ავტორი:

"ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო "ვენდისგან" წარმატებული ბიზნესსაქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო

"ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო "ვენდისგან" წარმატებული ბიზნესსაქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო

გემრიელი ბურგერები, დესერტები და ყავა, სასიამოვნო გარემო და მომსახურება, - ეს იმ უპირატესობათა მცირე ჩამონათვალია, რისთ გამოც დატვირთული დღეებსა თუ კვირის ბოლოს „ვენდისი“ რესტორნებს ვსტუმრობთ.

დიდი ხანია, „ვენდისმა“ მომხმარებლის ნდობა სწორედ უსაფრთხოებისა და საკვების ხარისხით მოიპოვა, რაც კომპანიის ზრდის ტემპებზეც აისახება. ცოტა ხნის წინ, „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო „ვენდისგან“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება „ვენდის“ ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო.

"ვენდის" ქართული წარმომადგენლობა პირველი რესტორნის გახსნის დღიდან ზრუნავს ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ბრენდის მომსახურება და პროდუქცია წლიდან წლამდე უმჯობესდება. შესაბამისად, „ვენდის“ ქართული წარმომადგენლობისთვის Golden Grill-ის ჯილდო მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა ეს არის ერთგვარი მოტივაცია, ქსელში საუკეთესოს სტატუსი შეინარჩუნონ.

„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობის წარმატების აღიარება „ვენდის“ საერთაშორისო კონვენციაზე მოხდა, დაჯილდოების ცერემონიალი კი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის" რესტორანში გაიმართა. დაჯილდოებას „ვენდის" საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი დარილ ბეარერი, საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და „ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.

კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი დარილ ბეარერმა სადღესასწაულო ტორტი „ვენდის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი მშვილდაძესთან ერთად გაჭრა. რაჯეევ საბარვაიმ აღნიშნა, რომ საქართველოში „ვენდის“ რესტორნების ქსელი პირდაპირ ამართლებს კომპანიის სლოგანს - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“.

„ვენდის“ ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტებით, განვითარების სწრაფი ტემპებით, თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვითა და რეინვესტირების სტრატეგიით. ჩვენ გვეამაყება, რომ „ვენდის“ ქართულ წარმომდაგენლობას მიღწეული შედეგებისთვის Golden Grill ჯილდო გადავცეთ“, - განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტმა.

ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, Golden Grill-ის ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით, განმარტება გიორგი მშვილდაძემაც გააკეთა. მისი თქმით ეს ჯილდო „ვენდის საქართველოსთვის“ უმნიშვნელოვანესია, რადგან გადაეცემა იმ ორგანიზაციებსა და ფრანჩაიზერებს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებას აფიქსირებენ.

"ჩვენ მუდმივად ვპასუხობთ ჩვენს მთავარ სლოგანს, რომ უმთავრესი არის ხარისხი. აუცილებლად ვართ ორიენტირებულები მომსახურებაზე - ჩვენთან მოსული სტუმარი ყოველთვის კმაყოფილი უნდა დარჩეს და რა თქმა უნდა, შედეგები, რომელიც ჩვენ 2019 წლის მანძილზე გვაქვს, განსაკუთრებულია მთელი რეგიონის მასშტაბით.

აქედან გამომდინარე, ეს ჯილდო ჩვენთვის საამაყოა და მთელი ჩვენი გუნდის დამსახურებაა. მე მათ პირადად დიდ მადლობას ვუხდი ამ შრომისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის მანძილზე კიდევ არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით, თუმცა ამისთვის მზად ვართ.

ძალიან სიმბოლურია, რომ საერთაშორისო "ვენდიმ" ჯილდო თბილისში მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გადმოგვცა. საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო "ვენდისთან" ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები“, - განაცხადა „ვენდის“ გენერალურმა დირექტორმა.

მიუხედავად იმისა, რომ „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ უმაღლესი ჯილდო მიიღო, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. კომპანია გაფართოებას გეგმავს, თუმცა კიდევ სად შეგვიძლია, ახალ რესტორნებს ვესტუმროთ, ამის შესახებ მალე შევიტყობთ.

დაზოგვის მსოფლიო დღე ფინკა ბანკში - დაიწყე დაზოგვა #თეთრიდღისთვის

ბათუმის ბულვარი გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ოფიციალური წევრი ორგანიზაცია გახდა

ხორცპროდუქტების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები მსოფლიოსა და საქართველოში