ავტორი:

„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰოლიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ

„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰოლიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ

"არჩევანი შენია" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თავისუფლების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში 22 სექტემბერს გაიხსნა. გამოფენა მომზადებულია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ალკოჰოლის პრევენციის 2019 წლის კამპანიის ფარგლებში ა(ა)იპ “არტინფო საქართველოს” მიერ და მხარდაჭერილია თბილისის მერიის მხრიდან.

გამოფენის მიზანია ავამაღლოთ ჩვენი მოქალაქეების ცნობადობა ალკოჰოლის ზიანის შესახებ. ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, ალკოჰოლი ზიანს ჩვენს ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც აყენებს და ამასთანავე, უმეტესწილად არის უმთავრესი მიზეზი უბედური შემთხვევების, აგრესიისა და ძალადობის.

გამოფენის ორგანიზატორები და მონაწილეები შეეცადნენ შემოქმედებითი გზით გადმოეცათ თუ რამხელა ზიანი მოაქვს ალკოჰოლს უშუალოდ მისთვის, ვინც მას მოიხმარს და რამდენად დიდი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა აქვს მას ჩვენს გარშემომყოფებზე.

საქართველოში ალკოჰოლის მოხმარება არსებული კულტურის ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ თრობა არასდროს ყოფილა ქართველობის განმსაზღვრელი ელემენტი, ადამიანები ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას ბევრად უფრო მეტ პოზიტიურ მოვლენას უკავშირებენ ვიდრე ნეგატიურს.

თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომელთაც სრულად აქვთ გააზრებული თავიანთი ჩვევები ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით, უფრო მეტად უვითარდებათ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების აცილებისთვის საჭირო უნარები. მათი თქმით, იმისათვის, რომ ადამიანმა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული ყველა რისკი უნდა იცოდეს და გააზრებულად იღებდეს ალკოჰოლის მიღების გადაწყვეტილებას. გააზრებულობა კი ნიშნავს გაცნობიერებას, მეტ ინფორმაციას და ასეთ დროს „ადამიანები იწყებენ გამოღვიძებას და ამბობენ: „ მე მინდა რაღაც სხვა. მე მინდა ნამდვილი ჯანმრთელობა, სიცხადე, სტრესის შემცირება ჯანსაღი გზით და არა ალკოჰოლზე დამოკიდებულებით“ ...

ინფორმაციის დეფიციტი არის ალკოჰოლის ზიანის უგუვებელყოფის ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ იცოდეთ:

  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება წამროადგენს 200-ზე მეტი დაავადებისა და ტრამვის გამომწვევ მიზეზს
  • ზოგადად დაავადებებისა და ტრამვების გლობალური ტვირთის 5.1% უკავშირდება ალკოჰოლს
  • ალკოჰოლის მოხმარება იწვევს სიკვდილსა და უუნარობას ცხოვრების შედარებით ადრეულ წლებში, 20-39 წლის ასსაკობრივ კატეგორიაში სიკვდილის მიზეზებს შორის 13.5% უკავია ალკოჰოლის მოხმარებას.
  • არსებობს მიზეზობრივი კავშირი ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებასა და ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს შორის, ასევე არაგადამდებ დაავადებებსა და ტრამვებს შორის.
  • დადგენილია მიზეზობრივი კავშირი ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასა და გადამდები დაავადებების ინციდენტობას შორის, როგორიცაა ტუბერკულოზი, აივ ინფექცია და ა.შ
  • ჯანმრთელობაზე უარყოფითი შედეგების გარდა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ დანაკარგებს, როგორც ინდივიდებისთვის ასევე მთლიანად სოციუმისთვის. ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია ძალადობასთან.

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში

ალჟირის ქართველი მმართველები, რომლის შესახებ ბევრს არ სმენია - "ჰასანი ყველგან საკუთარ ლომთან ერთად დადიოდა..."

12 წლის ბავშვი, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა