7 თვის აუღებელი ხელფასები და უმძიმესი სამუშაო პირობები - ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ და დაწესებულების სავალალო მდგომარეობაზე საუბრობენ. ეს ორ თვეში უკვე მეორე გაფიცვაა.
რა მოთხოვნები აქვთ ექიმებს და რას პირდება მათ ჯანდაცვის სამინისტრო - "ნიუსრუმი" სტუმრები არიან მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი მზია მეჭურჭლიშვილი.
გადაცემის მეორე ნაწილში "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეაფასებს.