სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!
რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

ვიცი ამ ბლო­გის წა­კი­თხვის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ "გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კი­ვარს" პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდე­ბა და მეც იმ ახალ­გაზ­რდად მომ­ნათ­ლავს, რო­მელ­საც უბ­რა­ლოდ ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა სურს, ამის გა­სა­მარ­თლებ­ლად კი, თა­ვის ქვე­ყა­ნას აკ­რი­ტი­კებს.

მარ­თლაც, ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში რომ ჩახ­ვალ სა­ცხოვ­რებ­ლად, მი­ზეზს გკი­თხა­ვენ და იტყვი - ჩემი ქვე­ყა­ნა სა­ქათ­მეს და­ემ­სგავ­საო, ვინ გა­გამ­ტყუ­ნებს რომ ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს სა­ქათ­მი­დან გა­მოქ­ცე­ვა მო­გინ­და? თუმ­ცა, ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, საქ­მეს ასე ვერ ვი­მარ­ტი­ვებ…

მას შემ­დეგ, რაც დე­ბა­ტებ­ში ჩა­ვერ­თე, ყო­ველ­თვის, ერთი შე­ხედ­ვით, და­მარ­ცხე­ბულ ჰი­პო­თე­ზას ვირ­ჩევ­დი და სწო­რი არ­გუ­მენ­ტე­ბით ვცდი­ლობ­დი მის დაც­ვა­სა და გა­ტა­ნას. ახ­ლაც ასეა ჩემი და ჩემი სამ­შობ­ლოს ამ­ბა­ვი - როცა ქვეყ­ნის გა­რეთ გავ­დი­ვარ, იმ რე­ა­ლო­ბას ვი­ვი­წყებ, რო­მელ­შიც ყო­ველ­დღე გვი­წევს ცხოვ­რე­ბა თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს და მო­სა­ყო­ლად სა­სურ­ველ რე­ა­ლო­ბას ვი­გო­ნებ.

კარ­გი მთხრო­ბე­ლი ვარ, უფრო სწო­რად კარ­გი მე­ზღაპ­რეც ვხდე­ბი მა­შინ, როცა ევ­რო­პის უმ­დიდ­რეს, ულა­მა­ზეს და სა­ა­თი­ვით აწყო­ბილ დე­და­ქა­ლა­ქებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნარ­ზე ჩა­მო­სულ მო­ნა­წი­ლე­ებს ჩემი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ვუყ­ვე­ბი. თხრო­ბი­სას ისე­თი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ვხდე­ბი, სხე­ულ­ზე ჟრუ­ან­ტე­ლიც კი მივ­ლის, იმ ქარ­თვე­ლებს ვემ­სგავ­სე­ბი სუფ­რას­თან სა­ქარ­თვე­ლოს სა­დღეგ­რძე­ლოს მჯი­ღის ცე­მით რომ ამ­ბო­ბენ ხოლ­მე...

ვყვე­ბი ჩემი ქვეყ­ნის მთებ­ზე, სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხზე, ტრა­დი­ცი­ულ საკ­ვებ­ზე, რომ­ლის მსგავ­სი სხვა­გან არ­სად არის, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი­თა და გმი­რო­ბით სავ­სე ის­ტო­რი­ა­ზე, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ღვი­ნის კულ­ტუ­რა­ზე, ხან იმა­საც ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ქვევ­რი ჩვენ­თან აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ღვი­ნის ყვე­ლა­ზე ძვე­ლი ის­ტო­რია მთელს მსოფ­ლი­ო­ში ჩვენ გვაქვს, რა­ღა­ცა­ში პირ­ვე­ლო­ბა ხომ ჩვენს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას თავს კარ­გად მო­უ­ქო­ნავს ხოლ­მე...

მაგ­რამ, იქ­ნებ მა­შინ, როცა ჩვენ­თან ღვი­ნოს ქვევრში აყე­ნებ­დნენ, სხვა­გან უფრო გან­ვი­თა­რე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს იყე­ნებ­დნენ ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კურ­თხე­უ­ლი მათ­რო­ბე­ლას და­სამ­ზა­დებ­ლად და ამი­ტომ არ არის არ­სად უფრო ძვე­ლი ქვევ­რი აღ­მო­ჩე­ნი­ლი? ლო­გი­კუ­რია ხომ?! და­ფიქ­რე­ბად ღირს, მაგ­რამ იმას რომ ამა­ზე ხან­და­ხან ვფიქ­რობ ხოლ­მე, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ხმა­მაღ­ლა არას­დროს ვა­ღი­ა­რებ...

ისე­ვე რო­გორც არ ვამ­ბობ, რომ სხვე­ბის­თვის მომ­ღი­მა­რი და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ერი, თა­ვის სამ­მი­ლი­ო­ნი­ან სხე­ულ­ში 80 ათას ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს, კი­დევ ამ­დენს ან უფრო მეტს, ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს მა­ლავს, თვი­თო­ნაც ძა­ლა­დობს და ამა­ზე არ სა­უბ­რობს, თე­მას ტა­ბუს ადებს და ვინც ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს და­ა­პი­რებს, კე­დელ­თან და­ა­ყე­ნებს და დახ­ვრეტს, ტყვი­ით თუ არა სი­ტყვით მა­ინც.

ქვეყ­ნის გა­რეთ არც იმას ვა­ღი­ა­რებ, რომ ეს მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ერი ისე ჩარ­ჩა თა­ვის ტრა­დი­ცი­ებ­ში, რომ ყვე­ლა­ფერს გან­სხვა­ვე­ბულს ემ­ტე­რე­ბა, მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რად კი არა, „ტა­ბუ­რეტ­კე­ბი­თაც“. აბა, იმას სა­ერ­თოდ რა მათ­ქმე­ვი­ნებს, რომ კი, მთელს ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი სამ­ზა­რე­უ­ლო გვაქვს, მაგ­რამ ეს კერ­ძე­ბი უკვე დი­დი­ხა­ნია ბე­ბოს კერ­ძე­ბის დამ­ტვე­რილ რვე­ულ­ში დარ­ჩა, რად­გან დღეს ქარ­თვე­ლე­ბის რა­ცი­ონს რო­გორც წესი - პური და პური შე­ად­გენს... ამის წინ დედა მე­უბ­ნე­ბო­და, პურს რომ მწვა­ნი­ლი შე­ა­ტა­ნო ისიც კი ძა­ლი­ან გაძ­ვი­რე­ბუ­ლი­აო.

როცა პრობ­ლე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბას ვი­წყებთ, პარ­ლა­მენ­ტში, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, ნი­უს­რუ­მებ­ში, კა­ბი­ნე­ტებ­ში, მე­გობ­რე­ბი რეს­ტო­რან­ში, რე­ჟი­სო­რე­ბი ფილ­მებ­ში და მწერ­ლე­ბი წიგ­ნებ­ში, შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ, რომ კა­მა­თი მა­შინ­ვე მა­ღალ­მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე იწყე­ბა? რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბა უნდა მი­ვი­ღოთ და მათ ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა მივ­ცეთ, რომ სხვა უმ­ცი­რე­სო­სო­ბებ­საც ისე­თი­ვე უფ­ლე­ბე­ბი უნდა და­ვუ­ტო­ვოთ, რომ მა­მა­ო­ე­ბი ჯი­პე­ბით არ უნდა და­დი­ოდ­ნენ... და კი­დევ ათა­სი მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბა გა­მახ­სენ­დე­ბა თუ სა­კუ­თარ თავს დრო­უ­ლად არ გა­ვა­ჩე­რებ და არ გა­ვიხ­სე­ნებ რომ...

გუ­შინ კა­ხე­თი­დან მოვ­დი­ო­დი. გა­ჩე­რე­ბა­ზე დავ­დე­ქი. მან­ქა­ნა არ მყავს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ მაქვს, თო­რემ რომ მქონ­დეს სულ არ ვი­ფიქ­რებ­დი ეკო­ლო­გი­ა­ზე, უფრო იმ აზრს „მი­ვაწ­ვე­ბო­დი“, რომ ამ­დენ ათას მან­ქა­ნა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი სა­ერ­თო ფონს ვერ შეც­ვლი­და... არა­და შეც­ვლის, მაგ­რამ რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლე­ბის და­ხუჭ­ვა ხომ კარ­გად გვას­წავ­ლა დრომ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თუ ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ოკუ­პა­ცი­ა­ზეც კი და­ხუ­ჭონ თვა­ლი?!

ჰოდა მეც დავ­ხუ­ჭავ­დი, ოღონდ, ჩვენ რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ვე­ძა­ხით და სი­ნამ­დვი­ლე­ში ქათ­მე­ბის გა­დამ­ზიდს ჰგავს, მა­გით მგზავ­რო­ბა აღარ მი­წევ­დეს, არც კა­ხე­თი­დან და არც ყო­ველ­დღე რუს­თა­ვი­დან თბი­ლი­სამ­დე და პი­რი­ქით.

ქვე­ყა­ნა რომ სა­ქათ­მეს ჰგავს არ იკ­მა­რეს და ქან­და­რე­ბის ჩა­მა­ტე­ბა ის­წავ­ლეს ყველ­გან, სა­დაც სივ­რცეს და­ი­ნა­ხა­ვენ - ჩვენ რომ ქა­ლა­ქე­ბი გვგო­ნია იქ, ჩვენ რომ გზე­ბი გვგო­ნია იქაც, ჩვენ რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს ვე­ძა­ხით მან­დაც. ზო­გი­ერთ ტრან­სპორ­ტში „თა­ნა­მედ­რო­ვე ქან­და­რე­ბი“ გად­მო­საშ­ლე­ლია და სა­სურ­ველ გა­ჩე­რე­ბა­ზე ისე ვერ ჩახ­ვალ, რომ ან შენი საჯ­დო­მი არ მiედოს ვინ­მეს, ან სხვი­სი საჯ­დო­მი არ მო­გე­დოს შენ.

ასე­თი ფიქ­რე­ბით ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს იმ გა­ჩე­რე­ბა­ზე მხვდე­ბა, სა­ი­და­ნაც სახ­ლში მი­მა­ვალ ტრან­სპორ­ტს უნდა გავ­ყვე. ყვე­ლა მზად ვართ, ერ­თსა­ა­თი­ან, სა­ცო­ბე­ბით სავ­სე გზებ­ზე ფეხ­ზე ვიდ­გეთ. ვიდ­გეთ და მო­მა­ტე­ბულ ტა­რი­ფებს ვიხ­დი­დეთ.

ჯიბ­რზე, მგზავ­რო­ბის (ანუ ტან­ჯვის) ხან­გრძლი­ვო­ბაც იზ­რდე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის უნი­კა­ლუ­რი გეგ­მე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქე­ბის გან­ტვირ­თვას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სა­ცო­ბე­ბით დატ­ვირ­თვას იწ­ვევს.

ამ ყვე­ლაფ­რით დაღ­ლი­ლი და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­საც აღარ ინ­დო­ბენ - ბო­ლოს გა­ჩე­რე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, გვა­რი­ა­ნი ცემა-ტყე­პა იყო ატე­ხი­ლი რი­გის (თუ უფრო სწო­რად ური­გო­ბის) გამო. შემ­დეგ ეს გან­რის­ხე­ბუ­ლი ჯგუ­ფი მძღოლს ეჩხუ­ბე­ბა, ნერ­ვებ­მოშ­ლი­ლი მძღო­ლი გზას ყუ­რა­დღე­ბას ვე­ღარ აქ­ცევს და ავა­რი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ჩნდე­ბა... ზუს­ტად მაგ დროს ხვდე­ბი, რომ ზოგ­ჯერ თქმა სჯობს არა თქმა­სა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ თქმი­თაც და­შავ­დე­ბა.

არა­და ამ ბრაზს სა­დამ­დე ჩა­ი­ტევ ადა­მი­ა­ნი? მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვალ გამ­ყიდ­ველს ეჩხუ­ბე­ბი, რო­მელ­მაც კარ­გად ვერ გა­ი­გო რა უნდა მო­გა­წო­დოს, ან დრო­უ­ლად ვერ მო­გემ­სა­ხუ­რა, გამ­ყიდ­ვე­ლი სხვა მომ­ხმა­რე­ბელს ეჩხუ­ბე­ბა, ეს გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სახ­ლში წავა და ცოლს ეჩხუ­ბე­ბა, ან შვილს, ან ქმარს, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს. ყვე­ლა სულ უფრო მე­ტად ბრა­ზობს ყვე­ლა­ზე...

მეც გავ­ბრაზ­დი, კა­ხე­თი­დან მო­მა­ვალ გზა­ზე „ქა­თამმ­ზი­დის“ გად­მო­საშ­ლელ ქან­და­რა­ზე რომ ვი­ჯე­ქი და ამ დროს უკან მჯდომს ჩას­ვლა მო­უნ­და, გა­ტა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში თავი კა­რე­ბის ჩარ­ჩოს მი­ვარ­ტყი და სწო­რედ მაგ დროს გავ­ბრაზ­დი: სა­კუ­თარ მო­უ­ხერ­ხებ­ლო­ბა­ზე, „ქა­თამმ­ზი­დი­ვით“ ტრან­სპორტზე, ამ ტრან­პორ­ტის მძღოლ­ზე, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც ვერ გა­ი­ა­რა და ახლა ყო­ველ თვე ჯა­რი­მის სა­ხით 50 ლარს იხ­დის, მთავ­რო­ბა­ზე რო­მელ­საც წე­სი­ე­რი კა­ნო­ნე­ბი ვერ შე­მო­უ­ღია, ქვე­ყა­ნა­ზე, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს იტევს, მა­ლავს და აჩუ­მა­თებს და კი­დევ ერთხელ ჩემს თავ­ზე, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გა­რეთ მე­ზღაპ­რე­ობს და თა­ვის ქვე­ყა­ნა­ზე ლე­გენ­დებს იგო­ნებს.

და ზუს­ტად ასე იქცა ჩემი ქვე­ყა­ნა სა­ქათ­მედ...

ფო­ტო­ზე: სტენ­სი­ლი რუს­თა­ვი­დან, მხატ­ვა­რი - ნიკო

anka
0

მე 54 წლის ქალი გეუბნები შენ ბრავო !! ბრავო!!!! 100% გეთანხმები 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

ვიცი ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ, საქართველოს ბევრ "გულმხურვალე გულშემატკივარს" პროტესტის გრძნობა გაუჩნდება და მეც იმ ახალგაზრდად მომნათლავს, რომელსაც უბრალოდ ქვეყნიდან გაქცევა სურს, ამის გასამართლებლად კი, თავის ქვეყანას აკრიტიკებს.

მართლაც, ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ ჩახვალ საცხოვრებლად, მიზეზს გკითხავენ და იტყვი - ჩემი ქვეყანა საქათმეს დაემსგავსაო, ვინ გაგამტყუნებს რომ ნორმალურ ადამიანს საქათმიდან გამოქცევა მოგინდა? თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, საქმეს ასე ვერ ვიმარტივებ…

მას შემდეგ, რაც დებატებში ჩავერთე, ყოველთვის, ერთი შეხედვით, დამარცხებულ ჰიპოთეზას ვირჩევდი და სწორი არგუმენტებით ვცდილობდი მის დაცვასა და გატანას. ახლაც ასეა ჩემი და ჩემი სამშობლოს ამბავი - როცა ქვეყნის გარეთ გავდივარ, იმ რეალობას ვივიწყებ, რომელშიც ყოველდღე გვიწევს ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს და მოსაყოლად სასურველ რეალობას ვიგონებ.

კარგი მთხრობელი ვარ, უფრო სწორად კარგი მეზღაპრეც ვხდები მაშინ, როცა ევროპის უმდიდრეს, ულამაზეს და საათივით აწყობილ დედაქალაქებში, საერთაშორისო სემინარზე ჩამოსულ მონაწილეებს ჩემი ქვეყნის შესახებ ვუყვები. თხრობისას ისეთი დამაჯერებელი ვხდები, სხეულზე ჟრუანტელიც კი მივლის, იმ ქართველებს ვემსგავსები სუფრასთან საქართველოს სადღეგრძელოს მჯიღის ცემით რომ ამბობენ ხოლმე...

ვყვები ჩემი ქვეყნის მთებზე, სტუმართმოყვარე ხალხზე, ტრადიციულ საკვებზე, რომლის მსგავსი სხვაგან არსად არის, გამარჯვებებითა და გმირობით სავსე ისტორიაზე, მრავალსაუკუნოვან ღვინის კულტურაზე, ხან იმასაც ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ძველი ქვევრი ჩვენთან აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინის ყველაზე ძველი ისტორია მთელს მსოფლიოში ჩვენ გვაქვს, რაღაცაში პირველობა ხომ ჩვენს თავმოყვარეობას თავს კარგად მოუქონავს ხოლმე...

მაგრამ, იქნებ მაშინ, როცა ჩვენთან ღვინოს ქვევრში აყენებდნენ, სხვაგან უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებს იყენებდნენ ქართველებისთვის კურთხეული მათრობელას დასამზადებლად და ამიტომ არ არის არსად უფრო ძველი ქვევრი აღმოჩენილი? ლოგიკურია ხომ?! დაფიქრებად ღირს, მაგრამ იმას რომ ამაზე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, საერთაშორისო დონეზე ხმამაღლა არასდროს ვაღიარებ...

ისევე როგორც არ ვამბობ, რომ სხვებისთვის მომღიმარი და სტუმართმოყვარე ერი, თავის სამმილიონიან სხეულში 80 ათას ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს, კიდევ ამდენს ან უფრო მეტს, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლს მალავს, თვითონაც ძალადობს და ამაზე არ საუბრობს, თემას ტაბუს ადებს და ვინც ამ თემაზე საუბარს დააპირებს, კედელთან დააყენებს და დახვრეტს, ტყვიით თუ არა სიტყვით მაინც.

ქვეყნის გარეთ არც იმას ვაღიარებ, რომ ეს მრავალსაუკუნოვანი ერი ისე ჩარჩა თავის ტრადიციებში, რომ ყველაფერს განსხვავებულს ემტერება, მხოლოდ მორალურად კი არა, „ტაბურეტკებითაც“. აბა, იმას საერთოდ რა მათქმევინებს, რომ კი, მთელს ევროპაში ყველაზე კარგი სამზარეულო გვაქვს, მაგრამ ეს კერძები უკვე დიდიხანია ბებოს კერძების დამტვერილ რვეულში დარჩა, რადგან დღეს ქართველების რაციონს როგორც წესი - პური და პური შეადგენს... ამის წინ დედა მეუბნებოდა, პურს რომ მწვანილი შეატანო ისიც კი ძალიან გაძვირებულიაო.

როცა პრობლემებზე მსჯელობას ვიწყებთ, პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე, ნიუსრუმებში, კაბინეტებში, მეგობრები რესტორანში, რეჟისორები ფილმებში და მწერლები წიგნებში, შეგიმჩნევიათ, რომ კამათი მაშინვე მაღალმატერიალურ ღირებულებებზე იწყება? რომ სექსუალური უმცირესობა უნდა მივიღოთ და მათ ქორწინების უფლება მივცეთ, რომ სხვა უმცირესოსობებსაც ისეთივე უფლებები უნდა დავუტოვოთ, რომ მამაოები ჯიპებით არ უნდა დადიოდნენ... და კიდევ ათასი მსგავსი წინადადება გამახსენდება თუ საკუთარ თავს დროულად არ გავაჩერებ და არ გავიხსენებ რომ...

გუშინ კახეთიდან მოვდიოდი. გაჩერებაზე დავდექი. მანქანა არ მყავს, შესაძლებლობა ნამდვილად არ მაქვს, თორემ რომ მქონდეს სულ არ ვიფიქრებდი ეკოლოგიაზე, უფრო იმ აზრს „მივაწვებოდი“, რომ ამდენ ათას მანქანაში კიდევ რამდენიმე კუბური მეტრი გამონაბოლქვი საერთო ფონს ვერ შეცვლიდა... არადა შეცვლის, მაგრამ რაღაცებზე თვალების დახუჭვა ხომ კარგად გვასწავლა დრომ, საზოგადოებამ თუ ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზეც კი დახუჭონ თვალი?!

ჰოდა მეც დავხუჭავდი, ოღონდ, ჩვენ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვეძახით და სინამდვილეში ქათმების გადამზიდს ჰგავს, მაგით მგზავრობა აღარ მიწევდეს, არც კახეთიდან და არც ყოველდღე რუსთავიდან თბილისამდე და პირიქით.

ქვეყანა რომ საქათმეს ჰგავს არ იკმარეს და ქანდარების ჩამატება ისწავლეს ყველგან, სადაც სივრცეს დაინახავენ - ჩვენ რომ ქალაქები გვგონია იქ, ჩვენ რომ გზები გვგონია იქაც, ჩვენ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვეძახით მანდაც. ზოგიერთ ტრანსპორტში „თანამედროვე ქანდარები“ გადმოსაშლელია და სასურველ გაჩერებაზე ისე ვერ ჩახვალ, რომ ან შენი საჯდომი არ მiედოს ვინმეს, ან სხვისი საჯდომი არ მოგედოს შენ.

ასეთი ფიქრებით ასეულობით ადამიანი ყოველ საღამოს იმ გაჩერებაზე მხვდება, საიდანაც სახლში მიმავალ ტრანსპორტს უნდა გავყვე. ყველა მზად ვართ, ერთსაათიან, საცობებით სავსე გზებზე ფეხზე ვიდგეთ. ვიდგეთ და მომატებულ ტარიფებს ვიხდიდეთ.

ჯიბრზე, მგზავრობის (ანუ ტანჯვის) ხანგრძლივობაც იზრდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უნიკალური გეგმების წყალობით, რომლებიც ქალაქების განტვირთვას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში კი საცობებით დატვირთვას იწვევს.

ამ ყველაფრით დაღლილი და გაღიზიანებული ადამიანები შემდეგ ერთმანეთსაც აღარ ინდობენ - ბოლოს გაჩერებაზე რომ მივედი, გვარიანი ცემა-ტყეპა იყო ატეხილი რიგის (თუ უფრო სწორად ურიგობის) გამო. შემდეგ ეს განრისხებული ჯგუფი მძღოლს ეჩხუბება, ნერვებმოშლილი მძღოლი გზას ყურადღებას ვეღარ აქცევს და ავარიული სიტუაციები ჩნდება... ზუსტად მაგ დროს ხვდები, რომ ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, მაგრამ ზოგჯერ თქმითაც დაშავდება.

არადა ამ ბრაზს სადამდე ჩაიტევ ადამიანი? მაღაზიაში შეხვალ გამყიდველს ეჩხუბები, რომელმაც კარგად ვერ გაიგო რა უნდა მოგაწოდოს, ან დროულად ვერ მოგემსახურა, გამყიდველი სხვა მომხმარებელს ეჩხუბება, ეს გაბოროტებული მომხმარებელი სახლში წავა და ცოლს ეჩხუბება, ან შვილს, ან ქმარს, საბოლოოდ ყველა ერთმანეთს. ყველა სულ უფრო მეტად ბრაზობს ყველაზე...

მეც გავბრაზდი, კახეთიდან მომავალ გზაზე „ქათამმზიდის“ გადმოსაშლელ ქანდარაზე რომ ვიჯექი და ამ დროს უკან მჯდომს ჩასვლა მოუნდა, გატარების მცდელობაში თავი კარების ჩარჩოს მივარტყი და სწორედ მაგ დროს გავბრაზდი: საკუთარ მოუხერხებლობაზე, „ქათამმზიდივით“ ტრანსპორტზე, ამ ტრანპორტის მძღოლზე, რომელმაც სავარაუდოდ ტექდათვალიერებაც ვერ გაიარა და ახლა ყოველ თვე ჯარიმის სახით 50 ლარს იხდის, მთავრობაზე რომელსაც წესიერი კანონები ვერ შემოუღია, ქვეყანაზე, რომელიც ამ ყველაფერს იტევს, მალავს და აჩუმათებს და კიდევ ერთხელ ჩემს თავზე, რომელიც ქვეყნის გარეთ მეზღაპრეობს და თავის ქვეყანაზე ლეგენდებს იგონებს.

და ზუსტად ასე იქცა ჩემი ქვეყანა საქათმედ...

ფოტოზე: სტენსილი რუსთავიდან, მხატვარი - ნიკო

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე "შვიდეულის პერიოდში" იქნება" - ამირან გამყრელიძე