ავტორი:

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან A კატეგორიის ტაქსის მძღოლები

A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მანქანები თეთრად სრულად გადაღებილი არ აქვთ ან ფირი მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადაკრული, დაჯარიმდებიან.

აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და ვიცე-მერს დაავალა, შესაბამის მძღოლებს ავტომანქანის შეუღებავი ნაწილების თეთრად შეფერვა მოსთხოვონ.

„მინდა შევეხო ერთ საკითხს, ეს არის ავტომობილები, რომლებიც A კატეგორიაში არიან, თუმცა მათი ავტომობილები არ არის მთლიანად ან გადაღებილი ან ფირი არ აქვთ მთლიანად გადაკრული. მე მგონია, ეს პრობლემას წარმოადგენს.

შესაბამისად, მინდა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამისი საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაგალითად, „ბამპერები“ არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან, მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იქნება დაჯარიმებადი და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა, რომ მოიყვანონ იმ სტანდარტიზაციის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო წესების დარღვევით მომსახურების გამო 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე ტაქსის 2000 მძღოლია დაჯარიმებული.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მათგან 700 მძღოლი 1-ელ ოქტომბერსაა დაჯარიმებული.

"პარლამენტთან ერთად მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებზე გამოუშვან ერთჯერადი ამნისტია და ეს ჯარიმები ჩამოეწეროთ. თუმცა, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ტაქსის ყველა იმ მძღოლს, ვინც არღვევდა ჩვენს რეგულიაციებს და დარღვევით ემსახურებოდა მოქალაქეებს, მოუწევთ ჯარიმების გადახდა.

ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს მათ და ყველანაირ პირობას ვუქმნით, რომ შეძლონ ლიცენზირებული მომსახურება. მათ ორი არჩევანი აქვთ: A კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა ან დარჩნენ B კატეგორიაში. მე მინდა მადლობა გადავუხდაო შსს-ს და მინისტრს, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს,“ - აღნიშნა კალაძემ.

საქართველოში ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცემა - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ნიკა გვარამიას მეუღლე - "ბავშვები არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ... მეკითხებიან, "რომ ვსეირნობთ, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებს"

"ბუნიათიშვილს მამსგავსებენ, ხატიათიც მოუმართავთ" - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელსაც ცნობილი პიანისტის ორეულს უწოდებენ