ავტორი:

პირველი შეკვეთიდან 5 მილიონამდე - Menu.ge 5 წლისაა

პირველი შეკვეთიდან 5 მილიონამდე - Menu.ge 5 წლისაა

სიხარულის მიწოდება ყოველდღიურად - ასე ჟღერს Menu.ge-ს სლოგანი, რომელსაც დღეს 5 წელი შეუსრულდა. უკვე 5 წელია კომპანია მუშაობს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო სფეროში, როგრიცაა საჭმლის მიტანა. დღეს მიტანის სერვისი აღარ გვიკვირს, თუმცა 5 წლის წინ ნამდვილად ერთეულებმა თუ იცოდნენ, რომ აპლიკაციით, ვებ-გვერდით ან თუნდაც ზარის მეშვეობით შესაძლებელია გამოიძახო საჭმელი.

“კომპანია წლების განმავლობაში იზრდებოდა ძალიან სწრაფი ტემპებით, - აღნიშნავს Menu.ge-ს დირექტორი თამარ არევაძე,- კომპანიამ 2015-18 წლებში მომსახურების არეალი გაზარდა და მიტანის სერვისი იქ გაჩნდა, სადაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი და რუსთავი, ეს ის ქალაქებია, სადაც დღეს შესაძლებელია Menu.ge-ს სერვისებით სარგებლობა. 5 წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, როგორ იცვლება მომხმარებლების საჭიროებები და სურვილები და ვცდილობთ, ჩვენს პორტალზე შეტანილი ნებისმიერი ცვლილება მათ რეკომენდაციებს მოვარგოთ. სწორედ ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით და სიყვარულითა და ზრუნვით შევქმენით ახალი აპლიკაცია, რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება როგორც Android-ის, ასევე iOS-ის ოპერაციული სისტემებისთვის. პირადად შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ჩემი თანამშრომლებიც 24/7-ზე ვმუშაობთ იმისათვის, რომ მომხმარებელმა პრობლემის გარეშე მიიღოს თავისი შეკვეთა”.

“როდესაც დავიწყეთ მუშაობა, დღის განმავლობაში შემოსული რამდენიმე შეკვეთა სიხარულის საბაბი იყო და 100-200 შეკვეთას კვირაში ოფისში აღვნიშნავდით. ასეთი სერვისის შესახებ არავინ იცოდა. დღეს კიდევ ათასობით ზარიც კი შეიძლება ცუდ დღედ ჩაითვალოს”- იხსნებს Menu.ge-ს ქოლ-ცენტრის მენეჯერი ნინა დადვანი.

საჭმლის მიტანის კულტურა, შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ბაზარზე სწორედ Menu.ge-მ დანერგა. 4-5 წლის წინ სახლში საჭმლის დამზადების ალტერნატივა არ არსებობდა, შეგეძლო რესტორანში წასულიყავი. საჭმლის გამოძახება მენტალურადაც კი რთულად წარმოსადგენი იყო, სულ არაფერი რომ არ ვთქვათ აპლიკაციების და საიტების მიმართ სანდოობაზე.

დღეს ყველამ იცის, რომ შეკვეთა Menu.ge-ზე უმარტივესია და ხელმისაწვდომია ნებისმიერ პლატფორმაზე. თუ თქვენ სმარტფონი გაქვთ -აპლიკაციით, თუ მხოლოდ კომპიუტერი - ვებ-გვერდით, და თუ არც სმარტფონი და არც კომპიუტერი გაქვთ ხელთ - მაშინ უბრალოდ დარეკავთ უკვე დაზეპირებულ ნომერზე - 2 544 444 და თქვენი შეკვეთა გზაშია.

“ამ დროის განმავლობაში მოხერხდა მთავარი სტიგმის დანგრევა, რომ რესტორნიდან გამოძახება - ძვირია და არასანდო. თავიდან მომხმარებელს არ სჯეროდა, რომ მას არ მოატუებენ და თან სერვისი ეძვირებოდა. დღეს კი მომხმარებელი ხვდება, რომ ის ზოგავს დროს და ენერგიას, რომელიც მას შეუძლია სხვა მიმართულებით გამოიყენოს. მეტიც, Menu.ge-ზე დღეს იმდენი აქცია და შემოთავაზებაა, რომ სიძვირეზე კი არა, სიიაფეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ჩვენ მუდმივად გვაქვს 50, 40 და 30 პროცენტიანი ფასდაკლებები. ამ აქციებს აქტიურად იყენებენ სტუდენტები და სამსახურში მყოფი ადამიანები. შესაბამისად, უამრავი სტიგმა დავანგრიეთ ბოლო წლებში”- განმარტავს Menu.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი ნინა შარაძე.

დღეს Menu.ge-ს მეშვეობით საკვების გარდა უამრავი სხვა რამის შეკვეთაა შესაძლებელი: ყვავილები, საჩუქრები, ტკბილეული და შინაური ცხოველების საჭმელიც კი. “ეს მრავალფეროვნება განპირობებულია იმით, რომ ყოველთვის ვზრუნავთ მომხმარებლების ინტერესებზე, რადგან ჩვენც ვართ მომხმარებლები და ამ კუთხით ვუყურებთ საკითხს, - განმარტავს თათია ხელაძე Menu.ge-ს გაყიდვების მენეჯერი. ასე მოვიდა იდეა ცხოველების საკვების დამატების შესახებ და ასე ხორციელდება ყველა იდეა, რომელიც ახალი ობიექტის დამატებას ეხება. ამ 5 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ ასობით რესტორანს ვაჩვენეთ, რომ ჩვენთან თანამშრომლობა ძალიან მომგებიანია. ჩვენ გვყავს რესტორნები, რომლებიც მხოლოდ ჩვენს შეკვეთებზე მუშაობენ და აგენირებენ საკმაოდ დიდ შემოსავალს.”

დღეს უკვე არავის უკვირს, როდესაც ვხედავთ კურიერის ვაკანსიას, რომელსაც ან მანქანა ან მოპედი მოეთხოვება და არავის ეთაკილება ამ პროფესიით მუშაობა.

“ადრე არსებობდა სტიგმა კურიერის სამუშაოს შესახებ, ის არაპრესტიჟულად ითვლებოდა და ბევრს ეთაკილებოდა, თუმცა როდესაც Menu.ge-ში დაინახეს, რომ ყოველთვიურად 2000 ლარზე მეტის გამომუშავება შეუძლიათ, ეს წარმოდგენებიც დაიმსხვრა. დღეში უამრავი აპლიკაცია შემოდის და პირიქით, უკვე საკმაოდ პრესტიჟულიცაა, რომ კურიერად მუშაობ, თან საზოგადოებამაც იცის, რომ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურია. ამბობს სოფო კაციტაძე, Menu.ge-ს HR მენეჯერი.

გარდა მიტანის სერვისის განვითარებაში შეტანილი წვლილისა, Menu.ge ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სხვა სოციალურ, გასართობ თუ საქველმოქმედო აქტივობებში. Menu.ge-ს ადმინისტრაცია 8 მარტს ეწვია ხანდაზმულთა სახლს, მათთვის ყვავილების მისართმევად. ასევე, აქტიურად იყო ჩართული რუსთავში გამართულ რბოლებში, სადაც თანამშრომლები წყლით ამარაგებდნენ მონაწილეებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ Menu.ge აქტიურად გულშემატკივრობს რაგბის, როგორც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სპორტს. კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ ატოცს, სადაც უგულშემატკივრეს საქართველოს გუნდს რუსეთის წინააღმდეგ მატჩზე. 2019 წლის მსოფლიო თასის პირდაპირი ტრანსლაციის სპონსორიც სწორედ Menu.ge გახლავთ.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ Menu.ge ამ წლებმა ბაზრის ლიდერად ჩამოაყალიბა და ზუსტად ამ კომპანიის დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია მიტანის სერვისის მაღალ ხარისხზზე, რადგან ამდენი წლის განმავლობაში მომხმარებელმა Menu.ge-სთან ერთად ბევრი რამ გამოიარა, გაიგო და მიიღო, როგორც თანემდროვე ცხოვრების ნაწილი.

R

როგორი ტემპერატურა გველის უახლოეს დღეებში - იხილეთ ამინდის პროგნოზი

"აშშ-ს ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს" - ამერიკელი პოლიტიკოსი ინიციატივით გამოდის

ქალი, რომლის გადასარჩენად შვილები ტაქსაობდნენ, გარდაიცვალა - "მადლობა, რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი..."