პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე
"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

მომ­ღე­რა­ლი ბესო კა­ლან­და­ძე პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას მისი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის მეშ­ვე­ო­ბით იც­ნობს. იყო ან­სამ­ბლ "ვია 75"-ის სო­ლის­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ის­ტო­რი­ა­ში ოქ­როს ასო­ე­ბით არის შე­სუ­ლი. კა­ლან­და­ძე დღეს ძი­რი­თა­დად კერ­ძო კონ­ცერ­ტე­ბით და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

"რე­ი­ტინ­გმა" მუ­სი­კოს­თან ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­დაც მან თით­ქმის ყვე­ლა სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რად და ამომ­წუ­რა­ვად ისა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ბესო, ბოლო დროს აქ­ტი­უ­რად აღარც სცე­ნა­ზე ჩან­ხართ და აღარც პრე­სა­ში, სად ხართ? რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ამ­ჟა­მად პი­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში არ ვმუ­შა­ობ, სა­კუ­თა­რი ფირ­მა მაქვს და აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ ჩემი პრო­ფე­სი­ით. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ცერ­ტებს, კერ­ძო კონ­ცერ­ტე­ბი მაქვს, ახ­ლა­ხანს დავ­ბრუნ­დი ის­რა­ე­ლი­დან, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო-ის­რა­ე­ლის მე­გობ­რო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და და ბედ­ნი­ე­რი ვარ, იქ მოხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქონ­და. რა თქმა უნდა ჩვე­ნი ძმე­ბი არი­ან ოსე­ბიც, აფხა­ზე­ბიც, მაგ­რამ ებ­რა­ელ ხალ­ხზე ახლო ძმე­ბი ჩვენ არ გვყავს. ერ­თმა­ნე­თის გარ­და სხვა პატ­რო­ნი არ გვყავს მსოფ­ლი­ო­ში.

ასევე დაგაინტერესებთ
03:52 / 15-02-2016

ბესო კალანდაძის ულამაზესი ქალიშვილი...

- ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დროს მუ­შა­ობ­დით სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით?

- 2003 წელს წა­მო­ვე­დი სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი­დან. ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ მოს­კოვ­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ხუთი წელი დავ­რჩი. თავ­და­პირ­ვე­ლად შვე­ბუ­ლე­ბა ავი­ღე სამ­სა­ხურ­ში, რად­გან დის­კის გა­მო­საშ­ვე­ბად წა­ვე­დი რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ხუთი წელი შევ­რჩი მოს­კოვ­ში და იქ მო­მი­წია ცხოვ­რე­ბა. ამას სა­ერ­თოდ არ ვნა­ნობ. 2003 წლი­დან სხვა მთავ­რო­ბა მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, სხვა ხედ­ვე­ბით, სხვა მიზ­ნე­ბით... არ ვამ­ბობ, რომ ცუდი ხედ­ვე­ბი ჰქონ­დათ. მათ უფრო ძლი­ე­რად და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა და ბი­უ­ჯე­ტიც გა­ი­ზარ­და. ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ვიდ­ნენ, ყვე­ლა­ფერს უნდა ჰქონ­დეს პროგ­რე­სი. ამის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა წინ ვერ წავა, ვერც ადა­მი­ა­ნე­ბის მენ­ტა­ლო­ბა. ბევ­რი ჩემი თა­ო­ბი­დან ჩარ­ჩა იქ და დღე­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცხოვ­რობს,. უნდა შე­გეძ­ლოს ახალ თა­ო­ბას­თან ცხოვ­რე­ბა. 63 წლის კაცი ვარ, ზო­გის­თვის შე­იძ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა იყო, ყვე­ლა­ფე­რი შე­ფარ­დე­ბი­თია, მაგ­რამ ჩემი ხა­სი­ა­თი ასე­თია.

ამა­ში ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დელ ცხოვ­რე­ბის წესს მი­უ­ძღვის წვლი­ლი, მა­შინ როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ჩა­კე­ტი­ლი იყო და ინ­ფორ­მა­ცი­აც კი ვერ შე­მო­დი­ო­და, მე ხში­რად მი­წევ­და ქვეყ­ნი­დან გას­ვლა ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო. .. ტრო­ი­კე­ბი და კო­მი­სი­ე­ბი წყვეტ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედს, ჩემს დროსტრო­ი­კე­ბიაღარ იყო, მაგ­რამ მარ­ტი­ვი მა­ინც არ იყო გას­ვლა. მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი გავ­დი­ო­დით ქვეყ­ნი­დან. 1985 წელს ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ვე­ნა­ში გას­ტრო­ლებ­ზე ან­სამ­ბლ „75“-თან ერ­თად. ვი­ღაც სულ დაგ­ვყვე­ბო­და, მაგ­რამ კგბ- აგენ­ტი არას­დროს ახ­დენ­და აფი­ში­რე­ბას, რომ ის ის იყო და გვა­კონ­ტრო­ლებ­და. ნე­ბის­მი­ერ უცხო­ელ­თან კონ­ტაქ­ტი რთუ­ლი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­დათ კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. მახ­სენ­დე­ბა ერთი მო­მენ­ტი, 1982 წელი იყო, ათი ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ მუ­სი­კო­სე­ბი ერე­ვან­ში, მათ შო­რის მექ­სი­კი­დან, სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დით და ერთ-ერთი ბულ­გა­რე­ლი მუ­სი­კო­სის­თვის არან­ჟი­რე­ბა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ნო­მერ­ში უნდა შევ­ხვედ­რო­დით დე­ტა­ლე­ბის გა­სავ­ლე­ლად და ესეც კი რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. გაგ­ვი­მარ­თლა, მა­ინც შევ­ხვდით, რად­განპე­რესტრო­ი­კისწინა პე­რი­ო­დი იყო და ცოტა შერ­ბი­ლე­ბუ­ლი იყო კონ­ტრო­ლი.

- რის გა­მოც დარ­ჩით მოს­კოვ­ში სა­ერ­თოდ არ ნა­ნობთ?

- რო­გორც გი­თხა­რით, მოს­კოვ­ში ჩას­ვლის მი­ზე­ზი იყო კომ­პა­კტ დის­კის გა­მოშ­ვე­ბა. მე სიმ­ღე­რას თავი 1986 წელს და­ვა­ნე­ბე. მა­შინ 30 წლის ვი­ყა­ვი. გა­ვა­კე­თე ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის ანა­ლი­ზი და წა­ვე­დი სცე­ნი­დან, სა­დაც შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი თა­ვის დრო­ზე. სა­ნამ სიმ­ღე­რას და­ვი­წყებ­დი წყალ­ბურთზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ამეკ­რძა­ლა, ის დრო მინ­დო­და რა­ღა­ცით შე­მე­ვე­სო, ამი­ტომ პოპ-მუ­სი­კის რე­ნე­სან­სი იყო და და­ვი­წყე სიმ­ღე­რა. გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, მერე რა? 20 მა­ნე­თი გვქონ­და ხელ­ფა­სი, თითო კონ­ცერ­ტში, იქ­ვი­თე­ბო­და სა­შე­მო­სავ­ლო და 17 მა­ნეთს და 50 კა­პიკს ვი­ღებ­დით. კარ­გიც ჰქონ­და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, პენ­სი­აც იყო, ხელ­ფა­სიც, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო­ზე მეტი რომ გქო­ნო­და და­გი­ჭერ­დნენ. დღე­საც ასეა, ვინ მარ­თავს დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნას? მარ­ტი­ვია შექ­მნა კომ­პრო­მა­ტი ადა­მი­ან­ზე და როცა გინ­და გა­მო­ი­ყე­ნო.

სცე­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ, დრო იყო ჩემი საქ­მით და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბით ვარ ფი­ნან­სის­ტი, ამი­ტომ ამ კუ­თხით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. 1986-1992 წლებ­ში სა­ვაჭ­რო სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ­დი, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ინ­გრა, სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იქ და­ვი­წყე მუ­ა­ო­ბა - შიდა კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტში მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად. 11 წელი ვმუ­შა­ობ­დი იქ, 2000 წელს ჩა­ვა­ბა­რე მო­ხე­ლე­თა გა­მოც­დე­ბი. სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი სცე­ნა იყო თუ სხვა სამ­სა­ხუ­რი ვცდი­ლობ­დი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, გა­მომ­დი­ო­და თუ არა ეს სხვა სა­კი­თხია. 1998 წლის ბო­ლოს მინ­დო­და ხე­ლოვ­ნე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა, მსურ­და ძვე­ლი სიმ­ღე­რე­ბის ახა­ლი არან­ჟი­რე­ბა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ჩა­მე­წე­რა დის­კი, არც ჩემი და არც „75“-ის დის­კი არ არ­სე­ბობ­და, ამი­ტომ წა­ვე­დი მოს­კოვ­ში...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

"მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ" - რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული მომღერალი ბესო კალანდაძე და რას ჰყვება ოჯახზე

მომღერალი ბესო კალანდაძე პროფესიით ეკონომისტია, თუმცა საზოგადოება მას მისი მუსიკალური კარიერის მეშვეობით იცნობს. იყო ანსამბლ "ვია 75"-ის სოლისტი, რომელიც ქართულ მუსიკალურ ისტორიაში ოქროს ასოებით არის შესული. კალანდაძე დღეს ძირითადად კერძო კონცერტებით და საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული.

"რეიტინგმა" მუსიკოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან თითქმის ყველა საკითხზე დეტალურად და ამომწურავად ისაუბრა.

- ბატონო ბესო, ბოლო დროს აქტიურად აღარც სცენაზე ჩანხართ და აღარც პრესაში, სად ხართ? რას საქმიანობთ?

- ამჟამად პირადი საქმიანობით ვარ დაკავებული, სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ, საკუთარი ფირმა მაქვს და აქტიურად ვმუშაობ ჩემი პროფესიით. რაც შეეხება კონცერტებს, კერძო კონცერტები მაქვს, ახლახანს დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც საქართველო-ისრაელის მეგობრობის აღსანიშნავად კონცერტი ჩატარდა და ბედნიერი ვარ, იქ მოხვედრის საშუალება რომ მქონდა. რა თქმა უნდა ჩვენი ძმები არიან ოსებიც, აფხაზებიც, მაგრამ ებრაელ ხალხზე ახლო ძმები ჩვენ არ გვყავს. ერთმანეთის გარდა სხვა პატრონი არ გვყავს მსოფლიოში.

- ედუარდ შევარდნაძის დროს მუშაობდით სახელმწიფო სამსახურში, რატომ წამოხვედით?

- 2003 წელს წამოვედი საგადასახადო სამსახურიდან. ამის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ხუთი წელი დავრჩი. თავდაპირველად შვებულება ავიღე სამსახურში, რადგან დისკის გამოსაშვებად წავედი რუსეთში, მაგრამ ხუთი წელი შევრჩი მოსკოვში და იქ მომიწია ცხოვრება. ამას საერთოდ არ ვნანობ. 2003 წლიდან სხვა მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, სხვა ხედვებით, სხვა მიზნებით... არ ვამბობ, რომ ცუდი ხედვები ჰქონდათ. მათ უფრო ძლიერად დაიწყეს მუშაობა და ბიუჯეტიც გაიზარდა. ახალგაზრდები მოვიდნენ, ყველაფერს უნდა ჰქონდეს პროგრესი. ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა, ვერც ადამიანების მენტალობა. ბევრი ჩემი თაობიდან ჩარჩა იქ და დღესაც საბჭოთა კავშირში ცხოვრობს,. უნდა შეგეძლოს ახალ თაობასთან ცხოვრება. 63 წლის კაცი ვარ, ზოგისთვის შეიძლება ახალგაზრდა იყო, ყველაფერი შეფარდებითია, მაგრამ ჩემი ხასიათი ასეთია.

ამაში ახალგაზრდობის დროინდელ ცხოვრების წესს მიუძღვის წვლილი, მაშინ როცა საბჭოთა კავშირი ჩაკეტილი იყო და ინფორმაციაც კი ვერ შემოდიოდა, მე ხშირად მიწევდა ქვეყნიდან გასვლა ჩემი საქმიანობის გამო. .. ტროიკები და კომისიები წყვეტდნენ ადამიანების ბედს, ჩემს დროსტროიკებიაღარ იყო, მაგრამ მარტივი მაინც არ იყო გასვლა. მე და ჩემი კოლეგები გავდიოდით ქვეყნიდან. 1985 წელს ვიმყოფებოდი ვენაში გასტროლებზე ანსამბლ „75“-თან ერთად. ვიღაც სულ დაგვყვებოდა, მაგრამ კგბ- აგენტი არასდროს ახდენდა აფიშირებას, რომ ის ის იყო და გვაკონტროლებდა. ნებისმიერ უცხოელთან კონტაქტი რთული იყო, განსაკუთრებული გართულება ჰქონდათ კაპიტალისტური ქვეყნების წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. მახსენდება ერთი მომენტი, 1982 წელი იყო, ათი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მუსიკოსები ერევანში, მათ შორის მექსიკიდან, სასტუმროში ვცხოვრობდით და ერთ-ერთი ბულგარელი მუსიკოსისთვის არანჟირება უნდა გამეკეთებინა, ნომერში უნდა შევხვედროდით დეტალების გასავლელად და ესეც კი რთული აღმოჩნდა. გაგვიმართლა, მაინც შევხვდით, რადგანპერესტროიკისწინა პერიოდი იყო და ცოტა შერბილებული იყო კონტროლი.

- რის გამოც დარჩით მოსკოვში საერთოდ არ ნანობთ?

- როგორც გითხარით, მოსკოვში ჩასვლის მიზეზი იყო კომპაკტ დისკის გამოშვება. მე სიმღერას თავი 1986 წელს დავანებე. მაშინ 30 წლის ვიყავი. გავაკეთე ჩემი საქმიანობის ანალიზი და წავედი სცენიდან, სადაც შემთხვევით მოვხვდი თავის დროზე. სანამ სიმღერას დავიწყებდი წყალბურთზე დავდიოდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამეკრძალა, ის დრო მინდოდა რაღაცით შემევესო, ამიტომ პოპ-მუსიკის რენესანსი იყო და დავიწყე სიმღერა. გავხდი პოპულარული, მერე რა? 20 მანეთი გვქონდა ხელფასი, თითო კონცერტში, იქვითებოდა საშემოსავლო და 17 მანეთს და 50 კაპიკს ვიღებდით. კარგიც ჰქონდა საბჭოთა კავშირში, პენსიაც იყო, ხელფასიც, მაგრამ ცხოვრებისთვის საჭიროზე მეტი რომ გქონოდა დაგიჭერდნენ. დღესაც ასეა, ვინ მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას? მარტივია შექმნა კომპრომატი ადამიანზე და როცა გინდა გამოიყენო.

სცენიდან წასვლის შემდეგ, დრო იყო ჩემი საქმით დამეწყო მუშაობა, სპეციალიზებით ვარ ფინანსისტი, ამიტომ ამ კუთხით დავიწყე მუშაობა. 1986-1992 წლებში სავაჭრო სისტემაში ვმუშაობდი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, საგადასახადო სამსახური ჩამოყალიბდა და პირველივე დღიდან იქ დავიწყე მუაობა - შიდა კონტროლის დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად. 11 წელი ვმუშაობდი იქ, 2000 წელს ჩავაბარე მოხელეთა გამოცდები. სადაც ვმუშაობდი სცენა იყო თუ სხვა სამსახური ვცდილობდი ვყოფილიყავი პროფესიონალი, გამომდიოდა თუ არა ეს სხვა საკითხია. 1998 წლის ბოლოს მინდოდა ხელოვნებასთან დაბრუნება, მსურდა ძველი სიმღერების ახალი არანჟირება გამეკეთებინა და ჩამეწერა დისკი, არც ჩემი და არც „75“-ის დისკი არ არსებობდა, ამიტომ წავედი მოსკოვში...წაიკითხეთ სრულად

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" დაიწყო - ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს