ავტორი:

"მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - საპატრიარქო ანიტა რაჭველიშვილის შესახებ არქიმანდრიტ ბართლომეს კომენტარს ეხმაურება

"მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - საპატრიარქო ანიტა რაჭველიშვილის შესახებ არქიმანდრიტ ბართლომეს კომენტარს ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელიც არქიმანდრიტ ბართლომეს კომენტარს ეხება ანიტა რაჭველიშვილთან დაკავშირებით:

"ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომელმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი. მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე" - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაიშვილმა უცხოეთში მოღვაწე ქართველ საოპერო მომღერალს ანიტა რაჭველიშვილს ბერა ივანიშვილის კრიტიკის გამო, პოსტის კომენტარში დაუწერა - "აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის". აღნიშნულ კომენტარს, საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა, სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ბოდიშს რაჭველიშვილს მხოლოდ მაშინ მოუხდის, თუ სოპრანო ბერა ივანიშვილს მოუხდის ბოდიშს.

რა ბედი ელის მეუფე იაკობს და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - თეოლოგების შეფასებები და პროგნოზები

საქართველოში მასობრივი კიბერშეტევა განხორციელდა - ექსპერტი   განმარტავს, რას შეიძლება ემსახურებოდეს თავდასხმა

იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და დაზოგეთ გონივრულად - რას ნიშნავს ჯანმრთელობის ბარათი და როგორ მიიღოთ ის