მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძუძუს გადიდება ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს" - კოტე მათითაშვილი ქალებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს
"ძუძუს გადიდება ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს" - კოტე მათითაშვილი ქალებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს

დღეს ძუ­ძუს პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უამ­რა­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იკე­თებს. ამ ოპე­რა­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც დი­დია. რა საფრ­თხე არ­სე­ბობს ძუ­ძუს პლას­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა სა­ხის ინპ­ლან­ტე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რა პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას - ამ თე­მა­ზე პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. ის იმ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით სა­უბ­რობს, რაც მას და მის კო­ლე­გას, პლას­ტი­კურ ქი­რურგს ალექ­სან­დრე კა­ლან­ტა­როვს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უგ­როვ­დათ.

- რაც ძუ­ძუს ქი­რურ­გი­ას შე­ე­ხე­ბა და რაც ჩვენ­სა და მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კა­ში ხდე­ბა, ამ თე­მამ აქ­ტუ­ა­ლო­ბა მარ­თლაც მო­ი­პო­ვა. სა­უ­ბა­რი მაქვს იმპლან­ტებ­ზე, რი­თიც ძუ­ძუს გა­დი­დე­ბის მიზ­ნით ოპე­რა­ცია XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­ი­წყო. თა­ვი­დან, რა თქმა უნდა, რის­კებ­თან იყო ყვე­ლა­ფე­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი დრომ დახ­ვე­წა, ახლა ეს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხო ოპე­რა­ცი­ად მი­იჩ­ნე­ვა. თუკი პა­ცი­ენ­ტი წი­ნა­სა­ო­პე­რა­ციო პე­რი­ოდ­ში სა­თა­ნა­დო­დაა შეს­წავ­ლი­ლი, არ აქვს და­მა­ტე­ბი­თი რის­კფაქ­ტო­რე­ბი, დღეს იმპლან­ტით ძუ­ძუს გა­დი­დე­ბის ოპე­რა­ცია ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის უსაფრ­თხოა.

- და მას ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან არა­ნა­ი­რი სა­ერ­თო არ აქვს?

- ძუ­ძუს ინპ­ლან­ტის არ­სე­ბო­ბა ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას არ იწ­ვევს, ეს მსოფ­ლი­ო­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით. გარ­კვე­უ­ლი რის­კე­ბი, რაც ძუ­ძუს ინპ­ლან­ტით გა­დი­დე­ბის შემ­დგომ შე­იძ­ლე­ბა იყოს, ეს კაფ­სუ­ლა­რუ­ლი კონ­ტრაქ­ტუ­რა და ინ­ფექ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბაა, მაგ­რამ ესეც იმ­დე­ნად მი­ნი­მა­ლუ­რია, რომ თუ ამ ყვე­ლა­ფერს ტრა­გი­კუ­ლად ვერ შე­ვა­ფა­სებთ, მა­შინ ავ­ტო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბის და ქუ­ჩა­ში გას­ვლი­საც უნდა გვე­ში­ნო­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებს - დღეს უკვე მსოფ­ლი­ო­ში ინპ­ლან­ტებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ და აკ­ვირ­დე­ბი­ან. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად სი­ლი­კო­ნის შე­მავ­სებ­ლით და სი­ლი­კო­ნის­გარ­სი­ა­ნი, არის კი­დევ სხვა­დას­ხვა ტი­პის ინპ­ლან­ტე­ბი, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა ამა­ზეა.

- თუ იც­ვლე­ბა ინპ­ლან­ტი?

- არ აქვს შეც­ვლის ვადა, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ინპ­ლან­ტი გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რის­გან გა­მომ­დი­ნა­რე და­ზი­ან­და, მოხ­და მისი ტრავ­მა­ტი­ზა­ცია, შე­იძ­ლე­ბა იყოს ჭრი­ლო­ბაც, ვი­ნა­ი­დან და­ზი­ა­ნე­ბულ ინპ­ლანტს თვით­რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი არ აქვს, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა მისი შეც­ვლა. შე­იძ­ლე­ბა ასეც იყოს, რომ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდეს უფრო გა­დი­დე­ბის, ან მის­თვის სხვა ფორ­მის მი­ცე­მის სურ­ვი­ლი. მოკ­ლედ, სხვა რის­კე­ბი ამ ოპე­რა­ცი­ას არ ახა­სი­ა­თებს. თუკი პა­ცი­ენტს აქვს და­მა­ტე­ბით მიდ­რე­კი­ლე­ბა ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მშვი­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინპ­ლან­ტე­ბი, ან ერ­თდრო­უ­ლად კეთ­დე­ბა ამ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, თე­ო­რი­უ­ლად რის­კის ქვეშ მყო­ფი სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის კან­ქვე­შა ამ­პუ­ტა­ცია, ძუ­ძუს რე­კონ­სტრუქ­ცია სწო­რად ინპ­ლან­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით.

- იმის­თვის, რომ ეს ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­დეს, ორ­გა­ნიზ­მი რა მო­ნა­ცე­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს?

- ადა­მი­ა­ნი უპირ­ვე­ლე­სად ჯან­მრთე­ლი უნდა იყოს, რომ ძუ­ძუს ინპ­ლან­ტა­ცია გა­კეთ­დეს. არ უნდა ჰქონ­დეს რა­ი­მე პრობ­ლე­მა იმუ­ნურ სის­ტე­მას­თან, არც ქრო­ნი­კუ­ლად მიმ­დი­ნა­რე რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ეს შე­იძ­ლე­ბა სხვა მე­ო­რა­დი გარ­თუ­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა ქალი, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი აქვს, ოპე­რა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ხან­და­ხან იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც არის, რო­დე­საც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არაა ამ პრო­ცე­დუ­რის წარ­მო­ე­ბა.

- რა პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას?

- კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტის მოს­ვლი­დან და­წყე­ბუ­ლი, ანუ პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი­დან (ინპ­ლან­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ქსელ­ში არ­სე­ბო­ბა-არარ­სე­ბო­ბაც რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რად­გა­ნაც ევ­რო­პი­დან შე­მო­დის), ჩვენ­გან პა­ცი­ენ­ტი მაქ­სი­მუმ სამ კვი­რა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლია.

- ოპე­რა­ცი­ის, ძი­რი­თა­დი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ჩათ­ვლით?

- დიახ, სამ კვი­რა­ში შე­უძ­ლია სხვა ქვე­ყა­ნა­ში გაფ­რინ­დეს... თვი­თონ ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა ერთი სა­ა­თია. შემ­დეგ ერთი ღამე სტა­ცი­ო­ნარ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ რჩე­ბა. ძი­რი­თა­დი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2 კვი­რაა, რო­დე­საც უფრო ფრთხი­ლად და ფა­ქი­ზად უნდა მო­ე­პყრას თა­ვის სხე­ულს, ვიდ­რე შემ­დგომ პე­რი­ო­დებ­ში.

- ძუ­ძუს ინპ­ლან­ტი რა ასა­კის ქალ­ბა­ტო­ნებ­ში კეთ­დე­ბა?

- 16-18 წლი­დან, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლუ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი ადა­მი­ანს უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვს და სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მას აქვს რე­ა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი სტა­ტუ­სი, რომ იმპლან­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­კეთ­დეს ოპე­რა­ცია. ზედა ზღვა­რი ამ ოპე­რა­ცი­ას არ აქვს.

- უშ­ლის თუ არა ხელს ძუ­ძუს ინპ­ლან­ტი ლაქ­ტა­ცი­ას?

- რო­დე­საც დედა გე­ნე­რა­ცი­ულ ფუნ­ქცი­ას აგ­რძე­ლებს და უნდა, ეს კე­თი­ლი, სა­სარ­გებ­ლო ფუნ­ქცია გა­მო­ი­ყე­ნოს, ამ შემ­თხვე­ვა­შიც უკუჩ­ვე­ნე­ბა არ არის. პა­ცი­ენ­ტი ყო­ველ­თვის გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, თუკი ბავ­შვი ძუ­ძუ­თი იკ­ვე­ბე­ბა და დე­დას აქვს ინპ­ლან­ტი, შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ძუ­ძუს ფორ­მა - ეს არის ძი­რი­თა­დი მო­მენ­ტი, რის­თვი­საც სა­თა­ნა­დო მე­დი­კა­მენტს იღებს და მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ, მე­დი­კა­მენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ლაქ­ტა­ცია წყდე­ბა. თუმ­ცა ბევ­რი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს ჩვენ­შიც და უცხო­ეთ­შიც, ვინც ძუ­ძუ­თი გა­მოკ­ვე­ბა ბავ­შვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძო ცხოვ­რე­ბა და მა­მოპ­ლას­ტი­კა გან­მე­ო­რე­ბით არ დას­ჭირ­ვე­ბია. ხოლო ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი­დან მი­ნი­მუმ 8 თვე უნდა იყოს გა­სუ­ლი, ძუ­ძუმ თა­ვი­სი სა­ბო­ლოო ეს­თე­ტი­კუ­რი ფორ­მა და­იბ­რუ­ნოს.

- უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბიც ხომ არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა თქვან - ასე­თი კი არა, ისე­თი უნ­დო­დათ...

- პა­ცი­ენ­ტე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა, სხვა სურ­ვი­ლე­ბი ჰქონ­და, სხვა შე­დეგს ელო­და და სხვა მი­ი­ღო, მაგ­რამ ასე­თი რამ პრაქ­ტი­კუ­ლად არ ხდე­ბა... თუ ვე­უბ­ნე­ბით, რომ 300-ლიტ­რი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის ინპ­ლან­ტი გა­მო­ი­ყე­ნონ, ყო­ველ­თვის არის პი­რო­ბი­თი ჭი­დი­ლი - დიდი ხომ არ იქ­ნე­ბა? ხში­რად ჩენი შე­თა­ვა­ზე­ბა ამარ­თლებს... სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ფორ­მა, მო­ცუ­ლო­ბა, ინპ­ლან­ტი და ძუ­ძუს ვი­ზუ­ა­ლი ოპე­რა­ცი­ამ­დე თან­ხმდე­ბა და ისეთ დე­ტა­ლე­ბამ­დე, რომ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

- გა­მოც­ვლის მიზ­ნით თუ მო­უ­მარ­თავთ?

- რა თქმა უნდა. გა­სუ­ლა დრო, რო­დე­საც აღარ მოს­წონთ თა­ვი­სი ძუძუ და უფრო დიდი მო­ცუ­ლო­ბის უნ­დათ, ან მე­ტად აწე­ვა, ფორ­მის შეც­ვლა, თუ ერთი ინპ­ლან­ტი და­ზი­ან­და და ორი­ვეს შეც­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი სამ­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში, რა თქმა უნდა, არის.

- სა­ერ­თოდ რომ ამო­უ­ღი­ათ ინპ­ლან­ტი, მსგავ­სი ფაქ­ტი თუ გქო­ნი­ათ პრაქ­ტი­კა­ში?

- ასე­თი ჩვენს პრაქ­ტი­კა­ში ორი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც გა­კე­თე­ბუ­ლი ძუ­ძუს შემ­დგომ, ადა­მი­ან­მა თქვა, რომ ძუ­ძუს ინპ­ლან­ტი აღარ უნ­დო­და. ამო­ვუ­ღეთ და ამას კონ­კრე­ტულ სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბას­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნია.

- ფასი რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია?

- ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, რა ფა­სიც და­ახ­ლო­ე­ბით 5-7 წლის წინ იყო, ზუს­ტად იგი­ვე ფასი გვაქვს - 8.500 ლარი. ეს თან­ხა სხვა ქვეყ­ნებს რომ შე­ვა­და­როთ, ბევ­რად ია­ფია.

- რე­გი­ო­ნე­ბი­დან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა თუ გაქვთ?

- ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რო­ბენ - ძი­რი­თა­დად ბა­თუ­მი, ქუ­თა­ი­სი, მაგ­რამ რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით წამ­ყვა­ნი მა­ინც თბი­ლი­სია...

- რო­გო­რია თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია?

- მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მე­დი­ცი­ნა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზეა გა­და­სუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ძუ­ძუს, გან­სა­კუ­რე­ბით, 40-45 წლის ასა­კის პოსტ მე­ნო­პა­უ­ზის პე­რი­ო­დი, ან ვთქვათ, მა­ნამ­დე, პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით, თა­ვის დრო­ზე უნდა და­ი­წყოს სა­თა­ნა­დო გეგ­მი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ძუ­ძუს კიბო. ხოლო თუ ოპე­რა­ცი­ას გა­ი­კე­თებს, ძუ­ძუ­ში ინპ­ლანტს ჩა­ი­დებს, აი­წევს, მე ვე­რა­ფერს ვურ­ჩევ გარ­და იმი­სა, რომ ყუ­რა­დღე­ბით იყ­ვნენ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მართ და მა­შინ ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან - და­ა­ვა­დე­ბებს აც­დე­ბი­ან.

ნანა
0

აბა თუ შეაშინა ხალხი, მასე, თავისი თავის მტერიც ხომ არ არის? და საერთოდ კოტე მათითაშვილს არ აუღია ამ საქმეში ნობელის პრემია, რომ დაუჯეროთ!

ავტორი:

"ძუძუს გადიდება ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს" - კოტე მათითაშვილი ქალებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს

"ძუძუს გადიდება ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს" - კოტე მათითაშვილი ქალებისთვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს

დღეს ძუძუს პლასტიკურ ოპერაციას მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქალბატონი იკეთებს. ამ ოპერაციაზე მოთხოვნა საქართველოშიც დიდია. რა საფრთხე არსებობს ძუძუს პლასტიკასთან დაკავშირებით, რა სახის ინპლანტებია ყველაზე მოთხოვნადი და რა პერიოდი სჭირდება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას - ამ თემაზე პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვესაუბრება. ის იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს, რაც მას და მის კოლეგას, პლასტიკურ ქირურგს ალექსანდრე კალანტაროვს წლების განმავლობაში დაუგროვდათ.

- რაც ძუძუს ქირურგიას შეეხება და რაც ჩვენსა და მსოფლიო პრაქტიკაში ხდება, ამ თემამ აქტუალობა მართლაც მოიპოვა. საუბარი მაქვს იმპლანტებზე, რითიც ძუძუს გადიდების მიზნით ოპერაცია XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. თავიდან, რა თქმა უნდა, რისკებთან იყო ყველაფერი დაკავშირებული, მაგრამ ყველაფერი დრომ დახვეწა, ახლა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ოპერაციად მიიჩნევა. თუკი პაციენტი წინასაოპერაციო პერიოდში სათანადოდაა შესწავლილი, არ აქვს დამატებითი რისკფაქტორები, დღეს იმპლანტით ძუძუს გადიდების ოპერაცია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

- და მას ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასთან არანაირი საერთო არ აქვს?

- ძუძუს ინპლანტის არსებობა ონკოლოგიურ დაავადებას არ იწვევს, ეს მსოფლიოში დადასტურებულია სამედიცინო კვლევების შედეგებით. გარკვეული რისკები, რაც ძუძუს ინპლანტით გადიდების შემდგომ შეიძლება იყოს, ეს კაფსულარული კონტრაქტურა და ინფექციის განვითარებაა, მაგრამ ესეც იმდენად მინიმალურია, რომ თუ ამ ყველაფერს ტრაგიკულად ვერ შევაფასებთ, მაშინ ავტომობილით მგზავრობის და ქუჩაში გასვლისაც უნდა გვეშინოდეს. რაც შეეხება ტექნოლოგიებს - დღეს უკვე მსოფლიოში ინპლანტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე აქტიურად იყენებენ და აკვირდებიან. გამოიყენება პრაქტიკულად სილიკონის შემავსებლით და სილიკონისგარსიანი, არის კიდევ სხვადასხვა ტიპის ინპლანტები, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა ამაზეა.

- თუ იცვლება ინპლანტი?

- არ აქვს შეცვლის ვადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინპლანტი გარეგანი ფაქტორისგან გამომდინარე დაზიანდა, მოხდა მისი ტრავმატიზაცია, შეიძლება იყოს ჭრილობაც, ვინაიდან დაზიანებულ ინპლანტს თვითრეგენერაციის უნარი არ აქვს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი შეცვლა. შეიძლება ასეც იყოს, რომ ადამიანს გაუჩნდეს უფრო გადიდების, ან მისთვის სხვა ფორმის მიცემის სურვილი. მოკლედ, სხვა რისკები ამ ოპერაციას არ ახასიათებს. თუკი პაციენტს აქვს დამატებით მიდრეკილება ონკოდაავადების განვითარებისკენ, ამ შემთხვევაში, ძალიან მშვიდად გამოიყენება ინპლანტები, ან ერთდროულად კეთდება ამ დაზიანებული, თეორიულად რისკის ქვეშ მყოფი სარძევე ჯირკვლის კანქვეშა ამპუტაცია, ძუძუს რეკონსტრუქცია სწორად ინპლანტის გამოყენებით.

- იმისთვის, რომ ეს ოპერაცია ჩატარდეს, ორგანიზმი რა მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს?

- ადამიანი უპირველესად ჯანმრთელი უნდა იყოს, რომ ძუძუს ინპლანტაცია გაკეთდეს. არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრობლემა იმუნურ სისტემასთან, არც ქრონიკულად მიმდინარე რაიმე დაავადება, რომელიც განსაკუთრებული მედიკამენტების გამოყენებას საჭიროებს. ეს შეიძლება სხვა მეორადი გართულების მიზეზი გახდეს. სხვა შემთხვევაში, პრაქტიკულად, ყველა ქალი, ვისაც ამის სურვილი აქვს, ოპერაციას ექვემდებარება. ხანდახან იშვიათი გამონაკლისებიც არის, როდესაც რეკომენდებული არაა ამ პროცედურის წარმოება.

- რა პერიოდი სჭირდება რეაბილიტაციას?

- კლინიკაში პაციენტის მოსვლიდან დაწყებული, ანუ პირველი ვიზიტიდან (ინპლანტის საქართველოს ქსელში არსებობა-არარსებობაც რომ გავითვალისწინოთ, რადგანაც ევროპიდან შემოდის), ჩვენგან პაციენტი მაქსიმუმ სამ კვირაში თავისუფალია.

- ოპერაციის, ძირითადი რეაბილიტაციის, პოსტოპერაციული ზედამხედველობის ჩათვლით?

- დიახ, სამ კვირაში შეუძლია სხვა ქვეყანაში გაფრინდეს... თვითონ ოპერაციის ხანგრძლივობა ერთი საათია. შემდეგ ერთი ღამე სტაციონარში, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ რჩება. ძირითადი რეაბილიტაცია 2 კვირაა, როდესაც უფრო ფრთხილად და ფაქიზად უნდა მოეპყრას თავის სხეულს, ვიდრე შემდგომ პერიოდებში.

- ძუძუს ინპლანტი რა ასაკის ქალბატონებში კეთდება?

- 16-18 წლიდან, როდესაც სოციალური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური სტატუსი ადამიანს უკვე ჩამოყალიბებული აქვს და საკუთარ თავში დარწმუნებულია, რომ მას აქვს რეალურად ობიექტური სტატუსი, რომ იმპლანტის გამოყენებით გაუკეთდეს ოპერაცია. ზედა ზღვარი ამ ოპერაციას არ აქვს.

- უშლის თუ არა ხელს ძუძუს ინპლანტი ლაქტაციას?

- როდესაც დედა გენერაციულ ფუნქციას აგრძელებს და უნდა, ეს კეთილი, სასარგებლო ფუნქცია გამოიყენოს, ამ შემთხვევაშიც უკუჩვენება არ არის. პაციენტი ყოველთვის გაფრთხილებულია, თუკი ბავშვი ძუძუთი იკვებება და დედას აქვს ინპლანტი, შეიძლება შეიცვალოს ძუძუს ფორმა - ეს არის ძირითადი მომენტი, რისთვისაც სათანადო მედიკამენტს იღებს და მშობიარობის შემდგომ, მედიკამენტის საშუალებით ლაქტაცია წყდება. თუმცა ბევრი მაგალითი არსებობს ჩვენშიც და უცხოეთშიც, ვინც ძუძუთი გამოკვება ბავშვი და ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება და მამოპლასტიკა განმეორებით არ დასჭირვებია. ხოლო ლაქტაციის პერიოდიდან მინიმუმ 8 თვე უნდა იყოს გასული, ძუძუმ თავისი საბოლოო ესთეტიკური ფორმა დაიბრუნოს.

- უკმაყოფილო პაციენტებიც ხომ არსებობენ, რომლებმაც შეიძლება თქვან - ასეთი კი არა, ისეთი უნდოდათ...

- პაციენტები კმაყოფილები არიან, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება, სხვა სურვილები ჰქონდა, სხვა შედეგს ელოდა და სხვა მიიღო, მაგრამ ასეთი რამ პრაქტიკულად არ ხდება... თუ ვეუბნებით, რომ 300-ლიტრიანი მოცულობის ინპლანტი გამოიყენონ, ყოველთვის არის პირობითი ჭიდილი - დიდი ხომ არ იქნება? ხშირად ჩენი შეთავაზება ამართლებს... სხვა შემთხვევაში, ფორმა, მოცულობა, ინპლანტი და ძუძუს ვიზუალი ოპერაციამდე თანხმდება და ისეთ დეტალებამდე, რომ ოპერაციის შემდეგ უკმაყოფილება არ არსებობს.

- გამოცვლის მიზნით თუ მოუმართავთ?

- რა თქმა უნდა. გასულა დრო, როდესაც აღარ მოსწონთ თავისი ძუძუ და უფრო დიდი მოცულობის უნდათ, ან მეტად აწევა, ფორმის შეცვლა, თუ ერთი ინპლანტი დაზიანდა და ორივეს შეცვლა აუცილებელია. ასეთი შემთხვევები სამდიცინო პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, არის.

- საერთოდ რომ ამოუღიათ ინპლანტი, მსგავსი ფაქტი თუ გქონიათ პრაქტიკაში?

- ასეთი ჩვენს პრაქტიკაში ორი შემთხვევა იყო, როდესაც გაკეთებული ძუძუს შემდგომ, ადამიანმა თქვა, რომ ძუძუს ინპლანტი აღარ უნდოდა. ამოვუღეთ და ამას კონკრეტულ სამედიცინო ჩვენებასთან კავშირი არ ჰქონია.

- ფასი რამდენად ხელმისაწვდომია?

- ეკონომიკური კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, რა ფასიც დაახლოებით 5-7 წლის წინ იყო, ზუსტად იგივე ფასი გვაქვს - 8.500 ლარი. ეს თანხა სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, ბევრად იაფია.

- რეგიონებიდან მიმართვიანობა თუ გაქვთ?

- ნაკლებად აქტიურობენ - ძირითადად ბათუმი, ქუთაისი, მაგრამ რაოდენობის მიხედვით წამყვანი მაინც თბილისია...

- როგორია თქვენი რეკომენდაცია?

- მთელი მსოფლიოს მედიცინა დაავადებების პრევენციაზეა გადასული. რაც შეეხება ძუძუს, განსაკურებით, 40-45 წლის ასაკის პოსტ მენოპაუზის პერიოდი, ან ვთქვათ, მანამდე, პროფილაქტიკის მიზნით, თავის დროზე უნდა დაიწყოს სათანადო გეგმიური დიაგნოსტიკური კვლევები, რომ თავიდან აიცილოს ძუძუს კიბო. ხოლო თუ ოპერაციას გაიკეთებს, ძუძუში ინპლანტს ჩაიდებს, აიწევს, მე ვერაფერს ვურჩევ გარდა იმისა, რომ ყურადღებით იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და მაშინ ყველანაირად დაცულები იქნებიან - დაავადებებს აცდებიან.