პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბნები თბილისში, სადაც გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის გამო, აფეთქებები ყველაზე ხშირად ხდება
უბნები თბილისში, სადაც გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის გამო, აფეთქებები ყველაზე ხშირად ხდება

"თბი­ლი­სი ენერ­ჯი" დე­და­ქა­ლაქ­ში, გა­ზის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უყუ­რა­დღე­ბო­ბის კუ­თხით ყვე­ლა­ზე სა­ში­ში უბ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ავ­რცე­ლებს.

ეს არის თბი­ლი­სის უბ­ნე­ბი, სა­დაც 2019 წლის 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ზის კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და­ნად­გა­რე­ბის დე­მონ­ტა­ჟის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და:

  • სან­ზო­ნა
  • ვა­ზი­სუ­ბა­ნი
  • გლ­და­ნი
  • ჩუ­ღუ­რე­თი
  • ისა­ნი - სამ­გო­რი

კომ­პა­ნია “თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სიფ­თხი­ლე. გახ­სოვ­დეთ, რომ არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი თა­ვად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თბი­ლის­ში, სან­ზო­ნა­ში, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, 16 სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და. პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, აფეთ­ქე­ბა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გა­ზის დაგ­რო­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია. მომ­ხდა­რის შე­დე­გად მე­ო­თხე სარ­თუ­ლი და­ინ­გრა და მო­პირ­და­პი­რედ მდგარ კორ­პუს­ში ფან­ჯრის მი­ნე­ბი ჩა­იმ­სხვრა.

ად­გილ­ზე მის­ვლის­თა­ნა­ვე, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა კორ­პუ­სი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის სრუ­ლი ევა­კუ­ა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფებ­მა სხვა­დას­ხვა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 4 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის, 39 წლის მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე უმ­ძი­მე­სია. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს სხე­უ­ლის, და­ახ­ლო­ე­ბით, 60% აქვს დამ­წვა­რი.

“თბი­ლი­სი­ე­ნერ­ჯის“ წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ შე­მოწ­მე­ბის ჯგუფ­მა კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჩახ­სნა. ამას­თან, აბო­ნენტს მი­ე­თი­თა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის ჩარ­თვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იყო.

123
1
რომ ჩახსნი წყალგამაცხელებელს კი არ უნდა დაუტოვო ჯართის ფული უნდა გადაუხადო და თან წაიღო. ერთმა ჩახსნა მეორემ შეაერთა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

უბნები თბილისში, სადაც გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის გამო, აფეთქებები ყველაზე ხშირად ხდება

უბნები თბილისში, სადაც გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის გამო, აფეთქებები ყველაზე ხშირად ხდება

"თბილისი ენერჯი" დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს.

ეს არის თბილისის უბნები, სადაც 2019 წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა:

  • სანზონა
  • ვაზისუბანი
  • გლდანი
  • ჩუღურეთი
  • ისანი - სამგორი

კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე. გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 16 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. პირველადი ვერსიით, აფეთქება საცხოვრებელ ბინაში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანი გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის, 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე უმძიმესია. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.

“თბილისიენერჯის“ წარმომადგენლის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.

ბექა ღვინიაშვილმა ოსაკას გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილი სამების ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის დალოცა