საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო
ყოფილი თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის, სა­ლო­მე ადე­იშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოკ­ვლე­ვა და­ი­წყო, გან­ცხა­დე­ბა უწყე­ბის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდა.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა 2019 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის სა­ლო­მე ადე­იშ­ვი­ლის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "Facebook"-ის მეშ­ვე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბას და მო­ახ­დენს შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ რე­ა­გი­რე­ბას," - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ლო­მე ადე­იშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტუ­სი "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა და უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს მძი­მე ბრალ­დე­ბები წა­უ­ყე­ნა. მისი თქმით, არ ეძ­ლე­ო­და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, უწევ­და გვი­ა­ნო­ბამ­დე მუ­შა­ო­ბა დიდი დატ­ვირ­თვით და ვალ­დე­ბუ­ლი იყო ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შე­ე­თან­ხმე­ბი­ნა, ვის და­უ­კავ­ში­რებ­და პი­რად ცხოვ­რე­ბას, ან ვის­თან იმე­გობ­რებ­და.

სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლას ადე­იშ­ვი­ლი ვრცე­ლი სტა­ტუ­სით გან­მარ­ტავს :

"იმი­ტომ, რომ უშ­ნოდ ახუნ­ტრუ­ცე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მე­ნე­ჯე­რის (ან გავ­ლე­ნი­ა­ნი რი­გი­თის) ბღლარ­ძუ­ნის გამო კარ­გი თა­ნამ­შრო­მე­ლი გო­გო­ნე­ბი ან სამ­სა­ხუ­რი­დან მი­დი­ან ან უხ­მოდ ით­მე­ნენ;

იმი­ტომ, რომ ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს ღმერ­თი თა­ვის სტა­ტის­ტი­კას ით­ვლის და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შე­სა­წი­რი ვარ­გი­სია თუ არა;

იმი­ტომ, რომ იქი­დან იმან დაგ­ვი­რე­კა, და გვთხო­ვა/დაგ­ვა­ვა­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი აბ­სურ­დი. არ შე­ას­რუ­ლებ? შენ­ზე ცუ­დად აი­სა­ხე­ბა და როცა საჭ­რო იქ­ნე­ბა გა­გიხ­სე­ნე­ბენ. შე­ას­რუ­ლებ? წლე­ბის მერე სხვა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამო­გი­ქე­ქავს რა უკა­ნო­ნო­ბა­ზეც გაქვს ხელი მო­წე­რი­ლი და შენ­ზე მა­ინც ცუ­დად აი­სა­ხე­ბა;

იმი­ტომ, რომ რი­გი­თე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სა­კუ­თა­რი კის­რით ვა­გებთ პა­სუხს. ჩვენს აი იმ გა­და­ყწ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე წე­ღან რომ და­რე­კეს და დაგ­ვა­ვა­ლეს;

იმი­ტომ, რომ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­მო­სა­ჩე­ნი არ ხარ, რად­გან ამო­ღა­მე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი და უძი­ლო­ბით ან­გრე­უ­ლი სახე გაქვს სწო­რედ იმ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის გამო. სა­მა­გი­ე­როდ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა ნა­შის ვი­დი­ა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ ისა­უბ­რებს იმ საქ­მე­ზე, რო­მელ­საც არ იც­ნობს. შენი ოფ­ლით და ნერ­ვე­ბის დაგ­ლე­ჯით და­ყე­ნე­ბუ­ლი შე­დე­გის გამო სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბას ის მი­ი­ღებს;

იმი­ტომ, რომ შენი საქ­მე სი­გი­ჟემ­დე გიყ­ვარს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ რომ წას­ვლა გა­ი­ძუ­ლონ;

იმი­ტომ, რომ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლია. მსგავს საქ­მე­ებ­ზე უპატ­რო­ნოს პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ და პატ­რო­ნი­ანს გან­რი­დე­ბას უფორ­მებ;

იმი­ტომ, რომ ტრე­ნინ­გებ­ზე და შეხ­ვედ­რებ­ზე სი­ტყვებს ვა­რა­ხუ­ნებთ და რე­ა­ლო­ბა­ში რა რო­გორ კეთ­დე­ბა არა­ვინ იცის რი­გი­თის გარ­და;

იმი­ტომ, რომ სის­ტე­მას სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლის ზი­ზღი აქვს და ჩა­საფ­რე­ბუ­ლია, არი­ქა, ფეხი გა­და­უბ­რუნ­დე­სო;

იმი­ტომ, რომ სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი(ებ)ის გამო ლა­მის ყვე­ლა საქ­მე შე­ნია, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე არა­ვინ ფიქ­რობს;

იმი­ტომ, რომ ზოგი სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე იჭეჭყავს ტვინს და ზოგი იმა­ზე ხელ­ფა­სით ოქ­როს ნივ­თე­ბი იყი­დოს თუ ვერ­ცხლის, რო­მე­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჯო­ბია, რო­გო­რი მა­კი­ა­ჟი გა­ი­კე­თოს და ვი­ნაა გო­ი­მი. ხო, ხელ­ფა­სი ერთი და იგი­ვეა;

იმი­ტომ, რომ ერთხე­ლაც არა­ვის მო­ა­ფიქ­რდე­ბა უბ­რა­ლო სი­ტყვი­ე­რი მად­ლო­ბა გი­თხრას იმ თავ­და­დე­ბის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რა­საც საქ­მი­სად­მი იჩენ. აქ სის­ტე­მი­სად­მი თავ­და­დე­ბა ფას­დე­ბა;

იმი­ტომ, რომ თმის ფე­რის ცვლი­ლე­ბით, რა­ტომ­ღაც შენი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ქვე­ით­დე­ბა. მეც­ნი­ე­რებ­მა და­ად­გი­ნეს;

იმი­ტომ, რომ არ დას­ჭირ­დეთ, თო­რემ საქ­მე­ში გა­მომ­ძი­ებ­ლის შეც­დო­მა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მოწ­მის გა­დაბ­რუ­ნე­ბა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი არარ­სე­ბო­ბა, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა, ორი­ვე მსოფ­ლიო ომი, სა­მო­თხი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­დევ­ნა შენი ბრა­ლია;

იმი­ტომ, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუ­წყვე­ტელ უძი­ლო­ბას, სტრესს, ლან­ძღვა-გი­ნე­ბას, წყევ­ლას, მუ­ქა­რას, ვა­დებ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბას, უჭ­მე­ლო­ბას, შე­უ­რა­ცხყო­ფას, დამ­ცი­რე­ბას, შენი ქვემ­დგო­მი სის­ტე­მის ჭკუ­ა­ზე სი­ა­რულს, უსა­მარ­თლო­ბას, უუ­ნა­რო­ბას, რო­გორ ვერ უძ­ლებ! რა­ტომ ითხოვ ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებს? რა­ტომ ითხოვ თა­ნა­ბარ გა­და­ნა­წი­ლე­ბას? რა­ტომ ითხოვ კად­რის და­მა­ტე­ბას? თქვენ ხომ ისე­დაც საქ­მე არ გაქვთ!;

იმი­ტომ, რომ სხვა­გან გა­დას­ვლა თუ გინ­და ჩუ­მად უნდა მო­აგ­ვა­რო, თუ არა და დაგბ­ლო­კა­ვენ;

იმი­ტომ, რომ უსა­მარ­თლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ? არ მოგ­წონს? და­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და წადი!

იმი­ტომ, რომ რაც გაძ­ლე­ბი­ნებს ის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია ვინც აქ იპო­ვე. ქვეყ­ნის გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კის შენ­ნა­ი­რი მსხვერ­პლი, წა­სას­ვლე­ლი რომ არ აქვთ.იმი­ტომ, რომ მათ იმე­დი და მა­გა­ლი­თი უნდა მის­ცე! ჭა­ო­ბი­დან ამოს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია!

P.S. არა­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ და­წე­რა და დიპ­ლომ(ებ) მაქვს," - წერს ადე­იშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ყოფილი თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

ყოფილი თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის "ფეისბუქის" პოსტთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო, განცხადება უწყების ვებ-გვერდზე განთავსდა.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ადეიშვილმა სამსახურის დატოვების შესახებ სტატუსი "ფეისბუქზე" დაწერა და უწყების ხელმძღვანელებს მძიმე ბრალდებები წაუყენა. მისი თქმით, არ ეძლეოდა განვითარების საშუალება, უწევდა გვიანობამდე მუშაობა დიდი დატვირთვით და ვალდებული იყო ხელმძღვანელებთან შეეთანხმებინა, ვის დაუკავშირებდა პირად ცხოვრებას, ან ვისთან იმეგობრებდა.

სამსახურიდან წასვლას ადეიშვილი ვრცელი სტატუსით განმარტავს :

"იმიტომ, რომ უშნოდ ახუნტრუცებული მამაკაცი მენეჯერის (ან გავლენიანი რიგითის) ბღლარძუნის გამო კარგი თანამშრომელი გოგონები ან სამსახურიდან მიდიან ან უხმოდ ითმენენ;

იმიტომ, რომ ყოველი თვის ბოლოს ღმერთი თავის სტატისტიკას ითვლის და რა მნიშვნელობა აქვს შესაწირი ვარგისია თუ არა;

იმიტომ, რომ იქიდან იმან დაგვირეკა, და გვთხოვა/დაგვავალა სამართლებრივი აბსურდი. არ შეასრულებ? შენზე ცუდად აისახება და როცა საჭრო იქნება გაგიხსენებენ. შეასრულებ? წლების მერე სხვა ხელმძღვანელობა ამოგიქექავს რა უკანონობაზეც გაქვს ხელი მოწერილი და შენზე მაინც ცუდად აისახება;

იმიტომ, რომ რიგითები დამოუკიდებლები ვართ. შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებაზე საკუთარი კისრით ვაგებთ პასუხს. ჩვენს აი იმ გადაყწვეტილებაზე წეღან რომ დარეკეს და დაგვავალეს;

იმიტომ, რომ გახმაურებულ საქმეებზე ჟურნალისტებთან გამოსაჩენი არ ხარ, რადგან ამოღამებული თვალები და უძილობით ანგრეული სახე გაქვს სწორედ იმ გახმაურებული საქმის გამო. სამაგიეროდ, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ყოველთვის მოიძებნება ნაშის ვიდიანი თანამშრომელი, რომელიც საჯაროდ ისაუბრებს იმ საქმეზე, რომელსაც არ იცნობს. შენი ოფლით და ნერვების დაგლეჯით დაყენებული შედეგის გამო საყოველთაო აღიარებას ის მიიღებს;

იმიტომ, რომ შენი საქმე სიგიჟემდე გიყვარს, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რომ წასვლა გაიძულონ;

იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალია. მსგავს საქმეებზე უპატრონოს პატიმრობას ითხოვ და პატრონიანს განრიდებას უფორმებ;

იმიტომ, რომ ტრენინგებზე და შეხვედრებზე სიტყვებს ვარახუნებთ და რეალობაში რა როგორ კეთდება არავინ იცის რიგითის გარდა;

იმიტომ, რომ სისტემას საკუთარი თანამშრომლის ზიზღი აქვს და ჩასაფრებულია, არიქა, ფეხი გადაუბრუნდესო;

იმიტომ, რომ სპეციალიზაცი(ებ)ის გამო ლამის ყველა საქმე შენია, მაგრამ სამართლიან გადანაწილებაზე არავინ ფიქრობს;

იმიტომ, რომ ზოგი სამართლებრივ საკითხებზე იჭეჭყავს ტვინს და ზოგი იმაზე ხელფასით ოქროს ნივთები იყიდოს თუ ვერცხლის, რომელი ფეხსაცმელი ჯობია, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და ვინაა გოიმი. ხო, ხელფასი ერთი და იგივეა;

იმიტომ, რომ ერთხელაც არავის მოაფიქრდება უბრალო სიტყვიერი მადლობა გითხრას იმ თავდადებისთვის და სიყვარულისთვის, რასაც საქმისადმი იჩენ. აქ სისტემისადმი თავდადება ფასდება;

იმიტომ, რომ თმის ფერის ცვლილებით, რატომღაც შენი პროფესიონალიზმი ქვეითდება. მეცნიერებმა დაადგინეს;

იმიტომ, რომ არ დასჭირდეთ, თორემ საქმეში გამომძიებლის შეცდომა, სასამართლოს გადაწყვეტილება, მოწმის გადაბრუნება, მტკიცებულებების ბუნებრივი არარსებობა, გლობალური დათბობა, ორივე მსოფლიო ომი, სამოთხიდან ადამიანების გამოდევნა შენი ბრალია;

იმიტომ, რომ წლების განმავლობაში განუწყვეტელ უძილობას, სტრესს, ლანძღვა-გინებას, წყევლას, მუქარას, ვადებზე ნერვიულობას, უჭმელობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, შენი ქვემდგომი სისტემის ჭკუაზე სიარულს, უსამართლობას, უუნარობას, როგორ ვერ უძლებ! რატომ ითხოვ ადამიანურ პირობებს? რატომ ითხოვ თანაბარ გადანაწილებას? რატომ ითხოვ კადრის დამატებას? თქვენ ხომ ისედაც საქმე არ გაქვთ!;

იმიტომ, რომ სხვაგან გადასვლა თუ გინდა ჩუმად უნდა მოაგვარო, თუ არა და დაგბლოკავენ;

იმიტომ, რომ უსამართლობას აპროტესტებ? არ მოგწონს? დაწერე განცხადება და წადი!

იმიტომ, რომ რაც გაძლებინებს ის რამდენიმე ადამიანია ვინც აქ იპოვე. ქვეყნის განუვითარებელი ეკონომიკის შენნაირი მსხვერპლი, წასასვლელი რომ არ აქვთ.იმიტომ, რომ მათ იმედი და მაგალითი უნდა მისცე! ჭაობიდან ამოსვლა შესაძლებელია!

P.S. არადა კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა და დიპლომ(ებ) მაქვს," - წერს ადეიშვილი.

რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით? - ავთო წერეთელი პროკურორებს

ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლის ნებას პროკურატურა არ აძლევს - ადვოკატი

"კობაურს გარდაცვლილი სმიტების ოჯახმა გამოუგზავნა წერილი..." - რას ამბობს ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი