კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი
ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

საკ­რე­ბუ­ლოს ბრალ­დე­ბულ დე­პუ­ტატს, ილია ჯიშ­კა­რი­ანს სამ­სა­ხურ­ში მის­ვლი­სა და უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის ნება პრო­კუ­რა­ტუ­რამ არ დარ­თო. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯიშ­კა­რი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ის არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ჯიშ­კა­რი­ანს დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­ჩე­რეს.

„ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ილია ჯიშ­კა­რი­ანს თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ელექტრო­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რე­ბი აქვს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი და ოფის­ში უნდა მი­ვი­დეს. ჩვენ თავი წი­ნას­წარ და­ვი­ზღვი­ეთ, რომ სა­სა­მარ­თლოს შე­ზღუდ­ვა არ დაგ­ვერ­ღვია და წი­ნას­წარ მო­ვი­თხო­ვეთ, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნის­თვის ნება და­ერ­თოთ, რომ სამ­სა­ხურ­ში საქ­მი­ან ფარ­გლებ­ში, თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა კო­მუ­ნი­კა­ცია, რა­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან უარი მი­ვი­ღეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან არ მოგ­ვე­ცა. ამით არა მხო­ლოდ ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი, არა­მედ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტატს, ილია ჯიშ­კა­რი­ანს თამ­თა თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტზე ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ამას გარ­და, მას აეკ­რძა­ლა თანმშრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით უნდა და­ი­კი­თხონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლისა და უფლებამოვალეობის შესრულების ნება პროკურატურამ არ დართო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

ის არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯიშკარიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს.

„ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ილია ჯიშკარიანს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს განსახორციელებელი და ოფისში უნდა მივიდეს. ჩვენ თავი წინასწარ დავიზღვიეთ, რომ სასამართლოს შეზღუდვა არ დაგვერღვია და წინასწარ მოვითხოვეთ, ილია ჯიშკარიანისთვის ნება დაერთოთ, რომ სამსახურში საქმიან ფარგლებში, თავისი უფლებამოვალეობიდან გამომდინარე განეხორციელებინა კომუნიკაცია, რაზეც პროკურატურისგან უარი მივიღეთ. ჯერჯერობით, ამის საშუალება პროკურატურის მხრიდან არ მოგვეცა. ამით არა მხოლოდ ილია ჯიშკარიანი, არამედ მოქალაქეები ზარალდებიან", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე