მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-ი პატიმარ ლაშა ხეთერელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
სუს-ი პატიმარ ლაშა ხეთერელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცხინ­ვა­ლის იზო­ლა­ტო­რის ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის ლაშა ხე­თე­რე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ არ დას­ტურ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

„სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოკ­ლე­ბუ­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ და­უ­ყო­ნებ­ლივ მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით მოქ­მედ „ცხე­ლი ხა­ზის“ მე­ქა­ნიზმს. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტს, ოჯა­ხის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს მო­ი­ნა­ხუ­ლოს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პირი. ლაშა ხე­თე­რე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, მისი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი იქნა "ცხე­ლი ხაზი". 22 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ლაშა ხე­თე­რე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ არ დას­ტურ­დე­ბა,“ - აცხა­დე­ბენ სუს-ში.

ვი­დეო, რო­მელ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ხუ­ლია ცხინ­ვა­ლის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის სა­კან­ში ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ პა­ტიმ­რე­ბის ცემა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

სას­ტი­კი კად­რე­ბი ცხინ­ვა­ლი­დან: რო­გორ სცემს სპეც­რაზ­მი და­კა­ვე­ბუ­ლებს (+18)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სუს-ი პატიმარ ლაშა ხეთერელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სუს-ი პატიმარ ლაშა ხეთერელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის იზოლატორის ყოფილი პატიმრის ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაუყონებლივ მიიღოს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედ „ცხელი ხაზის“ მექანიზმს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ოჯახის მიმართვის საფუძველზე, შესაძლებლობა აქვს მოინახულოს უკანონო პატიმრობაში მყოფი პირი. ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი უკანონო პატიმრობაში ყოფნისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებული იქნა "ცხელი ხაზი". 22 ოქტომბერს მოხდა უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლება.

გავრცელებული ინფორმაცია ლაშა ხეთერელის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანების შესახებ არ დასტურდება,“ - აცხადებენ სუს-ში.

ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, ასახულია ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში ე.წ. სამართალდამცავთა მიერ პატიმრების ცემა, სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სასტიკი კადრები ცხინვალიდან: როგორ სცემს სპეცრაზმი დაკავებულებს (+18)

"ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს უსაფრთხოების გარემო" - რაზე ისაუბრეს ერგნეთის შეხვედრაზე

რას ყვება ოსი პატიმრის მეუღლე ცხინვალის ციხეში არსებულ არაადამიანურ პირობებზე - "საკნებში საქონელივით არიან შეყრილი, მორიგეობით იძინებენ..."

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ