სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები ელის "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონში მაყურებელს - "წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც"
რა ცვლილებები ელის "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონში მაყურებელს - "წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც"

26 ოქ­ტომ­ბერს, შა­ბათს, 10 სა­ათ­ზე „პირ­ვე­ლი არ­ხის“ ეთერ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გაპ­რო­ექ­ტის „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“ მე­ო­რე სე­ზო­ნი ბრუნ­დე­ბა.

ჟი­უ­რი მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბულს გა­მო­ავ­ლენს, რო­მე­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­სამ­გზავ­რე­ბელ საგ­ზურს მი­ი­ღებს. რო­გორს ჟი­უ­რის წევ­რი, „პირ­ვე­ლი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და ევ­რო­ვი­ზი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს უამ­ბობს, მომ­ღე­რალს, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რე­ბა, წელს სიმ­ღე­რას „პირ­ვე­ლი არ­ხის“ საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუ­ფი შე­უქ­მნის და იზ­რუ­ნე­ბენ სცე­ნოგ­რა­ფი­ა­ზეც.

"ჩვენ ვარ­ჩევთ მხო­ლოდ მომ­ღე­რალს და არა სიმ­ღე­რას. სიმ­ღე­რას პირ­ვე­ლი არ­ხის საპ­რო­დი­უ­სე­რო ჯგუ­ფი („აკუს­ტი­კა“ და „რა­ნი­ნა“) შექ­მნის და ასე­ვე იმ ყვე­ლა­ფერს, რაც კონ­კურ­სანტს იქ წარ­სად­გე­ნად სჭირ­დე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

- შარ­შან კონ­კურ­სში გა­მოც­დილ მომ­ღერ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ ახალ­ბე­და მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად. ამ სე­ზონ­ზეც ასე იქ­ნე­ბა?

- ჩვენ ვართ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს. თა­ვი­დან მომ­ღერ­ლის, მუ­სი­კო­სის გა­და­სა­წყვე­ტია, მი­ი­ღებს თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კონ­კურ­სში და ამის შემ­დგომ მათ არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ აქვთ.

მოკ­ლედ, კონ­კურ­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლია და ყვე­ლას შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ასე რომ, ჩვე­ნი მე­გა­შოუ არ­ჩევს „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს“ და „ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სანტს კონ­კურ­სის წე­სით. შარ­შან უფრო მეტ­მა გა­მოც­დილ­მა მუ­სი­კოს­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. წელს გვყავს ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა, მათ შო­რის, ცნო­ბი­ლე­ბიც, რამ­დე­ნი­მე სხვა პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

- 26 ოქ­ტომ­ბერს რას იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი?

- იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი კას­ტინ­გი და 11 ნო­ემ­ბრამ­დე, ყო­ველ შა­ბათს, ვაჩ­ვე­ნებთ სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლამ­დე რო­გორ მი­ვე­დით. ამ სე­ზონ­ზეც ბევ­რმა კონ­კურ­სან­ტმა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სულ ვამ­ბობ, რომ სა­ი­დან ამ­ხე­ლა უშ­რე­ტი წყა­რო ნი­ჭი­ე­რე­ბის მუ­სი­კო­სებ­სა და მომ­ღერ­ლებ­ში, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ არის.

ის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი, რო­მე­ლიც გა­სულ სე­ზონ­ზე დავ­ნერ­გეთ და რაც „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ხმე­ბის უფა­სოდ მი­ცე­მაა, ისევ ძა­ლა­შია. ოღონდ, წელს 6 სა­ათ­ში ერთხელ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს მომ­ხმა­რე­ბელ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად.

ყვე­ლა­ფე­რი კი მეტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბი­სა ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის (რო­გორც „ევ­რო­ვი­ზი­ის“ პრინ­ცი­პია, 20 სმს და 20 ზარი დღე­ში).

- ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც ცვლი­ლე­ბაა, ხომ?

- კი, მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბა გვაქვს, თუმ­ცა კონ­ცეფ­ცია იგი­ვეა. ჟი­უ­რი­ში ვი­ხი­ლავთ პრო­ფე­სი­ო­ნალ მუ­სი­კოსს, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის ადა­მი­ანს, დათო ევ­გე­ნი­ძეს, რო­მელ­საც სხვა კონ­კურ­სებ­ში ჟი­უ­რის წევ­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ის ასე­ვე „პირ­ვე­ლი არ­ხის“ მთა­ვა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლია და ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რია, რომ ჟი­უ­რი­ში დათო ევ­გე­ნი­ძე იქ­ნე­ბა.

ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე ვი­ხი­ლავთ პრო­ფე­სი­ო­ნალ და პო­პუ­ლა­რულ პი­ა­ნისტს და­თუ­მა ალა­დაშ­ვილს, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის „რა­ნი­ნას“ წამ­ყვანს.

- „ევ­რო­ვი­ზი­ის“ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­ი­მე ახა­ლი მო­თხოვ­ნა ხომ არ არის?

- ჩვენ რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, კონ­კურ­სის სა­ხით ავარ­ჩი­ოთ მო­ნა­წი­ლე. „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვამ­დე“ სხვა­დას­ხვა მცდე­ლო­ბა ყო­ფი­ლა, მაგ­რამ კონ­კურ­სი რთუ­ლი რა­მაა, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ყვე­ლა შე­ჯერ­დეს, მით უმე­ტეს, რომ ამ­დე­ნი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი გვყავს, თუმ­ცა „პირ­ვე­ლი არხი“ თა­ვის მხრივ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ პრო­ექ­ტი გამჭვირ­ვა­ლე იყოს, ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი, მხო­ლოდ ამა­ზე დაყ­რდნო­ბით ავირ­ჩი­ოთ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, სხვა მი­ზა­ნი არ გვაქვს.

და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლი, პი­ა­ნის­ტი, ჟი­უ­რის ახა­ლი წევ­რი:

- ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ვარ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ჟი­უ­რი­ში ჩემს საყ­ვა­რელ „პირ­ველ არხზე“. ავარ­ჩი­ეთ ათე­უ­ლი, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად გა­რან­ტი­აა იმის, რომ ვინც არ უნდა გახ­დეს „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად პრო­ცესს, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­მე­რებს მიღ­მა მუ­შა­ო­ბენ, მათ­გან სრუ­ლი გა­რან­ტია გვაქვს, რომ „პირ­ვე­ლი არ­ხის“ მა­ყუ­რე­ბელს 26 ოქ­ტომ­ბრი­დან მუ­სი­კა­ლუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი ელო­დე­ბა.

- რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რი, რო­გო­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი იქ­ნე­ბით?

- სა­ერ­თოდ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ვარ ნე­ბის­მი­ე­რი კონ­კურ­სან­ტის მი­მართ, ვარ თუ არა ჟი­უ­რის წევ­რი. ჩემი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა, არ მაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რა­ღა­ცებ­ზე თვა­ლი დავ­ხუ­ჭო... კონ­კურ­სის წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, ჩვენ ვე­ძებთ ახალ ხმას, ახალ არ­ტისტს.

მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი, მაგ­რამ სუ­ბი­ექ­ტუ­რიც იმის­თვის, რომ ავარ­ჩი­ოთ ნამ­დვი­ლად ხა­რის­ხი­ა­ნი ახა­ლი არ­ტის­ტი, ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც თა­ვის სათ­ქმელს იტყვის.

რაც მთა­ვა­რია, ამას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად ვა­კე­თებთ, რად­გა­ნაც იმ­დე­ნად კარ­გი თა­ო­ბაა, იმ­დე­ნად კარ­გი ნა­კა­დია ყო­ველ­წლი­უ­რად, რომ ეს გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, იყო ბედ­ნი­ე­რი და მშვი­დად ჟი­უ­რის ამ­პლუ­ა­ში.

ავტორი:

რა ცვლილებები ელის "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონში მაყურებელს - "წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც"

რა ცვლილებები ელის "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონში მაყურებელს - "წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც"

26 ოქტომბერს, შაბათს, 10 საათზე „პირველი არხის“ ეთერში საერთაშორისო მუსიკალური მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ მეორე სეზონი ბრუნდება.

ჟიური მაყურებელთან ერთად, კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც "ევროვიზიაზე" გასამგზავრებელ საგზურს მიიღებს. როგორს ჟიურის წევრი, „პირველი არხის“ დირექტორის მოადგილე და ევროვიზიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში თიკო ბერძენიშვილი AMBEBI.GE-ს უამბობს, მომღერალს, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება, წელს სიმღერას „პირველი არხის“ საპროდიუსერო ჯგუფი შეუქმნის და იზრუნებენ სცენოგრაფიაზეც.

"ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ მომღერალს და არა სიმღერას. სიმღერას პირველი არხის საპროდიუსერო ჯგუფი („აკუსტიკა“ და „რანინა“) შექმნის და ასევე იმ ყველაფერს, რაც კონკურსანტს იქ წარსადგენად სჭირდება“ - აღნიშნავს თიკო ბერძენიშვილი.

- შარშან კონკურსში გამოცდილ მომღერლებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ახალბედა მუსიკოსებთან ერთად. ამ სეზონზეც ასე იქნება?

- ჩვენ ვართ საერთაშორისო კონკურსი და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თავიდან მომღერლის, მუსიკოსის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კონკურსში და ამის შემდგომ მათ არანაირი შეზღუდვა არ აქვთ.

მოკლედ, კონკურსი დემოკრატიულია და ყველას შეუძლია მონაწილეობა. ასე რომ, ჩვენი მეგაშოუ არჩევს „საქართველოს ვარსკვლავს“ და „ევროვიზიის“ კონკურსანტს კონკურსის წესით. შარშან უფრო მეტმა გამოცდილმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც, რამდენიმე სხვა პროექტის გამარჯვებული.

- 26 ოქტომბერს რას იხილავს მაყურებელი?

- იქნება პირველი კასტინგი და 11 ნოემბრამდე, ყოველ შაბათს, ვაჩვენებთ საუკეთესო ათეულამდე როგორ მივედით. ამ სეზონზეც ბევრმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა და სულ ვამბობ, რომ საიდან ამხელა უშრეტი წყარო ნიჭიერების მუსიკოსებსა და მომღერლებში, მაგრამ ფაქტია, რომ არის.

ის ინოვაციური მეთოდი, რომელიც გასულ სეზონზე დავნერგეთ და რაც „ფეისბუქის“ საშუალებით კონკურსანტებისთვის ხმების უფასოდ მიცემაა, ისევ ძალაშია. ოღონდ, წელს 6 საათში ერთხელ იქნება შესაძლებელი. ეს მომხმარებელზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ, გამოკითხვის შედეგად.

ყველაფერი კი მეტი დემოკრატიულობისა ობიექტურობისთვის (როგორც „ევროვიზიის“ პრინციპია, 20 სმს და 20 ზარი დღეში).

- ჟიურის შემადგენლობაშიც ცვლილებაა, ხომ?

- კი, მცირედი ცვლილება გვაქვს, თუმცა კონცეფცია იგივეა. ჟიურიში ვიხილავთ პროფესიონალ მუსიკოსს, დიდი გამოცდილების ადამიანს, დათო ევგენიძეს, რომელსაც სხვა კონკურსებში ჟიურის წევრობის გამოცდილება აქვს, ის ასევე „პირველი არხის“ მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელია და ძალიან ლოგიკურია, რომ ჟიურიში დათო ევგენიძე იქნება.

ჟიურის შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ პროფესიონალ და პოპულარულ პიანისტს დათუმა ალადაშვილს, ჩვენი პროექტის „რანინას“ წამყვანს.

- „ევროვიზიის“ მიმართულებით, რაიმე ახალი მოთხოვნა ხომ არ არის?

- ჩვენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულები ვართ, კონკურსის სახით ავარჩიოთ მონაწილე. „საქართველოს ვარსკვლავამდე“ სხვადასხვა მცდელობა ყოფილა, მაგრამ კონკურსი რთული რამაა, რომ საბოლოო ჯამში ყველა შეჯერდეს, მით უმეტეს, რომ ამდენი ძალიან ნიჭიერი კონკურსანტი გვყავს, თუმცა „პირველი არხი“ თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროექტი გამჭვირვალე იყოს, ძალიან ობიექტური, მხოლოდ ამაზე დაყრდნობით ავირჩიოთ გამარჯვებული, სხვა მიზანი არ გვაქვს.

დათუნა ალადაშვილი, პიანისტი, ჟიურის ახალი წევრი:

- ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურიში ჩემს საყვარელ „პირველ არხზე“. ავარჩიეთ ათეული, რომელიც ფაქტობრივად გარანტიაა იმის, რომ ვინც არ უნდა გახდეს „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, ყველა ღირსეული იქნება.

რაც შეეხება თავად პროცესს, არაჩვეულებრივია, ადამიანები, რომლებიც კამერებს მიღმა მუშაობენ, მათგან სრული გარანტია გვაქვს, რომ „პირველი არხის“ მაყურებელს 26 ოქტომბრიდან მუსიკალური დღესასწაული ელოდება.

- როგორც ჟიურის წევრი, როგორი შემფასებელი იქნებით?

- საერთოდ კეთილგანწყობილი ვარ ნებისმიერი კონკურსანტის მიმართ, ვარ თუ არა ჟიურის წევრი. ჩემი პრაქტიკული გამოცდილება, განათლება, არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცებზე თვალი დავხუჭო... კონკურსის წესებიდან გამომდინარეც, ჩვენ ვეძებთ ახალ ხმას, ახალ არტისტს.

მოკლედ, ძალიან ობიექტური, მაგრამ სუბიექტურიც იმისთვის, რომ ავარჩიოთ ნამდვილად ხარისხიანი ახალი არტისტი, ვარსკვლავი, რომელიც თავის სათქმელს იტყვის.

რაც მთავარია, ამას ძალიან მარტივად ვაკეთებთ, რადგანაც იმდენად კარგი თაობაა, იმდენად კარგი ნაკადია ყოველწლიურად, რომ ეს გაძლევს საშუალებას, იყო ბედნიერი და მშვიდად ჟიურის ამპლუაში.

ქართველი არტისტის გამოფენა, რომელიც 2 ნოემბერს Summer Set-ზე მისულ სტუმრებს დახვდებათ

არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი, რომელიც უნიკალურ გამოცემებს ქმნის

"40 კაც მზარეულს შორის ერთადერთი გოგო ვიყავი, ღორის ათკილოიან თავებს ვეზიდებოდი..." - ნუცა სურგულაძე "მასტერშეფის" შემდეგ, ნაყინის უნივერსიტეტში ისწავლის