რამაზ გიგაურის "წარმატების 365 გასაღების" მეორე ტომი, ჟურნალ "გზასთან" ერთად, 24 ოქტომბერს გამოვა.
"წარმატების 365 გასაღები" პირველად 2014 წელს გამოვიდა და მან თავიდანვე მოიპოვა პოპულარობა ქართველ მკითხველში. რამდენიმე ხელახალი გამოცემის შემდეგ კი, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, რომ "წარმატების 365 გასაღები" ბევრად უფრო პრაქტიკული, სამუშაო წიგნის სახით მიიღოს.
„წარმატების 365 გასაღები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი.
შეგახსენებთ, რომ გამოცემა სულ 12 ნაწილს გააერთიანებს და თვეში ერთხელ, ჟურნალ "გზასთან" ერთად, სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის სპეციალური ფასია 5.50 ლ, ჟურნალთან ერთად - 7 ლ.