საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2020 წლის ბოლოს დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - რა პროგნოზებს აკეთებს დავით ნარმანია
2020 წლის ბოლოს დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - რა პროგნოზებს აკეთებს დავით ნარმანია

ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ტა­რი­ფი შე­საძ­ლოა, არა ყო­ველ წელს, არა­მედ სამი წლის ვა­დით გა­ნი­სა­ზღვროს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას სე­მე­კის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში არ გა­მო­რი­ცხავს.

„ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის სექ­ტორ­შიც გვინ­და, რომ გა­და­ვი­დეთ სამ­წლი­ან ტა­რი­ფებ­ზე. ამან გა­ა­მარ­თლა ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წლის ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში ვხე­დავთ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს. გა­ზის სექ­ტორ­შიც ვხე­დავთ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია და კა­ნონ­მდებ­ლო­ბაც გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სამ­წლი­ა­ნი ტა­რი­ფე­ბი და­ვად­გი­ნოთ“, - აცხა­დებს ნარ­მა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის ტა­რი­ფე­ბის ზრდა, სე­მე­კის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას 2020 წლის­თვის არ გა­მო­რი­ცხავს.

„ამ ეტა­პის­თვის ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჯერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ნა­წილ­ში ტა­რი­ფე­ბის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა, თუმ­ცა თუ მო­მა­ვალ­შიც ასე გაგ­რძელ­დე­ბა, ჰე­სე­ბი არ აშენ­დე­ბა და იმ­პორ­ტი გაგ­ვეზ­რდე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მომ­დევ­ნო ტა­რი­ფის გა­ან­გა­რი­შე­ბის­თვის 2020 წლის ბო­ლოს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გეს.

რაც შე­ე­ხე­ბა წყლის ტა­რიფს, ევ­რო­პის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ნორ­მე­ბის მო­თხოვ­ნაა და ხდე­ბა და­ახ­ლო­ე­ბა ევ­რო­პულ სის­ტე­მას­თან. დღეს ჩვენ­თან სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი უფრო და­ბა­ლია, კო­მერ­ცი­უ­ლი მა­ღა­ლია. ამ სა­კი­თხზე ცალ­კე მუ­შა­ო­ბა მოგ­ვი­წევს და ეს მო­დე­ლი დიდ­ხანს ალ­ბათ, ვერ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

ჩვენ არ გვაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის გამო, უარი ვთქვათ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, - აცხა­დებს და­ვით ნარ­მა­ნია.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ნარ­მა­ნი­ას თქმით, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ „მუდ­მი­ვად გაგ­ვეზ­რდე­ბა იმ­პორ­ტი, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ენერ­გია არის ძვი­რი და ეს ძვი­რი ენერ­გია აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა ტა­რიფ­ზე“.

„ჩვენ­თან ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე მო­თხოვ­ნა და თუ ადეკ­ვა­ტუ­რად არ გან­ვა­ვი­თა­რეთ ად­გი­ლობ­რი­ვი გე­ნე­რა­ცია, არ ავა­შე­ნეთ ჰე­სე­ბი, ქა­რის სად­გუ­რე­ბი და ასე შემ­დეგ, სულ უფრო მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვხდე­ბით იმ­პორტზე. იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თრის სე­ზონ­ზე ძვი­რია, ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ იგი­ვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰე­სე­ბი, რა­ზეც გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბია, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, ამ ყვე­ლაფ­რის მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ახ­სნით გა­ვაგ­რძე­ლოთ და თუ რო­მე­ლი­მე ჰესს უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა აქვს გა­რე­მო­ზე, მხო­ლოდ მას­ზე ვთქვათ უარი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ გვაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბის ან ასე ვთქვათ, მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის გამო უარი ვთქვათ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მუდ­მი­ვად გაგ­ვეზ­რდე­ბა იმ­პორ­ტი, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ენერ­გია არის ძვი­რი და ეს ძვი­რი ენერ­გია აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა ტა­რიფ­ზე. ასე რომ, თუ არ გვინ­და გაგ­ვიძ­ვირ­დეს ტა­რი­ფე­ბი, უნდა ავა­შე­ნოთ ჰე­სე­ბი“, - აცხა­დებს ნარ­მა­ნია.

მი­სი­ვე თქმით, არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­დე­საც სა­კი­თხში გა­ურ­კვე­ვე­ლი პი­რე­ბი ვი­ღა­ცე­ბის მარ­თუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო აჩე­რე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს.

„თი­თო­ე­უ­ლი მე­გა­ვა­ტი ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იგი­ვე ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს, სჭირ­დე­ბა ენერ­გია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა იძა­ხის, რომ სჭირ­დე­ბა იაფი ენერ­გია. ეს მო­თხოვ­ნა სწო­რია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი სა­ზღვა­რი. ძა­ლი­ან იაფი ენერ­გია ვერ გვექ­ნე­ბა და თუ მუდ­მი­ვი პრო­ტეს­ტი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გვექ­ნე­ბა ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ელექტრო­ე­ნერ­გია კი­დევ უფრო გაგ­ვიძ­ვირ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გად უნდა დარ­წმუნ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ჰესი რა გავ­ლე­ნის იქ­ნე­ბა. მე­ო­რე მხრივ, თუ რამე ჰე­სის მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ა­სა და მთავ­რო­ბას შო­რის გა­ფორ­მე­ბულ დო­კუ­მენ­ტში შე­საც­ვლე­ლი და და­სახ­ვე­წია, შე­იძ­ლე­ბა შეს­წორ­დეს. რა­ღაც დათ­მო­ბა­ზე ინ­ვეს­ტო­რი უნდა წა­მო­ვი­დეს, რა­ღაც დათ­მო­ბა­ზე მთავ­რო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბა. ყვე­ლამ თითო ნა­ბი­ჯი უკან თუ არ გა­დად­გა, ისე ეს პრო­ცე­სი წინ ვერ წავა. უნდა მო­ვის­მი­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­თხოვ­ნა მკა­ფი­ოდ და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და არა ისე, რომ ეს ხე­ო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. ეს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა ნა­ხონ და გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც იგი­ვე პან­კი­სის ჰესს აქვს და მე კარ­გად წა­ვი­კი­თხე ეს დო­კუ­მენ­ტი, მის მი­ხედ­ვით არ დგინ­დე­ბა, რომ ჰესს შე­საძ­ლოა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა ჰქონ­დეს ხე­ო­ბა­ზე. ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბა კონ­სენ­სუ­სი. ამის გა­რე­შე ინ­ვეს­ტო­რი ცო­დოა, მან ფული უკვე და­ხარ­ჯა, კვლე­ვე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი, ტექ­ნი­კა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო, ტრაქ­ტო­რი და­იწ­ვა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია. საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გეს, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე პა­სუ­ხი ვი­ღა­ცებს უნდა მო­ე­თხო­ვოთ, ვინც ცე­ცხლი წა­უ­კი­და, მაგ­რამ მო­დით, ეს იყოს ერთი უკან და­ხე­ვა ინ­ვეს­ტო­რის მხრი­დან, კე­თი­ლი ნა­ბი­ჯი, რომ არ უჩივ­ლოს მას, ვინც ცე­ცხლი მო­უ­კი­და მის ტრაქ­ტორს. ასე ტრაქ­ტო­რე­ბის დაწ­ვით და ა.შ. საქ­მე არ გა­კეთ­დე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით, თბი­ლი სა­უბ­რით რა­ღაც კონ­სენ­სუ­სამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალთ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ყო­ველ­თვის სწო­რად უყუ­რებს პრო­ცე­სებს, უბ­რა­ლოდ რა­ღაც კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა, შე­იძ­ლე­ბა მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია იყოს სა­ჭი­რო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. არი­ან რა­დი­კა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ არა­ფე­რი უნდა აშენ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში და რომ კი­თხოთ, რომ აბა, სა­ი­დან უნდა მო­ვი­ტა­ნოთ ელექტრო­ე­ნერ­გია, ამ­ბო­ბენ, რომ თქვენ ხართ მთავ­რო­ბა და სა­ი­და­ნაც გინ­დათ მო­ი­ტა­ნეთ. ერ­თად უნდა დავ­სხდეთ, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ვი­კა­მა­თოთ და ვი­და­ოთ, მაგ­რამ ჰესი უნდა ავა­შე­ნოთ“, - აცხა­დებს ნარ­მა­ნია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნა­ხეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

2020 წლის ბოლოს დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - რა პროგნოზებს აკეთებს დავით ნარმანია

2020 წლის ბოლოს დენის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს - რა პროგნოზებს აკეთებს დავით ნარმანია

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. აღნიშნულის შესაძლებლობას სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში არ გამორიცხავს.

„ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ“, - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, სემეკის ახალი თავმჯდომარე აღნიშნულის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება", - განაცხადა ნარმანიამ.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, მოსახლეობის პროტესტის გამო, უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე, - აცხადებს დავით ნარმანია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ნარმანიას თქმით, უნდა ვიცოდეთ, რომ „მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე“.

„ჩვენთან ძალიან მაღალია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვავითარეთ ადგილობრივი გენერაცია, არ ავაშენეთ ჰესები, ქარის სადგურები და ასე შემდეგ, სულ უფრო მეტად დამოკიდებული ვხდებით იმპორტზე. იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები“, - აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც საკითხში გაურკვეველი პირები ვიღაცების მართული პროცესების გამო აჩერებენ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან პროექტს.

„თითოეული მეგავატი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იგივე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, სჭირდება ენერგია და ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა იძახის, რომ სჭირდება იაფი ენერგია. ეს მოთხოვნა სწორია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ძალიან იაფი ენერგია ვერ გვექნება და თუ მუდმივი პროტესტი და წინააღმდეგობა გვექნება ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ელექტროენერგია კიდევ უფრო გაგვიძვირდება მომავალში. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დარწმუნდეს მოსახლეობა, კონკრეტული ჰესი რა გავლენის იქნება. მეორე მხრივ, თუ რამე ჰესის მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტში შესაცვლელი და დასახვეწია, შეიძლება შესწორდეს. რაღაც დათმობაზე ინვესტორი უნდა წამოვიდეს, რაღაც დათმობაზე მთავრობა და მოსახლეობა. ყველამ თითო ნაბიჯი უკან თუ არ გადადგა, ისე ეს პროცესი წინ ვერ წავა. უნდა მოვისმინოთ მოსახლეობის მოთხოვნა მკაფიოდ და არგუმენტირებულად და არა ისე, რომ ეს ხეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ეს სპეციალისტებმა უნდა ნახონ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რომელიც იგივე პანკისის ჰესს აქვს და მე კარგად წავიკითხე ეს დოკუმენტი, მის მიხედვით არ დგინდება, რომ ჰესს შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს ხეობაზე. ყოველთვის მოიძებნება კონსენსუსი. ამის გარეშე ინვესტორი ცოდოა, მან ფული უკვე დახარჯა, კვლევებია გაკეთებული, ტექნიკა მობილიზებული იყო, ტრაქტორი დაიწვა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხი ვიღაცებს უნდა მოეთხოვოთ, ვინც ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ მოდით, ეს იყოს ერთი უკან დახევა ინვესტორის მხრიდან, კეთილი ნაბიჯი, რომ არ უჩივლოს მას, ვინც ცეცხლი მოუკიდა მის ტრაქტორს. ასე ტრაქტორების დაწვით და ა.შ. საქმე არ გაკეთდება. მოლაპარაკებებით, თბილი საუბრით რაღაც კონსენსუსამდე აუცილებლად მივალთ. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის სწორად უყურებს პროცესებს, უბრალოდ რაღაც კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, შეიძლება მეტი კომუნიკაცია იყოს საჭირო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა. არიან რადიკალი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნდა აშენდეს ამ ქვეყანაში და რომ კითხოთ, რომ აბა, საიდან უნდა მოვიტანოთ ელექტროენერგია, ამბობენ, რომ თქვენ ხართ მთავრობა და საიდანაც გინდათ მოიტანეთ. ერთად უნდა დავსხდეთ, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ და ვიდაოთ, მაგრამ ჰესი უნდა ავაშენოთ“, - აცხადებს ნარმანია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

ნახეთ ინტერვიუს სრული ვერსია

რა ღირს საწვავი საქართველოში მაშინ, როცა ნავთობის ფასი მსოფლიოში 42%-ით დაეცა

კორონავირუსის გამო, "თურქიშ ეარლაინსმა" იტალიაში ფრენები შეწყვიტა

კორონავირუსის ტესტირებისა და მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს