დავწერ. ახლა იმაზე მინდა გესაუბროთ, როგორ არ აფასებენ ადამიანები ყველს და რამდენი მიზეზი არსებობს, რომ ის გვიყვარდეს:

1) ყველი თანაბრად იდეალურია საუზმის,ლანჩისა და ვახშმისას.

2) ყველი ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს ხდის.

3) ყველი არამარტო განაყრებს,არამედ გაბედნიერებს. (თუ კვლევებს და ჩემს გამოცდილებას ენდობით).

4) მისი მომზადება მარტივად შეიძლება - მაგალითად, საფანელს + მოცარელა = მოცარელას ჩხირებს.

5) სხვადასხვა ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი ყველის სახეობა აქვს, ამიტომ, თუ ყველი გიყვართ, ჩათვალეთ, ჭამის დროს ამ ქვეყნის კულტურასთან ინტეგრირდებით.

6) ყველი არასდროსაა ზედმეტი - ოდესმე გაგიგიათ ფრაზა „ზედმეტი ყველი“?!

ამ დროისთვის, 10 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და დაახლოებით, 60 სახეობის ყველი მაქვს გასინჯული. თუმცა, არ წარმოიდგინოთ,რომ მხოლოდ ყველის გამო ვმოგზაურობ. ყველი და ღვინო - ეს არის ორი პროდუქტი,რომლის გამო ხშირად დიდ მანძილსაც გავდივარ. ამ კუთხით, ჩემი იტალიაში მოგზაურობა ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა - იტალიელი მეგობრების რეკომენდაციით, მილანთან ახლოს,პატარა ქალაქში ჩემი საყვარელი ღვინო და ყველი - პინო ბიანკო და გორგონზოლა (ცისფერი ყველის სახეობა) აღმოვაჩინე.

თბილისში ძალიან რთულია ისეთი ადგილის პოვნა,სადაც ხარისხიან ყველს იყიდი,რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმერულ ყველს,თუმცა არც ესაა მარტივი. აქამდე ევროპული ყველისთვის რამდენიმე მაღაზიაში დავდიოდი, ქართულ ყველს კი ყოველთვის „სანდო“ ადგილას ვყიდულობდი.

ამ ყველაფერს წარსულში იმიტომ ვყვები,რომ მგონი ყველის მოყვარულთა სამოთხეს მივაგენი. უქმეებზე,როცა ვისვენებდი და წესისამებრ,ძაღლს ვასეირნებდი, აბაშიძეზე გამაჩერეს და მითხრეს, ყველს ხომ არ გასინჯავთო? ვიფიქრე, „რატომ არა“, 5 წუთი არაფერს წყვეტდა. ასე გადაიქცა ჩემი 5 წუთი 1 საათად. გავსინჯე ფონდიუ,გამომცხვარი ბრი და კანბებერი,ვისწავლე სულგუნის ამოზელვა და წამოვედით მე და ჩემი ცუგა ბედნიერები და დანაყრებულები.

ამ დღის მერე თითქმის ყოველ მეორე დღეს დავდივარ აბაშიძის 33 ნომერში,ყველის ერთი შეხედვით პატარა მაღაზიაში, სადაც სინამდვილეში 120 სახეობის ყველი იმალება. სულგუნითა და იმერული ყველით დაწყვებული, უმაღლესი ხარისხის ევროპული ყველით დამთავრებული.

შარლ დე გოლმა ერთხელ თქვა, როგორ უნდა მართო ქვეყანა, რომელსაც 246 სახეობის ყველი აქვსო, ხოდა, შეგიძლიათ, არ გეშინოდეთ - 246 თუ არა, 120 სახეობის ყველი ნამდვილად მოგვეპოვება.

წყარო: gemrielia.ge

გადაიდება თუ არა სწავლა საჯარო სკოლებში - განათლების სამინისტროს კომენტარი

ბარში წვიმა, მთაში თოვლი - 14 იანვრამდე საქართველოში ნალექია მოსალოდნელი

სპეციალური ფასები "თეგეტა მოტორსში"