სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბედური შემთხვევა საქალაქო სასამართლოში - ადვოკატი პროცესის დროს გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა საქალაქო სასამართლოში - ადვოკატი პროცესის დროს გარდაიცვალა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ცოტა ხნის წინ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და - ად­ვო­კა­ტი ნო­დარ ილუ­რი­ძე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრა­გე­დია სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 12:00 სა­ა­თის­თვის მოხ­და. ად­ვო­კა­ტი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და შე­უძ­ლოდ, რის გა­მოც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს, თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სულ ექი­მებს ად­ვო­კა­ტი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის დროს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მან AMBEBI.GE-ს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლე­ბი უამ­ბო:

"სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და. მე ვი­ყა­ვი იმ დროს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო ეზო­ში, რო­დე­საც ჩოჩ­ქო­ლი ატყდა და გა­ვი­გე, რომ ჩემი კო­ლე­გა გარ­და­იც­ვა­ლა პრო­ცე­სის დროს.

ნო­დარ ილუ­რი­ძე 60 წლამ­დე ასა­კის იყო. მას ჰყავს ოჯა­ხი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია... სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. მთე­ლი დღე სხვა­ზე ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა..." - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს კუბ­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ასა­თი­ა­ნი:

"მაც­ნო­ბეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი - პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ჩვე­ნი კო­ლე­გა ნო­დარ ილუ­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დარ­ბაზ­ში. ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სა­ხე­ლით, ვუ­თა­ნაგ­რძნობ ოჯახს და მე­გობ­რებს" - წერს ასა­თი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

უბედური შემთხვევა საქალაქო სასამართლოში - ადვოკატი პროცესის დროს გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა საქალაქო სასამართლოში - ადვოკატი პროცესის დროს გარდაიცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ უბედური შემთხვევა მოხდა - ადვოკატი ნოდარ ილურიძე სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ტრაგედია საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 12:00 საათისთვის მოხდა. ადვოკატი სასამართლო პროცესზე, მოულოდნელად გახდა შეუძლოდ, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ადვოკატი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი შემთხვევის დროს საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა. მან AMBEBI.GE-ს უბედური შემთხვევის დეტალები უამბო:

"საშინელი ტრაგედია მოხდა. მე ვიყავი იმ დროს საქალაქო სასამართლო ეზოში, როდესაც ჩოჩქოლი ატყდა და გავიგე, რომ ჩემი კოლეგა გარდაიცვალა პროცესის დროს.

ნოდარ ილურიძე 60 წლამდე ასაკის იყო. მას ჰყავს ოჯახი. როგორც ამბობენ, ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა არ ჰქონია... სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. მთელი დღე სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, საშინელი ტრაგედიაა..." - განუცხადა AMBEBI.GE-ს კუბლაშვილმა.

ადვოკატის გარდაცვალებაზე მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი:

"მაცნობეს სამწუხარო ამბავი - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ჩვენი კოლეგა ნოდარ ილურიძე გარდაიცვალა სასამართლო სხდომის დარბაზში. ადვოკატთა ასოციაციის სახელით, ვუთანაგრძნობ ოჯახს და მეგობრებს" - წერს ასათიანი სოციალურ ქსელში.

"გამოცდაჩაბარებული მძღოლების ნაწილს, რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა უჭირს" - ექსპერტები ავარიების მიზეზებსა და გამოსავალზე

მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა, მათ შორის ყვითელი "მარშრუტკა"  შეეჯახა - არის მსხვერპლი

ხობში, სოფელ ჭალადიდთან ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლი მანქანიდან ვერ ამოჰყავთ